2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით. 2008 წლის 13 აგვისტოს ცირეკიძემ მეტოქეების დამარცხებით ქართულ ოლიმპიურ გუნდს მეორე ოქროს მედალი შეჰმატა (მანუჩარ კვირკველიასთან ერთად).
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2012 წელს.[1]