ელიზაბეტს არ ჰყავდა შვილები და ლუქსემბურგი მიჰყიდა ფილიპ III-ს, 1441 წელს. ფილიპმა ლუქსემბურგი აიღო 1443 წელს, მაგრამ მას არ ჰქონია ჰერცოგის ტიტული ავსტრიის ჰერცოგინიასთან, ანასთან კონფლიქტის გამო.
1794-1813 წლებში ლუქსემბურგი ოკუპირებული იყო ფრანგი რევოლუციონერების მიერ. ვენის კონგრესზე ვილჰელმს მიენიჭა დიდი ჰერცოგის ტიტული და ლუქსემბურგი გაერთიანდა ნიდერლანდებთან.
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგები
ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი არის ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაური. ლუქსემბურგი არის მსოფლიოს ერთადერთი სუვერენული დიდი საჰერცოგო. ეს სტატუსი მიიღო ლუქსემბურგმა 1815 წელს, როცა ის შეუერთდა ნიდერლანდებს.