პალ შმიტი (უნგრ. Pál Schmitt; დ. 13 მაისი, 1942) — უნგრელი პოლიტიკოსი და მოფარიკავე. უნგრეთის პრეზიდენტი 2010 წლის 6 აგვისტოდან 2012 წლის 2 აპრილამდე. 2010 წლის მაის-აგვისტოში ეკავა უნგრეთის პარლამენტის სპიკერის თანამდებობა. 2009-2010 წლებში. ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 1989 წლიდან უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეა.
2010 წლის 29 ივნისს პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად 263 ხმით 56-ის წინააღმდეგ. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 6 აგვისტოს[1].
თანამდებობიდან გადადგა 2012 წლის 2 აპრილს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ უნგრულმა პრესამ პრეზიდენტი მის მიერ დაწერილი სადოქტორო დისერტაციის დიდი ნაწილის პლაგიატში დაადანაშაულა[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო