მეფე ბელას ნოტარიუსი (ლათ.Anonymi Bele Regis Notarii) — ხშირად მოიხსენიებენ როგორც ანონიმუსს, უნგრეთის მეფისბელა III-ეს ნოტარიუსი და მემატიანე. მის შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა მისი ლათინური სახელის პირველი ასო იყო P, რადგან ის საკუთარ თავს უწოდებს "P. dictus magister".-ს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ის იყო პეტრე - დიორის ეპისკოპოსი.
მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია - Gesta Hungarorum ("უნგრელთა გმირობები"), რომელიც დაახლოებით 1200 წელს ლათინურადაა დაწერილი. ეს შრომა ყველაზე უფრო დეტალურად აღწერს უნგრელთაშუა დუნაის დაბლობზე (უნგრ.honfoglalás) ჩამოსვლას, ასევე მისი ნაწერებიდანაა ცნობილი მადიარების შვიდი ბელადის სახელები.
Gesta Hungarorum-დან ცნობილია, რომ ის წარმოშობით იყო ტისას ზემო წელიდან და დაახლოებული იყო აბას ოჯახთან. შესავალში წერს, რომ სწავლობდა დასავლეთ ევროპაში (სავარაუდოდ პარიზში), სადაც შეისწავლა ის ჟანრი რა ჟანრითაც წერს Gesta-ს.