იაპონური ენა

იაპონური
日本語
ლინგვისტური კლასიფიკაცია ალთაურ ენათა ოჯახი (საბოლოოდ დაუდგენელი)
ენის კოდები ISO1=ja
ISO2B=jpn
ISO2T=
SIL=JPN
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ja}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაიაპონური

日本語 (იაპონური ენა)

იაპონური ენა (იაპონ. 日本語, にほんご [ნიჰონგო]) — იაპონიის სახელმწიფო ენა. იაპონურ ენაზე ლაპარაკობს, სავარაუდოდ, 127 მილიონ კაცზე მეტი და მოლაპარაკეთა რიცხვის მიხედვით ამ ენის ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობის 2,4 % შეადგენს, რის გამოც იაპონური მსოფლიოს ყველაზე გავრცელებულ ენათა ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს.

გავრცელება

იაპონიის საზღვრებს გარეთ იაპონურად მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატებში დაახლ. 200.000 კაცი ჩრდილოეთ ამერიკის მატერიკზე, ხოლო წყნარ ოკეანეში მდებარე ჰავაის კუნძულებზე კი - დაახლ. 220.000 კაცი. დიდია იაპონურენოვან მოსახლეთა რაოდენობა ასევე სამხრეთ ამერიკაში და განსაკუთრებით - ბრაზილიაში, სადაც დაახლ. 380.000 კაცი ითვლება იაპონურად მოსაუბრედ. იაპონიის გარეთ იაპონურად მოლაპარაკეთა დიდრიცხოვნება გამოიწვია XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის შუა ხანებში ემიგრაციის სამმა ტალღამ.

სხვადასხვა შეფასებით იაპონურ ენაზე არსებული ვებგვერდები შეადგენს მსოფლიო ვებსივრცის დაახლ. 4,9 % და ამ მხრივ მეოთხე ადგილი უკავია ინგლისურის, გერმანულისა და ფრანგულის შემდეგ.

იაპონურს არ აქვს რიცხვი და სქესი, არსებითი სახელი არ იბრუნვის. ძირითადი ლექსიკური მარაგი ორმარცვლოვანია. არსებობს იაპონურის მრავალი რეგიონული და სოციალური დიალექტი. იაპონურ ენას სტანდარტიზაციის პროცესში საფუძვლად ტოკიოს ქალაქური მეტყველება დაედო.

წარმოშობა და კლასიფიკაცია

საკითხი იაპონური ენის წარმოშობისა და კლასიფიკაციის შესახებ ენის მკვლევართა შორის დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული. ნათელია მხოლოდ ერთი, იაპონური ენა ენათესავება რიუკიუს კუნძულებზე არსებულ ენებს, რომელთაც ასევე რიუკიუს ენები ჰქვია. ამ ენებს ზოგი ენათმეცნიერი იაპონური ენის დიალექტებადაც განიხილავს.

პირველი პრობლემა არის ის, რომ უძველესი იაპონური და დღემდე ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლი (კოჯიკი) ახ. წ. VIII საუკუნით თარიღდება, ანუ დაახლ. ამდროინდელია ასევე უძველესი ალთაური წერილობითი ძეგლები ორხონ–რუნული და ყიტანის დამწერლობები. იაპონური ენის ისტორიის შესახებ არსებული ყველა მეცნიერული მონაცემი, რომელიც უფრო ადრინდელ პერიოდს შეეხება, წარმოადგენს ლინგვისტურ რეკონსტრუქციებს, ანდა არქეოლოგიურ და გენეტიკურ გამოკვლევებს ეყრდნობა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ იაპონური მგავსებებს ავლენს კორეულ და ალთაურ ენებთან (ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ არის ჩრდილოტუნგუსური ენები, რომლებიც სინტაქსურად სულ სხვაგვარად მოწესრიგდებიან) ფონეტიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. ამასთანავე, ძველი იაპონური ენა მორფოლოგიასა და სინტაქსში ბევრ საერთოობასთან (მათ შორის ძველთურქულთანაც, როგორც ალთაურ ენათაგან ყველაზე დასავლეთით მდებარე და ამავდროულად ყველაზე ადრინდელი დამწერლობის მქონე ენა) ერთად „უცნაურობებსაც“ ავლენს. ყოველივეს მიუხედავად, ალტაიცისტების დიდი ნაწილი კორეულ და იაპონურ ენებს საერთო პროტოენის (მაკრო–ალთაური) ადრინდელ ფრაგმენტებად მიიჩნევს, ხოლო თურქული, მონღოლური და ტუნგუსური ენები ალთაურის უფრო გვიანდელ ნამსხვრევებად განიხილება. ყოველი ამ ენისათვის საერთო დამახასიათებელი თვისება არის აგლუტინაცია.

გენეტიკურად იაპონელები არიან ორი სხვადასხვა ტომის შთამომავალნი, რომელნიც სხვადასხვა დროს კორეის ნახევარკუნძულის გამოვლით იაპონიაში გადმოსახლებულან; ჯომონის მოსახლეობას გადმოსახლება უნდა დაეწყო ჯომონის ხანიდან (ახ. წ. დაახლ. X საუკუნიდან), ხოლო იაიოის მოსახლეობას კი ეს პროცესი იაიოის ხანიდან (ახ. წ. დაახლ. IX საუკუნდან) უნდა დაეწყო. ყოველივეს გათვალისწინებით ფრიად სავარაუდოა, რომ ჟამთა სვლაში ორივე ჯგუფი გენეტიკურად და ენობრივად ერთმანეთს შერწყმოდა.

ჯომონის მოსახლეობის ენის შესახებ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რადგან არც ლიტერატურულ წყაროებს და მით უმეტეს, არც ამ ენაზე მოსაუბრეთ ჩვენამდე არ მოუღწევიათ, რის გამოც ვერც იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ ჯომონთა ენის რა ელემენტები შემორჩა თანამედროვე იაპონურს, რიუკიუს ენებსა და აინუს ენას. მკვლევართა მიერ შემოთავაზებული თეორიების მიხედვით, არსებობს კავშირი ამ ენასა და აინუს ენას, ისევე როგორც ავსტრონეზულ ენებს შორის.

გაცილებით უფრო მეტია ცნობილი იაიოის ენის შესახებ; ენათმეცნიერმა რილიმ (Riley) თავის ერთ-ერთ გამოკვლევაში 2003 წელს პროტო-იაპონურისა და ისტორიული კორეის სახელმწიფოს ენის — გოგურიეოს ლინგვისტური რეკონსტრუქცია მოახდინა და შეეცადა, მათი ნათესაობა დაედგინა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, იაპონური ქვეყნების პოლიტიკურად მოკავშირე კორეული სახელმწიფოების გაიასა და ბაეკლეს ენები კიდევ უფრო მეტ ურთიერთნათესაობას ამჟღავნებენ. მიუხედავად ამისა, რილის ეს მოსაზრება ჰიპოთეზად რჩება საკმარისი არგუმენტების უქონლობის გამო.

იაპონური და კორეული ენები ერთმანეთს არაუადრეს ახ. წ. VII საუკუნისა უნდა დაშორებოდნენ, როცა კორეულმა სახელმწიფო სილამ ნახევარკონტინეტზე არსებული სხვა სამეფოები დაიმორჩილა, რის შედეგადაც სილას ენამ მოიდგა ფეხი და გაბატონდა, ხოლო სწორედ ამ დროს აზუკას ხანაში იაპონიის ტერიტორიაზე სრულიად განსხვავებული კულტურა იწყებს განვითარებას.

დღესდღეობით იაპონიასა და ორივე კორეაში საკითხი ენათა ნათესაობის შესახებ არა მარტო ლინგვისტური, არამედ პოლიტიკური დისკუსიის ხასიათსაც იძენს, რის გამოისობითაც ხსენებულ თემასთან დაკავშირებული იაპონური და კორეული წყაროები არცთუ იშვიათად სუბიექტურად არის შეფერილი.

თავის მხრივ აინუს ენა, რომელიც კუნძულ ჰოკაიდოს უძველეს მცხოვრებთა ენაა, არც იაპონურ და არც რომელიმე სხვა ცნობილ ენას არ ენათესავება, რის გამოც მას რეგიონის სხვა იზოლირებულ ენებთან ერთად პალეოციმბირულ ენებს მიათვლიან.

ზოგიერთი ჰიპოთეზით იაპონური ენის კლასიფიცირება სხვა ენათა ოჯახებში უნდა მოხდეს. მაგ. ერთი ჰიპოთეზის თანახმად თანამედროვე იაპონურ ენას ავსტრონეზული ენების მსგავსი ფონეტიკა აქვს, მაშინ როცა მეორე ჰიპოთეზა იაპონური ენის სინტაქსურ მსგავსებებს წარმოაჩენს დრავიდულ ენებთან. იაპონური ენის ნათესაობის შესახებ არსებული ჰიპოთეზებიდან არც ერთი არაა საბოლოო და საყოველთაოდ მიღებული.

იაპონური ენის განვითარების საფეხურები

იაპონური ენის ისტორია (შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით) განვითარების 5 ენობრივ საფეხურად შეიძლება დაიყოს:

ენის სტრუქტურა

თავისი თვითმყოფადობა მნიშვნელოვანწილად დღემდე შემოინახა იაპონურმა ენამ. კერძოდ; იაპონური ენის გრამატიკა კი ჰგავს ალთაურს (აგლუტინაცია, სიტყვათწყობა), მაგრამ წარმოთქმა ტიპურად ასტრონეზულია (თანხმოვანთა გაორმაგების ნაკლებობა, მხოლოდ მღიერი თანხმოვანი „-n“ სიტყვის ბოლოში). ალთაური წარმოთქმის ისეთი ელემენტი, როგორიცაა ხმოვანთა ჰარმონია დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოსულა . იაპონური და კორეული ენების შედარებისას მრავალრიცხოვან სტრუქტურულ მსგავსებათა შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც წარმოჩინდება ლექსიკაში; ორივე ენას ლამის ერთნაირი გრამატიკული სტრუქტურა აქვს, საკმაო მსგავსებებია პარტიკლის გამოყენებაში და ა. შ., მაგრამ არ არსებობს არანაირი საერთოობა ლექსიკაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ სპეციალურ ცნება–ტერმინს სოფლის მეურნეობის დარგიდან ანდა ჩინურიდან შემოსულ ნასესხობებს.

დამწერლობა

იაპონური სადამწერლობო სისტემა გამოიყენებს ჩინურ სადამწერლობო ნიშნებს, რომელსაც იაპონიაში ჰქვია კანჯი. გარდა ამისა, კიდევ ორი ე.წ. ანბანია გამოყენებაში ჰირაგანა და კატაკანა. იაპონური ენის შემსწავლელს ამის გამო ფაქტობრივად სამი ანბანის დაუფლება უწევს კანჯის, ჰირაგანასა და კატაკანასი. ნებისმიერი იაპონური (საგაზეთო ან ლიტერატურული) ტექსტი შეიცავს დამწერლობების სამივე სახეობას, რადგან ყოველივე მათგანს თავისი სემანტიკურ-გრაფიკული ფუნქცია აქვს ტექსტში. ასე მაგ.; კანჯის მეშვეობით ძირითადად ჩინურ–იაპონური სიტყვის ფუძე–ძირები(საკუთარი სახელები, გვარ–სახელები და სხვ.) გამოიხატება, ხოლო კატაკანა და ჰირაგანა , როგორც კუთხოვანი და მრგვლოვანი ნაირ–სახეობების იაპონური დამწერლობისა სუფიქსების და უცხოენოვანი სიტყვების (მათ შორის შედარებით ახალი ნასესხობების) გადმოსაცემად. ამ მარცვლოვანი ანბანით ბევრი ჩინური სიტყვა ისესხეს გადმოიღეს იაპონურში, მაგრამ ჩინური და იაპონური ენების ფონეტიკა და მორფოლოგია ძირ–ფესვიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან; ჩინურისაგან გასხვავებით იაპონური ენა არ იცნობს ტონს და გაცილებით ნაკლები თანხმოვანი აქვს. იაპონური მარცვლების რაოდენობას (150) თუ შევადარებთ ჩინურისას, სადაც მათი რაოდენობა (ტონების გათვალისწინებით) 1 600 არის, დავინახავთ, რომ იაპონური ენა თავისი მარცვალთა მარაგით საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. გრამატიკაში იაპონური ენა, იზოლირებადი ჩინური ენის საპირისპიროდ აგლუტინირებადი ენაა, გააჩნია მთელი რიგი სუფიქსებისა ე.წ. პარტიკლი და დანიშნულებითი სახელი, რომელთაც დაახლოებით ის ფუნქცია აკისრიათ, როგორიც ფლექსიას, წინდებულსა და შორისდებულს ევროპის ბევრ ენაში.

იაპონური ვერტიკალური დამწერლობის ნიმუში
იაპონური ჰორიზონტალური დამწერლობის ნიმუში

თანამედროვე იაპონურ ენაში ერთმანეთისაგან გამიჯნავენ „ძველ იაპონურსა“ და ჩინურ ელემენტებს. წერით ნიშნებს შორის განასხვავებენ ონ–იომისა (音読み [On-yomi]) და კუნ–იომის (訓読み [Kun-yomi]). ონ–იომი წარმოადგენს წაკითხვის ჩინურ-იაპონურ ვარიანტს, ჩინური წაკითხვის გადატანას (მხედველობაშია პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა უპირატესად ორი (სუნისა და ტანის ხანაში) იაპონური ენის ბგერათა მარაგის მეშვეობით, ხოლო კუნ-იომის მეშვეობით კი „ძველი იაპონური“ სიტყვა წერილობით ნიშანთანაა სემანტიკურად დაკავშირებული. ზოგიერთი ბგერითი ფიგურა (შე)იხამებს ორივე სფეროს. ჩინურიდან მომდინარე იაპონური ზმნები და ზედსართავები, რომელნიც ჩინური სიტყვების დარად ფლექსიას არ მორჩილებენ, სულ სხვანაირად ფუნქციონირებენ (მათ შორის გრამატიკული თვალსაზრისით), ვიდრე მათი ძველი იაპონური ოპოზიციები.

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Konnichiwa (こんにちは)!
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Irasshaimase (いらっしゃいませ); Yōkoso (ようこそ)
  • გმადლობთ - Arigatō (ありがとう); Dōmo arigatō (どうも ありがとう); Dōmo arigatō gozaimasu (どうも ありがとう ございます)
  • კი / არა - Hai (はい) / iie (いいえ); un (うん) / uun (ううん) (მარტივი ფორმა)
  • გეთაყვა - Onegai shimasu (おねがいします ან お願いします); Dōzo (どうぞ)
  • ნახვამდის - Sayōnara (さようなら)
  • ღამე მშვიდობისა - Oyasuminasai (おやすみなさい ან お休みなさい)

რიცხვები

  • 1 - hi/ichi, 2 - hu/ni, 3 - mi/san, 4 - yo/shi, 5 - i/go, 6 - mu/roku, 7 - na(na)/shichi, 8 - ya/hachi, 9 - kokono/kyuu, 10 - too/juu:

ჩინური წარმოშობის რიცხვითი სახელები

ერთიდან ათამდე

一 იჩი (いち) - 1 / 二 ნი (に) - 2 / 三 სან (さん) - 3 / 四 ში (ან იონ) (し ან よん) - 4 / 五 გო (ご) - 5 / 六 როკუ (ろく) - 6 / 七 შიჩი (なな ან しち) - 7 / 八 ჰაჩი (はち) - 8 / 九 კიუუ (きゅう ან く) - 9 / 十 ჯიუუ (じゅう ან とお) - 10 /:

არსებობს მათი იაპონური შესატყვისები. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ, იაპონიაში რიცხვებს ორი სახელი აქვთ

一 ჰიტოცუ - 1 / 二 ჰუტაცუ - 2 / 三 მიცცუ - 3 / 四 იოცცუ - 4 / 五 იცუცუ - 5 / 六 მუცცუ - 6 / 七 ნანაცუ - 7 / 八 იაცცუ - 8 / 九 კოკონოცუ - 9 / 十 ტოო - 10 /:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Lewin, Bruno; Müller-Yokota, Wolfram; Fujiwara, Michio: Einführung in die japanische Sprache. Wiesbaden: Harrassowitz, 1990. ISBN 3-447-03042-9
  • Kerde, Ortrud; Otto, Silke-Susann; Saaler, Sven: Einführung in die Hilfsmittel der Japanologie, Marburg: Förderverein Marburger Japan-Reihe [...], 1995.

Read other articles:

Fokker C.I Fokker CI adalah pesawat terbang bersayap ganda buatan Jerman yang difungsikan sebagai pesawat pengintai. Pengembangan rancangan Fokker C.I dilakukan selama masa akhir Perang Dunia I. Desain Fokker C.I merupakan perbesaran dari pesawat terbang bersayap ganda Fokker D.VII yang digunakan sebagai pesawat tempur. Fokker C.I memiliki dua tempat duduk dan mesin BMW III 138 kW (185 hp). CI ini awalnya dikembangkan untuk dijual kepada Angkatan Darat Jerman. Ini tidak pernah melih...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. BRP Can-Am Spyder RoadsterPabrikanBombardier Recreational ProductsProduksi2007–sekarangTipeSport-touring/roadsterMesinBRP-Rotax 998 V-Twin EFI Rotax 1330 ACE in-line 3 silinderTransmisi5-percepatan manual dengan reverse 5-percepatan paddle-shift Elec...

 

MohiniAwatara Wisnu yang berwujud wanita cantikEjaan DewanagariमोहिनीEjaan IASTMohinīGolonganawataraSenjataCakra Sudarsanalbs Untuk kegunaan lain, lihat Mohini (disambiguasi). Patung Mohini dari zaman Dinasti Chalukya (sekitar abad ke-11), Karnataka, India. Menurut kepercayaan Hindu, Mohini (Dewanagari: मोहिनी; ,IAST: Mohinī, मोहिनी) adalah salah satu inkarnasi atau awatara Wisnu yang disebutkan dalam kitab Purana. Mohini berwujud gadis cantik. ...

Bagian dari seri mengenai Sejarah Polandia Topik Kronologi Daftar Kepala Monarki Polandia Prasejarah dan Protosejarah Zaman Batu Zaman Perunggu dan Zaman Besi Zaman Antik Abad Pertengahan Awal Abad Pertengahan Kristenisasi Zaman Wangsa PiastAbad ke-10–1385Zaman Wangsa Jagiellon1385–1572 Awal Zaman ModernMonarki elektif perdana1572–1648Air Bah dan kemerosotan1648–1764Tiga Pecahan1764–95 Zaman ModernPembagian Polandia1795–1918Perang Dunia I1914–1918Repu...

 

Pour les articles homonymes, voir Godart. Justin Godart Justin Godart en 1917. Fonctions Maire de Lyon 3 septembre 1944 – 18 mai 1945 (8 mois et 15 jours) Prédécesseur Pierre Bertrand Successeur Édouard Herriot Sénateur français 16 mai 1926 – 10 juillet 1940 (14 ans, 1 mois et 24 jours) Réélection 9 janvier 192714 janvier 1936 Circonscription Rhône Ministre de la Santé publique 3 juin – 18 décembre 1932 (6 mois et 15 jours) Gouvernement Herr...

 

Stasiun Sruweng Stasiun Sruweng, 2020LokasiJalan Sruweng-KejawangTanggeran, Sruweng, Kebumen, Jawa Tengah 54362IndonesiaKoordinat7°39′32″S 109°36′4″E / 7.65889°S 109.60111°E / -7.65889; 109.60111Koordinat: 7°39′32″S 109°36′4″E / 7.65889°S 109.60111°E / -7.65889; 109.60111Ketinggian+13 mOperator Kereta Api IndonesiaDaerah Operasi V Purwokerto Letakkm 443+032 lintas Bogor-Bandung-Banjar-Kutoarjo-Yogyakarta[1] Jumlah...

Questa voce sull'argomento calciatori italiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Simone Braglia Braglia al Genoa nel 1991 Nazionalità  Italia Altezza 193 cm Peso 85 kg Calcio Ruolo Allenatore (ex portiere) Termine carriera 2002 - giocatore Carriera Giovanili 19??-19?? Como Squadre di club1 1981-1982 Como0 (0)1982-1983→  Legnano14 (-9)1983-1984 Como3 (-3)1984-19...

 

A SeparationPoster rilis teatrikalSutradaraAsghar FarhadiProduserAsghar FarhadiDitulis olehAsghar FarhadiPemeranLeila HatamiPeyman MoaadiShahab HosseiniSareh BayatSarina FarhadiMerila ZareiPenata musikSattar OrakiSinematograferMahmoud KalariPenyuntingHayedeh SafiyariDistributorFilmiran (Iran)Sony Pictures Classics (AS)Tanggal rilis 15 Februari 2011 (2011-02-15) (Berlin) 16 Maret 2011 (2011-03-16) (Iran) Durasi123 menit [1]NegaraIranBahasaPersiaAnggaran$800,000&...

 

Open di Francia 2012Qualificazioni singolare femminile Sport Tennis Tornei Singolare uomini (q) donne (q)   ragazzi ragazze Doppio uomini donne misto ragazzi ragazze Singolare carrozzina uomini donne Doppio carrozzina uomini donne Leggende -45 +45 donne 2011 2013 Voce principale: Open di Francia 2012. Le qualificazioni del singolare femminile dell'Open di Francia 2012 sono state un torneo di tennis preliminare per accedere alla fase finale della manifestazione. I vincitori dell'ultimo t...

Home page of a biological database called STRING which characterises functional links between proteins.[1] Biological databases are libraries of biological sciences, collected from scientific experiments, published literature, high-throughput experiment technology, and computational analysis.[citation needed] They contain information from research areas including genomics, proteomics, metabolomics, microarray gene expression, and phylogenetics.[2] Information contained...

 

Zaman Tembikar MumunHangul무문토기시대 Hanja無文土器時代 Alih AksaraMumun togi sidaeMcCune–ReischauerMumun t'ogi sidae Bagian dari seri mengenai Sejarah Korea Prasejarah Zaman Jeulmun Zaman Mumun Kuno Gojoseon 2333 SM - 108 SM Jin Proto Tiga Kerajaan Buyeo Goguryeo Okjeo Dongye Samhan Mahan Byeon Jin Empat Jun di Dinasti Han Tiga Kerajaan Goguryeo 37 SM – 668 M Baekje 18 SM – 660 M Silla 57 SM – 935 M Konfederasi Gaya 42 M - 562 M Zaman Negara Utara-Selatan Silla Bersatu 6...

 

Salmbachcomune Salmbach – VedutaMairie LocalizzazioneStato Francia RegioneGrand Est Dipartimento Basso Reno ArrondissementWissembourg CantoneWissembourg TerritorioCoordinate48°59′N 8°04′E / 48.983333°N 8.066667°E48.983333; 8.066667 (Salmbach)Coordinate: 48°59′N 8°04′E / 48.983333°N 8.066667°E48.983333; 8.066667 (Salmbach) Superficie8,93 km² Abitanti601[1] (2009) Densità67,3 ab./km² Altre informazioniCod. postale67...

Jakub Kiwior Kiwior con la maglia dell'Arsenal nel 2023 Nazionalità  Polonia Altezza 188 cm Calcio Ruolo Difensore Squadra  Arsenal CarrieraGiovanili 2013-2016 GKS Tychy2016-2019 AnderlechtSquadre di club1 2019 Podbrezová6 (1)[1]2019-2021 Žilina34 (2)[2]2021-2023 Spezia39 (0)2023- Arsenal27 (2)Nazionale 2016 Polonia U-163 (0)2016-2017 Polonia U-1711 (3)2017-2018 Polonia U-184 (1)2018-2019 Polonia U-1910 (1)2019 Polonia U-206 (0)2020-...

 

Swiss politician For the philosopher, see Peter W. Ochs. Peter Ochs wearing the official attire of a director of the Helvetic Republic, ca. 1798/99 Peter Ochs (20 August 1752, Nantes, France – 19 June 1821, Basel, Switzerland) was a Swiss politician who is best known for drawing up the first constitution of the short-lived Helvetic Republic. Biography Born in France of a family that claimed roots in the Basel aristocracy, Ochs himself settled in Basel in 1769.[1] In 1776 he obtained...

 

  提示:此条目页的主题不是中華人民共和國最高領導人。 中华人民共和国 中华人民共和国政府与政治系列条目 执政党 中国共产党 党章、党旗党徽 主要负责人、领导核心 领导集体、民主集中制 意识形态、组织 以习近平同志为核心的党中央 两个维护、两个确立 全国代表大会 (二十大) 中央委员会 (二十届) 总书记:习近平 中央政治局 常务委员会 中央书记处 �...

Pour les articles homonymes, voir Adamson. Donald AdamsonDonald Adamson en 2014.BiographieNaissance 30 mars 1939Culcheth, AngleterreDécès 18 janvier 2024 (à 84 ans)Polperro, AngleterreNationalité britanniqueActivités Biographe, écrivain, critique littéraire, professeur d'université, historien de la littérature, traducteur, spécialiste de littérature françaisePère Donald Adamson (d)Mère Hannah Mary Booth (d)Conjoint Helen Griffiths (d) (de 1966 à 2024)Enfants Richard Adams...

 

Town in Guangdong, People's Republic of ChinaQingxi 清溪镇TownQingxi is labeled '20' on this map of DongguanQingxiLocation in GuangdongCoordinates: 22°50′41″N 114°09′51″E / 22.8446°N 114.1643°E / 22.8446; 114.1643CountryPeople's Republic of ChinaProvinceGuangdongPrefecture-level cityDongguanTime zoneUTC+8 (China Standard) Qingxi (Chinese: 清溪; pinyin: Qīngxī) is an industrial town located in the southeastern part of Dongguan prefecture-level...

 

Greensboro redirects here. For other uses, see Greensboro (disambiguation) and Greensborough. Not to be confused with Greenville, North Carolina. City in North Carolina, United StatesGreensboroCityGreensboro skylineThe Carolina TheatreJ. Douglas Galyon DepotWest Market Street ChurchPreyer CourthouseLincoln Financial TowerBlandwood Mansion and Gardens FlagSealLogoNicknames: The Gate City, The GSO, G'Boro, The Boro, Tournament TownLocation in Guilford County and North CarolinaGreensboroSho...

Naftalan Peta Azerbaijan menunjukan sahar Naftalan. Naftalan adalah sahar (kota) di Azerbaijan yang dikelilingi oleh raion Goranboy di dekat pegunungan Kaukasus. Kata Naftalan, berasal dari bahasa Yunani naphtha, yang berarti minyak, dan akhiran bahasa Azerbaijan -alan, yang berarti untuk mengambil (yang berarti pembeli minyak).[1] Catatan kaki ^ Eldar Abbasov, Naftalan - The Miracle Oil: Azerbaijan's Therapeutic Oil, Azerbaijan International, (10.2) Summer 2002, Accessed on December ...

 

Lembah dan Pegunungan TengahStepa semak Great BasinLembah dan Pegunungan Tengah dari angkasa(wilayah tengah-barat Nevada)Peta Gurun Lembah Besar, sebagaimana didefinisikan oleh USGS[1]EkologiWilayahNearktikBiomaGurunBatasPegununungan dan Lembah Utara (wilayah ekologi) (80), Sierra Nevada (5), dan Pegunungan Wasatch dan Uinta (wilayah ekologi) (19)Spesies burung204[2]Spesies mamalia105[2]GeografiNegaraAmerika SerikatNegaraNevada, Utah, California, Idaho, dan OregonKonse...