მადაგასკარი (კუნძული)

მადაგასკარი
მშობ. სახელი: მალაგასიურიMadagasikara
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 19°20′00″ ს. გ. 47°04′00″ ა. გ. / 19.33333° ს. გ. 47.06667° ა. გ. / -19.33333; 47.06667
ფართობი 587 041 კმ²
სიგრძე 1600 კმ
სიგანე 600 კმ
უმაღლესი წერტილი 2876 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 21 842 167 ად. (2013)
სიმჭიდროვე 37,21 ად. /კმ²
მადაგასკარი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
მადაგასკარი (კუნძული)

მადაგასკარი (მალაგასიურიMadagasikara) — ინდოეთის ოკეანეში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული, რომელიც კონტინენტისგან გამოყოფილია მოზამბიკის სრუტით. კლიმატი ტროპიკული. კუნძულის უკიდურეს სამხრეთს ხშირად მიაკუთვნებენ სუბტროპიკულ სარტყლებს.

კუნძულის სიგრძეა — დაახლოებით 1600 კმ, სიგანე — 600 კმ-ზე მეტი, ფართობი — 587 040 კმ². კუნძულზე მდებარეობს სახელმწიფო მადაგასკარი (დედაქალაქი ანტანანარივუ).

კუნძულის უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი მარუმუკუტრუ (2876 მეტრი), რომელიც მდებარეობს ცარატანანას მთიან მასივში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. კუნძულის ცენტრალური ნაწილი უკავია ანჯაფის მაღალმთიან პლატოს.

ხუთი მთის ჯაჭვი 2600 მეტრ სიმაღლემდე, მდიდარია მინერალებით და მეტალებით: ოქრო, სპილენძი, რკინა; ფართე სანაპირო დაბლობები ჭაობიანია, ნაწილობრივ საკმაოდ ნაყოფიერია.

მიუხედავად იმისა, რომ მადაგასკარი აფრიკასთან ახლოს იმყოფება, კუნძულის ფლორა და ფაუნა უნიკალურია — ის მოიცავს მსოფლიოს ცხოველების და მცენარეულობის სახეობების 5 %-ს, რისი 80 % არსებობს მხოლოდ მადაგასკარზე. მათგან ყველაზე ცნობილებია ლემურისებრნი. სახეობათა უმრავლესობა — ენდემებია. ამის გამო მადაგასკარს ხშირად ეძახიან «პატარა კონტინენტს».

რეგიონები

მადაგასკარის რელიეფის ზედაპირის სახეები (მარცხნივ) და ტოპოგრაფიული რუკა (მარჯვნივ).

კუნძული პირობითად შეიძლება დავყოთ ხუთ რეგიონად:

  • აღმოსავლეთი სანაპირო
  • ცარატანანას მთიანი მასივი
  • ცენტრალური მთიანეთი
  • დასავლეთი სანაპირო
  • სამხრეთ-დასავლეთი.

აღმოსავლეთი სანაპირო

აღმოსავლეთი სანაპირო ალუვიური ნალექის ვიწრო ზოლია, სიგანით დაახლოებით ერთი კილომეტრი, რომელიც უეცრად გადადის ცენტრალურ მთიანეთში. გამოირჩევა კლდეების და ხეობების დიდი რაოდენობით. სანაპირო ხაზი სწორია თვით მასუალას ნახევარკუნძულამდე. არსებული სანაპირო ადამიანისთვის ითვლება სახიფათოდ სანაპირო წყლებში ზვიგენების საკმაო დიდი რაოდენობით არსებობის გამო.

ცენტრალური მთიანეთი

ცენტრალური მთიანეთის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 800 მეტრიდან 1800 მეტრამდე და შედგება სხვადასხვა ტოპოგრაფიული რელიეფის ადგილებისაგან. ცენტრალური მთიანეთი იწყება ცარატანანას მთიანი მასივის ჩრდილოეთით და გრძელდება თვით სამხრეთის ბოლომდე, სადაც მთავრდება ივაკუანის მასივი (იქვე, ცენტრალური მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 1276 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ანტანანარივუ). ასე რომ, ცენტრალურ მთიანეთში შედის ანჯაფის ვულკანური მაღალმთიანი პლატო, ანკარატრას მთიანი მასივი და ივაკუანის მასივი. მოცემულ რეგიონში დაფიქსირებულია საკმაოდ ხშირი სეისმური აქტივობა.

დასავლეთი სანაპირო და სამხრეთ-დასავლეთი

დასავლეთი სანაპირო უფრო მეტად განიცდის ნიადაგის ეროზიას, რის შედეგადაც იქ მრავლადაა მცირე ნავსაყუდლები და ლაგუნები, განსაკუთრებით კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ზუსტად აქ, დამკვიდრდნენ მეკობრეები XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. დასავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილია ნავთობის ორი მსხვილი საბადო: ციმირურუ და ბემულანგა. სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი ესაზღვრება ივაკუანის და ისალა რუინიფორმეს (Isala Roiniforme) მასივებს და შედგება ორი ნაწილისგან: მაჰაფალის პლატო და მასთან ახლო მყოფი უდაბნოები.

კუნძულის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ იზრდებიან ტროპიკული და სუბტროპიკული მშრალი ფართეფოთლებიანი ტყეები[1].

ჰიდროგრაფია

ინდოეთის ოკეანეში ჩამდინარე მდინარეები, როგორც წესი, მოკლე და ჰიდრორესურსებით მდიდრებია, წყალუხვებია მთელი წლის განმავლობაში. აღმოსავლეთის მდინარეებია: მანანარა, მანგურუ, მანინგური, ბემარივუ, ივუნდრუ და მანანჯარი. დასავლეთი სანაპიროსკენ მიმავალი მდინარეები, რომლებიც მოზამბიკის სრუტეში ჩაედინებიან, როგორც წესი უფრო გრძელია და მათი დინება შედარებით ნელია, ვიდრე აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმართული მდინარეები, ცენტრალური მთიანეთის დასავლეთის მხარეს უფრო მკვეთრი ქანობის გამო. დასავლეთის მდინარეებია: სამბირანუ, მაჰაჯამბა, ბეციბუკა, მანია, ჩრდილოეთი და სამხრეთი მაჰავავი, მანგოკი, უნილაჰი, იკუპა და მანდრარე.

მადაგასკარის კუნძულზე მდებარეობს სამი დიდი ტბა: ალაოტრა (900 კმ²), კინკონი (100 კმ²) და იჰოტრი (96-112 კმ²). ალაოტრას ტბიდან სათავეს იღებს კუნძულის აღმოსავლეთში მდებარე მდინარე მანინგური.

ნიადაგი

მადაგასკარს ზოგჯერ უწოდებენ «დიდ წითელ კუნძულს» მისი ლატერიტული ფორმაციის გამო. წითელი ნიადაგი დომინირებს მთელ ცენტრალურ მთიანეთში, მაგრამ ყოფილი ვულკანური აქტივობის ადგილებში შეინიშნება უფრო მდიდარი მინერალური ნიადაგი. აღმოსავლეთი სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ისევე როგორც დასავლეთის მდინარეების შესართავებში, შეინიშნება წყლის, ყინულის და ქარის ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ნიადაგის თხელი «ზოლი». დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება თიხა, ქვიშა და კირქვა.

კლიმატი

კუნძულის კლიმატი ყალიბდება სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატებით და სამხრეთ-ინდური ანტიციკლონებით. კუნძულზე წარმოდგენილია სამი კლიმატური ზოლი: ტროპიკული მუსონური კლიმატი აღმოსავლეთ სანაპიროზე, სუბტროპიკული მუსონური კლიმატი ცენტრალურ მთიანეთში და მშრალი კლიმატი კუნძულის სამხრეთ დაბოლოებებში არსებულ უდაბნოებში. ნალექების ტიპური წლიური ნორმებია: 350 სმ სამხრეთის სანაპიროსთვის, 140 სმ ცენტრალური მთიანეთისთვის (მოცემულ შემთხვევაში, ქვეყნის დედაქალაქ — ანტანანარივუსთვის), 32 სმ კუნძულის სამხრეთში, უდაბნოებთან საზღვრებზე.

ფლორა და ფაუნა

იზალოს ეროვნული პარკი

დაახლოებით 160—165 მილიონი წლის წინ აფრიკიდან, ხოლო შემდგომში დაახლოებით 65—70 მილიონი წლის წინ ინდოეთიდან გამოყოფის შემდეგ, მადაგასკარი საკმაოდ ცნობილია ბიოლოგებს შორის, როგორც ენდემური სახეობების დიდი შეჯგუფების ადგილი. უნიკალური პირობების გამო, მადაგასკარზე ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სახეობები, რომლებიც გადაშენდნენ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. შედეგად, აღნიშნულმა ფაქტმა წარმოშვა საკმაოდ განსაკუთრებული სახეობები, რომლებმაც დაიკავეს სხვადასხვა ეკოლოგიური ბუდეები. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია — ფოსა (ლათ. Cryptoprocta ferox), ყველაზე დიდი მადაგასკარის ძუძუმწოვარ მტაცებლებს შორის. გარეგნულად ფოსა საკმაოდ ჰგავს კატისებრნთა ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიაკუთვნეს იგი თავიდან, მაგრამ მისი უახლოესი თანამოძმენი არიან მანგუსტები. კონვერგენტული ევოლუციის შედეგად, ფოსა დაემსგავსა კატას, ხოლო მისი გადაშენებული ნათესაობა ლომის ზომებს აღწევდა. ასევე დადგენილია, რომ მადაგასკარის მტაცებლების მთელი ოჯახი წარმოიშვა ერთი მანგუსტისმაგვარი წინაპრისაგან, რომელმაც მოზამბიკის სრუტე სავარაუდოდ გადმოლახა 20—30 მილიონი წლის წინ[2]. ითვლება, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით II—V საუკუნეებში კუნძულზე ადამიანების მოსვლასთან ერთად, სახეობათა უმრავლესობა გაწყდა, ეს განსაკუთრებით ეხებათ მეგაფაუნის წარმომადგენლებს.

ენდემური ფაუნა

მადაგასკარმა ხუთჯერ განიცადა სხვადასხვა სახეობის ხმელეთის ძუძუმწოვრების კოლონიზაცია. «კოლონისტებს» შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ცხოველები: ტანრეკისებრნი, ლემურისებრნი, მადაგასკარის მტაცებლები, ნეზომიდიასებრნი (ლათ. Nesomyidae) და მილკბილები, რომლებიც გადაშენდნენ ისტორიულ დროს. კუნძულზე ასევე გავრცელებულია ხელფრთიანები და ასევე აქ როდესღაც ცხოვრობდნენ ბეჰემოთები.

  • ლემურისებრნი — ენდემური პრიმატების ოჯახი, რომელიც დაახლოებით 75 სახეობისგან შედგება, 17 გადაშენებული სახეობის ჩათვლით. ადამიანის გამოჩენისთანავე ყველა დიდი ზომის ლემური გაწყდა, ხოლო დღეისათვის ყველაზე დიდი ზომის ლემურია — ინდრი (ლათ. Indriidae), რომელიც დაახლოებით 10 კგ-ს იწონის. გადაშენებული გიგანტური ლემური-ზარმაცა (ლათ. Archaeoindris) გორილის ზომას აღწევდა და იწონიდა 200 კგ-ზე მეტს[3]. ლემურების ყველა სახეობა პრაქტიკულად იმყოფება გადაშენების ზღვარზე და შეტანილია წითელ წიგნში (მაგრამ ეს ხელს არ უშლის ადგილობრივ მაცხოვრებლებს გამოიყენონ ის საკვებად).
  • მადაგასკარის მტაცებლები — ძუძუმწოვარა-მტაცებლების ენდემური ოჯახი, რომლებიც ახლო ნათესაობაში იმყოფებიან მანგუსტებთან და ითვლის 8 სახეობას. ოჯახი იყოფა ორ ქვეოჯახად: მუნგო (ლათ. Galidiinae) და მალაგასიური ცივეტები (ლათ. Euplerinae). ადრე კუნძულზე არსებობდა გიგანტური ფოსის გადაშენებული სახეობა[4] (ლათ. Cryptoprocta spelea), რომელიც ნადირობდა გიგანტურ ლემურებზე, მაგრამ ადამიანის მიერ ლემურების გაწყვეტის გამო, გადაშენდა გიგანტური ფოსაც.
  • ტანრეკისებრნი — ძუძუმწოვრების არაენდემური ოჯახი, მაგრამ მადაგასკარის გარეთ გვხვდება სულ სამი სახეობა, მაშინ როდესაც თვითონ მადაგასკარზე ბინადრობს დაახლოებით 30 ენდემური სახეობა. ოჯახი ფართედაა გავრცელებული და კუნძულზე დაიკავა სხვადასხვა ეკოლოგიური ბუდეები. მაგალითად, ჭაობის ტანრეკმა (ლათ. Limnogale mergulus) დაიკავა თახვის ადგილი და გარეგნულად გვაგონებს მთიხვს, ხოლო პატარა ტანრეკი (ლათ. Echinops telfairi) გარეგნულად ძალიან ჰგავს ზღარბს.
  • მღრღნელები — წარმოდგენილია ენდემური ნეზომიდიების ოჯახის (Nesomyinae) Nesomyidae-ის ქვეოჯახით. ისევე როგორც ტანრეკებმა, მათაც დაიკავეს ბევრი ეკოლოგიური ბუდე, რომლებმაც გარეგნულად ევოლუცია მოახდინეს ისეთი მღრღნელებისა, როგორებიცაა მემინდვრიები, მექვიშიები, თაგვები, ვირთაგვები და თვით ბოცვრები. ქვეოჯახში შედის 10 გვარი და 14 სახეობა. სავარაუდოდ, Nesomyidae-ის წინაპრების მიგრაცია მოხდა 20-25 მილიონი წლის წინ.
  • ხელფრთიანები — კუნძულზე გვხვდება ღამურების დაახლოებით 30 სახეობა, რომელთაგან ნახევარი ენდემურია. 7 სახეობა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში, და ერთი სახეობა საშინაო ღამურის გვარიდან იმყოფება გადაშენების ზღვარზე — Scotophilus borbonicus.
  • ხოჭოები — 109 ენდემური სახეობა Pogonostoma-ის გვარიდან[5] და 65 ენდემური სახეობა Physodeutera-ს გვარიდან[6].
  • გადაშენებული სახეობები — ხსენებული გიგანტური ლემურების და გიგანტური ფოსების გარდა, მადაგასკარზე არსებობდა ჯუჯა მალაგასიური ჰიპოპოტამის სამი სახეობა და ეპიორნისების (ლათ. Aepyornithidae) ოჯახი — გიგანტური არამფრინავი ფრინველი, ფრინველი-სპილოს შესაძლო წინაპარი. ყველა ისინი გადაშენდნენ ადამიანების ზემოქმედების შედეგად. უკანასკნელი ეპიორნისი სავარაუდოდ მოკლული იქნა XIX საუკუნის ბოლოს.

ენდემური ფლორა

მცენარეულობის რვა ოჯახი მადაგასკარის ენდემია: ასტეროპეია (ლათ. Asteropeiaceae), დიდიმელასები (ლათ. Didymelaceae), დიდიერეები (ლათ. Didiereaceae), Kaliphoraceae, Melanophyllaceae, ფიზენაები (ლათ. Physenaceae), სარკოლენები (ლათ. Sarcolaenaceae) და სფეროსეპალები (ლათ. Sphaerosepalaceae). სამეფო დელონი (ლათ. Delonix regia) ასევე ეკუთვნის კუნძულის ენდემებს.

მადაგასკარმა საკმაოდ დიდი რაოდენობით საფოსტო მარკა გამოუშვა, სადაც გამოსახულია ენდემური ფლორა და ფაუნა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. WWF - Madagascar Dry Forests. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2015-09-09.
  2. Yoder Lab|Home
  3. William L. Jungers, Laurie R. Godfrey, Elwyn L. Simons, and Prithijit S. Chatrath (1997 October 28). „Phalangeal curvature and positional behavior in extinct sloth lemurs (Primates, Palaeopropithecidae)“. PNAS Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 94(22): 11998–12001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); |title=-ში არის გარე ბმული (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  4. Goodman S. M., Rasoloarison R. M. and Ganzhorn J. U. (2004). On the specific identification of subfossil Cryptoprocta (Mammalia, Carnivora) from Madagascar. Zoosystema, 26 (1): 129—143. [available at http://www.mnhn.fr/museum/front/medias/publication/1334_z04n1a9.pdf დაარქივებული 2006-11-27 საიტზე Wayback Machine. ]
  5. Moravec Jiří, 2007: A monograph of the genus Pogonostoma. Tiger beetles of Madagascar, volume 1. 30 colour plates, 499 pp. (in English). ISBN 978-80-86447-13-1.
  6. Moravec Jiří, 2002: A monograph of the genus Physodeutera. Tiger beetles of Madagascar, volume 2. 21 colour plates, 290 pp. (in English).

Read other articles:

Santa Hilda Santa Hilda dari Whitby (Northumbria, 614 - Whitby, 17 November 680) adalah abdis di Biara Whitby. Putri kedua keponakan Edwin dari Norhumbria, Hereric dan istrinya Breguswīþ.[1] Dia hidup pada masa penting bagi Kekristenan di Bretagne. Seorang wanita dengan pengaruh besar, dia dipandang sebagai pendidik dan ahli Alkitab yang hebat, seorang abdis yang sangat baik, kepadanya datang raja, ratu, pangeran, biarawan, dan orang suci, untuk meminta nasihat. Di bawah pemerintaha...

 

Alan CroslandAlan Crosland, 1919Lahir(1894-08-10)10 Agustus 1894New York City, New York, ASMeninggal16 Juli 1936(1936-07-16) (umur 41)Hollywood, California, ASSebab meninggalCar accidentTahun aktif1916-1935Suami/istriJuanita Fletcher(m.1917–1921; bercerai) (1 putra)Natalie Moorhead(m.1930–1935; bercerai)AnakAlan Crosland, Jr. (1918–2001) Alan Crosland (10 Agustus 1894 – 16 Juli 1936) adalah seorang sutradara film dan aktor panggung Amerika. Kehidupan awal...

 

Origin LtdJenisUmum (ASX: ORG)IndustriEnergiDidirikan2000 tetapi sebagian bisnis dimulai pada abad ke-19Kantorpusat Sydney, New South Wales, AustraliaTokohkunciGrant King, MDProdukMinyak, gas dan listrikPendapatan $6.94 miliar AUD (2009, [1])Laba bersih $530 juta dipotong pajak AUD (2009)Karyawan~4000Situs webwww.originenergy.com.au Origin adalah sebuah perusahaan energi Australia yang berpusat di Sydney. Sektor bisnis Origin Energy aktif dalam sejumlah sektor dalam bisnis energi: Eksplo...

Left-wing umbrella organization in northern Syria Movement for a Democratic Society AbbreviationTEV-DEMLeaderZalal JagarKharib HesoFounded16 January 2011IdeologyDemocratic confederalismProgressivism Factions: Libertarian socialismCommunalismFeminismJineologyKurdish nationalismKurdish autonomyLiberal democracyTraditionalismCommunism Political positionLeft-wingColors  Yellow  Red  GreenPeople's Council0 / 250 Democratic Council3 / 43 Party flagPolitics of SyriaPolitical part...

 

Not to be confused with Upland. For the Swedish ships, see HSwMS Uppland. Historical province of Sweden Historical province in Svealand, SwedenUpplandHistorical province Coat of armsCountry SwedenLandSvealandCountiesUppsala CountyStockholm CountyArea • Total12,813 km2 (4,947 sq mi)Population (31 December 2016)[1] • Total1,602,652 • Density130/km2 (320/sq mi)Ethnicity • LanguagesUppländskaStockholmskaCulture...

 

Disambiguazione – Pompeo rimanda qui. Se stai cercando altri significati, vedi Pompeo (disambigua). Disambiguazione – Gneo Pompeo rimanda qui. Se stai cercando altri significati, vedi Gneo Pompeo (disambigua). Gneo PompeoConsole della Repubblica romanaRitratto di Gneo Pompeo (Ny Carlsberg Glyptotek) Nome originaleGnaeus Pompeius[1] Nascita29 settembre 106 a.C.Picenum Morte28 settembre 48 a.C.Pelusio SepolturaAlbano Laziale ConiugeAntistia(86 a.C. - 82 a.C., d...

This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (April 2015) (Learn how and when to remove this message) Hickel at the 2016 Annecy International Animated Film Festival Hal T. Hickel is a visual effects animator for Industrial Light & Magic. At the age of 12, Hickel wrote a letter to Lucasfilm, outlining his ideas for a se...

 

1969 film Detective BelliItalian film posterDirected byRomolo GuerrieriScreenplay by Franco Verucci Massimo D'Avak Alberto Silvestri Based onMacchie di bellettoby Ludovico DenticeProduced byMario Cecchi GoriStarring Franco Nero Florinda Bolkan Adolfo Celi Delia Boccardo Susanna Martinková Renzo Palmer CinematographyRoberto GerardiEdited byMarcello MalvestitoMusic byFred BongustoProductioncompanyFair FilmDistributed byInterfilmRelease date 6 September 1969 (1969-09-06) Running ...

 

2011 Indian film Bollywood Movie Tell Me O KkhudaTheatrical release posterDirected byHema MaliniProduced byMadan Paliwal[1]Hema MaliniStarringEsha DeolArjan BajwaDharmendraVinod KhannaRishi KapoorFarooq SheikhDeepti NavalChandan Roy SanyalRicha PallodSalman Khan (Guest appearance)CinematographyTribhuvan Babu SadineniMusic byPritam Abhijeet HegdepatilProductioncompanyMiraj Entertainment LtdDistributed byHema Malini CreationsRelease date 27 October 2011 (2011-10-27) Count...

Filipina screenwriter Michiko YamamotoYamamoto in 2005Born1979 (age 44–45)Bulacan, PhilippinesNationalityFilipinoAlma materUniversity of Santo Tomas (B.S.)OccupationScreenwriterNotable work Magnifico (2003) The Blossoming of Maximo Oliveros (2006) Remington and the Curse of the Zombadings (2013) On the Job (2013) SpouseErik Matti[1] Michiko Yamamoto (山本 美智子, Yamamoto Michiko, born 1979) is a Filipina screenwriter of Japanese ancestry.[2] Her screenwri...

 

State highway in Florida, United States State Road 845Powerline RoadSR 845 highlighted in redRoute informationMaintained by FDOTLength16.314 mi[1] (26.255 km)Major junctionsSouth end SR 838 in Fort LauderdaleMajor intersections SR 814 in Pompano Beach SR 869 in Deerfield Beach North end SR 808 in Boca Raton LocationCountryUnited StatesStateFloridaCountiesBroward, Palm Beach Highway system Florida State Highway System Interstate US Stat...

 

Lapo ElkannElkann, 2014LahirLapo Edovard Elkann[1]7 Oktober 1977 (umur 46)New York City, New York, U.S.PekerjaanPresiden, Italia Independentpresident, Independent Ideas, founding partner, LA Holdingdirector of brand promotion, Fiat GroupDikenal atasCucu dari Gianni Agnelli, keponakan dari Umberto Agnelli, sepupu dari Donna Bianca Brandolini d’Adda,Orang tuaCountess Margherita Agnelli de Pahlen Alain Elkann Lapo Edovard Elkann (lahir 7 Oktober 1977) adalah seorang pengusaha Ita...

العلاقات الغيانية الفنلندية غيانا فنلندا   غيانا   فنلندا تعديل مصدري - تعديل   العلاقات الغيانية الفنلندية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين غيانا وفنلندا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة غيان�...

 

Artikel ini memuat Teks Tionghoa. Tanpa bantuan render yang baik, anda mungkin akan melihat tanda tanya, kotak-kotak, atau simbol lainnya bukannya Karakter Tionghoa. Tiga Jembatan Alam. Tiga Jembatan Alam (Hanzi sederhana: 天生三桥; Hanzi tradisional: 天生三橋; Pinyin: Tiānshēng Sān Qiáo) adalah serangkaian jembatan batu kapur alam yang terletak di Kota Xiannüshan (仙女山镇), Wilayah Wulong, Munisipalitas Chongqing, China.[1] Jembatan tersebut berada ...

 

  لمعانٍ أخرى، طالع بلدة لينكولن (توضيح). بلدة لينكولن الإحداثيات 43°56′58″N 85°30′37″W / 43.949444444444°N 85.510277777778°W / 43.949444444444; -85.510277777778   [1] تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة  التقسيم الأعلى مقاطعة أوسيولا  خصائص جغرافية  المساحة 35.5 ميل مربع  ار�...

Methodist minister and bishop in America Not to be confused with Asbury Francis Lever. Francis AsburyBornAugust 20 or 21, 1745Hamstead Bridge, Staffordshire, EnglandDiedMarch 31, 1816(1816-03-31) (aged 70)Spotsylvania County, Virginia, U.S.Occupation(s)Minister, theologian Francis Asbury (August 20 or 21, 1745 – March 31, 1816) was a British-American Methodist minister who became one of the first two bishops of the Methodist Episcopal Church in the United States. During his 45 years in...

 

巩立姣个人资料本名巩立姣罗马拼音Gong Lijiao所属国家队 中国籍贯 中国河北省獲鹿縣出生巩立姣 (1989-01-24) 1989年1月24日(35歲) 中国河北省獲鹿縣居住地 中国河北省石家庄市教育程度北京科技大學經濟管理學院母校北京科技大學职业中國共產黨第十九次全國代表大會河北省代表(2017年-)中國共產黨國家田徑集訓隊黨支部書記(2018年-)中国田径协会执行�...

 

Imam Munandar Gubernur Riau Ke-5Masa jabatan2 Oktober 1980 – 21 Juni 1988PresidenSoehartoPendahuluSubrantas SiswantoPenggantiSoeriptoPangdam TrikoraMasa jabatan21 Januari 1975 – 8 Juli 1978PendahuluKisrad SoetrisnoPenggantiParjoko Suryokusumo Informasi pribadiLahir(1927-06-15)15 Juni 1927Blitar, Jawa TimurMeninggal21 Juni 1988(1988-06-21) (umur 61)Surabaya, Jawa TimurKebangsaanIndonesiaPekerjaanGubernurKarier militerDinas/cabang TNI Angkatan DaratMasa dinas...

Cet article est une ébauche concernant la Barbade. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (décembre 2012). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de compléter l'article ...

 

Biografi ini memerlukan lebih banyak catatan kaki untuk pemastian. Bantulah untuk menambahkan referensi atau sumber tepercaya. Materi kontroversial atau trivial yang sumbernya tidak memadai atau tidak bisa dipercaya harus segera dihapus, khususnya jika berpotensi memfitnah.Cari sumber: Teala Dunn – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR (February 2011) (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Teala DunnTeala Dunn b...