კანონი და სამართალი — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2019 წლის 10 მარტს დაფუძნდა. პარტიის ლიდერია თაკო ჩარკვიანი. პარტიის თანადამაარსებლები არიან: უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი და ირაკლი ღლონტი.[1] იყო კოალიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი. პარტია არის პროევროპული. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად შექმნილ ბლოკში მიიღო მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ისტორია
2019 წლის 10 მარტს, გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.[2] პარტია იყო კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი. 2020 წლის 27 ივლისს გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ ერთად დატოვა კოალიცია და განაცხადა, რომ მასთან ერთად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.[3]
2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[4]
პარტიის თავმჯდომარეები
შედეგები არჩევნებში
ადგილობრივი
არჩევნები
|
ხმები
|
%
|
მანდატები
|
+/–
|
2021
|
322
|
0,02
|
|
ახალი
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| საპარლამენტო | |
---|
| პარტიები საკრებულოებში | |
---|
| სხვა | |
---|
| გაუქმებული | |
---|
|