ლასლო შოიომი (უნგრ. Sólyom László; დ. 3 იანვარი 1942, პეჩი, უნგრეთი — გ. 8 ოქტომბერი, 2023) — უნგრელი იურისტი და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. უნგრეთის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში. 2001 წლიდან უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ბიოგრაფია
ლასლო შოიომი დაიბადა 1942 წელს ქალაქ პეჩში. 1965 წელს დაამთავრა პეჩის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 1980-იანი წლების დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა სამართალდამცველი და ეკოლოგიური ორგანიზაცების მუშაობაში. 1987 წელს იგი იყო უნგრეთის დემოკრატიული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1989 წელს პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.1990-1998 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წელს პარლამენტმა აირჩია ქვეყნის მეთაურად.
მშობლიური უნგრულის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.
გარდაიცვალა 2023 წლის 8 ოქტომბერს 81 წლის ასაკში.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო