იოსებ როტბლატი

იოსებ როტბლატი
პოლ. Józef Rotblat
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი, 1908(1908-11-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ვარშავა, Vistula Land, რუსეთის იმპერია[8]
გარდ. თარიღი 31 აგვისტო, 2005(2005-08-31)[1] [2] [3] [4] [5] [7] (96 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[9]
 პოლონეთი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ედინბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი, ლივერპულის უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი
მამა Zygmunt Rotblat[10]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[11] [12] , სამეფო საზოგადოების წევრი, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის რაინდი, Jamnalal Bajaj Award, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, Albert Einstein Peace Prize, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი და პოლონეთის აღორძინების ვარსკვლავიანი ორდენის კომანდორი

სერ იოსებ როტბლატი (დ. 4 ნოემბერი, 1908 — გ. 31 აგვისტო, 2005) — პოლონელი ფიზიკოსი, რომელიც საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „პოლონელს ბრიტანეთის პასპორტით“. [13] როტბლატი მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ დატოვა ლოს ალამოსის ლაბორატორია გერმანიასთან ომის დასრულების შემდეგ. მისმა საქმიანობამ რადიოაქტიურ ნალექებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1963 წლის ბირთვული ტესტირების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაში. 1955 წელს ხელი მოაწერა რასელ – აინშტაინის მანიფესტს. ის იყო პაგუოშის კონფერენციების გენერალური მდივანი მეცნიერებასა და მსოფლიო საკითხებზე მისი დაარსებიდან 1973 წლამდე. როტბლატმა პაგუოშის კონფერენციებში გაწეული შრომის შედეგად 1995 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბირთვულ განიარაღებაში მიმართული ძალისხმევის გამო.

ადრეული ცხოვრება და განათლება

იოსებ როტბლატი დაიბადა 1908 წლის 4 ნოემბერს ვარშავაში, პოლონურ-ებრაულ ოჯახში. ის შვიდი შვილიდან ერთ-ერთი იყო, ორი მათგანი ბავშვობაში გარდაიცვალა. მისმა მამამ, ზიგმუნტ როტბლატმა, შექმნა და აწარმოებდა ქვეყნის მასშტაბით საცხენოსნო ვაჭრობას, ფლობდა მიწას და გამოჰყავდა ცხენები. იოსებმა ბავშვობის წლები გაატარა ამ აყვავებულ ოჯახში, მაგრამ პირველი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გარემოებები შეიცვალა. საზღვრები დაიკეტა და ოჯახის ცხენები გამოითხოვეს, რამაც გამოიწვია ბიზნესის წარუმატებლობა და მათი ოჯახის გაღარიბება. [14] ათი წლის ასაკში, მან ეჭვი შეიტანა ღმერთის არსებობაში[14] და მოგვიანებით გახდა აგნოსტიკოსი. [14] [15]

როტბლატის მშობლებმა ვერ მოახერხეს შვილის გიმნაზიაში გაგზავნა, ასე რომ როტბლატმა მიიღო საშუალო განათლება ადგილობრივი რაბინისგან. შემდეგ ის დადიოდა ტექნიკურ სკოლაში, სადაც სწავლობდა ელექტროინჟინერიას, 1923 წელს დაამთავრა სასწავლებელი და მიიღო დიპლომი. სკოლის დამთავრების შემდეგ როტბლატი მუშაობდა ვარშავაში ელექტრიკოსად, მაგრამ ჰქონდა ამბიცია, რომ გამხდარიყო ფიზიკოსი. მან 1929 წლის იანვარში ჩააბარა პოლონეთის თავისუფალი უნივერსიტეტის საგამოცდო გამოცდები და მარტივად ჩააბარა ფიზიკის გამოცდაც, მაგრამ ნაკლებად წარმატებული იყო მისი სტატია ეროვნული განათლების კომისიის შესახებ, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. წერითი გამოცდის შემდეგ ინტერვიუ ჩაუტარა ლუდვიკ ვერნშტაინმა, მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა. ვერტენშტეინი სწავლობდა პარიზში მარი კიურის და ერნესტ რეზენფორდის მეთვალყურეობის ქვეშ კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში. ვერტენშტეინმა როტბლატს შესთავაზა ადგილი უნივერსიტეტში. [14]

როტბლატმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი თავისუფალ უნივერსიტეტში 1932 წელს. ამის შემდეგ იგი ვარშავის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ფიზიკის დოქტორი გახდა 1938 წელს. იგი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას იკავებდა ვარშავის სამეცნიერო საზოგადოების რადიოლოგიურ ლაბორატორიაში, რომლის დირექტორიც ვერტენშტეინი იყო და როტბლატი გახდა 1938 წელს პოლონეთის თავისუფალი უნივერსიტეტის ატომური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი. [16] ამ პერიოდის განმავლობაში როტბლატი დაქორწინდა ლიტერატურის სტუდენტზე, ტოლა გრინზე, რომელსაც იგი სტუდენტურ საზაფხულო ბანაკში შეხვდა 1930 წელს. [14]

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მან ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენეს, რომ უჯრედის გაყოფის პროცესში, ნეიტრონები გამოიყოფოდა. 1939 წლის დასაწყისში იგი ვარაუდობდა, რომ შეიძლებოდა დიდი ოდენობით უჯრედების გაყოფა და თუ ეს მოხდებოდა საკმარისად მოკლე დროში, მაშინ გამოიფრქვეოდა დიდი რაოდენობით ენერგია. გაანგარიშებაზე დაყრდნობით მან დაასკვნა, რომ თუ ეს პროცესი მიკროწამზე ნაკლებ დროში მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა აფეთქებას.

1939 წელს ვერტენშტაინის კავშირების საშუალებით, როტბლატი მიიწვიეს სასწავლებლად პარიზში და ლივერპულის უნივერსიტეტში ჯეიმზ ჩედვიკის ხელმძღვანელობით, რომელმაც 1932 წელს მიიღო ნობელის პრემია ნეიტრონის აღმოჩენისთვის. ჩედვიკი აშენებდა ნაწილაკების ამაჩქარებელს, რომელსაც ეწოდება „ციკლოტრონი“, ფუნდამენტური ბირთვული რეაქციების შესასწავლად, ხოლო, როტბლატს სურდა ვარშავაში მსგავსი აპარატის აშენება, ამიტომ მან გადაწყვიტა ჩედვიკს შეერთებოდა ლივერპულში. ის ინგლისში მარტო გაემგზავრა, რადგან მეუღლემ ვერ შეძლო მასთან ერთად გამგზავრება. [14]

დიდი ხნით ადრე ჩედვიკმა როტბლასტს სტიპენდია მისცა (ოლივერ ლოჯის სტიპენდია). სტიპენდიამ გააორმაგა მისი შემოსავალი და 1939 წლის ზაფხულში ახალგაზრდა პოლონელი სახლში დაბრუნდა. იგი აპირებდა ტოლასთან ერთად პოლონეთის დატოვებას. [14] აგვისტოს ვარშავაში წასვლის დრო რომ მოვიდა, ტოლა დაავადდა აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ და ვერ მოახერხა ვარშავაში წასვლა. ამასთან, იძაბებოდა პოლიტიკური ვითარება. [14] ტოლა ხაფანგში აღმოჩნდა და მომდევნო თვეებში სასოწარკვეთილი ცდილობდა დანიის გავლით ქვეყნის დატოვებას ( ნილს ბორის დახმარებით ). ბელგიისა და იტალის გავლითაც ვერაფერი მოახერხა, რადგანაც ყველა ქვეყანა ჩაიკეტა ომის შედეგად. [14] იოსებს მეუღლე არასოდეს უნახავს. იგი მოკლეს ჰოლოკოსტის ბელზეკის საკონცენტრაციო ბანაკში . [14] ამან ღრმა გავლენა მოახდინა როტბლატზე მთელი ცხოვრების განმავლობაში და იგი არასდროს დაქორწინებულა მეორედ. [17]

სამშვიდობო საქმე

როტბლატი თვლიდა, რომ მეცნიერები ყოველთვის უნდა ღელავდნენ მათი საქმიანობის ეთიკური შედეგებზე. [18] იგი გახდა ბირთვული შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკოსი. 1955 წელს რასელ – აინშტაინის მანიფესტის ყველაზე ახალგაზრდა ხელმომწერი იყო და ხელმძღვანელობდა ამ მანიფესტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას. მანიფესტის პოზიტიურად გაშუქების შემდეგ, საირუს იტონმა შესთავაზა, რომ დააფინანსებდა პაგუოშის გავლენიან კონფერენციებს მეცნიერებისა და მსოფლიო საკითხების შესახებ, ეს იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიკრბდა მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ისინი იმსჯელებდნენ შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის შემცირებისკენ და გლობალური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტაზე, ცენტრალურ თემას წარმოადგენდა ბირთვული ომი . როტბლატი დაინიშნა პაგუოშის კონფერენციების გენერალური მდივნად. მისი დაარსებიდან 1973 წლამდე ბერტრანდ რასელთან და სხვებთან ერთად როტბლატმა ორგანიზება გაუწია პირველ კონფენეციას 1957 წელს და განაგრძო მუშაობა გარდაცვალებამდე. რკინის ფარდისა და ცივი ომის მიუხედავად, იგი მხარს უჭერდა დასავლეთის და აღმოსავლეთის მეცნიერების დაკავშირებას. ამ მიზეზის გამო პაგუოშის კონფერენციებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თავდაპირველად ბრიტანეთის მთავრობა ამ ყველაფერს „კომუნისტური ფრონტის შეკრებებად“ თვლიდა. [19]

ჯილდოები და პრიზები

როტბლატმა პაგუოშის კონფერენციებში გაწეული შრომის შედეგად 1995 წელს მიიღო ნობელის პრემია ბირთვულ განიარაღებაში მიმართული ძალისხმევის გამო. [20] მის შესახებ ციტატში ნათქვამია: „საერთაშორისო საქმეებში ბირთვული იარაღის მიერ განხორციელებული საფრთხის შემცირების მცდელობებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამგვარი იარაღის აღმოსაფხვრელად“. სიცოცხლის ბოლოს, იგი ასევე აირჩიეს ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრად, [21] და ინდოეთის ჯამნალალ ბაჯაჯის ფონდმა მას ჯამნალალ ბაჯაჯის ჯილდო 1999 წელს მიანიჭა . [22] იგი იყო ჟურნალის „გარემო მშვიდობისათვის“ სარედაქციო საბჭოს საპატიო წევრი, რომელსაც აქვეყნებდა ტორონტოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა

  • Brown, Andrew (2012). Keeper of the Nuclear Conscience: The Life and Works of Joseph Rotblat. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-958658-5. OCLC 963830214.CS1 maint: ref=harv (link)
  • Górlikowski, Marek (2018). Noblista z Nowolipek. Józefa Rotblata wojna o pokój. Kraków: Znak. ISBN 9788324055401. OCLC 1050817827.
  • Rotblat, Joseph; Ikeda, Daisaku (2007). A Quest for Global Peace: Rotblat and Ikeda on War, Ethics and the Nuclear Threat. London: I.B.Tauris. ISBN 978-1-84511-278-3. OCLC 123195789.CS1

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #109184580 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. NNDB — 2002.
  10. Pas L. v. Genealogics — 2003.
  11. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1995/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. Decyzja o przyznaniu pokojowej Nagrody Nobla Lechowi Wałęsie Polish. wydarzenia (5 October 1983). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 17 ივნისი 2020.
  14. 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 Brown 2012.
  15. Rotblat და Ikeda 2007. "I have to admit, however, that there are really many things that I do not know. I am not a particularly religious person, and this is the reason for my agnosticism. To be an agnostic simply means that I do not know and will keep seeking the answer for eternity. This is my response to questions about religion."
  16. Joseph Rotblat – Biographical – Curriculum Vitae. ციტირების თარიღი: 24 November 2016
  17. Underwood, Martin. Liverpool University (1939–43). Joseph Rotblat: The bomb, peace, and his archive (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 July 2011. ციტირების თარიღი: 13 October 2015.
  18. Rotblat, J. (1999). „A Hippocratic Oath for scientists“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  19. Wittner, Lawrence S.. (2005)The Political Rehabilitation of Józef Rotblat. ციტირების თარიღი: 24 November 2016
  20. Joseph Rotblat – Biographical – Facts. ციტირების თარიღი: 24 November 2016
  21. List of IAPS Members. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 17 ივნისი 2020.
  22. Prof. Sir Joseph Rotblat – 1999 – Jamnalal Bajaj Award for Promoting Gandhian Values Outside India. ციტირების თარიღი: 24 November 2016

Read other articles:

Air Terjun Toyomerto adalah salah satu lokasi wisata air terjun yang berada di wilayah Ponorogo. Tepatnya Air Terjun Toyomerto ini terletak di Kecamatan Ngebel, Kabupaten Ponorogo.[1] Air Terjun Toyomerto ini berjarak kurang lebih 5 kilometer dari lapangan Kecamatan Ngebel menuju ke arah timur. Jika dari pusat kota Ponorogo, Air Terjun Toyomerto berjarak kurang lebih sekitar 35 kilometer. Perjalanan menuju Air Terjun Toyomerto ini cukup berkelok-kelok sehingga dibutuhkan kewaspadaan b...

 

Soviet cosmonaut (1934–2019) For other people named Alexei Leonov, see Alexei Leonov (disambiguation). In this name that follows Eastern Slavic naming customs, the patronymic is Arkhipovich and the family name is Leonov. Alexei LeonovАлексей ЛеоновLeonov in 1974BornAlexei Arkhipovich Leonov(1934-05-30)30 May 1934Listvyanka, West Siberian Krai, Russian SFSR, Soviet UnionDied11 October 2019(2019-10-11) (aged 85)Moscow, RussiaResting placeFederal Military Memori...

 

John Goodman John Stephen Goodman (lahir 20 Juni 1952) merupakan seorang aktor berkebangsaan Amerika Serikat yang memenangkan nominasi Golden Globe dan Emmy Award. Dia dilahirkan di Affton, Missouri. Dia berkarier di dunia film sejak tahun 1978. Pranala luar Wikimedia Commons memiliki media mengenai John Goodman. John Goodman di IMDb (dalam bahasa Inggris) St. Louis Walk of Fame Diarsipkan 2012-03-06 di Wayback Machine. EG Blues Brothers Diarsipkan 2019-03-24 di Wayback Machine., featuring sc...

American author and journalist For other uses of Jennie June, see Jennie June (disambiguation). Jane Cunningham CrolyBornJane CunninghamDecember 19, 1829Market Harborough, Leicestershire, EnglandDiedDecember 23, 1901(1901-12-23) (aged 72)New York City, New York, U.S.Resting placeLakewood Township, New Jersey, U.S.Pen nameJennie JuneOccupationAuthor, journalistSpouse David Goodman Croly ​ ​(m. 1856; died 1889)​Children4, including Herbert Ja...

 

DAUB redirects here. For other uses, see daub (disambiguation). Airport in Oumache, AlgeriaMohamed Khider Airportمطار بسكرة - محمد خيضر (Arabic)IATA: BSKICAO: DAUBSummaryAirport typePublicOperatorEGSA ConstantineServesBiskraLocationOumache, AlgeriaElevation AMSL88 m / 289 ftCoordinates34°48′06″N 05°44′30″E / 34.80167°N 5.74167°E / 34.80167; 5.74167MapBSKLocation of airport in AlgeriaRunways Direction Length Surface m ft ...

 

Radio station in Urbana, IllinoisWILLUrbana, IllinoisBroadcast areaChampaign-UrbanaFrequency580 kHzBrandingWILL AM 580ProgrammingFormatNews/talkAffiliationsNPROwnershipOwnerUniversity of Illinois Urbana-Champaign(The Board of Trustees of the University of Illinois)Sister stationsWILL-FM, WILL-TVHistoryFirst air dateMarch 27, 1922[1] (experimental under calls 9XJ 1920-1922)Former call signsWRM (1922–1928)[2]Former frequencies833 kHz (1922–1924)1100 kHz (1924–1928)890 kHz ...

Artikel ini bukan mengenai Harry Lauder. Harry LauterLauter (kanan) dengan Willard Parker dalam Tales of the Texas Rangers, 1957.LahirHerman Arthur Lauter(1914-06-19)19 Juni 1914White Plains, New York, Amerika SerikatMeninggal30 Oktober 1990(1990-10-30) (umur 76)Ojai, California, Amerika SerikatPekerjaanPemeran(1930–1979), Artis (1979–1990)Tahun aktif1930–1979Suami/istriBarbara Jane Lauter (1952–1980) (bercerai) 1 anakDoris Gilbert (?-1990) (kematian Lauter) Herman Arthur Ha...

 

Andrea Bregno BiografiKelahiran1418 (Kalender Masehi Gregorius) Osteno KematianSeptember 1503 (Kalender Masehi Gregorius) (84/85 tahun)Roma Tempat pemakamanSanta Maria sopra Minerva Galat: Kedua parameter tahun harus terisi! KegiatanPekerjaanarsitek, pemahat Makam Nicolas dari Cusa, oleh Andrea Bregno Andrea di Cristoforo Bregno (Osteno, dekat Como, 1418 – Roma 1506)[1] adalah pembuat skulptur Lombardiadan arsitek Renaissance awal yang bekerja di Roma dari tahun 1460-an dan meni...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: コルク – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2017年4月) コルクを打ち抜いて作った瓶の栓 コルク(木栓、�...

Не следует путать с Археологическая комиссия. Археографические комиссии Административный центр Санкт-Петербург, Россия Локация  Российская империя СССР Россия Тип организации государственная организация[d] Основание Дата основания 1834  Медиафайлы на Викискл...

 

周處除三害The Pig, The Snake and The Pigeon正式版海報基本资料导演黃精甫监制李烈黃江豐動作指導洪昰顥编剧黃精甫主演阮經天袁富華陳以文王淨李李仁謝瓊煖配乐盧律銘林孝親林思妤保卜摄影王金城剪辑黃精甫林雍益制片商一種態度電影股份有限公司片长134分鐘产地 臺灣语言國語粵語台語上映及发行上映日期 2023年10月6日 (2023-10-06)(台灣) 2023年11月2日 (2023-11-02)(香�...

 

Regent of the Principality of Antioch from 1112 to 1119 This article is about the nobleman and crusader. For the surgeon who studied at Salerno and taught at Parma, see Roger Frugardi. Roger of Salerno (or Roger of the Principate) (died June 28, 1119) was regent of the Principality of Antioch from 1112 to 1119. He was the son of Richard of the Principate and the 2nd cousin of Tancred, Prince of Galilee, both participants on the First Crusade. He became regent of Antioch when Tancred died in 1...

British advocate and politician (1742–1811) For other people named Henry Dundas, see Henry Dundas (disambiguation). The Right HonourableThe Viscount MelvillePC FRSEHenry Dundas, 1st Viscount Melville by Sir Thomas LawrenceFirst Lord of the AdmiraltyIn officeMay 1804 – May 1805MonarchGeorge IIIPrime MinisterWilliam Pitt the YoungerPreceded byThe Earl of St. VincentSucceeded byThe Lord BarhamSecretary of State for WarIn officeJuly 1794 – March 1801MonarchGeorge IIIPrime ...

 

American physicist (born 1942) John ClauserJohn Clauser in 2016BornJohn Francis Clauser (1942-12-01) December 1, 1942 (age 81)Pasadena, California, U.S.EducationCalifornia Institute of Technology (BS)Columbia University (MA, PhD)Known forBell test experiments, CHSH inequalityAwards Wolf Prize in Physics (2010) Nobel Prize in Physics (2022) Scientific careerFieldsQuantum mechanicsInstitutionsUniversity of California, BerkeleyLawrence Berkeley National LaboratoryLawrence Livermore Nat...

 

Parliament of Uzbekistan Oliy Majlis of the Republic of Uzbekistan Oʻzbekiston Respublikasi Oliy Majlisi (Uzbek)5th Oliy MajlisTypeTypeBicameral Houses Upper: Senate Lower: Legislative Chamber HistoryFounded22 January 1995Preceded byUnicameral Supreme Council of the Republic of UzbekistanLeadershipChairman of the SenateTanzila Narbayeva since 21 June 2019 Chairman of the Legislative ChamberNurdinjan Ismailov, PDPU since 12 January 2015 StructureSeats Total 250 members 100 senat...

Use of cannabis in New York State A medical marijuana dispensary in Newburgh Part of a series onCannabis ArtsCulture 420 (chan) Books Magu (deity) Names Religion Judaism Latter-day Saints Sikhism Smoke-in Spiritual use Sports Stoner film Stoner rock Terms Chemistry Phytocannabinoids Quasi-psychedelic delta-8-THC delta-10-THC THC THCH THCP Other CBD CBDH CBDP Semi-synthetic cannabinoids THC-O-acetate Synthetic cannabinoids AM AM-2201 CP CP-55940 Dimethylheptylpyran HU HU-210 HU-331 JWH JWH-018...

 

Formation of the French Imperial Army during the Hundred Days Corps of Observation of the VendéeCorps d'Observation de La VendéeImperial soldiers at the Battle of Thouars.Active1815Country French EmpireBranch French Imperial ArmyTypeCorps of ObservationSize24,000 menCommandersCorps CommanderJean Maximilien LamarqueMilitary unit The Corps of Observation of the Vendée (French: Corps d'Observation de La Vendée) was a field formation of the French Imperial Army, which took part in the 1815 Ve...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (سبتمبر 2021) نغوين كونغ هوي معلومات شخصية الميلاد 19 مايو 1987 (العمر 37 سنة) الطول 1.76 م (5 قدم 9 1⁄2 بوصة) مركز اللعب وسط الجنسية فيتنام  مسيرة الشباب سنوات فريق ...

Lothar OsianderNazionalità Stati Uniti Calcio RuoloAllenatore(ex Centrocampista) Termine carriera1967 - giocatore2000 - allenatore CarrieraGiovanili 1964-1965 San Francisco Rams1966-1967 San Francisco Dons Carriera da allenatore 19?? California SurfVice19??-1985 Greek-American A.C.1986-1988 Stati Uniti1988-1992 Stati Uniti olimpica1991 S.F. Bay BlackhawksVice1992 Palo Alto Firebirds1995 Atlanta Ruckus1996-1997 L.A. Galaxy1998-1999 Tampa B...

 

В Википедии есть статьи о других людях с именем Олег. Олег Вещийдр.-сканд. Hélgi[1][2][3], церк.-слав. Ольгъ[3] Приношение Олегу дани покорёнными племенами (884). Миниатюра из Радзивилловской летописи, конец XV века Новгородский князь 879 — 912 Предшественник Рюрик �...