ოლექსი არესტოვიჩი (უკრ. Олексій Миколайович Арестович; დ. 3 აგვისტო, 1975, წითელწყარო[ა], საქართველოს სსრ) — უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი (2020 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 17 იანვრამდე),[1] ბლოგერი, მსახიობი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი.[2]
არესტოვიჩი არის ფსიქოლოგიური სემინარების და ტრენინგების ორგანიზატორი და სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.[3]
არესტოვიჩი იყო მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპიკერი, მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.
2022 წლის 24 თებერვლიდან არესტოვიჩი ატარებს ყოველდღიურ ბრიფინგებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.[4][5]
2023 წლის 17 იანვარს თანამდებობიდან გადადგა სკანდალური განცხადების გამო. განცხადების თანახმად რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.[6]
შენიშვნები
სქოლიო