ვიტორიო ამადეო სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-სა და მისი მეუღლის, მარია ბატისტას ვაჟი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ 1675 წელს იგი სავოიის ჰერცოგი გახდა. პირველი მმართველობა გაგრძელდა 1720 წლამდე. 1713 წელს იგი სიცილიის მეფედ ეკურთხა, ვინაიდან ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის დასრულების შემდეგ უტრეხტის ზავის მიხედვით სიცილია სავოიას გადაეცა. ვიტორიო ამადეომ სიცილიის ტახტზე უარი თქვა, მას შემდეგ რაც იგი კუნძულ სარდინიის სანაცვლოდ გადასცა ჰაბსბურგებს. 1720 წელს ვიტორიო ამადეო სარდინიის პირველ მეფედ ეკურთხა.
ვიტორიო ამადეო II დაქორწინებული იყო ანა დ’ორლეანზე, რომელთანაც შეეძინა შვილები: