მითრიდატე VII, მირდატ არჩილის ძე — ქართლის მეფე V საუკუნის შუა წლებში. მეფე არჩილის ძე, მამა ვახტანგ გორგასლისა. ჯუანშერის ცნობით მირდატი მამის სიცოცხლეში დაქორწინდა. ცოლად შეირთო რანის (მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ისტ. ალბანეთი) ირანელი მოხელის ბარზაბოდის ასული საგდუხტი. ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისგან საუფლისწულოდ მიიღო ქ. სამშვილდე, მისი საერისთავო ქვეყნით. საგდუხტმა აქ სამშვილდის სიონი ააშენა. წყაროების მიხედვით ქართლში ისევ ირანელები ბატონობენ. მირდატი იყო ვახტანგ გორგასლის მამა.
ლიტერატურა
- მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიური საკითხისათვის. საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.
- გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
- „ქართლის ცხოვრება“ ყმაწვილთათვის, წგნ. II – ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნის მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს. თბ. 1998.
სქოლიო
|
---|
| ორმეფობამდე | |
---|
| ორმეფობა | |
---|
| ორმეფობის შემდეგ | |
---|
|