იღდირის პროვინცია (თურქ. Iğdır ili) — პროვინცია (ილი) თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — იღდირი. მოიცავს 4 რაიონს.
გეოგრაფია
იღდირი არის თურქეთის ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ერთდროულად აქვს საზღვარი სამ სახელმწიფოსთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან. პროვინციას სამხრეთით ესაზღვრება აღრის და ჩრდილოეთით ყარსის პროვინციები.
მოსახლეობა
მოსახლეობა 179 ათ. ადამიანი (2007), აქ ცხოვრობენ თურქები, აზერბაიჯანელები, ქურთები... უდიდესი ქალაქია: იღდირი (361 ათ. ადამიანი, 2007).
ისტორია
პროვინციის ტერიტორია შედიოდა სპარსეთის ვასალ ერევნის სახანოს შემადგენლობაში. 1828 წლიდან რუსეთის იმპერიის ერევნის გუბერნიის შემადგენლობაშია. 1918 წლიდან სომხეთის დამოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1920 წლის სომხეთ-თურქეთის ომის დროს დაიკავა თურქეთის არმიამ. 1921 წლიდან საბოლოოდ შევიდა თურქეთის შემადგენლობაში ყარსის, არტაანის და ართვინის პროვინციებთან ერთად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო