ხარკივის საავიაციო ქარხანა, სს„Мотор Січ“, სამეცნიერო-საწარმოო კოპლექსი „Радіонікс“, სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოების სახელმწიფო მწარმოებელი „Арсенал“ და უკრაინის სამხედრო-სამეცნიერო კომპლექსის სხვა წარმომადგენლები
მახასიათებლები
წონა
870 კგ
სიგრძე
5,050 მმ
დიამეტრი
380 მმ
მაქსიმალური მანძილი
280 კმ
Р-360 „ნეპტუნი“ (უკრ.протикорабельна крилата ракета Р-360 «Непту́н») — უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა. შეიქმნა კიევის საკონსტრუქტორო ბიუროში „Луч“ 2014-2020 წლებში. 2020 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში მიიღო აღნიშნულ რაკეტაზე დაფუძნებული სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი РК-360МЦ „ნეპტუნი“.
რაკეტა განკუთვნილია 5 000 ტონამდე წყალწყვის მქონე ხომალდების გასანადგურებლად და გააჩნია 150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი. რაკეტის მოქმედების რადიუსი 280 კილომეტრამდეა. მაქსიმალური სიჩქარეა 900 კმ/სთ და შეუძლია გადაადგილება წყლის ზედაპირთან ახლოს, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე. შესაძლებელია რაკეტის მანევრირება ფრენის დროსაც.
რაკეტის გამოყენება შესაძლებელია საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო პლატფორმებიდან. 2019 წელს შეიქმნა სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი РК-360МЦ, იმავე სახელწოდებით (Непту́н), რომელშის შედის მართვის პუნქტი, გამშვები მოწყობილობა და დამტენი მანქანა. საზღვაო პლატფორმის სახით თავდაპირველად განიხილებოდა სწრაფმავალი სარაკეტო კატარღა „Лань“, თუმცა 2018 წელს იგი „Веспа-ს“ ტიპის კატარღით შეიცვალა.
რაკეტა საბრძოლო ვითარებაში პირველად 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს იქნა გამოყენებული. 2022 წლის 14 აპრილს „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა რუსულ სარაკეტო კრეისერს, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს „Москва“. შედეგად, აფეთქდა ხომალდზე განლაგებული საბრძოლო მასალების საწყობი, რამაც კრეისერის ჩაძირვა გამოიწვია.
ისტორია
წინაპირობები
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაკარგა ფლოტის უდიდესი ნაწილი, ასევე, სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემა „Рубіж“. უკრაინის საზღვაო ძალების დარჩენილ ნაწილს არ შესწევდა ძალა, ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელსაც შეეძლო როგორც დესანტის გადმოსხმა უკრაინის ნაპირებზე, ისე საზღვაო ბლოკადის მოწყობა. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა სამხედრო პოტენციალი ადგილზე: ყირიმის ტერიტორიაზე მათ განალაგეს ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელშიც შედიოდა ქვესისტემა წყალზედა ხომალდების აღმოსაჩენად 500 კილომეტრის რადიუსში, მართვისა და მიზანჩვენების ავტომატური ქვესისტემა და 350 კილომეტრზე მოქმედი საცეცხლე საშუალებები, რომელიც მოიცავდა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს „Бал“, „Бастион“, Club-K და „Утес“. ასევე, გაიზარდა გემების, წყალქვეშა ხომალდების და რუსეთის საზღვაო ავიაციის რაოდენობა. უკრაინის მხარემ დროებითი შემაკავებელი ზომის სახით ჩამოაყალიბა 406-ე საარტილერიო ბრიგადა და БМ-27 Ураган-ის სისტემებით აღჭურვილი 32-ე რეაქტიული საარტილერიო პოლკი, თუმცა, საველე არტილერიის ეფექტიანობა საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ დაბალია. უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა საკუთარი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შექმნამ, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემდა, ეკონტროლებინა ტერიტორიული წყლები, დაეცვა სანაპიროზე განლაგებული ინფრასტრუქტურა და აღეკვეთა დესანტირების მცდელობები მოწინააღმდეგის მხრიდან.[2]
შექმნა
რაკეტის შექმნაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა, ეს ფაქტი არ გახმაურებულა.[3]
2015 წლის სექტემბერში კიევში გამართულ შეიარაღებისა და უსაფრთხოების გამოფენაზე პირველად გამოჩნდა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის პროტოტიპი, რომელიც სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნის“ ბაზა უნდა გამხდარიყო.[4]
ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტის პირველი საცდელი გაშვება 2016 წელს განხორციელდა. გარეგნულად იგი რუსულ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Х-35-ს ჰგავს. რაკეტა რამდენიმე უკრაინული საწარმოს კოოპერაციის შედეგად იქმნება, რომელთა შორისაცაა ხარკივის საავიაციო ქარხანა, „Мотор Січ“ და სხვები. 2016 წელსვე გაჟღერდა გეგმები რაკეტის სამი — სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოდიფიკაციების შექმნაზე. შექმნის პროცესს ხელმძღვანელობდა კიევში მდებარე სახელმწიფო საკონსტრუქტორო ბიურო „Луч“. დასახელდა რაკეტის დანიშნულებაც — კონვოის შემადგენლობაში ან ცალკე მოძრავი 5 000 ტონამდე წყალწყვის მქონე წყალზედა ხომალდების განადგურება.[5]
კორპორაცია „ТАСКО“-ს პრეზიდენტის, ვალერი პავლიუკოვის განცხადებით, 2017 წლის შუა პერიოდში გაიმართა „ნეპტუნის“ გამოცდა სარაკეტო კომპლექს „Вільха“-ს პარალელურად. ამ უკანაკნელისგან განსხვავებით, „ნეპტუნის“ გამოცდის შედეგები არ გასაჯაროებულა.[6]
პირველი დემონსტრაცია
2018 წლის 30 იანვარს გამხორციელდა „ნეპტუნის“ პირველი წარმატებული გაშვება. ტესტირებას ესწრებოდა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ოლექსანდრ ტურჩინოვი.[7][8][9][10]
2018 წლის მარტში ცნობილი გახდა „Лань-ის“ კლასის პირველი სწაფმავალი სარაკეტო კატარღის შექმნის გეგმები. აღნიშნული კატარღა სწორედ „ნეპტუნის“ რაკეტებისთვის იყო განსაზღვრული.[11]
2018 წლის 16 ივლისს ტურჩინოვი უკრანის სახელმწიფო სარაკეტო პროგრამის კონტროლის ფარგლებში სახელმწიფო საწარმო „ВІЗАР-ს“ ეწვია. მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე „ნეპტუნის“ რაკეტებიც ჩანდა.[12] ტურჩინოვის ვიზიტი საკონსტრუქტორო ბიუროში „Луч“ ნეპტუნის წარმოების ინსპექტირების მიზნით იმავე წლის 14 აგვისტოს შედგა.[13]
2018 წლის 17 აგვისტოს ოდესის ოლქის სამხრეთით რაკეტის გამოცდის შემდეგი ეტაპი განხორციელდა, რომელსაც ტურჩინოვიც ესწრებოდა. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა ― რაკეტამ გაანადგურა 100 კილომეტრში არსებული მიზანი.[14][15]
2018 წლის ოქტომბერში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძლების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე რაკეტის კიდევ ორი გამოცდა გაიმართებოდა, ხოლო 2019 წლის დასრულდებოდა რაკეტებით აღჭურვილი სახმელეთო კომპლექს „ნეპტუნის“ გამოცდები. ასევე, ცნობილი გახდა, რომ „ნეპტუნის“ საზღვაო პლატფორმად არა „Лань-ის“ კლასის, არამედ „Веспа-ს“ კლასის სარაკეტო კატარღები იქნებოდა გამოყენებული, რომლებსაც „Кузня на Рибальському“ შექმნიდა, მათ აგებამდე კი საცდელი გაშვებები სარაკეტო კატარღა „Прилуки-დან“ განხორციელდებოდა.[16]
2018 წლის 5 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე შედგა სხვადასხვა სახეობის უკრაინული რაკეტების საცდელი გაშვებები. გამოსაცდელთა შორის იყო საზენიტო რაკეტა С-125 „Печора-2Д“ და ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნი“. ამ ჯერზე ნეპტუნმა 280 კილომეტრზე განთავსებული სამიზნე დააზიანა.[17]
პირველი სახმელეთო კომპლექსი
2019 წლის თებერვალში თავდაცვის საერთაშორისო ექსპოზიციაზე IDEX-2019 საზოგადოებამ პირველად იხილა სახმელეთო ბაზირების სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნის“ მოდელი.[18]
2019 წლის 5 აპრილს ოდესაში არსებულ პოლიგონზე შედგა აღნიშნული კომპლექსის პირველი გამოცდა. უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვებით, რომელიც გამოცდას ესწრებოდა, უმოკლეს ვადებში უნდა მომხდარიყო კომპლექსის შეიარაღებაში მიღება არა მხოლოდ საზღვაო ძალების, არამედ სახმელეთო ძალების შემადგენლობაშიც.[19]
სარაკეტო სისტემის განახლება
2019 წლის 27 მაისს „Алібей-ს“ პოლიგონზე განხორციელდა „ნეპტუნის“ მორიგი სატესტო გაშვება. ამჯერად რაკეტის სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო შეტანილი: განახლებული იყო თვითდამიზნების თავაკი, ალტიმეტრი, სასტარტო ძრავი, ფრთები, გიროსკოპი და ნავიგაციის სისტემა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება იყო ახალი თვითდამიზნების თავაკი, რომელიც რთულ მანევრში მყოფი მიზნის დაზიანების საშუალებას იძლეოდა. გაიზარდა ფრთების ზომა და მათი ზედაპირის ფართობი, რამაც რაკეტის კონტროლი და მანევრირება გაამარტივა. ახალი ალტიმეტრი რაკეტას ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენის საშუალებას აძლევდა, რაც ართულებს მოწინაღმდეგის მხრიდან მის აღმოჩენას, იდენტიფიკაციას და გზის გადაჭრას. რაკეტამ, აგრეთვე, მიიღო ახალი ელექტრონული სისტემები, მათ შორის, გიროსკოპი[3] და ახალი, ბევრად მძლავრი სასტარტო ძრავი (თავდაპირველი ვერსია С-125-ის ძრავს იყენებდა). ახალი სანავიგაციო სისტემა მოწინააღმდეგის მხრიდან ძლიერი რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებშიც კი ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.[3][20][21][22][23][24]
„Р-360 ფრთოსანი რაკეტის უკანასკნელი განახლებები და მოძრაობის დროს მისი მანევრირების შესაძლებლობა საშუალებას აძლევს მას, გასცდეს მოწინააღმდეგის თავდაცვას და ზურგში მოულოდნელი დარტყმა მიაყენოს.“
(Укроборонпром, 27 მაისი, 2019.)
სერგეი ზგურეცის თანახმად, რაკეტის სახელმწიფო დონის ტესტირება 2019 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი.[3]
2019 წლის 2 ნოემბერს ოდესის ოლქში, ჩერნომორსკის დასახლების მიმდებარედ განხორციელდა რაკეტების წარმატებული გაშვება. უსაფრთხოების მიზნით, 16:00 საათამდე ნავიგაციისთვის დაიკეტა ზღვის 6,3 კმ² ფართობის მონაკვეთი.[25]
შემდეგი ეტაპი იყო ინერტული ქობინის მქონე რაკეტების გაშვება „Алібей-ს“ პოლიგონიდან 2020 წლის 2 აპრილს.[26] გამოცდის მიზანი მართვისა და სანავიგაციო სისტემების შემოწმება იყო.[27]
2020 წლის 27 აპრილს განხორციელდა საცდელი გაშვებები РК-360МЦ სახმელეთო ბაზირების კომპლექსიდან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სიმულირებით, რისთვისაც რაკეტის თვითდამიზნების თავაკის წინააღმდეგ რეალური ელექტრომაგნიტური ჩახშობის სისტემები იყო გამოყენებული. წვრთნებში ერთი Су-27-ც მონაწილეობდა.[28]
2020 წლის 27-30 მაისს გაიმართა სადემონსტრაციო გაშვებები РК-360МЦ სახმელეთო ბაზირების კომპლექსიდან „Алібей-ს“ პოლიგონზე. ამჯერად მოხდა ორი რაკეტის ერთდროული გაშვება. მათ დააზიანეს ორი წყალზედა სამიზნე, რომლებიც 85 და 110 კილომეტრში იყო განლაგებული (ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით).[29]
2020 წლის 17 ივნისს იმავე პოლიგონზე სარაკეტო კომპლექსის მორიგი გამოცდა საბრძოლო ქობინებით განხორციელდა.[30]
შეიარაღებაში მიღება
სარაკეტო კომპლექსი „ნეპტუნი“ შეიარაღებაში 2020 წლის 23 აგვისტოს მიიღეს.[31]
2020 წლის ნოემბერში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია „Артем-ის“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ზიმინმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომელთა 70% ერთდღიან სამუშაო კვირაზე გადადიოდა, რადგან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მასშტაბურ კონტრაქტებზე მოთხოვნა არ არსებობდა. მისივე განცხადებით, კვლავ განხილვის საგანი იყო „Вільха-ს“ და „ნეპტუნის“ სარაკეტო კომპლექსების წარმოების საკითხი.[32]
მახასიათებლები
რაკეტა
რაკეტის სიგრძე (ამაჩქარებლის ჩათვლით) 5 050 მილიმეტრია[5] სასტარტო წონაა დაახლოებით 870 კგ, საიდანაც საბრძოლო ქობინზე 150 კგ მოდის.[33] ეს მონაცემები სრულებით საკმარისია 5 000 ტონამდე წყალწყვის მქონე წყალზედა საბრძოლო თუ სატრანსპორტო ხომალდების განადგურებისთვის.[34] რაკეტას გააჩნია ჯვრის ფორმის დასაკეცი ფრთები.[5]
საბრძოლო ნაწილი
რაკეტა აღჭურვილია მსხვრევად-ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინით, რომლის წონა 150 კილოგრამია.[33] ქობინი მოქმედებაში მოდის სამიზნესთან კონტაქტით ან დისტანციურად — არაკონტაქტური სენსორების საშუალებით.[34]
2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო საწარმომ „Спецоборонмаш“ (რომელიც „Укроборонпром-ის“ ნაწილია) „ნეპტუნის“ რაკეტები Б-360 რაკეტისთვის განკუთვნილი ვაკუუმური ქობინებით აღჭურვა. ამ ტიპის ქობინი რაკეტის საბრძოლო შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.[35]
ელექტრონიკა
თვითდამიზნების თავაკს რაკეტისთვის კომპანია „Радіонікс“ აწარმოებს.[36][34] მას ულტრამაღალი ხედვის არეალი აქვს (±60°), შეუძლია დააფიქსიროს სამიზნე 50 კილომეტრის მანძილზე და მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სისტემების მიმართ მდგრადია. უკრაინული საინფორმაციო კომპანია Defense Express-ის მიერ მოყვანილი შედარების თანახმად, ამერიკული წარმოების Harpoon-ის ტიპის რაკეტებს უფრო სუსტი, ±45°-იანი ხედვა აქვს.[33]
ძრავი
რაკეტას ორი, სასტარტო და სამარშო ძრავი გააჩნია. სასტარტო ძრავი, რომელიც მყარ საწვავს იყენებს, აღებულია საზენიტო რაკეტიდან С-125. იგი მოდიფიცირებულია, რათა სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერიდან გაშვებულ ფრთოსან რაკეტას საკმარისი აჩქარება მიანიჭოს, რის შემდეგაც ჩაირთვება ძირითადი, სამარშო ძრავი.[34] სამარშო ძრავი წარმოადგენს კომპანია „Мотор Січ-ის“ წარმოების МС-400 ტიპის ტურბორეაქტიულ ძრავს.[34][37] რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე 900 კმ/სთ-ია,[33] ხოლო მოქმედების მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრი.[14]
სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი
რაკეტა განთავსებულია სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში, რომლის ზომებია 5300×600×600 მმ. კონტეინერის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო პლატფორმებზე.[5]
პლატფორმები
სახმელეთო
სახმელეთო პლატფორმის საბაზისო შასის სახით შეირჩა მოდიფიცირებული КрАЗ-7634НЕ (8×8).[18] ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და მის ნაცვლად Татра 815-7 შეირჩა (იგივე 8×8 ფორმულით).[38]
თვითმავალი შასი აგებულია სქემით „კაბინა ძრავის წინ“. მასზე შესაძლებელია 27 ტონამდე სპეციალური აღჭურვილობის დამონტაჟება. იგი აღჭურვილია მძლავრი ძრავით (460 ცძ) და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. სამონტაჟო ნაწილის სიგრძეა 8080 მმ, ხოლო მობრუნების მინიმალური გაბარიტული რადიუსი 14 მ.[18]
ერთი დივიზიონის შეიარაღებაში 72 ერთეული Р-360 „ნეპტუნის“ რაკეტა შედის: 4 ერთეული თითოეულ გამშვებ, დამტენ და სატრანსპორტო მანქანაზე.[39]
2020 წლის 23 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ტარანმა ხელი მოაწერა ბრძანებას სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნის“ შეიარაღებაში მიღების შესახებ.[31] იმავე წლის 20 ოქტომბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპლექსების სერიული შესყიდვის მიზნით თანხების მოძიებას და გადანაწილებას მოახდენდა.[40]
საზღვაო
თავდაპირველად „ნეპტუნის“ საზღვაო პლატფორმად განიხილებოდა სარაკეტო კატარღა „Лань“, ხოლო 2018 წლის შემდეგ — „Веспа-ს“ ტიპის სარაკეტო კატარღები.
2019 წლის თებერვალში გამოცემამ „Ukrainian Military Pages“ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც „Лань-ის“ ტიპის კატარღების მოდიფიცირება დაწყებული იყო და 2019-2020 წლებში უნდა დასრულებულიყო.[41]
საინფორმაციო სააგენტო „Defence Express-ის“ ცნობით, „Кузня на Рибальському-ს“ ქარხანაში მიმდინარეობდა „Веспа-ს“ ტიპის სარაკეტო კატარღების წარმოება. თითოეულ კატარღაზე 8 ერთეული „ნეპტუნის“ რაკეტა იქნებოდა განთავსებული.[42][43][44]
2020 წლის აგვისტოს ბოლოს გამოცემამ „Думская“ და სხვა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ცნობა დიდი ბრიტანეთის შემოთავაზების შესახებ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სარაკეტო კატარღების წარმოებას შეეხებოდა. ეს 50-მეტრიანი, 400 ტონა წყალწყვის ხომალდები უკრაინაში აიგებოდა და მათზე 8 ერთეული უკრაინული „ნეპტუნის“ ან სხვა ქვეყნის წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი.[45]
2020 წლის 7 ოქტომბერს პორტსმუთში, სამეფო საზღვაო ძალების ბაზაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ტარანმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაიინასა და დიდ ბრიტანეთს შორის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მემორანდუმის მიზანია 1,25 მილიარდი ფუნტის მოზიდვა ბრიტანეთის საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოდან, რომელიც სარაკეტო კატარღების წარმოებას მოხმარდება.[46] მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ამ კატარღებზე არა „ნეპტუნის“, არამედ ნორვეგიული Kongsberg-ის წარმოების Naval Strike Missile სისტემის რაკეტები განთავსდებოდა.[47]
2020 წლის ოქტომბერში АрміяINFORM-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ „Луч“-ის გენერალურ კონსტრუქტორთან – გენერალურ დირექტორთან ოლეჰ კოროსტელოვთან, რომელმაც განაცხადა, რომ „ნეპტუნით“ აღჭურვილი ხომალდის აგებას და გამოცდას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ თავად რაკეტა მნიშვნელოვან მოდიფიცირებას არ საჭიროებდა და მთავარი გამოწვევა თავად ხომალდის შექმნა იყო.[48]
საჰაერო
„ნეპტუნის“ საჰაერო პლატფორმის კანდიდატად Су-24М დასახელდა. დაგეგმილი იყო პროექტის დაწყება 2019 წელს, ხოლო 2020 წელს მისი პრაქტიკული გამოცდა.[41] განიხილებოდა 2 რაკეტის განთავსება Ан-148-300МП-ს ფრთებქვეშაც, რომელიც საპატრულო თვითმფრინავის სახით უკრაინის საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში უნდა შესულიყო.
2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ „Луч-სა“ და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის დაწყებული იყო მოლაპარაკება „ნეპტუნის“ რაკეტების საჰაერო პლატფორმების შექმნასა და უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მათ შესყიდვაზე. როგორც ადრე, ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად Су-24М ტიპის ბომბდამშენი განიხილებოდა, რადგან მისი სისტემები რაკეტის დამიზნების საშუალებას იძლევა.[49]
ინციდენტები
კონტრდაზვერვის დღესთან დაკავშირებულ პრესრელიზში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის დაკავების შესახებ, 2020 წლის 6 მაისს. აღნიშნული პიროვნება ახდენდა „ნეპტუნის“ კომპლექსთან დაკავშირებული მასალების ფოტოგრაფირებას და უგზავნიდა მათ ზემდგომებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურში. სპეცოპერაციის ფარგლებში მას ყალბი ინფორმაცია მიეწოდა. ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 10,000 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს.[50]
2021 წლის ივლისში ლუჰანსკის ოლქის ქ. ლისიჩანსკის საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლ ნაწილში (სახელმწიფო ღალატი) და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[51]
საბრძოლო ისტორია
რუსეთ-უკრაინის ომი
„ნეპტუნის“ პირველი საბრძოლო გამოყენება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს მოხდა.
2022 წლის 3 აპრილს გავრცელდა ცნობა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ფრეგატის, „ადმირალ ესენის“ დაზიანების შესახებ. გარკვეული წყაროების მიხედვით, ეს დაზიანება, შესაძლოა, ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნის“ მოხვედრებით ყოფილიყო გამოწვეული.[52][53][54]
2022 წლის 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა სარაკეტო კრეისერს „Москва“.[55] მიყენებული დაზიანების შედეგად ხომალდი ჩაიძირა.[56]
ოპერატორები
უკრაინა
2019 წლის მაისში ვოლოდიმირ სემენოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო 120 ერთეულ Р-360 „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტას შეუკვეთავდა.[57].
2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ჰოლდინგ „Артем-ის“ დირექტორმა, ვოლოდიმირ ზიმინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო შეკვეთა „ნეპტუნის“ რაკეტებზე შეიცვალა.[58]
შესაძლო ოპერატორები
ინდონეზია — 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიასთან ხელი მოეწერა მემორანდუმს მობილური სახმელეთო ბაზირების სარაკეტო კომპლექსის РК-360МЦ „ნეპტუნის“ შესყიდვის შესახებ.[59]
2021 წლის ივლისში „Луч-ის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა, ოლეჰ კოროსტელოვმა განაცხადა, რომ „ნეპტუნის“ შესყიდვაზე სამ ქვეყანასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მათგან ყველაზე დიდი წარმატებით – ინდონეზიასთან.[60]
Koordinat: 52°04′33″N 1°01′46″W / 52.07583°N 1.02944°W / 52.07583; -1.02944 Halaman ini berisi artikel tentang tim Formula Satu Force India original. Untuk tim Formula Satu yang menyelesaikan musim 2018 sebagai Force India, lihat Racing Point Force India. Force IndiaNama resmiForce IndiaFormula One Team(2008–2011)Sahara Force IndiaFormula One Team(2012–2018)Kantor pusatSilverstone,United KingdomPendiriVijay Mallya & Michiel MolStaf terkenalSteve Cu...
وهدن الإحداثيات 52°00′00″N 0°49′41″W / 52°N 0.828°W / 52; -0.828 [1] تقسيم إداري البلد المملكة المتحدة[2] التقسيم الأعلى باكينغهامشير [لغات أخرى] معلومات أخرى MK17 رمز الهاتف 01908 رمز جيونيمز 2634200، و7299791 تعديل مصدري - تعديل وهدن (...
Reverendus PaterLeo van BeurdenO.S.C.KeuskupanKeuskupan BandungImamatTahbisan imam27 September 1970 (53 tahun, 193 hari)oleh Mgr. Johannes Willem Maria BluijssenInformasi pribadiNama lahirLeonard Johanes Antonius Maria van BeurdenLahir26 Desember 1942 (umur 81)Kerkdrikel, Maasdriel, Gelderland, BelandaKewarganegaraanIndonesiaDenominasiKatolik Roma R.P. Leo van Beurden, O.S.C. (lahir 26 Desember 1942) adalah seorang imam Gereja Katolik dan misionaris Ordo Salib Suci asal Be...
Artikel ini membutuhkan rujukan tambahan agar kualitasnya dapat dipastikan. Mohon bantu kami mengembangkan artikel ini dengan cara menambahkan rujukan ke sumber tepercaya. Pernyataan tak bersumber bisa saja dipertentangkan dan dihapus.Cari sumber: Daftar negara menurut benua – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR (Oktober 2021) Berikut adalah daftar negara-negara menurut benua diikuti nama ibu kota dan kota-kota penting di negara-negara te...
Unemployed men, marching for jobs during the Great Depression. In macroeconomics, a general glut is an excess of supply in relation to demand, specifically, when there is more production in all fields of production in comparison with what resources are available to consume (purchase) said production. This exhibits itself in a general recession or depression, with high and persistent underutilization of resources, notably unemployment and idle factories. The Great Depression is often cited as ...
Türkiye 1.Lig 1975-1976 Competizione Türkiye 1.Lig Sport Calcio Edizione 18ª Organizzatore TFF Luogo Turchia Partecipanti 16 Formula Girone unico Sito web tff.org Risultati Vincitore Trabzonspor(1º titolo) Retrocessioni Ankaragücü Balıkesirspor Statistiche Miglior marcatore Cemil Turan (17) Osman Renkliyurt (17) Incontri disputati 240 Gol segnati 479 (2 per incontro) Cronologia della competizione 1974-75 1976-77 Manuale L'edizione 1975-1976 della Türk...
Princess of RomePoster film promosional untuk Princess of RomeNama lainشاهزاده رومProduserHamad JafariDitulis oleh Zahra Barti Abbas Sharara Hadi Mohammadian Hamed Jafari Penata musikArya AziminejadPenyuntingHassan AyoubiDistributorPuya art groupTanggal rilis Februari 2015 (2015-02) (Festival Film Internasional Fajr ke-33) Durasi75 menitNegaraIranBahasaPersia, Arab Princess of Rome (Persia: شاهزاده روم) adalah sebuah film animasi komputer Iran tent...
В Википедии есть статьи о других людях с именем Донат. Донатлат. Donatus Дата рождения 1-е тысячелетие Дата смерти 412(0412) Место смерти Паннония, Древний Рим Род деятельности правитель гуннов Дона́т (лат. Donatus; убит в 412) — один из правителей (риксов) гуннов в начал...
Grand Park Sports CampusLogoLocation19000 Grand Park BlvdWestfield, Indiana, United StatesCoordinates40°03′29″N 86°08′56″W / 40.0580029°N 86.1489468°W / 40.0580029; -86.1489468OwnerCity of WestfieldOperatorCity of Westfield, IndianaAcreage400 acresSurfaceVariousConstructionBroke ground2012Built2012–2014OpenedJune 21, 2014WebsiteOfficial site Grand Park Sports Campus is a sports complex located in Westfield, Indiana about 30 miles north of Indianapolis, In...
Current delegationDeb Fischer (R)Pete Ricketts (R) Nebraska was admitted to the Union on March 1, 1867, and elects its United States senators to class 1 and class 2. George W. Norris was the state’s longest serving senator (served 1913–1943). Nebraska's current senators are Republicans Deb Fischer (since 2013) and Pete Ricketts (since 2023).[1] List of senators Class 1Class 1 U.S. senators belong to the electoral cycle that has recently been contested in 2000, 2006, 2012, and 201...
For the planning region and council of governments, see Greater Bridgeport Planning Region, Connecticut. This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) Parts of this article (those related to #Definitions) need to be updated. The reason given is: 2013 consolidation of Councils of governments in Connecticut. Please help update this article to reflect recent events or newly available infor...
استخدام طبي للفضة تعديل مصدري - تعديل تشمل الاستخدامات الطبية للفضة استخدام الفضة في ضمادات الجروح، الكريمات، ومضاد حيوي للطلاء في الاجهزة الطبية. بينما يمكن استخدام ضمادات الجروح المحتوية علي سلفاديازين الفضة، المواد النانوية للفضة علي العدوي الخارجية.[1][...
Lambang kebesaran Flagy. FlagyNegaraPrancisArondisemenFontainebleauKantonLorrez-le-Bocage-PréauxAntarkomuneCommunauté de communes du BocagePemerintahan • Wali kota (2008-2014) Jacques Drouhin • Populasi1534Kode INSEE/pos77184 / 2 Population sans doubles comptes: penghitungan tunggal penduduk di komune lain (e.g. mahasiswa dan personil militer). Flagy merupakan sebuah komune di departemen Seine-et-Marne di region Île-de-France di utara-tengah Prancis. Demografi ...
Football stadium in Glasgow, Scotland For other uses, see Celtic Park (disambiguation). Celtic ParkParkheadParadiseAerial view of Celtic Park UEFA Celtic ParkLocation in GlasgowLocationThe Celtic WayParkhead, Glasgow, ScotlandCoordinates55°50′59″N 4°12′20″W / 55.84972°N 4.20556°W / 55.84972; -4.20556OwnerCeltic F.C. (1897–present)[1]Capacity60,411[2]Record attendance83,500 v Rangers1 January 1938Field size114 x 74 yards (104.2 x 67.7 metre...
ملعب العمال工人體育場 (بالصينية) معلومات عامةالمنطقة الإدارية شاويانغ البلد الصين التشييد والافتتاحالافتتاح الرسمي 1959 الهدم 2020 الاستعمالالرياضة كرة القدم الأمريكية كرة القدم المستضيف نادي بكين سينوبو غوان المالك الصين معلومات أخرىالطاقة الاستيعابية 66٬161[1] الأرضي...
Mythical bird with healing capabilities For the video game, see Caladrius (video game). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Caladrius – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2012) (Learn how and when to remove this message) An illustration of the Caladrius' prophecies from the 1588 edi...
Voce principale: Unione Sportiva Triestina. Unione Sportiva Triestina CalcioStagione 1985-1986 Sport calcio Squadra Triestina Allenatore Enzo Ferrari Presidente Raffaele De Riù Serie B5º posto Coppa ItaliaPrimo turno Maggiori presenzeCampionato: Braghin (37) Miglior marcatoreCampionato: Iachini (8) StadioGiuseppe Grezar 1984-1985 1986-1987 Si invita a seguire il modello di voce Questa voce raccoglie le informazioni riguardanti l'Unione Sportiva Triestina Calcio nelle competizioni uffi...