ლასლო კევერი (უნგრ. Kövér László; დ. 29 დეკემბერი 1959, პაპა) — უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე. პარტია ფიდესი — უნგრეთის მოქალაქეთა კავშირის წევრ-დამფუძნებელი (1988 წლიდან).
2010 წელს უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, თანამდებობა დაიკავა 6 აგვისტოს და შეცვალა უნგრეთის პრეზიდენტად არჩეული პალ შმიტი[1].
2012 წლის 2 აპრილიდან 10 მაისამდე, პალ შმიტის გადადგომის შემდეგ, ასრულებდა ქვეყნის მეთაურის მოვალეობას.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო