ვასილი რაცი
ვასილი რაცი (უკრ. Василь Карлович Рац; უნგრ. Rácz László; რუს. Васи́лий (Ла́сло) Ка́рлович Рац დ. 25 მარტი, 1961, ფანჩიკოვო, იმიერკარპატების ოლქი, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი) — უნგრული წარმოშობის უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ლვოვის „კარპატის“, ვინიცას „ლოკომოტივის“, კიევის „დინამოს“, „ესპანიოლის“, „ფერენცვაროშისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სამგზის (1985, 1986, 1990) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის (1982, 1985, 1987, 1990), საბჭოთა კავშირის სუპერთასის ორგზის (1986, 1987) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1986) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. უნგრეთის ჩემპიონი (1992) „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში. ევროპის 1988 წლის ვიცე-ჩემპიონი, 1986 წლის მექსიკისა და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986).[3][4][5][6][7]
სანაკრებო კარიერა
1986–1990 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[8] რომლის შემადგენლობაში 47 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს.[9][10]
საბჭოთა კავშირი
|
წელი
|
მატჩი
|
გოლი
|
1986
|
8 |
2
|
1987
|
9 |
0
|
1988
|
18 |
1
|
1989
|
6 |
1
|
1990
|
6 |
0
|
ჯამში |
47 |
4
|
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ვასილი რაცმა მსოფლიო ჩემპიონატების 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.[11][12][13]
მიღწევები
საკლუბო
- დინამო კიევი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1985, 1986, 1990
- საბჭოთა კავშირის თასი
- თასის მფლობელი: 1982, 1985, 1987, 1990
- საბჭოთა კავშირის სუპერთასი
- თასის მფლობელი: 1986, 1987
- თასების მფლობელთა თასი
- ფერენცვაროში
- უნგრეთის ჩემპიონატი
სანაკრებო
- საბჭოთა კავშირი
- ევროპის ჩემპიონატი
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|