ზედა ბზვანი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში (ბზვანის თემი), მდებარეობს მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ვანიდან 9 კილომეტრი.
სოფელში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანის ეპოქის განძი. დგას ფედოალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX საუკუნის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 371 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
770 |
384 |
386
|
2014[1] |
371 |
195 |
176
|
პიროვნებები
სოფელში დაიბადა კარლო საკანდელიძე — ქართველი მსახიობი.
ლიტერატურა
სქოლიო