ილირიის სამეფო

ილირიის სამეფო აგრონის მეფობის დროს (ძვ. წ. 250 - ძვ. წ. 230).
მეფე პიროსი, როდესაც ბავშვი იყო, მიიყვანეს მეფე გლაუკიასთან და მის ცოლთან, დედოფალ ბეროია - ნიკოლას-რენე ჯოლაინთან, 1779 წ.
ილირიის მეფე გენტიუსი
ილირიელი დედოფლის, ტევტას ქანდაკება მის დედინაცვალ პინესთან ერთად ტირანაში, ალბანეთის დედაქალაქში.
მეფე ბალაის მონეტები - უკანასკნელი ილირიელი მეფე.

ილირიის სამეფო — ქვეყანა, რომელიც არსებობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში ანტიკურ დროს და წარმოადგენდა ილირიელთა ტომების ალიანსს.[1] [2] [3]

ისტორია

სამხრეთ ილირიაში ორგანიზებული სამეფოები ფორმირდა უფრო ადრე, ვიდრე ამ რეგიონის სხვა ადგილებში. რაც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილირიული დინასტია იყო "ენჩელეის" დინასტია, რომელმაც ჩანს, რომ თავისი ძლიერების სიმაღლეს მიაღწია ძვ. წ. მე-8 და მე-7 საუკუნეებში, მაგრამ ის ჩამოცილდა ძალაუფლებას დაახლოებით ძვ. წ. მე-6 საუკუნეში.[4] როგორც ჩანს, "ენჩელეების" დინასტიის დასუსტებამ გამოიწვია მათი ასიმილაცია და ჩართვა ახლად დაარსებულ ილირიულ სამეფოში ძვ. წ. მე-5 საუკუნის ბოლოს. მიიჩნევა, რომ "ელჩელეი" ჩაანაცვლა "დასარეტიის" დინასტიამ დაახლოებით დღევანდელი ოჰრიდის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.[5]

"ენჩელეის" სამეფოს დასუსტება, ასევე გამოწვეული იყო მის სიახლოვეს შექმნილი კიდევ ერთი ილირიული დინასტიის - "ტაულანტიის" გაძლიერებით. ეს ორი დინასტია დაახლოებით ერთი და იმავე დროს მოღვაწეობდა.[6] "ტაულანტიის" ხალხები, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილირიული ტომები, ცხოვრობდნენ სამხრეთ ილირიის (თანამედროვე ალბანეთის) ადრიატიკის სანაპიროზე და სხვადასხვა დროს ზეობდნენ მდინარეების, დრინის და ვიოსას დაბლობზე, რაც შეადგენდა დღევანდელი ქალაქ დურესის მიმდებარე ტერიტორიას.[7] როდესაც ისტორიკოსი პოლიენუსი აღწერდა ძველ მაკედონიაში (რომელსაც მართავდა არგეუს I), სადღაც ძვ. წ. 678-640 წლების ილირიელთა შემოსევებს, მან ილირიელთა ყველაზე ძველ მეფედ მიუთითა გალაურუსი, "ტაულანტიის" მმართველი, რომელიც მეფობდა ძვ. წ. მე-7 საუკუნის ბოლოს.[8] [9] [10] [11] არის თუ არა, ეს ისტორიული ანგარიში სანდო და, მიუხედავად პოლიენუსის უცნობი ბიოგრაფიული წვრილმანების მიმართ ინტერესისა, ასევე, თუკი თანამედროვე კვლევაში არგეუს I-ის მეფობის თარიღის შესახებ კონსენსუსი სწორია, ის, შესაბამისად, გულისხმობს მთელ ანტიკურ ხანაში ფართოდ გავრცელებულ აზრს ძვ. წ. მე-7 საუკუნეში მაკედონელებსა და ილირიელებს შორის ჩამოგდებული საყურადღებო მტრობის შესახებ.[12] [13] ძვ. წ. მე-7 საუკუნეში, "ტაულანტიებმა" დახმარება აღმოუჩინეს "კერკირასა" და "კორინთს" "ლიბურნის" ტომების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, დამარცხებისა და "ლიბურნის" რეგიონიდან განდევნის შემდეგ, "კერკირაელებმა" ძვ. წ. 627 წელს, ილირიის ყველაზე დიდ კუნძულზე დააარსეს კოლონია, სახელწოდებით - ეპიდამნუსი, რომელიც, თავის მხრივ, ილირიელთა მეფის სახელი ეგონათ.[14] გაჩნდა კომერციული ცენტრი, რომელიც ყვაოდა, ხოლო ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. "ტაულანტიებმა" განაგრძეს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძვ. წ. მე-5 და ძვ. წ. მე-3 საუკუნეებს შორის ილირიელთა, კერძოდ კი, ეპიდამნუსის ისტორიაში, რამდენადაც ეს ორი უკანასკნელი იყვნენ ერთმანეთის მეზობლები.[15] "ტაულანტიების" დინასტიამ, ჩანს, რომ თავისი ძლიერების კულმინაციას მიაღწია გლაუკიას მმართველობის დროს, დაახლოებით ძვ. წ. 335 და 302 წლებს შორის.[16] [17] [18]

ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერის აზრით, მეფე ბარდილისის მიერ დაარსებული დინასტია, როგორც "დარდანის" ხალხების (სამეფოს) პირველი დადასტურებული დინასტია, ფაქტობრივად იყო იგივე "დასარეტიის" დინასტია.[19] [20] [21] ასევე, არსებობს კიდევ ერთი ისტორიული რეკონსტრუქცია, მიიჩნევს რა მეფე ბარდილისს "დარდანის" სამეფოს მმართველად, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია "დასარეტიის" ხალხები, მაგრამ ეს მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ისტორიკოსებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "დარდანია", მეფე ბარდილისის და მისი დინასტიიდან ძალიან შორს, ჩრდილოეთით მდებარეობდა და, ამდენად, მათ შეხება არ უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან.[22] [23] [24]

მას შემდეგ, რაც ფილიპე II მაკედონელმა დაამარცხა ბარდილისი (ძვ. წ. 358 წელს), გრაბოს II-ის მეთაურობით, "გრაბაი" გახდა უძლიერესი სახელმწიფო ილირიაში. ფილიპე II-მ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, მოკლა 7000 ილირიელი და განახორციელა ოჰრიდის ტბამდე ტერიტორიის ანექსია. შემდეგ კი, იგი წავიდა "არდიაის" მიმართულებით, დაამარცხა "ტრიბალი" (ძვ. წ. 339 წელს) და შეებრძოლა მეფე პლევრიას (ძვ. წ. 337 წელს). ამის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, ალექსანდრე დიდმა მარცხი აგემა ილირიელთა მეთაურის, კლიტუსის ძალებს ძვ. წ. 335 წელს. აღსანიშნავია, რომ ილირიელი ჯარისკაცები და ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ ალექსანდრე დიდის მიერ სპარსეთის დაპყრობაში. ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის სიკვდილის შემდეგ, ილირიულ ტომებს აღმავლობის ხანა დაუდგათ და გადაწყვიტეს მაკედონელების უღლისგან თავის დაღწევა. აქედან მოყოლებული, ძვ. წ. 312 წელს მეფე გლაუკიუსმა შეძლო და გააძევა ბერძნები დურესიდან.[25]

ძვ. წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, ჩანს, რომ რამდენიმე ილირიული ტომი გაერთიანდა პროტო-სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც გადაჭიმული იყო თანამედროვე ალბანეთის ცენტრალური ნაწილიდან ჰერცეგოვინაში მდინარე ნერეტვამდე. პოლიტიკური ერთობა მეკობრეობით ფინანსდებოდა და მეფე აგრონი მართავდა მას ძვ. წ. 250 წლიდან. აგრონის მემკვიდრე გახდა მისი ცოლი ტევტა, რომელმაც, ძვ. წ. 231 წელს მეფის გარდაცვალების შემდეგ, თავისი გერის, პინესისთვის შემოიღო რეგენტის მმართველობა.[26] დედოფალი ტევტა განთქმული იყო რომაელთა წინააღმდეგ ომებით.

მდინარე ნერეტვას დელტასთან, "დაორების" ილირიელთა ტომზე შეინიშნებოდა ძლიერი ელინისტური გავლენა. მათი დედაქალაქი იყო დაორსონი, რომელიც მდებარეობდა ოშანიჩში, სტოლაკთან ახლოს, ჰერცეგოვინაში. ის გახდა კლასიკური ილირიული კულტურის მთავარი ცენტრი. დაორსონი, ძვ. წ. მე-4 საუკუნის განმავლობაში, გარშემორტყმული იყო მეგალითებით, ანუ 5 მეტრიანი მაღალი ქვის კედლებით. "დაორები", ასევე, ქმნიდნენ უნიკალურ ბრინჯაოს მონეტებსა და ქანდაკებებს. ილირიელებმა დაიპყრეს კიდეც ბერძნული კოლონიები დალმაციის კუნძულებზე.

ილირიის სამეფო შედგებოდა ილირიის რეგიონს შიგნით არსებული მცირე ტერიტორიებისგან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რომაელები მართავდნენ მთელ რეგიონს. სამხრეთ ილირიული სამეფოს შიდა მოწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ბაძავდნენ ბერძნულ სამეფოებს და მათ განიცადეს კიდეც ბერძნებისა და ელინისტური სამყაროს გავლენა, განსაკუთრებით ქალაქური ცენტრების ზრდის მიმართულებით.[27] ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი წარმოგვიდგენს ილირიული სამეფოს შიგნით არსებული საზოგადოების სურათს, როგორც არისტოკრატიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ გლეხების ქვეით ჯარს, რომელსაც ის უწოდებს ბერძნულ პოლიდინასტეს (ბერძნულად: Πολυδυνάστες). ამ უკანასკნელში თითოეული არისტოკრატი აკონტროლბდა თითო ქალაქს სამეფოს ტერიტორიაზე.[28] მონარქია დაარსებული იყო მემკვიდრეობითი ხაზის საფუძველზე და ილირიელი მმართველები ქორწინებებს იყენებდნენ სხვა ძალებთან ალიანსების შესაქმნელად.[29] ისტორიკოსი და ფილოსოფოსი პლინიუსი (ახ. წ. 23-79 წწ.) წერს, რომ ხალხი, რომელიც ილირიელთა სამეფოს ბირთვს შეადგენდნენ, იყვნენ "საკუთრივ ილირიელები".[30] კერძოდ, ესენი იყვნენ: "ტაულანტიები", "პლერაიები", "ენდირუდინიები", "სასაიები", "გრაბაიები" და "ლაბეატალები". მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ "დოქლეატაები".[31]

ილირიელების უკანასკნელი ცნობილი მეფე იყო ბალაიოსი, რომელიც, რომაული ოკუპაციის შემდგომ, ძვ. წ. 167 წლიდან ძვ. წ. 135 წლამდე პერიოდში, მართავდა ქალაქ რიზონს და მის გარშემო ტერიტორიებს.[32]

მმართველები

ენჩელეურ-ტაულანტიელი მმართველები

  • გალაურუსი: "ტაულანტიის" მეფე. წარუმატებლად შეიჭრა მაკედონიაში ძვ. წ. 678-640 წლებში.[33]
  • გრაბოს I (ძვ. წ. მე-5 საუკუნე): როგორც ათენურ წარწერაზე დასტურდება, ის, დიდი ალბათობით, იყო პიროვნება დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობებით. იგი, სავარაუდოდ, იყო გრაბოს II-ის ბაბუა.[34] [35]
  • სირასი (ძვ. წ. 437-390 წწ.): მმართველი "ლინკესტიში".
  • გრაბოს II (ძვ. წ. 358-356 წწ.): შევიდა ათენის ალიანსში, რათა წინააღმდეგობა გაეწია ფილიპეს ძალაუფლებისთვის.[36]
  • პლევრატ I (ძვ. წ. 356-335 წწ.): მეფობდა ადრიატიკის სანაპიროსთან, სამხრეთ ილირიაში. ძვ. წ. 344 წელს წარუმატებლად ეცადა შეეჩერებინა ილირიაში ფილიპეს წინსვლა.[37]
  • პლევრია (ძვ. წ. 337/336 წწ.): ილირიელი მმართველი, რომელმაც ძვ. წ. 337 წელს ილაშქრა ფილიპე II-ის წინააღმდეგ. ის, ზოგიერთი მეცნიერის თანახმად, მიჩნეულია "ავტარიატაების", "ტაულანტიების" ან "დარდანების" მეფედ.[38] ზოგიერთი კი ვარაუდობს, რომ ის იყო იგივე მეფე პლევრატ I.[39] [40]
  • კლიტოსი, ბარდილის I-ის ვაჟი (ძვ. წ. 335-295 წწ.): პელიონში, ძვ. წ. 335 წელს ალექსანდრე დიდი მაკედონელის წინააღმდეგ მოწყობილი ილირიის აჯანყების ოსტატი.[41]
  • გლაუკიასი: "ტაულანტიის" მეფე. მან დახმარება აღმოუჩინა კლეიტუსს პელიონის ბრძოლაში ძვ. წ. 335 წელს. მან აღზარდა პიროს ეპიროსელი და მონაწილეობდა სხვა მოვლენებშიც სამხრეთ ილირიაში ძვ. წ. მე-4 საუკუნის ბოლოს.[42]
  • მონუნიუსი I (ძვ. წ. 290-270 წწ): მეფობდა გალების შემოსევების დროს. მან მოჭრა საკუთარი ვერცხლის მონეტები დღევანდელი დურესის ტერიტორიაზე.
  • მითილოსი, იყო მონუნიუს I-ის მემკვიდრე და, სავარაუდოდ, მისი ვაჟი: (ძვ. წ. 270 - ?): ძვ. წ. 270 წელს მან იომა ეპირუსის ხელში ჩასაგდებად. მან, ასევე, მოჭრა საკუთარი ბრინჯაოს მონეტები დღევანდელი დურესის ტერიტორიაზე.[43]

არდია-ლაბეატანის მმართველები

  • პლევრატ II: მეფობდა ილირიის სამეფოში მშვიდობისა და კეთილდღეობის დროს (ძვ. წ. 260 - ძვ. წ. 250 წწ.).[44]
  • აგრონ ილირიელი: მეფობდა ძვ. წ. 250-დან ძვ. წ. 230 წლამდე. აგრონი იყენებდა ყველაზე ძლიერ სახმელეთო ჯარს და ფლოტს, რაც კი მის მმართველობამდე არსებულა. მან სამეფო საზღვრები გააფართოვა ჩრდილოეთით და სამხრეთით.[45]
  • დედოფალი ტევტა (რეგენტი პინესისთვის): იძულებული გახდა დაედო შეთანხმება რომაელებთან ძვ. წ. 227 წელს.[46]
  • დემეტრიუს ფაროსელი: დანებდა რომაელებს ფაროსში ძვ. წ. 218 წელს და გაიქცა მაკედონიაში. სამეფოს განაგებდა ძვ. წ. 222 - ძვ. წ. 219 წლებში.[47]
  • სკერდილაიდასი: იყო რომის მოკავშირე, რადგან უნდოდა მაკედონიის დამარცხება. სამეფოს მართავდა ძვ. წ. 218 - ძვ. წ. 206 წლებში.[48]
  • პინესი: იყო ძალიან ახალგაზრდა გასამეფებლად. ამიტომ, ძვ. წ. 230 - ძვ. წ. 217 წლებში, მეფობდა ტევტას, დემეტრიუსის და სკერდილაიდასის რეგენტობის ქვეშ.[49]
  • პლევრატ III: დააჯილდოეს რომაელებმა, მაკედონელების მიერ ანექსირებული მიწებით. მეფობდა ძვ. წ. 205 - ძვ. წ. 181 წლებში.[50]
  • გენტიუსი: დაამარცხეს რომაელებმა ძვ. წ. 168 წელს, "მესამე ილირიული ომის" დროს. ილირიელთა სამეფომ არსებობა შეწყვიტა, სანამ მეფეს ტყვედ აიყვანდნენ. მეფობდა ძვ. წ. 181 - ძვ. წ. 168 წლებში.[51]
  • ბალაიოსი: რომაელთა ოკუპაციის შემდეგ, მართავდა ქალაქ რიზონს და მის შემოგარენს ძვ. წ. 167 - ძვ. წ. 135 წლებში.[52]

მცირე მმართველები

ჰისტრია
  • ეპულონი, ჰისტრიის მმართველი: ჩაშალა რომაელთა წინსვლები ისტრიის ნახევარკუნძულზე ძვ. წ. 177 წელს გარდაცვალებამდე.[53]
დალმაციები
  • ვერცო, "დალმაციების" მმართველი: აიღო ქალაქი პრომონა (ლიბურნიდან), რათა ჩასაფრებოდა ოქტავიანეს, ძვ. წ. 34 წელს.
  • ტესტიმოსი, "დალმაციების" მმართველი: დამარცხდა რომაელებთან ბრძოლაში ძვ. წ. 33 წელს, რის შედეგადაც დალმაცია შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში.[54]
მესაპია
  • მესაპიის ოპისი: "ტარასები" თავს დაესხნენ ძვ. წ. 460 წელს ჰირისიასთან, სადაც ის დაიღუპა.[55]
პანონია
  • პანონიის პინესი: ხელმძღვანელობდა დიდ ილირიულ აჯანყებას ახ. წ. მე-6 წლიდან.[56]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Ceka 2005.
  2. Cabanes 1988.
  3. Bajric 2014.
  4. Stipčević 1989
  5. Šašel Kos 2004
  6. Stipčević 1989
  7. Wilkes 1992
  8. Jaupaj 2019
  9. Hammond & Griffith 1972
  10. Cabanes 2002a
  11. Cabanes 2002b.
  12. Greenwalt 2011
  13. Cabanes 2002
  14. Wilkes 1992
  15. Wilkes 1992
  16. Dzino 2014
  17. Wilkes 1992
  18. Stipčević 1989
  19. Mortensen 1991
  20. Cabanes 2002
  21. Lane Fox 2011
  22. Cabanes 2002
  23. Mortensen 1991
  24. Lane Fox 2011
  25. Hammond 1993
  26. Elsie 2015
  27. Wilkes 1995.
  28. Wilkes 1995.
  29. Wilkes 1995.
  30. Wilkes 1995.
  31. Juka 1984.
  32. Épire, Illyrie, Macédoine: mélanges offerts au professeur Pierre Cabanes by Danièle Berranger, Pierre Cabanes,Danièle Berranger-Auserve, page 145
  33. Μιμαλλόνες "imitators of men" Etym. Mag. (587.53) see Hesychius "mimelazein. mimeisthai" "mimelon. homoion"
  34. Cabanes 2002
  35. Šašel Kos 2002
  36. Šašel Kos 2002
  37. The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 121, 156, 167, 170–174, 190
  38. Hammond, "The Kingdoms in Illyria circa 400–167 BC".
  39. Howe, Müller & Stoneman 2017
  40. Šašel Kos 2002
  41. Wilkes 1995, page 120
  42. Neritan Ceka: Illlyrian to the Albanians, 2005, Migjeni
  43. The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 129, "No Illyrian production of coins is known before King Monunius struck his coins at Dyrrhachium (see figure 11), followed by Mytilus around ten years later..."
  44. Fanula Papazoglu (1965), "Les origines et la destinée de l'état Illyrien," p. 143
  45. Studies concerning Epirus and Macedonia before Alexander by Nicholas Geoffrey Lemprière Hammond, page 105.
  46. Wilkes, J. J. The Illyrians, 1992, p. 120, ISBN 0-631-19807-5, p. 158, "Illyrian success continued when command passed to Agron's widow Teuta, who granted individual ships a licence to universal plunder. In 231 AC the fleet and army attacked Ells and Messenia..."
  47. A History of Rome to A.D. 565 – p. 111 by Arthur Edward Romilly Boak, William Gurnee Sinnigen,"The island of Pharos and some adjacent territory in Illyria were given to a Greek adventurer, Demetrius of Pharos"
  48. Épire, Illyrie, Macédoine: mélanges offerts au professeur Pierre Cabanes by Danièle Berranger, Pierre Cabanes, Danièle Berranger-Auserve, page 137
  49. Wilkes, J. J. The Illyrians, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 162, "...revival of Illyrian power under Demetrius of Pharos, who had succeeded Teuta and married Triteuta, mother of the infant King Pinnes."
  50. The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 0-631-19807-5, pages 121, 156, 167, 170–174, 190
  51. Wilkes, J. J. The Illyrians, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 221, "Ardiaei from which intoxicated men were conveyed home by their women who had also participated to the overindulgence of their kings Agron and Gentius..."
  52. Épire, Illyrie, Macédoine: mélanges offerts au professeur Pierre Cabanes by Danièle Berranger, Pierre Cabanes,Danièle Berranger-Auserve, page 145
  53. Livy 41.11
  54. Aleksandar Stipčević: Iliri: povijest, život, kultura, p. 49.
  55. Pausanias (10.10.6.)
  56. The Cambridge Ancient History, Vol. 10: The Augustan Empire, 43 BC-AD 69 (Volume 10) by Alan Bowman, Edward Champlin, and Andrew Lintott,1996,page 176: "... Daesitiates was soon matched by rebellion of the Breuci in Pannonia, headed by Pinnes and another Bato. ..."

Read other articles:

BCAR1Struktur yang tersediaPDBPencarian Ortolog: PDBe RCSB Daftar kode id PDB1WYX, 3T6GPengidentifikasiAliasBCAR1, CAS, CAS1, CASS1, CRKAS, P130Cas, Cas family scaffolding protein, Cas family scaffold protein, BCAR1 scaffold protein, Cas family memberID eksternalOMIM: 602941 MGI: 108091 HomoloGene: 7674 GeneCards: BCAR1 Lokasi gen (Tikus)Kr.Kromosom 8 (tikus)[1]Pita8|8 E1Awal112,437,106 bp[1]Akhir112,470,441 bp[1]Pola ekspresi RNAReferensi data ekspresi selen...

 

Politeknik Negeri Ujung PandangLogo PNUPNama sebelumnyaPoliteknik Universitas HasanuddinJenisPerguruan Tinggi Negeri Politeknik NegeriDidirikan1987DirekturProf. Ir. Muhammad Anshar, M.Si., Ph.D.Jumlah mahasiswa3.424 orangLokasiKota Makassar, Sulawesi Selatan, IndonesiaAlamatJl. Perintis Kemerdekaan KM. 10 (Kampus I) Jl. Tamalanrea Raya (BTP) (Kampus II)Warna  HitamNama julukanKampus Hitam, Poltek, PNUPSitus webhttp://www.poliupg.ac.id/ Politeknik Negeri Ujung Pandang atau biasa disingkat...

 

Artikel ini bukan mengenai Titan (satelit). Halaman ini berisi artikel tentang satelit planet Uranus. Untuk karakter dalam sandiwara karya William Shakespeare yang berjudul Impian di Tengah Musim, lihat Titania. TitaniaCitra belahan selatan Titania yang diabadikan oleh Voyager 2 pada 24 Januari 1986.PenemuanDitemukan olehWilliam HerschelTanggal penemuan11 Januari 1787[1]PenamaanNama alternatifUranus IIICiri-ciri orbitSumbu semimayor435.910 km[2]Eksentrisitas00....

Thorbjörn Fälldin Thorbjörn Fälldin, 1967. Sveriges statsminister Tid i befattningen8 oktober 1976–18 oktober 1978 Monark Carl XVI Gustaf Ställföreträdare Per Ahlmark (1976–1978) Ingemar Mundebo (1978) Företrädare Olof Palme Efterträdare Ola Ullsten Tid i befattningen12 oktober 1979–8 oktober 1982 Monark Carl XVI Gustaf Ställföreträdare Ingemar Mundebo (1979–1980) Ola Ullsten (1980–1982) Företrädare Ola Ullsten Efterträdare Olof Palme Centerpartiets partiled...

 

Bandar Udara El Tari El Tari AirportIATA: KOEICAO: WATTWMO: 97372InformasiJenisPublik / MiliterPemilikPT Aviasi Pariwisata Indonesia (Persero)PengelolaPT Angkasa Pura IMelayaniTimor Barat dan Kupang RayaLokasiKupang, Nusa Tenggara Timur, IndonesiaZona waktuWITA (UTC+08:00)Ketinggian dpl102 mdplKoordinat10°10′17″S 123°40′16″E / 10.17139°S 123.67111°E / -10.17139; 123.67111Koordinat: 10°10′17″S 123°40′16″E / 10.17139°S 123...

 

2006 single by Mobb Deep featuring 50 Cent and Nate DoggHave a PartySingle by Mobb Deep featuring 50 Cent and Nate Doggfrom the album Get Rich or Die Tryin': Music from and Inspired by the Motion Picture & Blood Money ReleasedMarch 2, 2006GenreHip hopLength3:56LabelG-UnitInterscopeSongwriter(s)Curtis JacksonAlbert JohnsonKejuan MuchitaNathaniel Dwayne HaleFarid NassarProducer(s)FredwreckMobb Deep singles chronology Outta Control (Remix)(2005) Have a Party(2006) Put Em in Their Place(2...

Gambar Rishabhanatha (tirthankara pertama) Dalam agama Jainisme, tirthankara (bahasa Sansekerta: tīrthaṅkara) adalah guru dharma yang maha mengetahui yang mengajarkan cara untuk membebaskan diri dari siklus kematian dan kehidupan yang disebut saṃsāra. Menurut penganut agama Jain, ajaran Jain mulai dilupakan seiring berjalannya waktu. Kemudian, ada satu orang yang berhasil menolak hal-hal duniawi untuk menaklukkan samsara dengan kemampuannya sendiri. Setelah Tirthankara mencapai keadaan ...

 

Metre-based systems of measurement For a topical guide, see Outline of the metric system. A kilogram mass and three metric measuring devices: a tape measure in centimetres, a thermometer in degrees Celsius, and a multimeter that measures potential in volts, current in amperes and resistance in ohms. The metric system is a decimal-based system of measurement. The current international standard for the metric system is the International System of Units (Système international d'unités or SI), ...

 

AmbuyatJenisHidangan utama, makanan pokokTempat asalBruneiDaerahBrunei dan (Sarawak, Labuan dan Sabah di Malaysia)Dibuat olehMelayu BruneiBahan utamaSaguSunting kotak info • L • BBantuan penggunaan templat ini  Media: Ambuyat Ambuyat adalah hidangan yang berasal dari batang bagian dalam pohon sagu. Makanan ini adalah makanan yang terbuat dari tepung hambar, mirip dengan tepung tapioka. Ambuyat adalah hidangan nasional di Brunei,[1][2] dan menjadi makanan...

Brazilian poet, pharmacist and professor Alberto de OliveiraBornAntônio Mariano de Oliveira(1857-04-28)April 28, 1857Saquarema, Rio de Janeiro, BrazilDiedJanuary 19, 1937(1937-01-19) (aged 79)Niterói, Rio de Janeiro, BrazilOccupationPoet, professor, pharmacistNationality BrazilianLiterary movementParnassianismNotable worksPoesias A caricature of Alberto de Oliveira, by Belmiro de Almeida. Antônio Mariano de Oliveira (April 28, 1857 – January 19, 1937) was a Brazilian poet, pharmacis...

 

American playwright, librettist and theater director Moss HartHart in 1940Born(1904-10-24)October 24, 1904New York City, U.S.DiedDecember 20, 1961(1961-12-20) (aged 57)Palm Springs, California, U.S.Resting placeFerncliff CemeteryOccupationsPlaywrightlibrettisttheater directorSpouse Kitty Carlisle ​(m. 1946)​Children2RelativesBarney Aaron (great-grandfather) Moss Hart (October 24, 1904 – December 20, 1961) was an American playwright, librettist, and theater ...

 

Lemony Snicket - Una serie di sfortunati eventiIl conte Olaf (Jim Carrey) in una scena del filmTitolo originaleLemony Snicket's A Series of Unfortunate Events Lingua originaleinglese Paese di produzioneStati Uniti d'America Anno2004 Durata108 min Rapporto1,85:1 Generecommedia, fantastico, avventura RegiaBrad Silberling SoggettoLemony Snicket (romanzi) SceneggiaturaRobert Gordon ProduttoreJim Van Wyck, Walter F. Parkes, Laurie MacDonald Produttore esecutivoJulia Pistor, Scott Rudin, Ba...

Artikel ini memerlukan pemutakhiran informasi. Harap perbarui artikel dengan menambahkan informasi terbaru yang tersedia. SMP Negeri 2 WlingiInformasiJenisNegeriAkreditasiANomor Statistik Sekolah201051514002Nomor Pokok Sekolah Nasional20514430Kepala SekolahSupani, S.pd MMJumlah kelas30Rentang kelasVII, VIII, dan IXKurikulumKurikulum 2013Jumlah siswa32-36 Orang/KelasStatusSekolah Standart NasionalAlamatLokasiJalan KH. Dewantoro 727, Wlingi, Blitar, Jawa Timur, IndonesiaTel./Faks...

 

Arab cryptologist, linguist and poet ʻAfīf al-DīnʻAlī ibn ʻAdlānal-Mawsili al-Nahwi al-MutarjimBorn1187Mosul, Ayyubid SultanateDied1268 (aged 80–81)Cairo, Mamluk SultanateScientific careerFieldsCryptologyLiteratureArabic languageInstitutionsAl-Salihiyya Mosque, Cairo ʻAfīf al-Dīn ʻAlī ibn ʻAdlān al-Mawsilī (Arabic: عفيف لدين علي بن عدلان الموصلي; 1187–1268 CE), born in Mosul, was an Arab cryptologist, linguist and poet who is known for his ...

 

A Royal Style and Titles Act, or a Royal Titles Act, is an act of parliament passed in the relevant country that defines the formal title for the sovereign as monarch of that country. This practice began in 1876, when the Parliament of the United Kingdom passed the Royal Titles Act. By that law, and the subsequent Royal Titles Act 1901 and Royal and Parliamentary Titles Act 1927, the monarch held one title throughout the British Empire. Following the enactment of the Statute of Westminster 19...

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (مايو 2019) المعهد السعودي بعنيزة، أحد أهم المعاهد العلمية المنشأة في منطقة القصيم في عهد الملك عبدالعزيز. نبذة عن المعهد افتتح المعهد عام 1368هـ، وسمي بــ ( المعهد السعودي...

 

Emerging science Cognitive biology is an emerging science that regards natural cognition as a biological function.[1] It is based on the theoretical assumption that every organism—whether a single cell or multicellular—is continually engaged in systematic acts of cognition coupled with intentional behaviors, i.e., a sensory-motor coupling.[2] That is to say, if an organism can sense stimuli in its environment and respond accordingly, it is cognitive. Any explanation of how...

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: DZBB-TV – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Artikel ini perlu dikembangkan agar dapat memenuhi kriteria sebagai entri Wikipedia.Bantulah untuk mengembangkan artikel ini. Jika tidak dikemb...

American politician Russell B. LongUnited States Senatorfrom LouisianaIn officeDecember 31, 1948 – January 3, 1987Preceded byWilliam C. FeazelSucceeded byJohn BreauxChair of the Senate Finance CommitteeIn officeJanuary 10, 1966 – January 3, 1981Preceded byHarry F. ByrdSucceeded byBob DoleSenate Majority WhipIn officeJanuary 3, 1965 – January 3, 1969LeaderMike MansfieldPreceded byHubert HumphreySucceeded byTed Kennedy Personal detailsBornRussell Billiu Long(191...

 

依现行行政区划区分的南疆(藍色)、北疆(黃色)及东疆(紅色)   此條目介紹的是新疆地理。关于东疆港,请见「天津东疆综合保税区」。 新疆东部[1]:4[2]、又称东疆[3][1]、东疆地区[2],指中国新疆维吾尔自治区天山以東的地区,吐鲁番-哈密盆地一带[4]。依现行行政区划,即今哈密市、吐魯番市[3][5]:10。亦有将昌...