გადიდი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ონჯოხეთი). მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი, ვანიდან 9 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. სოფელში დგას XI საუკუნის ეკლესია. სოფლიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. სოფლის ძირითადი შემოსავლის წყაროა მეთხილეობა. სოფელში გავრცელებულია შემდეგი გვარები: შარაშენიძე, ქიმუცაძე, მსხილაძე, ბელთაძე, ლაგაძე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
252 |
125 |
127
|
2014[1] |
109 |
54 |
55
|
ლიტერატურა
სქოლიო