ოდესაზე პირველი რუსული საჰაერო თავდასხმა შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს განხორციელდა, მისი სამიზნე იყო ქალაქში არსებულ საწყობები, ასევე სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სოფელ ლიპეცკეში. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე და ჯარისკაცი.[3][4] უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმები განხორციელდა ოდესის აეროპორტზეც, რა დროსაც განადგურდა ერთი თვითმფრინავი.[5] რუსმა დივერსანტებმა ოდესაში მოქმედება 27 თებერვალს დაიწყეს, უკრაინის ხელისუფლებამ ისინი დააკავა და აღჭურვილობა ჩამოართვა. 2 მარტს საევაკუაციო მატარებლებმა ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დაიწყო ჩერნივცისა და უჟჰოროდის მიმართულებით, შემდგომში მატარებლები 8 მარტსაც მუშაობდნენ ევაკუაციაზე.[6]
2 მარტს ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე რუსულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი დაჩნე ოდესის ჩრდილო-დასავლეთით, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენი და ცეცხლი გაუჩნდა ცხრა სახლსა და ავტოფარეხს. ამას მოჰყვა 3 მარტს ახლომდებარე სოფლების ზატოკის[7] და ბილენკეს მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ამ უკანასკნელში.[8] რუსულმა გემებმა ოდესის პორტში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ სამოქალაქო გემ „ჰელტს“, რის შედეგადაც იგი ჩაიძირა.[9] იმავე საღამოს, რუსმა დივერსანტებმა გატეხეს ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ვებსაიტები და გამოაქვეყნეს ცრუ ამბები უკრაინის კაპიტულაციის შესახებ.
ოდესაზე რუსული თავდასხმები მარტის ბოლოს გაძლიერდა. 21 მარტის დილას რუსული ხომალდები კვლავ გამოჩნდნენ ნაპირებთან და ცეცხლი გახსნეს ოდესის მიმართულებით, მათ შორის პორტის. უკრაინის სანაპირო არტილერიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და შავ ზღვაში უკუაგდო ისინი.[13] 25 მარტს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მათ შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ოდესაში და მის გარშემო მდებარე ობიექტებზე დარტყმას აპირებდა.[14] უკრაინული მხარის განცხადებთ, 27 მარტს კიდევ ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის სანაპიროსთან,[15] თუმცა შემდგომში ქალაქი ნაღმსატყორცნებს ძლიერ ცეცხლში მოჰყვა, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის თანახმად.[16]
13 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა და ოდესის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადეს, რომ რუსულ კრეისერ „მოსკვას“, რუსეთის შავი ზღვის ფლოტისფლაგმანს, ორი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ მოარტყეს, ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.[2] რაკეტები, როგორც ჩანს, გაშვებული იყო ოდესიდან ან ახლო ტერიტორიიდან; „მოსკვა“ 60–65 საზღვაო მილით იყო დაშორებული გაშვების ადგილიდან.[17][18]რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძარმა გამოიწვია საბრძოლო მასალის აფეთქება, გემი სერიოზულად დაზიანდა და ეკიპაჟის სრული ევაკუაცია მოხდა, არაფერი თქვეს უკრაინის მხრიდან სავარაუდო თავდასხმაზე.[19] მეორე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გემი პორტში სარემონტოდ ბუქსირების დროს ჩაიძირა.[2] რუსული მხარის ცნობით, დაიღუპა ერთი მეზღვაური, 27 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ეკიპაჟის 396 წევრი კი გადაარჩინეს.[1]
23 აპრილს, რუსული სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსზე;[20] უკრაინის ცნობით, დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 18 ან 20.[21] რუსეთმა დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ სამიზნე ობიექტი იყო სამხედრო აეროდრომზე მდებარე ლოგისტიკური ტერმინალი, სადაც განთავსებული იყო უკრაინისათვის გადაცემული ამერიკული და ევროპული იარაღი.[22]
27 აპრილს რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ზატოკის ხიდზე, რომელიც დნესტრის ლიმანზეა აგებული, რათა ოდესის ოლქის სამხრეთი ნაწილი დანარჩენი უკრაინისგან მოეწყვიტათ.[23]
1 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგემ გაანადგურა ოდესის აეროპორტის ცოტა ხნის წინ დასრულებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.[24] უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის დროს გამოიყენეს რაკეტა „ბასტიონი“. 7 მაისს ოდესა კვლავ დაბომბვების სამიზნე იყო: ოთხი რაკეტა დაეცა სამოქალაქო შენობას, ორი ქალაქის აეროპორტში ჩამოვარდა.[25]
9 მაისს რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით სამი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვა. ამ დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ოდესაში იმყოფებოდნენ და იძულებული გახდნენ ბომბსაფარში ჩასულიყვნენ. საღამოს რაკეტები დაეცა ქალაქის სამ საწყობს და სავაჭრო ცენტრს სოფელ ფონტანკაში. საწყობში დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავდა, სავაჭრო ცენტრში დაშავდა სამი.[26]
↑Schwirtz, Michael; Engelbrecht, Cora; Specia, Megan (7 მაისი, 2022). „Here’s What Happened on Day 73 of the War in Ukraine“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)