24 თებერვალს რუსულმა არტილერიამ ქალაქი დაბომბა, დაშავდა 26 ადამიანი.[52] მოგვიანებით, იმავე დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა განცხადება: „სამოქალაქო პირების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს. დასახლებულ პუნქტებში ფეთქებადი იარაღის გამოყენება, ნებისმიერ ფასად, თავიდან უნდა იქნას აცილებული…“.[53]
25 თებერვლის დილით, რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან აღმოსავლეთით, მარიუპოლისკენ დაიძრნენ. ისინი სოფელ პავლოპილთან უკრაინულ ძალებს შეხვდნენ.[54]უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდამსხმელები დაამარცხეს; მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს 22 რუსული ტანკი განადგურდა.[55][56]
25 თებერვლის საღამოს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა, შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობებზე დაყრდნობით, საზღვაო დესანტის გადასმა დაიწყო აზოვის ზღვის სანაპიროზე, მარიუპოლიდან დასავლეთით 70 კილომეტრში. ამერიკის თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რუსებმა დესანტირების ამ პლაცდარმზე, სავარაუდოდ, ათასობით საზღვაო ქვეითი გადაისროლეს.[57][58][59][60]
26 თებერვალს რუსეთის ჯარებმა განაგრძეს მარიუპოლის არტილერიით დაბომბვა.[61]საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციით, 10 ბერძენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მარიუპოლთან რუსული დარტყმების შედეგად, 6 დაიღუპა დაბა სარტანაში და 4 — სოფელ ბუჰასში .[62][63]
27 თებერვლის დილით, ბოიჩენკომ გააკეთა განცხადება, რომ მარიუპოლისკენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან სწრაფად დაწინაურდა რუსული სატანკო კოლონა, მაგრამ ეს შეტევა უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს, ტყვედ ჩავარდა 6 რუსი ჯარისკაცი.[64] იმავე დღეს, მარიუპოლში რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 წლის გოგონა.[65] დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ბრძოლა მარიუპოლში 27 თებერვლის ღამესაც გაგრძელდა.[66]
მიუხედავად იმისა, რომ 28 თებერვალს ქალაქი გარშემორტყმული იყო რუსული ჯარების მიერ და გამუდმებით იბომბებოდა, ოკუპანტებმა ვერ შეძლეს მისი აღება.[67][68] საღამოს მარიუპოლის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია, გაზი და ინტერნეტი შეუწყდა.[69]
მარიუპოლის ალყაში მოქცევა
1 მარტს, დენის პუშლინმა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ „რესპუბლიკის“ ძალებმა თითქმის მთლიანად შემოარტყეს ალყა ახლომდებარე ქალაქ ვოლნოვახას და მალე იგივეს გაიმეორებდნენ მარიუპოლშიც.[70] იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს მეზობელ დაბა სარტანაზე .[71] მოგვიანებით რუსეთის არტილერიამ დაბომბა მარიუპოლი, რის შედეგადაც 21-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.[72] მარიუპოლის მახლობლად უკრაინელმა სნაიპერმა მოკლა გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი, რუსეთის 41-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურის მოადგილე.[10]
2 მარტს რუსები ქალაქს მთლიანად გარშემოერტყნენ.[1][73] ალყა უფრო ინტენსიური გახდა.[74] რუსული დაბომბვის შედეგად დაიჭრა სამი მოზარდი, რომლებიც გარეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.[75][76] ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქი წყლის მიწოდების შეწყვეტის გამო დიდ მსხვერპლს განიცდიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ხელს უშლიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლას.[77][78]
რუსული არტილერიის სამიზნე აღმოჩნდა მარიუპოლის მჭიდროდ დასახლებული უბანი, მისი დაბომბვა თითქმის 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად უბნის დიდი ნაწილი განადგურდა, მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ „სულ მცირე ასობით ადამიანი დაიღუპა“.[79][80]
3 მარტის დილით ქალაქი კვლავ დაბომბეს რუსეთის ჯარებმა.[81] ედუარდ ბასურინმა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის სპიკერმა, მარიუპოლში ალყაში მოქცეულ უკრაინულ ძალებს ოფიციალურად მოუწოდა ჩაბარებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „დამიზნებული დარტყმების“ წინაშე აღმოჩნდებოდნენ.[82] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა ალყა შეამჭიდროვეს და სამი ახლომდებარე დასახლება აიღეს.[83]
4 მარტს ბოიჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთს სურდა „მარიუპოლის მაცხოვრებლების აღგვა პირისაგან მიწისა“ და ალყაში მოქცეულთა მარაგები იწურებოდა. მერმა ჰუმანიტარული ევაკუაციის დერეფნის შექმნისა და დამატებითი ძალების გაგზავნისკენ მოუწოდა.[84][85] მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული არტილერია ქალაქის საავადმყოფოებს გრადის რაკეტებით ბომბავდა, მოსახლეობას აღარ ჰქონდა გათბობა, წყალი და ელექტროენერგია.[86][87] მოგვიანებით, იმავე დღესვე, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის შემოთავაზებულ იქნა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მარიუპოლის რაიონის ტერიტორიაზე.[87][88]
5 მარტს უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა მარიუპოლიდან 200 000 მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციის სურვილის შესახებ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის გარანტი, რათა ეს ევაკუაცია განხორციელებულიუო.[89] მარიუპოლში არსებული მდგომარეობა კომიტეტმა „უკიდურესად მძიმე“ მოიხსენია.[90] სამდღიანი დაბომბვის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ამოქმედდა.[91] მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მარიუპოლიდან ზაპორიჟიაში დაიწყო. თუმცა, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციის დერეფანში შევიდნენ, რუსულმა ძალებმა ქალაქის დაბომბვა განაგრძეს, რის შემდეგაც ევაკუაცია შეწყდა და მოსახლეობა იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.[92] მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსული ძალები არ იცავდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საევაკუაციო ოპერაციის გადადება გადაწყდა, რამდენადაც რუსული ჯარები აგრძელებდნენ ქალაქის დაბომბვას.[93] რუსი ოფიციალური პირები უკრაინულ ძალებს ადანაშაულებდნენ, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მიმართულებით ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.[94] დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლიდან მხოლოდ 17 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა.[95]
6 მარტს წითელმა ჯვარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების მეორე მცდელობა ჩაიშალა.[96] უკრაინის ოფიციალურმა პირმა ანტონ ჰერაშჩენკომ აღნიშნა, რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მეორე მცდელობა რუსების მხრიდან დაბომბვით დასრულდა.[96] წითელი ჯვარი ასევე იტყობინებოდა, რომ მარიუპოლში ადგილი ჰქონდა „ადამიანთა ტანჯვის შოკისმომგვრელ სცენებს“.[96][97] გვიან დილით, უკრაინის პარლამენტის წევრმა ინა სოვსუნმა Twitter-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ საწვავის მილსადენი, რომელიც მარიუპოლს ამარაგებდა, რუსებმა დააზიანეს, რის გამოც 700 000-ზე მეტი ადამიანი გათბობის გარეშე დარჩებოდა და დაბალი ტემპერატურის გამო (ხშირად 0 °C-ზე დაბალი) შესაძლოა მოსახლეობა სიცივისგან დაღუპულიყო.[98]
7 მარტს წითელი ჯვრის ოპერაციების დირექტორმა დომინიკ სტილჰარტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შეთანხმებები მხოლოდ პრინციპში იყო მიღწეული და არა „საკმარისად ზუსტად, რომ შემდგომ მათი განხორციელება მომხდარიყო“. მაგალითად, წითელი ჯვრის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დერეფნის ერთ-ერთი შემოთავაზებული გზა დანაღმული იყო. ორგანიზაცია ხელს უწყობდა სამხედრო მოლაპარაკებებსაც.[99][100] მარიუპოლში სამხედრო ცეცხლში მოჰყვა მთავარი გაზსადენი, რასაც გაზის მიწოდების მნიშვნელოვნად შეწყვეტა მოჰყვა.[101]
მოსახლეობის ევაკუაციის კიდევ ერთ მცდელობას ადგილი ჰქონდა 8 მარტს, მაგრამ უკრაინის მთავრობამ კვლავ დაადანაშაულა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული მხარე ქალაქიდან ეგასასვლელ საევაკუაციო დერეფანს ბომბავდა.[102]
ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მიზნით ცეცხლის შეწყვეტის 9 მარტის მცდელობა ჩაიშალა; სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცება ცეცხლი გაუხსნეს მშენებლებსა და საევაკუაციო პუნქტებს. მანვე მარაგების უკმარისობის მდგომარეობა ძლიერ კრიტიკულად მოიხსენია — მაცხოვრებლები წყლის მისაღებად უკვე თოვლს ალღობდნენ.[101] ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათ დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო პირებისათვის საძმო სასაფლაოს გათხრა მოუწიათ, რადგან ნორმალური დასაფლავება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.[103] მოგვიანებით, ამავე დღესვე, საქალაქო რადამ (საკრებულომ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიადარტყმის შედეგად დაზიანდა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო.[104][105][106] უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 17 მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა.[107] ქალაქის ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისთვის ალყაში მოქცეულ ქალაქში 1207 მშვიდობიანი მცხოვრები იყო დაღუპული.[108]
11 მარტს საქალაქო რადამ (საკრებულომ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დღემდე ალყის დროს დაიღუპა 1582 სამოქალაქო პირი.[109]
მერი ვადიმ ბოიჩენკო 13 მარტს იტყობინებოდა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალბმა ქალაქი სულ მცირე 22-ჯერ დაბომბეს, რისთვისაც 100-ზე მეტი ბომბი გამოიყენეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საკვებისა და წყლის უკანასკნელი მარაგები იწურებოდა.[112][113] უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ საარტილერიო დარტყმებით მოწინააღმდეგის მრავალი ჯავშანტექნიკა გაანადგურა და ზიანი მიაყენა პირად შემადგენლობასაც.[114] ადგილობრივი მეჩეთის წინამძღოლის ინფორმაციით, თურქეთის 86 მოქალაქე მათი მთავრობისგან ელოდებოდა მარიუპოლიდან ევაკუაციას.[115]
14 მარტს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩმა საქალაქო რადის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მარიუპოლის ალყას 2500-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის სიცოხლე ემსხვერპლა.[116] საქალაქო რადის (საკრებულოს) მიერ კი 2357 ადამიანის სიკვდილი დადასტურდა.[117] 13:00 საათზე განხორციელდა პირველი ევაკუაცია — ქალაქიდან გავიდა 150-ზე მეტი ავტომობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის გარეუბნების დაპყრობის შემდეგ იქ შეიტანეს 450 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება.[118] უკრაინული ძალების თანახმად, მოკლეს მტრის 150 ჯარისკაცი და გაანადგურეს 10 რუსული სატრანსპორტო საშუალება.[119]
ამავე დღეს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ალყაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეჩენი მებრძოლები და მცირე ხნით ქალაქშიც შევიდნენ, თუმცა შემდეგ უკან დაიხიეს. მისივე ცნობით, მარიუპოლში ჩეჩნურ ნაწილებს მეთაურობდა ახლო თანამებრძოლი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი.[120]ტიუმენში რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს კაპიტანის, ალექსი გლუშჩაკის დაკრძალვაზე გაირკვა, რომ იგი მარიუპოლთან დაიღუპა, სავარაუდოდ, ბლოკადის ადრეულ ეტაპზე.[121]
15 მარტს ქალაქიდან გასვლა შეძლო დაახლოებით 4000-მა ავტომობილმა, ანუ 20 000-მდე მცხოვრებმა.[122]
უკრაინის თანამდებობის პირის, ანტონ ჰერაშჩენკოს თანახმად, რუსეთის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი ქალაქის შტურმის დროს მოკლეს.[12][123] მარიუპოლში მდებარე დონეცკის საოლქო დრამატული თეატრის შენობაზე, რომელშიც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა და გაანადგურა.[124] დონეცკის ოლქის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს მიხედვით, მოგვიანებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აუზ „ნეპტუნს“.[125]
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცნობით, მათ დაიკავეს მარიუპოლის აეროპორტი.[126] ქალაქის მერის თანახმად, შეტაკებებმა ცენტრამდე მიაღწია.[127]
19 მარტს უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლები დაიწყო „აზოვსტალის“ კომბინატთან.[128]
მომდევნო დღეს საქალაქო რადამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკანასკნელი კვირის განმავლობაში რუსულმა მხარემ „რამდენიმე ათასი“ მაცხოვრებელი ძალით გაიყვანა ბანაკებისა და რუსეთის ქალაქების მიმართულებით.[25][129][130] აღნიშნული მოწინააღმდეგემ უარყო.[25] რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა სამხატვრო სკოლის შენობა, რომელშიც 400-მდე ადამიანი იყო შეფარებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მაშინვე არ გავრცელებულა.[131]
20 მარტსვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქის დამცველებს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა კაპიტულაციის, იარაღის დაყრისა და ევაკუაციის შესახებ და წერილობითი პასუხი მოითხოვა გრინვიჩის დროით 02:00 საათისთვის.[132] ულტიმატუმზე უკრაინის მთავრობამ და მარიუპოლის მერმა უარი განაცხადეს.[133]
21 მარტს „CNN“ იტყობინებოდა, რომ უკრაინული ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის სიტყვებით ქალაქში „ბომბები ყოველ 10 წუთში ცვიოდა“.[25]
23 მარტს, სიტუაციის გაუარესების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მათ შორის ქალაქის მერმა, მარიუპოლი დატოვა.[134] 24 მარტს რუსული ნაწილები მარიუპოლის ცენტრში გამოჩნდნენ.[135] დაიკავეს ღვთისმშობლის ტაძარი. ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მოსახლეობის დემორალიზებას ცდილობდნენ — სახალხოდ ყვიროდნენ რუსების გამარჯვებების შესახებ, მათ შორის ოდესის „დაპყრობის“ თაობაზეც.[134]
27 მარტს ვადიმ ბოიჩენკო აცხადებდა, რომ მარიუპოლი ჯერ ისევ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა მოწინააღმდეგის ჯარები ქალაქში ღრმად იყვნენ შეჭრილები და მოსახლეობა „სრულ ევაკუაციას“ საჭიროებდა. ამ მომენტისათვის უკრაინელ ჯარისკაცებს ამოეწურათ საჭმელი და სუფთა სასმელი წყალი; ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, ისინი რამდენიმე დღის შემდეგ ვეღარ გააგრძელებდნენ ბრძოლას.[136] ამის მიუხედავად, ალყაში მოქცეულმა სამხედროებმა უარი განაცხადეს ევაკუაციაზე, რადგან არ უნდოდათ თავისი დაჭრილი და დაღუპული თანამებრძოლებისა და მოქალაქეების დატოვება.[137] ამ დღეს დაინგრა კომპიუტერული მუზეუმი „კლუბ 8ბიტი“.[138]
28 მარტს მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ტელეინტერვიუში გადაცხადა: „დღეს ჩვენ ოკუპანტთა ხელში ვიმყოფებით“.[139] მერიის წარმომადგენლის ცნობით, ალყის დაწყების დღიდან „თითქმის 5000 ადამიანი“ დაიღუპა.[140] უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, „მარიუპოლის 20 000-დან 30 000-მდე მცხოვრები“ იძულებით გადაიყვანეს რუსეთში მდებარე ბანაკში.[50][51] დღის განმავლობაში კალმიუსის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობა[141] და „აზოვის“ პოლკის სამხედრო შტაბი.[142] ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოაგდეს უკრაინული მი-8, რომელიც მარიუპოლისკენ „აზოვის“ პოლკის ევაკუაციისათვის მიფრინავდა.[45] მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ნაწილებმა უკრაინული ძალები სავარაუდოდ ორ და, შესაძლოა, სამ კერად გაყვეს.[4]
2 აპრილს რუსებმა ქალაქის ცენტრში უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა დაიკავეს,[143] რის შემდეგაც ამ რაიონში ბრძოლების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 6 აპრილს რუსეთის ოფიციალური პირები იტყობინებოდნენ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 503-ე საზღვაო ქვეითი ბატალიონის 267 მებრძოლის ტყვედ ჩაგდების შესახებ.[144] დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 7 აპრილს განცხადებით, მათ ქალაქის ცენტრი მთლიანად გაწმინდეს მოწინააღმდეგის მებრძოლებისგან. 1 აპრილს რუსების მიერ სამხრეთ-დასავლეთიდან დაწყებული შეტევის შემდეგ, 7 აპრილისთვის უკრაინელმა სამხედროებმა პორტის გარშემო ტერიტორიაზე ნაწილობრივი კონტროლი შეინარჩუნეს.[145] ამას გარდა, 7 აპრილს რუსულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი, რომელიც „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატს უკავშირდებოდა.[146] მომდევნო დღეს ოკუპანტებმა დაიკავეს პორტის სამხრეთი ნაწილი.[147]
10 აპრილს რუსების ხელში გადავიდა თევზის პორტი, რითაც „აზოვსტალსა“ და ქალაქის პორტში გამაგრებულ უკრაინულ ძალებს ერთმანეთთან სახმელეთო კომუნიკაცია გაუწყვიტეს.[5] მეორე დღეს დსრ-ის ძალები იტყობინებოდნენ, რომ მარიუპოლის 80% დაპყრობილი ჰქონდათ. ადგილობრივი უკრაინული ძალები ქალაქის დაცემას მალე ვარაუდობდნენ, რადგან თავდებოდა საბრძოლო მასალა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, ქალაქი ამ კვირაში დაეცემოდა.[8]
11 აპრილს რუსულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის 160 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა თავის ტექნიკასთან ერთად.[148]
11–12 აპრილის ღამეს[149] 36-ე საზღვაო ქვეითის ბრიგადის ჯარისკაცებმა ვოლოდიმირ ბარანიუკის მეთაურობით ილიჩის სახელობის მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატთან სცადეს რუსული ნაწილების ალყის გარღვევა, თუმცა მას შემდეგ, რაც ისინი შეამჩნიეს, უფრო პატარა ჯგუფებად დაიყვნენ;[150] მათმა ნაწილმა „აზოვსტალის“ კომბინატში „აზოვის“ პოლკთან შეერთება შეძლო.[151][152] გარღვევის მცდელობის დროს ტყვედ ჩავარდა 30-მდე საზღვაო ქვეითი.[151] ბარანიუკის ბედი თავდაპირველად უცნობი იყო.[150] მოგვიანებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარღვევის ბლოკირების დროს მათმა სპეცნაზმა ბარანიუკის ცხედარი ამოიცნო.[149] 12 აპრილს უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მებრძოლი ბრიტანელი ჯარისკაცი იტყობინებოდა, რომ მისი ქვედანაყოფი საბრძოლო მასალისა, საკვებისა და სხვა მომარაგების ამოწურვის გამო დანებდა.[153] შემდგომში, საღამოს,[154] რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ილიჩის სახელობის მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატში დანებდა 36-ე ბრიგადის 1026 საზღვაო ქვეითი, მათ შორის 162 ოფიცერი.[151][155][156] მათივე ინფორმაციით, ტყვეებს შორის 400 დაჭრილი მებრძოლი იყო.[155] მოგვიანებით, რუსულმა მხარემ კიდევ 134 ტყვედ აყვანილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.[157] ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა მასობრივი ჩაბარების შესახებ განცხადებები „სავარაუდო ტყუილად“ მიიჩნია. 13 აპრილს რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს ილიჩის კომბინატი.[151] პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ დაადასტურა საზღვაო ქვეითების შემოერთება და მათი ნაწილის ჩაბარებაც და გააკრიტიკა ისინი.[158] ამავე დღეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ მთლიანად დაიკავა მარიუპოლის სავაჭრო პორტი,[159] რაც სამი დღის შემდეგ დადასტურდა.[160]
წინააღმდეგობა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში
„აზოვსტალის“ კომბინატისკენ უკან დახევა
15 აპრილს 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერჰი ვოლინამ სამხედრო დახმარების მიწოდებისა და ბლოკადის გარღვევისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია კრიტიკული იყო და გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და დახმარების მიღება და ბლოკადის გარღვევა რაც შეიძლება მალე უნდა მოხერხებულიყო.[161] ამავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მარიუპოლში შორსმოქმედი ბომბდამშენი ტუ-22მ3-ის გამოყენება დაიწყო.[162] „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი, რომელიც წინააღმდეგობის რამდენიმე კერის გულს წარმოადგენს, კარგად არის დაცული და ითვლება „ციხესიმაგრედ ქალაქში“, რამდენადაც ამ ძალიან დიდ კომპლექსის აღმოჩენა რთულია, აქვს სახელოსნოები, რომელთა განადგურება ჰაერიდან ძალიან ძნელია, და მრავალი მიწისქვეშა გვირაბი.[163] დღის განმავლობაში დაიკავეს უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული დანიშნულების ბრიგადის ბაზა ქალაქის დასავლეთ ნაწილში.[164]
16 აპრილს დსრ-ის ჯარები შევიდნენ მარიუპოლის პლაჟთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში,[164] რუსები კი — პორტში გემების მოძრაობის სამმართველო ცენტრში.[160] ამის შემდეგ, რუსეთის მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომ ქალაქის ყველა რაიონი გაიწმინდა და მოწინააღმდეგე მხოლოდ „აზოვსტალის“ კომბინატში იყო გამაგრებული.[40] აღნიშნული არ დადასტურდა — ბრძოლებს ადგილი ჰქონდა პრიმორსკის რაიონის დასავლეთ ნაწილშიც.[165] პორტის დაპყრობიდან რამდენიმე დღეში საზღვაო ქვეითების ოფიცერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეითებისა და „აზოვის“ პოლკის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად პორტიდან დაახლოებით 500 უკრაინელი მესაზღვრისა და ეროვნული გვარდიის წევრის ევაკუავია მოხერხდა, რადგან მათ საბრძოლო მასალა ამოეწურათ. ოფიცრის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ჯავშანტექნიკის საშუალებით გაარღვიეს მოწინააღმდეგის პოზიციები და ცეცხლით გადაფარეს 500 სამხედროს ევაკუაცია „აზოვსტალისკენ“.[35]
18 აპრილის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ქალაქის 95% განადგურდა. დამცველებმა რუსეთის მიერ მიცემული ულტიმატუმი კაპიტულაციის შესახებ დააიგნორეს და ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტეს. საპასუხოდ რუსულმა მხარემ ყველას განადგურებით დაემუქრა, ვინც წინააღმდეგობას გააგრძელებდა.[166] სამხედრო ექსპერტის შეფასებით, ქალაქში ჯერ კიდევ შეიძლებოდა 500-დან 800-მდე უკრაინელი სამხედრო ყოფილიყო.[167] რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით კი, მარიუპოლში 2500 უკრაინელი და 400 უცხოელი მოხალისე ჯარისკაცი რჩებოდა.[166]
„აზოვსტალის“ კომბინატის ალყა
20 აპრილს რუსეთისა და დსრ-ის ჯარებმა მცირედ წაიწიეს „აზოვსტალის მიმართულებით“.[168] 21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარებს უბრძანა, რომ არ მიეტანათ შტურმი მეტალურგიულ კომბინატზე და ამის ნაცვლად ბლოკადაში მოექციათ ის. ასევე აღნიშნა, რომ „მარიუპოლის გათავისუფლების“ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. უკრაინულმა მხარემ ასეთი კომენტარები და შტურმის მაგივრად ბლოკადის დაწყება რუსეთის მიერ მარიუპოლის აღების უუნარობაზე მიუთითებდა.[169][170]გაერთიანებული სამეფოს გაერთიანებული ძალების სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ სერ რიჩარდ ბერნსის შეფასებით, კომბინატის დასაკავებლად ბრძოლას ქალაქზე და მის გზებზე კონტროლისათვის უკვე აღარ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან რუსეთი და ყირიმი ხმელეთით უკვე იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. მისი აზრით, კომბინატში უკრაინელთა დასამარცხებლად რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა და ორივ ემხრიდან დიდ დანაკარგებს გამოიწვევდა.[171] მიუნედავად ბლოკირების ბრძანებისა, რუსული ჯარები მოწინააღმდეგის პოზიციებს რიგ ადგილებში 20 მეტრამდე მიუახლოვდნენ.[172]
ითვლება, რომ 22 აპრილს რუსულმა ძალებმა დასავლეთ პრიმორსკის რაიონი მთლიანად გაწმინდეს, ბრძოლების შესახებ ცნობები აღარ გავრცელებული, დარჩენილი უკრაინული ნაწილები კი „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში იყვნენ გამაგრებული.[173]
23 აპრილს, უკრაინის მონაცემებით, განახლდა კომბინატის ავიადარტყმები და სახმელეთო შტურმი. პრეზიდენტის მრჩევლის თანახმად, მოწინააღმდეგე უკრაინელ დამცველთა უკანასკნელი წინააღმდეგობის განადგურებას ცდილობდა „აზოვსტალის“ რაიონში.[174] დამოუკიდებელი წყაროების მიერ ეს არ დადასტურებულა.[175] უკრაინის უშიშროების სამსანურის უფროსის ოლექსი დანილოვის თანახმად, ღამით შვეულმფრენის დახმარებით ალყაშემორტყმულებს მომარაგება მიაწოდეს.[176] ამავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა მარიუპოლიდან აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე 12 ქვედანაყოფი გადაისროლა.[177] მომდევნო დღეს უკრაინული პოზიციების დაბომბვა გაგრძელდა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რუსული ძალები შესაძლოა ანალ შტურმს გეგმავდნენ.[178]
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 27-28 აპრილის ღამეს კომბინატზე ყველაზე ძლიერი ავიადარტყმები მიიტაწეს: განხორციელდა 50 მეტი დარტყმა ტუ-22მ3, სუ-25 და სუ-24 თვითმფრინავებიდან. დაზიანდა სამხედრო საველე ჰოსპიტალი, დაჭრილთა რაოდენობა 170-დან 600-ზე მეტამდე გაიზარდა.[179][180]
წინააღმეგობა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია
30 აპრილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია.[181][182] ეს დერეფანი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შეიქმნა, იგი პირადად გამოვიდა ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმებაში შუამავლად.[182] ამ დღეს 20-მა მშიდობიანმა დატოვა კომბინატის ტერიტორია, რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თქმით კი, მათი რიცხვი 25 იყო. მოლაპარაკებები მიდოდა დარჩენილი 1000 ან მასთან მიახლოებული რაოდენობის მოქალაქის გასათავისუფლებლად.[183][184] „აზოვის“ პოლკის მებრძოლების სულ მცირე ორმა მეუღლემ მოუწოდა იმ 2000-მდე სამხედროს ფაკუაციისკენ, რომლებიც სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ დარჩებოდნენ კომბინატში, რადგან შიშობდნენ რუსების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ ცუდ მოპყრობაზე და საკვებისა და მედიკამენტების მცირე მარაგზე.[185]
2 მაისს 100 მშვიდობიანის ევაკუაცია მოხერხდა.[186] რუსული ავიაცია, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, მარიუპოლში უმართავ ბომბებს იყენებდა.[187] გავრცელდა ცნობაც, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები დონბასში პოზიციებს გასაძლიერებლად აქედან გადიოდნენ. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, მარიუპოლის გარშემო რუსების ძალისხმევა ძირითადად ავიადარტყმების მიტანისკენ იყო მიმართული.[188]
3 მაისს „აზოვსტალზე“ განახლდა ჯარების შეტევა.[189] მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები კომბინატში შეიჭრნენ.[190] დაიწყო, როგორც იტყობინებოდნენ, მძიმე სისხლისმღვრელი ბრძოლები.[191] 4 მაისს დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკვე მეორე დღეა, რაც კომბინატის შტურმის მცდელობა მიმდინარეობს, რუსი ჯარისკაცები კი უკვე „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.[192]
5 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვსტალში მტერი მოიგერიეს — „შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე და ჩვენმა დამცველებმა ისინი მოიგერიეს“. მისივე თქმით, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ბრძოლა კვლავ მიმდინარეობდა, სხვა ინფორმაციები კი ზუსტდებოდა.[193] ამავე დღეს რუსეთის მხრიდან 300-მდე მშვიდობიანმა მიიღო ნებართვა კომბინატიდან ევაკუაციაზე.[194] უკრაინული მხარის განცხადებით, რუსებმა შეჭრა ელექტრიკოსის დახმარებით შეძლეს, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის შესახებ ინფორმაცია გადასცა და ამ „გამყიდველისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით დაიწყეს წინა დღეს შტურმი“.[195]
5 მაისს „The Telegraph“ იტყობინებოდა, რომ რუსეთმა კომბინატის დაბომბვა გააძლიერა, იყენებდნენ თერმობარიულ ბომბებს, რათა დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებმაც მთვრობასთან კავშირი დაკარგეს, საცეცხე საშუალებების გამანადგურებელი ძალა გაეზარდათ. თავის ბოლო განცხადებაში ზელენსკიმ ალყაშემორტყმული კომბინატის დაცვის მეთაურს უფლება მისცა გაძლიერებული შეტაკებების დროს აუცილებლობის შემთხვევაში დანებებოდა მტერს.[196]
გაეროს მონაცემებით, 6 მაისს სულ 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. „აზოვის“ პოლკის განცხადებით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ექვსი ჯარისკაცი, რომლებიც მათ ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.[197]
7 მაისს უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ „აზოვსტალის“ კომბინატიდან ევაკუირებული იყო ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი.[198][199][200]
ალყაშემორტყმული ჯარისკაცები
8 მაისს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერჰი ვოლინსკიმ გაავრცელა თხოვნა, რომ „უმაღლეს ძალებს ეპოვათ გზები მათი გადარჩენისათვის“. მისი განცხადებით, ჯოჯოხეთურ გარემოში იმყოფებოდნენ, სადაც გარშემო ტკივილი, შიმშილი, ცრემლები, შიში, სიკვდილი იყო და მთელი მსოფლიო ამ საინტერესო ეპიზოდს შესცქეროდა. პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუშაობდნენ თავისი სამხედროების ევაკუაციაზე.[201]
9 მაისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ მარიუპოლში გამარჯვების დღის აღლუმი ჩაატარა. ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა „რესპუბლიკის“ პრეზიდენტი დენის პუშილინი.[202]
10 მაისს უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტალურგიული კომბინატის შიგნის ალყაში მოქცეული იყო 1000 ჯარისკაცი.[203][204]
ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ 12 მაისს რუსულ მხარეს მიწისზედა შეტევები არ განუხორციელებია,[205] თუმცა მომდევნო დღეს გზატკეცილი М14 დაიკავა.[206]
საბოლოო ევაკუაცია
16 მაისს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის გარნიზონი „საბრძოლო დავალებას ასრულებდა“ და კომბინატიდან ევაკუაცია დაიწყო. სამხედრო პირების თანახმად, 264 სამხედრო მოსამსახურე, მ.შ. 53 მძიმედ დაჭრილი, ავტობუსებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.[207] „აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება, რომ მარიუპოლის მთელი გარნიზონის სიცოცხლის გადასარჩენად ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ეს განცხადება რუსეთის გადაწყვეტილებას მოჰყვა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების დსრ-ის კონტროლირებად ქალაქ ნოვოაზოვსკში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.[208] უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, მარიუპოლის დამცველების წყალობით უკრაინამ რეზერვების ფორმირების, ძალთა გადაჯგუფებისა და პარტნიორებისგან დახმარების მიღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო მიიღო; ისინი მათთვის დასმულ ყველა დავალებას ასრულებდნენ; „აზოვსტალის“ განბლოკვა კი სამხედრო გზით შეუძლებელი იყო.[209]
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ჩაბარებული სამხედროებისადმი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაფერისი მოპყრობის გარანტიას იძლეოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბიჭების სახლში დაბრუნების სამუშაოები გრძელდებოდა, ეს კი დელიკატურობასა და დროს მოითხოვდა. ზოგიერთმა რუსმა კანონმდებელმა მთავრობას მოუწოდა — არ გაეცვალათ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები თავის სამხედრო მოსამსახურეებში.[210] ორივე მხარის მოთხოვნით, წითელმა ჯვარმა ჩაბარებული მებრძოლები სამხედრო ტყვეებად დაარეგისტრირა, შეაგროვა ინფორმაცია მათ ოჯახებთან დასაკავშირებლად.[211]
18 მაისს რუსულმა არტილერიამ და ავიაციამ გააგრძელა დარჩენილი დამცველების დაბომბვა. დსრ-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი უმაღლესი მეთაურები ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩაბარებულები.[212]
ჰუმანიტარული მდგომარეობა და სამხედრო დანაშაულების ბრალდებები
6 მარტს მარიუპოლის მერმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მრავალდღიანი დაბომბვებისა და სროლების შედეგად ქალაქს არ მიეწოდებოდა წყალი და მოსახლეობა „ქუჩაში გუბეებიდან სვამდა წყალს“. მისივე ცნობით, ქალაქში არ იყო არც გათბობა, არც ელექტროენერგია და არც სატელეფონო კავშირი.[213] ამასთან, სამოქალაქო პირები ვერ ახერხებდნენ ქალაქიდან ევაკუაციას რუსების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არაერთხელ დარღვევის, შეთანხმებულ საევაკუაციო დერეფნებზე თავდასხმებისა და იმ მოქალაქეებზე თავდასხმების გამო, რომლებიც ცდილობდნენ გაღწევას.[214]
7 მარტს, აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, მაიკლ კარპენტერმა, მარიუპოლში 5 და 6 მარტს მომხდარი ორი ინციდენტი ომის დანაშაულებად მიიჩნია. მან განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში რუსულმა ძალებმა შეთანხმებული ევაკუაციის დერეფნები დაბომბეს მაშინ, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ მათ გამოყენებას.[215]
8 მარტს Human Rights Watch-მა ალყისა და მისი ჰუმანიტარული შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა.[216]
9 მარტს, სამშობიარო სახლსა და ბავშვთა საავადმყოფოზე მიტანილი ავიადარტყმების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმTwitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამ თავდასხმას „მხეცობა“ უწოდა, და შენობების ნანგრევებთან გადაღებული ვიდეო.[217] დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა ამ ფაქტს და პირობა დადო, რომ პუტინი „მისი საშინელი დანაშაულების გამო“ პასუხისგებაში მიეცემოდა.[218]
თავდაპირველად რუსულმა მხარემ საავადმყოფოს დაბომბვა უარყო,[219] თუმცა შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრამა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ფაქტი და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ სამშობიარო სახლი აზოვის პოლკის მიერ იყო დაკავებული.[220]
10 მარტს, დღისით, რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში Twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ფეხმძიმე ქალის როლი ერთმა და იგივე ქალმა ითამაშა და იგი სინამდვილეში უკრაინელი ბლოგერი „რეალისტური მაკიაჟით“; სამშობიარო სახლი დაკავებული ჰქონდა აზოვის პოლკს და იქ არც ქალები და არც ბავშვები არ იყვნენ, რამდენადაც დაწესებულება „უმოქმედო“ იყო.[221] მოგვიანებით ეს ტვიტი წესების დარღვევის ბრალდებით თავად Twitter-მა წაშალა.[221] ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სამშობიარო სახლის დაბომბვას ადგილი არ ჰქონია.[222]
↑„Russian invasion update: Enemy aircraft attacking Mariupol and Sartana downed“ (ინგლისური). 28 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. ციტატა: „According to Mariupol Mayor Vadym Boichenko, the Armed Forces of Ukraine and the Azov Detachment worked in a coordinated manner.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
↑ 38.038.1„Hundreds of thousands face catastrophe in Mariupol“. The Economist (ინგლისური). 21 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. ციტატა: „Ukrainian forces in Mariupol are vastly outnumbered, with 3,500 soldiers facing 14,000 invaders, around a tenth of the total estimated Russian force in the country.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
↑„134 more Ukrainian servicemen surrendered in Mariupol: Russia“. aa.com.tr (ინგლისური). 14 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 202. ციტატა: „This means a total of 1,160 Ukrainian soldiers and officers laid down their weapons in Mariupol on Wednesday“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
↑Stepanenko, Kateryna; Hird, Karolina; Kagan, Frederick W.. Russian Offensive Campaign Assessment, May 12. Institute for the Study of War (12 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2022
Questa voce o sezione sull'argomento attori italiani non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Giacomo Rossi Stuart ne La minorenne (1974) Giacomo Rossi Stuart (Todi, 25 agosto 1925 – Roma, 20 ottobre 1994) è stato un attore italiano. Indice 1 Biografia 2 Vita privata 3 Filmografia 3.1 Cinema 3.2...
Presiden Vanuatu adalah kepala negara Vanuatu. No Nama Awal Jabatan Akhir Jabatan 1 George Kalkoa (Sokomanu) 30 Juli 1980 17 Februari 1984 Frederick Karlomuana Timakata (presiden sementara) 17 Februari 1984 8 Maret 1984 George Kalkoa (Sokomanu) 8 Maret 1984 12 Januari 1989 Onneyn Tahi (presiden sementara) 12 Januari 1989 30 Januari 1989 2 Frederick Karlomuana Timakata 30 Januari 1989 30 Januari 1994 Alfred Maseng (presiden sementara) 30 Januari 1994 2 Maret 1994 3 Jean Marie Leye Lenelgau 2 ...
Artikel atau sebagian dari artikel ini mungkin diterjemahkan dari Aquarius (SAC-D instrument) di en.wikipedia.org. Isinya masih belum akurat, karena bagian yang diterjemahkan masih perlu diperhalus dan disempurnakan. Jika Anda menguasai bahasa aslinya, harap pertimbangkan untuk menelusuri referensinya dan menyempurnakan terjemahan ini. Anda juga dapat ikut bergotong royong pada ProyekWiki Perbaikan Terjemahan. (Pesan ini dapat dihapus jika terjemahan dirasa sudah cukup tepat. Lihat pula: pand...
Badan Narkotika Nasional BNNGambaran umumDasar hukumUndang-Undang Nomor 35 tahun 2009 tentang NarkotikaDi bawah koordinasiPresiden Republik IndonesiaKepalaKomjen. Pol. Dr. Marthinus Hukom, S.I.K., M.Si.Sekretaris UtamaIrjen. Pol. Tantan Sulistyana, S.H., S.I.K.DeputiBidang PencegahanRichard M. NainggolanBidang Pemberdayaan MasyarakatHeri MaryadiBidang PemberantasanIrjen. Pol. I Wayan Sugiri, S.H., S.I.K.Bidang RehabilitasiRiza SarasvitaBidang Hukum dan KerjasamaAgus IriantoInsp...
Piala Champions Eropa 1967–1968Stadion Wembley di London menjadi tuan rumah final.Informasi turnamenJadwalpenyelenggaraan20 September 1967 – 29 Mei 1968Jumlahtim peserta32 (31 berkompetisi)Hasil turnamenJuara Manchester United (gelar ke-1)Tempat kedua BenficaStatistik turnamenJumlahpertandingan60Jumlah gol162 (2,7 per pertandingan)Jumlahpenonton2.059.590 (34.327 per pertandingan)Pencetak golterbanyakEusébio (Benfica)6 gol← 1966–1967 1968–1969 → Piala Champions E...
Chikugo-class destroyer escort JDS Tokachi alongside JDS Ōi on 1 April 1984 History Japan Name Tokachi (とかち) NamesakeTokachi Ordered1969 BuilderMitsui, Tamano Laid down11 December 1970 Launched25 November 1971 Commissioned17 May 1972 Decommissioned15 April 1998 Homeport Ominato (1972-1985) Kure (1985-1998) IdentificationPennant number: DE-218 FateScrapped General characteristics Class and typeChikugo-class destroyer escort Displacement1,700–1,800 long tons (1,727–1,829 t) full...
American television personality (born 1959) Linda HoganHogan in 2007BornLinda Marie Claridge (1959-08-24) August 24, 1959 (age 64)Los Angeles, California, U.S.OccupationTelevision personalityYears active1978–presentTelevisionHogan Knows Best (2005–2007)Spouse Hulk Hogan (m. 1983; div. 2009)PartnerCharley Hill (2008–2012)ChildrenBrooke HoganNick Hogan Linda Marie Claridge (born August 24, 1959), also known as Linda Hogan, is a...
Video game series This article is about the video game series. For the first game in the series, see Metroid (video game). For the fictional species, see Metroid (fictional species). Not to be confused with Matroid or Meteoroid. Video game seriesMetroidLogo since 2017Genre(s)PlatformAction-adventureFirst-person shooterSide scrollerPinballDeveloper(s)Nintendo R&D1 (1986–2004)Intelligent Systems (1986–1994)[1]Retro Studios (2002–present)Fuse Games (2005)Nintendo Software Techn...
French diplomat The Count of VergennesCharles de Vergennes, by Antoine-François CalletChief Minister of the French MonarchIn office21 November 1781 – 13 February 1787MonarchLouis XVIPreceded byCount of MaurepasSucceeded byArchbishop de BrienneMinister of Foreign AffairsIn office21 July 1774 – 13 February 1787MonarchLouis XVIPreceded byHenri BertinSucceeded byCount of MontmorinAmbassador of France to the Ottoman EmpireIn office1755–1768MonarchLouis XVPreceded byPierre ...
California affiliate of the Republican Party California Republican Party ChairpersonJessica Millan PattersonSenate LeaderBrian JonesAssembly LeaderJames GallagherFounderJohn C. FrémontFounded1854; 170 years ago (1854)HeadquartersSacramentoStudent wingCalifornia College RepublicansMembership (February 2023) 5,236,952[1]IdeologyConservatismNational affiliationRepublican PartyColors Red(customary) Green BlueUS Senate Seats0 / 2US House Seats11 / 52St...
1993 studio album by INXSFull Moon, Dirty HeartsStudio album by INXSReleased2 November 1993RecordedNovember 1992 – October 1993StudioCapri Digital Studios, CapriGenreRock[1]Length41:07LabelEast West Records, Mercury Records/PhonogramProducerMark Opitz, INXSINXS chronology Welcome to Wherever You Are(1992) Full Moon, Dirty Hearts(1993) The Greatest Hits(1994) Singles from Full Moon, Dirty Hearts The GiftReleased: 11 October 1993[2] Please (You Got That ...)Released: ...
2002 NASCAR Busch Series Previous 2001 Next 2003 Champions | Seasons Greg Biffle, the 2002 Busch Series champion The 2002 NASCAR Busch Series began February 16 and ended November 16. Greg Biffle of Roush Racing was crowned champion. Teams and drivers Complete schedule Team Car(s) No. Driver(s) Listed owner(s) Crew chief AP Performance Racing Chevrolet Monte Carlo 19 Tim Sauter Alec Pinsonneault Joe Shear Jr. BACE Motorsports Chevrolet Monte CarloPontiac Grand Prix 33 Tony Raines Br...
LXXXIX campionati del mondo di ciclismo su strada 2016 Competizione Campionati del mondo di ciclismo su strada Sport Ciclismo su strada Edizione 89ª Organizzatore UCI Date 9 ottobre - 16 ottobre 2016 Luogo Doha Sito web www.dohacycling2016.com Cronologia della competizione 2015 2017 Manuale I Campionati del mondo di ciclismo su strada 2016 (en.: 2016 UCI Road World Championships) si svolsero dal 9 ottobre al 16 ottobre 2016 a Doha, in Qatar. Indice 1 Eventi 1.1 Cronosquadre 1.2 Cronometro i...
Chinese Confucian philosopher (372–289 BC) This article is about the ancient Chinese philosopher. For the book, see Mencius (book). Mencius孟子As depicted in the album Half Portraits of the Great Sage and Virtuous Men of Old (至聖先賢半身像), housed in the National Palace MuseumBornMèng Kē孟軻12 March 372 BC[1]State of Zou, Zhou dynasty (present-day Zoucheng, Shandong)Died21 December 290 BC[1] (aged 82–83)State of Zou, Zhou dynastyEraAncient philosophyRegionCh...
Medieval župa in what is now Bosnia and Herzegovina For other places with the same name, see Popovo. In the Middle Ages, most of the territory of the Popovo field by the Trebišnjica was part of the župa of Popovo ([pɔ̌pɔʋɔ]), and was part of the Hum province and form at least 1322 Banate of Bosnia and later Bosnian Kingdom. It encompassed most of the tribal territories of Vlasi Bobani, Vlasi Žurovci, Vlasi Hrabreni and Vlasi Burmazi. On the north it encompassed parts of the L...
Медаль «За військову доблесть»рос. Медаль «За воинскую доблесть» I ступінь II ступінь Країна РосіяТип Медаль Міністерства оборони РФВручається: військовослужбовцям Збройних Сил РФСтатус вручається Нагородження Засновано: 22 грудня 1999Нагороджені: Категорія:Нагородж...
Forensic laboratory of the FBI in Virginia, US FBI LaboratoryEmblem of the FBI Laboratory DivisionActiveNovember 24, 1932 – present(91 years, 6 months)Country United StatesAgency Federal Bureau of InvestigationTypeForensic laboratoryPart ofScience and Technology BranchLocationMarine Corps Base Quantico, Quantico, VirginiaStructureEmployeesApprox. 500 (2007)[1]BranchesForensic AnalysisOperational Support The FBI Laboratory (also called the Laboratory Division)[...
For other uses, see Port Arthur (disambiguation). UNESCO World Heritage Site Port Arthur, TasmaniaUNESCO World Heritage SiteView of Port Arthur, Tasmania, one of the 11 penal sites constituting the Australian Convict SitesPart ofAustralian Convict SitesCriteriaCultural: iv, viReference1306-008Inscription2011 (35th Session)Area146 haBuffer zone1,216.51 haWebsiteportarthur.org.au Town in Tasmania, AustraliaPort ArthurTasmaniaPort ArthurCoordinates43°09′0″S 147°51′0″E / ...