სოსო ღვინიაშვილის ქუჩა

სოსო ღვინიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი სამგორის რაიონი
უბანი ორხევის დასახლება
წინა სახელები სოსო (კობა) აბზიანიძის ქუჩა

სოსო ღვინიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, სამგორის რაიონში (ორხევის დასახლება); თენგიზ ჩანტლაძის ქუჩიდან გიორგი მუხაძის ქუჩამდე. ამ მონაკვეთს 1995 წელს სოსო (კობა) აბზიანიძის სახელი დაერქვა.[1] 2023 წელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელი მიენიჭა,[2] კობა აბზიანიძის სახელი კი სხვა ქუჩას ეწოდა.[3] ქუჩაზეა წმინდა ნინოს ეკლესია (2000).[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 12, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (ივნისი, 2023). ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2024
  3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №583 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა აბზიანიძის სახელის მინიჭების შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (21 ნოემბერი, 2023). ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2024