კოსოვოს ეროვნული გალერეა (ალბ. Galeria Kombëtare e Arteve e Kosova) — სამხატვრო გალერეა საუნივერსიტეტო ქალაქ პრიშტინაში, კოსოვოს ეროვნული ბიბლიოთეკის უკან. დაარსდა 1979 წლის თებერვალში.[1]
ეს არის კოსოვოს რესპუბლიკის ყველაზე დიდი ინსტიტუტი სახვითი ხელოვნების სფეროში. გალერეა უზრუნველყოფს საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების გამოფენებისთვის. ასევე, აქვეყნებს წიგნებს, კატალოგებს და ბროშურებს.[2]
ისტორია
შენობა
კოსოვოს ეროვნული სამხატვრო გალერეის შენობა დაახლოებით 1935 წელს აშენდა, როგორც იუგოსლავიის არმიის სამხედრო ყაზარმა. 1955 წლიდან 1981 წლამდე იქ ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. 1982-1983 წლებში არქიტექტორმა აგუშ ბეკირმა შენობა რევოლუციური მუზეუმის საგამოფენო დარბაზად გადააკეთა. 1995 წელს იქვე მდებარეობდა ამჟამინდელი სამხატვრო გალერეა.
შენობის ფასადი მორთულია პეჩის მიმდებარე ტერიტორიის ქვებით.[3]
დაარსება
კოსოვოს ეროვნული სამხატვრო გალერეა 1979 წელს სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენისა და ხელოვნების ღირებული ნამუშევრების შეგროვებისა და შენახვის მიზნით დაარსდა. მას სახელი ეწოდა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კოსოვოელი მხატვრის, მუსლიმ მულიკას პატივსაცემად. გალერეა შეიქმნა კოსოვოს კულტურის ვიზუალური დემონსტრირების აუცილებლობის გამო.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, კოსოვოს ეროვნულმა სამხატვრო გალერეამ როგორც ეროვნული, ისე უცხოელი მხატვრების 200-ზე მეტი კოლექტიური და ინდივიდუალური გამოფენა მოაწყო. 2013 წლიდან გალერეის დირექტორი არტა აღანია.[4]
სქოლიო