რახივი (უკრ. Рахів) — ქალაქი უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქის რახივის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კარპატების სამხრეთ კალთებზე, მდინარეების შავი და თეთრი ტისის შეერთების ადგილას, მთათაშორის ვიწრო ქვაბულში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. 2005 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 17 000 ადამიანი. კლიმატი ზომიერია. ქალაქშია კარპატების ბიოსფერული ნაკრძალის შტაბი. დაარსდა 1447 წელს.
რესურსები ინტერნეტში