იაზიდ იბნ აჰმადი, აგრეთვე ცნობილი როგორც იაზიდ II (დ. ? — გ. 1027, შემახა) — შირვანის მეათე დამოუკიდებელი შაჰი 991-1027 წლებში[1].
მმართველობა
შირვანშაჰის თანამდებობაზე, იაზიდ II 991 წელს, საკუთარი ძმის — მუჰამედ IV-ის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. იაზიდმა განაგრძო მისი ექსპანსიონისტური პოლიტიკა და 999 წელს, გურზულის ციხე აიღო და დაამარცხა მისი ჰუნი მმართველი — აბდ-ულ ანბასაჰი[2]. მან დერბენტის დასაპყრობად რამდენიმე მცდელობა განახორციელა, მაგრამ უშედეგოდ. იაზიდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მანუჩაჰრ I გახდა.
შვილები
იაზიდ II-ს რამდენიმე შვილი ჰყავდა. მათგან ცნობილია:
ანუშირვან იბნ იაზიდის აჯანყება
ვიდრე იაზიდ II გურზულის ციხეში იმყოფებოდა, ანუშირვან იბნ იაზიდმა მამის წინააღმდეგ შემახაში აჯანყება წამოიწყო. ხალხმა თავდაპირველად ანუშირვანს დაუჭირა მხარი, მაგრამ მალე მის წინააღმდეგ განეწყვნენ და შირვანშაჰს აჯანყების შესახებ შეატყობინეს. იაზიდმა დააპატიმრა ანუშირვანი, სადაც იგი მალე გარდაიცვალა.
სქოლიო
- ↑ S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
- ↑ C.Tepeмян. Шапотрена Птoлeмeя в cвязи c иссторией cкифc-кoгo цapaвa пpикacпийcкoгo побережья. Tбилиcи, 1966, c.76-77.
|
---|
| | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| პრეტენდენტები (1544-1602) | |
---|
|