უნგრელთა გმირობები (ლათ.Gesta Hungarorum) — ანონიმური ავტორის (რომელიც საკუთარ თავს უწოდებს:Anonymi Bele Regis Notarii - 'მეფე ბელას ანონიმური ნოტარიუსი') ადრეული უნგრეთის ისტორია. ანონიმუსმა განათლება მიიღო პარიზის უნივერსიტეტში და მეფის კარზე მუშაობდა ნოტარიუსად, სავარაუდოდ ბელა III-ის სასამართლოში.[1] ქრონიკები სავარაუდოდ 1196-1203 წლებში დაიწერა,[2] თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ Gesta დაწერილია ადრეულ XII საუკუნეში, ან სულაც XI საუკუნის მეორე ნახევარში.[3]Gesta Hungarorum-მ მოაღწია დაახლოებით 1200 წელს შექმნილი ხელნაწერის სახით და პირველი ბეჭდური გამოცემა მოხდა 1746 წელს.