ირლანდიის ჩემპიონატი სნუკერში პროფესიონალთა შორის (ინგლ. Irish Professional Snooker Championship, ზოგჯერ გვხვდება გამარტივებული სახელწოდება Irish Professional) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. სხვადასხვა დროს იმართებოდა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიაში. როგორც ამ ტიპის სხვა შეჯიბრებები, ტურნირი ტარდება მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეების მონაწილეობით — ამ შემთხვევაში, მთელი ირლანდიის მოთამაშეებს შორის.
ისტორია
ირლანდიის პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1947 წელს. იგი მოიგო იმ დროისთვის პრაქტიკულად კუნძულის ერთადერთმა ძლიერმა სნუკერისტმა — ჯეიკი რიმ. ჯეიკი რი თითქმის ყველა ჩემპიონატში იმარჯვებდა 1972 წლის ჩათვლით (გამონაკლისია 1952 წელი, როდესაც იგი ჯეკ ბეიტსთან დამარცხდა). მთელი ამ დროის განმავლობაში ტურნირი ჩელენჯის საფუძველზე თამაშდებოდა — წინა ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად ფინალში ხვდებოდა და შეეძლო მოწინააღმდეგის არჩევა.
გამარჯვებულები
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| რეიტინგული | |
---|
| დაბალრეიტინგული | |
---|
| არარეიტინგული | |
---|
| სხვა | |
---|
| Pro-am | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|