მერაბ მეგრელაძე (დ. 26 იანვარი, 1956, მახარაძე, საქართველოს სსრ — გ. 24 იანვარი, 2012, ქუთაისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა წყალტუბოს „სამგურალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ზესტაფონის „მარგვეთში“.[1]
კარიერა
მერაბ მეგრელაძემ 1989 წელს საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში 29 გოლი გაიტანა, ხოლო 1992–93 წლების სეზონში წყალტუბოს „სამგურალის“ მაისურით 41 ბურთი შეაგდო 37 წლის ასაკში. შედეგიანი იყო ლანჩხუთის „გურიაშიც“, საიდანაც თავის დროზე ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა.
1985 წლის 8 ივლისს მერაბ მეგრელაძემ საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში მოსკოვის „დინამოსთან“ სტუმრად ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ“ 3–1 მოიგო.[2]
იშვიათი საგოლე ალღოს მქონე ფორვარდმა კარიერა 44 წლის ასაკში ნოვოსიბირსკის „ჩკალოვეცში“ დაასრულა. გარდაიცვალა 2012 წლის 24 იანვარს
მიღწევები
საკლუბო
- გურია ლანჩხუთი
- უმაღლესი ლიგა
- 02 ვიცე-ჩემპიონი: 1991
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო