კობა აბზიანიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბზიანიძე.
კობა აბზიანიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1965
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1992 (27 წლის)
გარდაცვალების ადგილი შრომა, სოხუმის რაიონი, აფხაზეთის არ, საქართველო
კუთვნილება ავღანეთის სპეციალური დანიშნულების ასეული
ჯარის სახეობა სპეციალური ოპერაციების ძალები
წოდება ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

სოსო (კობა) აბზიანიძე (დ. 6 აგვისტო, 1965, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 1992, სოფ. შრომა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი)[1] — საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი, თადარიგის ლეიტენანტი. დეტექტიურ საზოგადოება „დეტას“ ინსპექტორი. იბრძოდა აფხაზეთის ომში, სპეციალური დანიშნულების ასეულში. დაიღუპა სოფელ შრომასთან სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის ვაჟა ბანეთიშვილის გამოყვანის დროს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.[2]

თბილისში მის სახელს ატარებს ქუჩა სამგორის რაიონში (ორხევი), ადრე მისი სახელი ერქვა სოსო ღვინიაშვილის ქუჩას.

სოსო (კობა) აბზიანიძის მემორიალი ორხევში
სოსო (კობა) აბზიანიძის მემორიალი ორხევში

სქოლიო