ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი (ესპ. Francisco Román Alarcón Suárez; დ. 21 აპრილი, 1992), ცნობილი როგორც ისკო (ესპ. Isco) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
კარიერა
ადრეული წლები
ისკო დაიბადა ბენალმადენაში, მალაგა, ანდალუსია. პატარობაში ბენალმადენას ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობდა. შემდეგ ვარჯიში განაგრძო „მალაგას“ ბავშვთა გუნდში. გამორჩეული თამაშის გამო „ვალენსიის)“ მესვეურთა თვალთახედვის არეში, უკვე 15 წლის ასაკში მოხვდა, 16 წლის ისკო კი უკვე „ვალენსიას“ საბავშვო გუნდში ირიცხებოდა.
ვალენსია
ისკოს დებიუტი „ვალენსიაში“ ესპანეთის საფეხბურთო თასის მატჩში „ლოგრონესის“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. ეს თამაში ვალენსიას გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. ისკომ დებიუტი ორი გოლით აღნიშნა.[1].
ესპანეთის ლა ლიგაში ისკომ პირველად 2010 წლის 14 ნოემბერს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მატჩში ითამაშა. შეხვედრა „ვალენსიამ“ 2:0 მოიგო. ისკო თამაშში 73-ე წუთზე არიც ადურისის ნაცვლად ჩაერთო.
მალაგა
2011 წლის ივლისის შუა რიცხვებში, მას შემდეგ რაც ვალენსია ბ-ის რიგებში 15 გოლი გაიტანა და გუნდს მესამე დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა, „მალაგასთან“ ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერში მალაგამ €6 მილიონი ევრო გადაიხადა.[2] ახალ გუნდში პირველი გოლი ისკომ 2011 წლის 21 ნოემბერს „რასინგ სანტანდერი“ს გაუტანა;[3] მომდევნო კვირას ისკომ კვლავ გაიტანა. იმ მატჩში „მალაგამ“ „ვილიარეალს“ 2:1 მოუგო.[4]. „ლა ლიგის“ 2011–12 წლების სეზონში ისკომ 32 მატჩში ითამაშა. იმავე სეზონში შედგა მისი დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე.
2012 წლის 18 სექტემბერს, „მალაგამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ისკომ დუბლი შეასრულა და გუნდმა „ზენიტ სანქტ-პეტერბურგი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ისკო შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[5]
დეკემბერში ისკო Golden Boy-ის („ოქროს ბიჭუნა“) ჯილდო მიიღო.[6][7]
2013 წლის 28 იანვარს ისკომ „მალაგასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაასრულა სპეკულაციები მის მომავალ კლუბთან დაკავშირებით. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ისკოს ტრანფერისთვის მსურველ კლუბებს მინიმუმ €35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.[8] 13 მარტს ისკოს გოლმა „პორტუ“ს წინააღმდეგ მატჩში, „მალაგა“ ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა.[9][10]
„მალაგას“ ხელმძღვანელობამ „22“ ნომრიანი მაისური ისკოს სამუდამოდ გადასცა.
რეალ მადრიდი
2013 წლის 17 ივნისს ისკომ დაადასტურა, რომ მიიღო შემოთავაზება „რეალ მადრიდისგან“ და „მალაგას“ ყოფილი მენეჯერის, მანუელ პელეგრინის „მანჩესტერ სიტისგან“, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა წინადადებები უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდგომ განეხილა.[11] 26 ივნისს, „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა,რომ მადრიდულმა კლუბმა ისკოსთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელს შემდეგ კვირაში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ წარადგენდნენ;[12] მომდევნო დღეს, „რეალ მადრიდის“ მიერ მალაგასათვის €30 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, ისკომ დედაქალაქურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესი გახდა პირველი შენაძენი მადრიდელებისთვის, ახალი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ.[13]
2013 წლის 18 აგვისტოს „სამეფო კლუბის“ რიგებში თავისი დებიუტი ისკომ გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა. მან 26-ე წუთზე ქარიმ ბენზემას გაატანინა, ხოლო 86-ე წუთზე კი თავადაც გაუტანა „რეალ ბეტისს“.[14] პირველ სექტემბერს ისკომ „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ მატჩი ორი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა (საბოლოო ანგარიში 3–1, სანტიაგო ბერნაბეუ).[15]
ტიტულები
რეალ მადრიდი:(16)
- ესპანეთის ლა ლიგა (2): 2016–17, 2019–20
- ესპანეთის თასი (1): 2013–14
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2017, 2020
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (4): 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (3): 2014, 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4): 2014, 2016, 2017, 2018
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ლა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი |
---|
| |
|