სპარსელები, ფარსები — ხალხი ირანში. ირანის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ირანში. ეკუთვნიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანეულ შტოს. სპარსელების საერთო რაოდენობა ირანში დაახლოებით 50 მილიონია. საუბრობენ სპარსულ ენაზე. რელიგიით მუსლიმან-შიიტები არიან; ეთნოკონფესიური ჯგუფები გებრები და პარსები ზოროასტრიზმის მიმდევრები არიან.
სქოლიო