ტისა — ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. ის იწყება უკრაინაში, წარმოიქმნება რახივთან ახლოს სადაც ერთმანეთს ერთვის შავი და თეთრი ტისა. მიედინება რუმინეთის საზღვრის გასწვრივ და შედის უნგრეთში ტიზაბეკსთან და ტოვებს ქვეყანას სეგედიდან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში. უნგრეთის დატოვების შემდეგ უერთდება დუნაის სერბეთის ტერიტორიაზე, ვოევოდინას მხარეში ნოვი-სლანკამენის ახლოს. იქ ის ქმნის საზღვარს ბაჩკასა და ბანატას რეგიონებს შორის.
ტისას აუზი მოიცავს 156087 კმ²-ს[1] მისი სიგრძე წარმოადგენს 1358 კმ.-ს რითის ის არის დუნაის შენაკადებიდან ყველაზე გრძელი.[1] მისი წყლის მოცულობა შეადგენს 792 მ³-ს, რითიც ის წარმოადგენს დუნაის მთლიანი მასის 13%-ს.[1]
იმ ქვეყნებში სადაც ის მიედინება მოიხსენიებენ შემდეგი სახელებით:
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Administrația Națională Apelor Române – Cadastrul Apelor – București
- Institutul de Meteorologie și Hidrologie – Rîurile României – București 1971
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო