ლუქსემბურგის ისტორია — წარმოადგენს ქვეყანა ლუქსემბურგის და მისი გეოგრაფიული არეალის ისტორიას. მისი წერილობითი ისტორია იწყება ძველი რომის იმპერიის ხანიდან. ლუქსემბურგის, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეულის ისტორიის დასაწყისად მიიჩნევა 963 წელი. შემდგომი ხუთი საუკუნის განმავლობაში ლუქსემბურგების ძლიერი დინასტია ჩამოყალიბდა, თუმცა მათმა გაქრობამ გამოიწვია ქვეყნის დამოუკიდებლობის დასასრულიც. შემდგომ მცირე ხნით შედიოდა ბურგუნდიის საჰერცოგოს შემადგენლობაში და 1477 წელს ჰაბსბურგების დინასტიის ხელში გადავიდა.