სამედიცინო დროიდი „იმპერიის საპასუხო შეტევააში“, რომელიც ლუკ სკაიუოკერზე ზრუნავს ბაქტას ტიპის ტანკში, მას შემდეგ, რაც მას ჰოთზე ვამპა ესხმის. იგიგე ტიპის დროიდი ლუკის ხელს ანაცვლებს ხელოვნურით.[1] 2-1B დროიდი აგრეთვე ჩნდება „სითების შურისძიებაში“ და სერიალში „ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები“.[2]
4-LOM
კრის პარსონსი (იმპერიის საპასუხო შეტევაა)
თავებზე მონადირე დროიდი, რომელიც „იმპერიის საპასუხო შეტევააში“ დართ ვეიდერის მოწოდებით ეძებს „ათასწლიანი შავარდენს“.[3] პერსონაჟის სათამაშო ფიგურა Kenner-ის სათამაშოების სერიაში არასწორად იყო მითითებული, როგორც „ზუკუსი“.[4]
8D8
არ არის
საწამებლად განკუთვნილი დროიდი. იგი ჰატი ჯაბას სასახლეში ცხოვრობდა („ჯედაის დაბრუნება“).[3][5] აგრეთვე არსებობს Kenner-ის სათამაშო ფიგურის სახით.[6]
დეივ ჩეპმენი და ბრაიან ჰერინგი (თოჯინის მართვა) (ძალის გამოღვიძება, უკანასკნელი ჯედაი) გახმოვანება: ბილ ჰეიდერი და ბენ შვარცი(კონსულტანტები) (ძალის გამოღვიძება)
პო დემერონის ასტრომექანიკური დროიდი (ძალის გამოღვიძება, უკანასკნელი ჯედაი).
BB-9E
არ არის
შავი ფერის კორპუსის მქონე BB-სერიის ასტრომექანიკური დროიდი, რომელიც ემსახურება პირველ ორდენს (უკანასკნელი ჯედაი).
დროიდი მაზ კანატას სასახლეში. ეხმარება წინააღმდეგობას და ამცნობს მას BB-8-ის სასახლიდან გაქრობაზე, რის გამოც იწყება მათი ძალების მობილიზება.
I
სახელი
განასახიერებს
აღწერა
IG-88
არ არის
თავებზე მონადირე (იმპერიის საპასუხო შეტევაა).[3]რალფ მაკ-კუორის ორიგინალურ ჩანახატებში გამოყენებულია ფილმში გამოყენებულ უხეშ კონსტრუქციასთან შედარებით დახვეწილი დიზაინი. IG-88 არ არის მისი ორიგინალური სახელწოდება – სცენარში იგი მითითებულია, როგორც ქრომული საომარი დროიდი, ხოლო წარმოებისას უთითებდნენ, როგორც ფლუტდროიდი (Phlutdroid). მართვადი მექანიზმის აწყობისას გამოყენებულია „ახალი იმედის“ შემდეგ დარჩენილი ნაწილები, მათ შორის სასმელის ჩამოსასხმელი ჭურჭელი მოს აისლის ბარიდან
იმპერიული უსაფრთხოების დროიდი, მოპარული და გადაპროგრამებული ალიანსის მიერ (განდგომილი ერთი).[3] განადგურებულია მოიერიშეთა მიერ, როდესაც იგი სკარიფზე იცავს ჯინ ერსოს და კასიან ანდორს.
O
სახელი
განასახიერებს
აღწერა
OOM-9
საბრძოლო დროიდი, რომელიც სავაჭრო ფედერაციის დროიდებს მიუძღვის ნაბუზე იერიშისას (ფარული საფრთხე).
P
სახელი
განასახიერებს
აღწერა
PZ-4CO
არ არის
დროიდი, პირველად წარდგენილი 2015 წლის რომანში „მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი“. მას ლეია საკუთარ მოგონებებს ჰკარნახობს.[13][14] PZ-4CO აგრეთვე ჩნდება „ძალის გამოღვიძებაში“.[15]
კენი ბეიკერი (ეპიზოდები I–VI, ეპიზოდები VII-VIII; კონსულტანტი) ჯიმი ვი (ძალის გამოღვიძება, განდგომილი ერთი; მითითების გარეშე, უკანასკნელი ჯედაი)
ასტრომექანიკური დროიდი, აწყობილი ნაბუზე. ჩნდება „ვარსკვლავური ომების“ რვა ძირითად ფილმში, აგრეთვე ანთოლოგიურ ფილმში „განდგომილი ერთი“ და სხვა მედიაში.[3]
R2-KT
ვარდისფერი R2 სერიის ასტრომექანიკური დროიდი (R2-D2-ს მსგავსი, მაგრამ ვარდისფერი და არა ლურჯი ნათებებით). პირველად ჩნდება „კლონების ომებში“, მოგვიანებით „ძალის გამოღვიძებაში“, წინააღმდეგობის ბაზაზე. აგრეთვე არის თამაშის Lego Star Wars: The Force Awakens პერსონაჟი. სახელი შეიძინა ფრენჩაიზის შვიდი წლის ასაკის მოყვარულ კეიტი ჯონსტონის პატივსაცემად.[16]
R3-S6
ასტრომექანიკური დროიდი, R2-D2-ის შემცვლელი „კლონების ომებში“. მოგვიანებით – გენერალ გრივუსის შიკრიკი. განადგურებულია R2-D2-ის მიერ.
ასტრომექანიკური დროიდი, რომელიც ჯავებმა მიჰყიდეს ოუენ ლარსს „ახალ იმედში“, მაგრამ იმის გამო, რომ იგი უმალვე გაფუჭდა, შეცვალეს R2-D2-ით.[3][17] დროიდი აგრეთვე გამოვიდა სათამაშოს სახით Kenner-ის ორიგინალურ სერიაში.
RA-7 (სიკვდილის ვარსკვლავის დროიდი)
პირველად გამოჩნდა 1977 წლის „ახალ იმედში“. RA ტიპის პროტოკოლური დროიდები ძირითადად გამოიყენება იმპერიის ოფიცრების მიერ. დიდი რაოდენობის გამო მათ აგრეთვე ეწოდებათ „მწერი დროიდები“ ან „სიკვდილის ვარსკვლავის დროიდები“. დროიდი RA-7 (ანუ „სიკვდილის ვარსკვლავის დროიდი“) შეიქმნა Kenner-ის სათამაშოების სერიისთვის, 1978 წელს.[18] RA-7 ტიპის დროიდისAP-5[19] ხშირად ჩნდება სერიალში „აჯანყებულები“ და ეხმარება ჰერა სინდულას „ფენიქსის“ ესკადრილიას.
T
სახელი
განასახიერებს
აღწერა
TC-14
ჯონ ფენსომი (ფარული საფრთხე) გახმოვანება: ლინდზი დანკანი (ფარული საფრთხე)
პროტოკოლური დროიდი, რომელიც ჩნდება „ფარული საფრთხის“ შესავალში. იგი ობი-ვანს და კუაი-გონს მიართმევს სასმელს.[20]
U
სახელი
განასახიერებს
აღწერა
U9-C4
ტიმიდელი ასტრომექანიკური დროიდი, გაგზავნილი მისიაზე D-რაზმთან ერთად (კლონების ომები).[21]
W
სახელი
განასახიერებს
აღწერა
WAC-47
გახმოვანება: ბენ დისკინი (კლონების ომები)
დროიდი, რომელიც შეყვანილია დროიდების რესპუბლიკურ რაზმში, რათა მოიპაროს სეპარატისტებისგან დამცავი მოდული (კლონების ომები).[22]
ა
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ა'კობა
პიტერ დაიმონდი (ახალი იმედი)
ტასკენი, რომელიც თავს ესხმის ლუკ სკაიუოკერს (ახალი იმედი) და აქნევს თავის კვერთხს. აგრეთვე ჩნდება 2017 წლის ანთოლოგიაში „გარკვეული თვალსაზრისით“, მოთხრობაში „ცერემონიები“.[23]
აჯანყებულების ფლოტის მეთაური სიკვდილის ვარსკვლავზე მეორე იერიშისას. აკბარი არის მონ კალამარების და სამხედრო მეთაური, რომელიც კლონების ომში მონაწილეობდა. იგი იბრძვის გალაქტიკის თავისუფლებისთვის და იქცევა მოწინავე მეთაურად ალიანსის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს რესპუბლიკის აღდგენას და ახალი რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. მოგვიანებით იგი გენერალ ლეია ორგანასთან ერთად ჩნდება „ძალის გამოღვიძებაში“. მოკლულია რაზმის დიდ ნაწილთან ერთად (გარდა გენერალი ორგანასი) როდესაც პირველი ორდენი მათ ხომალდს ესხმის.
სიმ ალუ
ენტონი ლენგი (ჯედაის დაბრუნება)
იმპერიის მმართველი საბჭოს წევრი, პალპატინის ერთ-ერთი მრჩეველი. საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ჩნდება იმპერატორის წინაშე მეორე სიკვდილის ვარსკვლავზე. იღუპება თავად სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისას (ჯედაის დაბრუნება).[24] მისი სათამაშო ფიგურა, „იმპერიული დიდგვაროვანი“, Kenner-ის 1985 წლის სერიაში Power of the Force შევიდა.[25]
მანდალორელი პოლიტიკოსი, მანდალორის პრემიერ-მინისტრი კლონების ომის პერიოდში. სატინ კრაიზის და მისი ახალი მანდალორული მთავრობის ყოფილი მხარდამჭერი. მას აპატიმრებენ საეჭვო მაქინაციებში მონაწილეობის გამო, მაგრამ ათავისუფლებენ და აბრუნებენ პრემიერ-მინისტრის სახით – მას შემდეგ, რაც დართ მოლი იკავებს მანდალორელთა ახალ დედაქალაქ სუნდარის. მოგვიანებით დართ მოლი დართ სიდიუსის ტყვეობაშია და ალმეკი მის გასათავისუფლებლად აგზავნის ორ მანდალორელ მებრძოლს.
გალაქტიკური სენატის ვიცე-თავმჯდომარე.[26] მმართველი იმპერიული საბჭოს დიდი ვეზირი (შედეგები: ცხოვრების ვალი). გალიუს რაქსის მიერ დანიშნულია, როგორც იმპერიის მარიონეტი მმართველი. იმპერიის სახელით ამედა ფორმალურად ახორციელებს კაპიტულირებას რომანში „შედეგები: იმპერიის აღსასრული“.
ახალგაზრდა დედოფალი, მოგვიანებით ნაბუს სენატორი, დაბადებისას პადმე ნაბერი. ფარულად იქორწინა ენეკინ სკაიუოკერთან. ლუკ სკაიუოკერის და ლეია ორგანას დედა.[27]
კაპიტანი და აჯანყებულთა ალიანსის სპეცსამსახურის უფროსი, რომელიც სხვებთან ერთად იპარავს სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზებს.
ფოდესინბიდ ანოდუე
გახმოვანება: გრეგ პრუპსი და სკოტ კაპურო (ფარული საფრთხე)
ორთავიანი ტროიგი ფარულ საფრთხეში, კომენტატორი პოდების რბოლისას.[28] თავდაპირველი ჩანაფიქრით, ორი მსახიობი ფილმში უნდა გამოჩენილიყო ნამდვილი კოსტიუმით. მოგვიანებით ისინი შეცვალეს კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი პერსონაჟით.[29]
„ტანტივ IV“-ის კაპიტანი „ახალ იმედში“. დართ ვეიდერის მას გუდავს.[1] ანტილესი არის C-3PO-ს და R2-D2-ის უკანასკნელი პატრონი, სანამ ისინი მოხვდებიან ლუკ სკაიუოკერთან. იგი აგრეთვე არის ხომალდ „გატეხილი გულის“ კაპიტანი (სითების შურისძიება). მას არ აქვს რამე ახლო კავშირი სხვა პერსონაჟებთან ანტილესის სახელით.
აჯანყებული და ახალი რესპუბლიკის ვარსკვლავური გამანადგურებლის პილოტი. მონაწილეობდა იავინის, ჰოთის და ენდორის ბრძოლებში და არის ამ ბრძოლების ერთადერთი გადარჩენილი მონაწილე (გარდა ლუკ სკაიუოკერის).[31]
RA-7 მოდელის პროტოკოლური დროიდი კლონების ომის პერიოდიდან. გალაქტიკურ რესპუბლიკაში იგი ნავიგატორის როლს ასრულებდა. მოგვიანებით, იმპერიის პერიოდში, პასუხისმგებელი იყო ინვენტარის ზედამხედველობაზე (ეს მოხდა სანამ მას „აჯანყებულების“ ეპიზოდ „დავიწყებულ დროიდში“ შეხვდებოდა C1-10P/ჩოპერი. აჯანყებულებში მოქმედებს, როგორც C-3PO-ის ეკვივალენტი. „ფენიქსის“ ესკადრილიას ეხმარება ატოლონზე ახალი ადგილის მოპოვებაში (მოგვიანებით, ეპიზოდში „თავდასხმის დრო“ როგორც მათ, ასევე იმპერიულ ძალებს პლანეტიდან აძევებს არსება ბენდუ).[19]
ნაბუს დედოფალი კლონების ომების უკანასკნელი წლის პერიოდში (სითების შურისძიება). 501-ე იმპერიული ლეგიონის მოიერიშე მას კლავს გაქცეული ჯედაის დამალვისთვის (თამაში „Star Wars: Battlefront II“).
მეთაური აპო
გახმოვანება: ტემუერა მორისონი (სითების შურისძიება), დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
501-ე იმპერიული ლეგიონის კლონი მეთაური (სითების შურისძიება).
დოქტორი აფრა
არ არის
არქეოლოგი (სრული სახელი ჩელი ლონა აფრა), რომელიც დართ ვეიდერთან მსახურობდა, თავის ორ დაქირავებულ მკვლელთან, 0-0-0-თან (სამმაგი ნული) და BT-1-თან. ახორციელებდა რამდენიმე მისიას, რომლებზეც იმპერიამ არაფერი იცოდა. პირველად გამოჩნდა Marvel Comics-ის სერიაში „ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი“. მოგვიანებით მას მიეძღვნა კომიქსების საკუთარი სერია.[10]
სენატის კომანდოსის კაპიტანი, მოსყიდული გრაფ დუკუს მიერ, რათა რესპუბლიკის ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა სავაჭრო ფედერაციის ვიცე-მეფე ნუტ განრეი. მოგვიანებით მას ღალატობს და კლავს ასაჟ ვენტრესი.
აიოლინ და მორიტ ასტარტები
არ არის
სპეციალურად შექმნილი ადამიანები, და და ძმა, რომლებიც ფლობენ სინათლის მახვილებს და ექიმ კაილოსთან მუშაობენ, როგორც დართ ვეიდერის შესაძლო შემცვლელები. პირველად ჩნდებიან Marvel-ის კომიქსში „ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი“.[32]
სამედიცინო დროიდი, რომელიც კამინოელ კლონირებულებს უვლის. „კლონების ომებში“ იგი „ორდენ 66“-ის საიდუმლოს გამოაშკარავებს.[33]
ბ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
პონდა ბაბა (ადამიანი ვეშაპი)
ტომი აილი (ახალი იმედი)
აკვალიში მექრთამე (ახალი იმედი), რომელიც ლუკ სკაიუოკერს ესხმის მოს აისლის ბარში. ობი-ვან მას სინათლის მახვილით ხელს კვეთს. არის დოქტორ კორნელიუს ევაზანის მოკავშირე (უკანასკნელი ასევე ეკამათება ბარში ლუკს).[34] პერსონაჟის ოფიციალური ფიგურა გამოუშვა Kenner-მაც, თუმცა მას სახელი არ ჰქონდა და უბრალოდ „ადამიანი ვეშაპი“ ეწოდა.[35] პერსონაჟი დოქტორ ევაზანთან ერთად აგრეთვე ჩნდება ფილმში „განდგომილი ერთი“, სადაც ჯედას ქუჩებში მოძრაობს.[36]
კიტსტერ ბანაი
დრუვ ჩანჩანი (ფარული საფრთხე)
ტატუინელი მონა ბიჭუნა, სკაიუოკერის ბავშვობის მეგობარი. ენეკინის პოდ-რბოლებისადმი ინტერესის მხარდამჭერი, განსხვავებით მისი სხვა მეგობრებისგან.[37]
ბნელი მბრძანებელი სითი, რომელიც პასუხისმგებელია „ორის წესის“ კვლავ შემოღებაზე. ამ წესის მიხედვით, ძველი რესპუბლიკის ეპოქაში, დასაშვებია მხოლოდ ერთად მხოლოდ ორი სითი - მასწავლებელი და შეგირდი. პერსონაჟის ილუზია ჩნდება „კლონების ომების“ საბოლოო ეპიზოდში და მორაბანდზე იოდას უპირისპირდება და სთავაზობს ბნელ მხარეს გადასვლას, თუმცა იოდა უარს ეუბნება.
ბარადა
დირკ იოჰან ბირი (ჯედაის დაბრუნება)
კლატუინელი, რომელიც იყო გუშაგის წევრი ჰატ ჯაბას ერთ-ერთ სკიფზე (ჯედაის დაბრუნება). Kenner-მა გამოუშვა მისი ფიგურა სერიაში „Power of the Force“.[39]
სპეციალური დანიშნულების ძალების ოფიცერი (დებიუტი – ვარსკვლავური ომები: შედეგები). იგი იქცა ძირითადი გუნდის წევრად რომანში „შედეგები: ცხოვრების ვალი“.[40]
ძალის უძველესი მფლობელი, რომლის მიერ შემუშავებული ფილოსოფია ჯედაების ორდენზე უფრო ადრეული ეპოქით თარიღდება. „აჯანყებულების“ პერსონაჟები მას შეხვდნენ პლანეტა ატოლონზე. იგი თავის თავს აღწერს, როგორც რაღაც საშუალოს „აშლას“ (ჯედაები) და „ბოგანს“ (სითები) შორის.
ჯედაების უმაღლესი საბჭოს წევრი. იგი ექვსთვიან კომაში აღმოჩნდება ჰარუუნ კალზე გენერალ გრივუსთან ბრძოლის შემდეგ, მაგრამ მოგვიანებით გონს მოდის და პადავან კალებ დიუმის (კენან ჯარუსი) მასწავლებელი ხდება.
აჰმედ ბესტი (ეპიზოდები I-III) გახმოვანება: აჰმედ ბესტი (კლონების ომები), ბ. ჯ. ჰიუზი (კლონების ომები, სამი ეპიზოდი)
უიღბლო, მაგრამ მხიარული გუნგანელი, რომელიც კუაი-გონ ჯინთან კორუსანტზე გაემგზავრება.[43]
მეთაური ბლაი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
გენერალ ჯედაი ეილა სეკურას 327-ე ვარსკვლავური კორპუსის კლონი მეთაური (სითების შურისძიება, კლონების ომები). ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ ბლაი სეკურას კლავს პლანეტა ფელუციაზე.
ტემირი ბლაგი
ტემირლან ბლაევი (უკანასკნელი ჯედაი)
ბიჭუნა და ძალის მფლობელი მონა კანტონიკიდან. ტემირი და მისი მეგობრები, ონაიო ზაია და არაშელ სარი, მუშაობენ ბარგუილ ტომდერთან კანტო ბაიტზე. როუზ ტიკო ტემირის გადასცემს წინააღმდეგობის სიმბოლოს მქონე ბეჭედს. ნაჩვენებია, რომ ბიჭუნა იზიდავს ცოცხს და იხედება კოსმოსში (The Last Jedi).[44]
ბობბაჯო
ეიდან კუკი (ძალის გამოღვიძება)
ნუ-კოსელი მთხრობელი, რომელიც ჯაკუზე ფლობს ცხოველებს. ბობბაჯო, მიუხედავად მცირე როლისა, არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც აჩვენეს ფილმის პრომომასალებს შორის.[45] იგი აგრეთვე ჩნდება მოთხრობაში „ყოველივე, დიდი და პატარა“.[46]
დუდ ბოლტი
ვულპტერინი მრბოლელი. ფილმისთვის დამზადდა მისი თოჯინა და არა კომპიუტერული გრაფიკით შემუშავებული პერსონაჟი.[47] იგი აგრეთვე ჩნდება რამდენიმე არაკანონიკურ ვიდეო თამაშში – მაგალითია Star Wars: Episode I Racer.[48]
ალან ჰარისი (იმპერიის საპასუხო შეტევაა, ჯედაის დაბრუნება) გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
ტრანდოშელი თავებზე მონადირე, ნადირობს ჩუბაკაზე (იმპერიის საპასუხო შეტევაა, ჯედაის დაბრუნება).[49] ბოსსკი აგრეთვე ჩნდება ანიმაციურ ტელესერიალებში „კლონების ომები“ და „აჯანყებულები“, ისევე, როგორც სიუჟეტურ ხაზში „აჩრდილები და საიდუმლოებები“, სადაც დაქირავებულია დოქტორ აფრას მიერ.
თოთხმეტი წლის ასაკის თაღლითი და ქურდი. ცხოვრობს ლოთალის გარე რკალზე. გალაქტიკური იმპერია ამ პერიოდში მის მშობლიურ მიწებს იყენებს სიენარის საფლოტო სისტემების გამანადგურებელ TIE-ს საწარმოებლად მასალების მისაღებად. მას შეუძლია ძალის გამოყენება და გამოყენებული აქვს იგი სხვადასხვა სიტუაციიდან თავის გადასარჩენად. ამასთან, თავს ქურდობით ირჩენს და არავის ემსახურება, სანამ არ შეხვდება ხომალდ „აჩრდილის“ წევრებს. მისი მასწავლებელია კენან ჯარუსი.[50]
BT-1 (იგივე ბი-ტი)
არ არის
ასტრომექანიკური დროიდი. გადაკეთებულია მკვლელ დროიდად, აქვს რამდენიმე ჩაშენებული იარაღი. დოქტორ აფრას და 0-0-0-ის მოკავშირე. პირველად გამოჩნდა კომიქსში „ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი“, შემდგომში – „დოქტორ აფრას“ სერიაში.[10]
სორა ბალქი
რასით ვიკუეი, ჯედაი, მეის უინდუს მეგობარი. გრაფ დუკის ძალისხმევით მოექცა ბნელ მხარეს.
გ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
გაიძვერების ესკადრილია
სხვადასხვა
აჯანყებულთა ალიანსის და ახალი რესპუბლიკის პილოტები, რომლებიც ორიგინალურ ტრილოგიაში ჩნდებიან.
კორელელი ჯედაი, მოკლული სავაჟ ოპრესის მიერ. ფილმ „კლონების ომებში“ ფლობს ლურჯ სინათლის მახვილის, ხოლო „ფარულ საფრთხესთან“ დაკავშირებულ მედიაში – წითელს ან სტაფილოსფერს.
კლონების ომის ვეტერანი;[54] მოგვიანებით, იმპერიასთან ბრძოლისას აჯანყებულთა რაზმის მეთაური.
დროიდი გონკი (იგივე GNK)
რასტი გოფი, ლატინ ლარი, ჯეკ პერვისი, კენი ბეიკერი, კირა შაჰი, რეიმონდ გრიფიტთსი, არტი შაჰი, აივენ მანზელა გახმოვანება: ბენ ბერტი
ოთხკუთხედი ფორმის დროიდი, რომელიც ნელი ტემპით გადაადგილდება. იგი არის ელექტროენერგიის გენერატორი. პირველად გამოჩნდა ჯავებთან, „ახალ იმედში“[3]. აგრეთვე გამოვიდა როგორც Kenner-ის სათამაშოების სერიის ნაწილი.[55] მსგავსი დროიდი აგრეთვე ჩნდება ანიმაციურ სერიალში „აჯანყებულები“ და ფილმში „განდგომილი ერთი“.[56]
მეთაური გრი
გახმოვანება: ტემუერა მორისონი (სითების შურისძიება), დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
მეთაური კლონი, მოკლული იოდას მიერ (სითების შურისძიება) ჯედაების განადგურებისას. კლონების ომის პერიოდში ემსახურება ჯედაი ლუმინარა უნდულის.
პოლ ბლეიკი და მარია დე არაგონი (ახალი იმედი),[30] გახმოვანება: ლარი უორდი (ახალი იმედი),[30]ტომ კენი (კლონების ომები)[30]
როდიელი თავებზე მონადირე, ემსახურება ჰატ ჯაბას. მოკლულია ჰან სოლოს მიერ მოს აისლის ბარში (ახალი იმედი).[57]
ჯანუს გრიჯატუსი
მმართველი იმპერიული საბჭოს წევრი, იმპერატორ პალპატინის ერთ-ერთი მრჩეველი. იმყოფებოდა იმპერატორთან ერთად მეორე სიკვდილის ვარსკვლავზე, როდესაც იგი განადგურდა.[24]
კაპიტანი გრეგორი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები, აჯანყებულები)
რესპუბლიკელი კომანდოსი, რომელიც, როგორც ითვლებოდა, სარიშის ბრძოლისას დაიღუპა. ამნეზიით იგი ცხოვრობდა აბაფარზე. მოგვიანებით ნამდვილი ვინაობის შესახებ მას უამბობს პოლკოვნიკი მიბურ გასკონი. გრეგორი პოლკოვნიკს და მის დროიდებს ეხმარება აბაფარიდან გაქცევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ქრება. თუმცა, კლონების ომის შემდეგ იგი კვლავ ჩნდება სილოსის სისტემაში, კლონების, რექსის და ვოლფის თანხლებით. ნაჩვენებია, რომ იგი უფრო მეტად ექსცენტრიული გახდა.
სეპარატისტული დროიდების ლაშქრების უმაღლესი მეთაური კიბორგი. მოკლულია ობი-ვან კენობის (სითების შურისძიება).[58] წარმოშობით კალიშელი, იგი ეძებს ჯედაებს, კლავს მათ და ნადავლის სახით მათ ხმლებს აგროვებს
გრუმმგარი
ვეებერთელა დოვუტინელი, რომელიც მაზ კანატას სასახლეში ჩნდება მექრთამე ბაზინ ნეტალთან ერთად. ცნობილია, რომ იგი თავად არის დიდი მექრთამე და მოთამაშე.[59]
გუნგი
ახალგაზრდა ვუკი, ერთ-ერთი მათგანი, ვინც გაიარა ყოველწლიური შეკრება. იყენებს ხის კორპუსის მქონე სინათლის მახვილს, მწვანე კრისტალით.
მარს გუო
ბარდოტელი პოდ-მრბოლელი, რომლის დიდი პოდი განადგურებულია სებულბას მიერ ბუნტა ივის რბოლისას.
დ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ფიგრინ დ'ანი
რიკ ბეიკერი (ახალი იმედი)
ბითებისგან შემდგარი ჯგუფის Figrin D'an and the Modal Nodes ლიდერი. ეს ჯგუფი უკრავს მოს აისლის ბარში (ახალი იმედი).[60]
მეთაური ლარმა დ'ეისი
ამანდა ლოურენსი (უკანასკნელი ჯედაი)
წინააღმდეგობის ქალი მეთაური და ლეია ორგანას და ემილინ ჰოლდოს მრჩეველი (უკანასკნელი ჯედაი).
ლუკის ტატუინელი მეგობარი, აჯანყებულთა ალიანსის X-ფრთიანის პილოტი. კოდური სახელის „გაიძვერა სამი“ მქონე ეს პერსონაჟი არის წითელი ესკადრილიის წევრი და მონაწილეობს აჯანყებულთა სიკვდილის ვარსკვლავზე იერიშში (ახალი იმედი).[64]
ფილმის ორიგინალური ვერსიიდან ლუკის და მისი კვლავ შეხვედრა იავინ IV-ზე ამოღებული იყო, მაგრამ დაბრუნდა სპეციალურ გამოშვებაში. ამოჭრილია დარკლაიტერის ლუკთან შეხვედრის სხვა, განსაკუთრებით ტატუინის სცენებიც, მაგრამ შეტანილია „ახალი იმედის“ ილუსტრირებულ ადაპტირებაში და LucasArts-ის 1998 წლის ინტერაქტიულ CD-ROM-ზე Star Wars: Behind the Magic.[64][65][66]
გენერალი ორო დასინი
გახმოვანება: ტერენს გარსონი
სეპარატისტი გენერალი და კორპორატიული ალიანსის აგენტი. დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის ლიდერი ბომის კური IV-ზე იერიშისას.
გიზორ დელსო
გეონოსელი სეპარატისტი, რომელიც გადარჩა დართ ვეიდერის მიერ დარჩენილი სეპარატისტების გადანადგურებისას. შექმნა დროიდების საკუთარი არმია. აპირებს ახალი საბრძოლო დროიდების შექმნას, მაგრამ 501-ე ლეგიონის იმპერიული მოიერიშეები მუსტაფარზე მდებარე მის ქარხანას ესხმიან და ანადგურებენ, ისევე, როგორ გიზორს.
იავინ IV-ზე აჯანყებულთა ბაზის გენერალი და მეთაური, რომელიც გეგმავს იერიშს სიკვდილის ვარსკვლავზე (ახალი იმედი).[74] დოდონა აგრეთვე ჩნდება ფილმში „განდგომილი ერთი“, სერიალში „აჯანყებულები“ და Marvel-ის „ვარსკვლავური ომების“ რამდენიმე გამოცემაში.
დოლტეი დოფაინი
ალან რასკო (ფარული საფრთხე) გახმოვანება: კრის სანდერსი (ფარული საფრთხე)
სავაჭრო ფედერაციის დროიდების სამართავი ხომალდის მეთაური (ფარული საფრთხე). დაიღუპა როდესაც ენეკინმა ხომალდი გაანადგურა.
კლონი მოიერიშე დოგმა
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)[7]
კლონი მოიერიშე. მსახურობს რესპუბლიკის ახალ რაზმებში (კლონების ომები).[75]
დროიდბეიტი (CT-00-2010)
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
კლონი მოიერიშე, „დომინოს“ რაზმის წევრი. ზედმეტსახელი შეიძინა იმის გამო, რომ დროიდების წვრთნისას ყოველთვისას ხვდება ნასროლი. რიშის მთვარეზე მას კლავენ კონფედერაციის დროიდები.
კრისტოფერ ლი (კლონების შეტევა, სითების შურისძიება) გახმოვანება: კრისტოფერ ლი (კლონების ომები, ფილმი), კორი ბარტონი (კლონების ომები, სერიალი)
სეპარატისტების მეთაური და ფარულად სითების მბრძანებელი დართ ტირანუსი.[76] „კლონების შეტევაში“ მოკვეთა ენეკინს მარჯვენა ხელი. „სითების შურისძიებაში“ ენეკინმა იგი მოკლა.
აჯანყებულთა ალიანსის წითელი ესკადრილიის მეთაური პირველი სიკვდილის ვარსკვლავზე იერიშისას. მისი გამოუყენებელი კადრე აგრეთვე მოხვდა სკარიფის ბრძოლის სცენაში, ფილმში „განდგომილი ერთი“.
პერსონაჟი, რომელიც ცდილობს ლუკის გამოწვევას. სკაიუოკერს მისგან იცავს ობი-ვან კენობი (ახალი იმედი). იგი არის ადამიანი სახეზე მრავალი ნაიარევით. მას ახლავს მეგობარი, აკვალიში მექრთამე პონდა ბაბა. ევაზანი ამტკიცებს, თითქოს ძებნილია და 12 სხვადასხვა სისტემაში მისჯილი აქვს სასიკვდილო განაჩენი.[79] იგი აგრეთვე ხვდება ჯინ ერსოს ჯედას ქუჩაში და ემუქრება მას (განდგომილი ერთი).[80]
კლონების ომების პერიოდის თავებზე მონადირე, რომელიც ემსახურება მხოლოდ იმას, ვინც ყველაზე მეტს გადაუხდის, თუმცა აქვს ღირსების გრძნობაც. იარაღად იყენებს ქუდს (ბუმერანგის სახით) და ენერგეტიკულ არბალეტს.
ემი
კეიტი ლუკასი (ფარული საფრთხე)
ენეკინ სკაიუოკერის მეგობარი „ფარულ საფრთხეში“. მას განასახიერებს ჯორჯ ლუკასის შვილი. თავდაპირველად იგი ნახსენები იყო როგორც ჯენა გრინი
იმპერიული მეცნიერი, ჯინ ერსოს მამა (განდგომილი ერთი, რომანი „კატალიზატორი“). როგორც სიკვდილის ვარსკვლავის მთავარი არქიტექტორი, იგი აჯანყებულებს ამცნობს მისი კრიტიკული სისუსტის შესახებ.
ყოფილი დამნაშავე, რომელიც ეხმარება აჯანყებულთა ალიანსს სიკვდილის ვარსკვლავის სქემების მოპარვაში (განდგომილი ერთი).
ილო ესტი
პოლ კესი (ძალის გამოღვიძება) გახმოვანება: მეთიუ ვუდი (ძალის გამოღვიძება)
აბედნედოელი X-ფრთიანის პილოტი წინააღმდეგობაში. გაუჩინარდა ბაზა „სტარკილერზე“ იერიშისას. მისი სახელი რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა შეიმუშავა ბისტი ბოიზის ალბომ Hello Nasty-ს პატივსაცემად, ხოლო პერსონაჟის ჩაფხუტზე წერია „Born to Ill“, რაც არის ჯგუფის ალბომის Licensed to Ill სახელწოდებაზე მინიშნება.[82]
გალაქტიკური რესპუბლიკის უკანასკნელი კანონიერი უმაღლესი კანცლერი, გათავისუფლებული თანამდებობიდან „ფარულ საფრთხეში“. ამრიგად, პალპატინი უფრო ძლიერდება. მისი სახელს, Finis valorum-ს, გვიანდელი ლათინური წარმოშობა აქვს. ტერენს სტემპის თანახმად (რომელიც მას განასახიერებს), ლუკასს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ის უნდა ყოფილიყო ბილ კლინტონის მსგავსი პიროვნება – „კარგი, მაგრამ ალყაშემორტყმული პიროვნება“, თუმცა თავად სტემპი განმარტავდა, რომ ეს მოხდა პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე.[83]
იმპერიის ჰოთზე იერიშის დროპს სამხედრო ძალების მეთაური, მართავდა AT-AT მოსიარულეს (იმპერიის საპასუხო შეტევაა).[85] Kenner-მა გამოუშვა მისი ფიგურა, რომელსაც ეწოდებოდა AT-AT Commander.[86]
სითი შეგირდი (კლონების ომები), რომელიც გრაფ დუკუს მიერ უარყოფილი უბრუნდება ძველ კულტს, რომელსაც ეწოდებოდა „ღამის დები“ (იგი მასში ადრე შედიოდა). იგი ტოვებს ბნელ მხარეს და სითურ წესს, ამიტომ დუკუ მისი და მისი დების გასანადგურებლად აგზავნის დროიდებს და გენერალ გრივუსს. ასაჟი იწყებს თავებზე ნადირობას, მაგრამ ორ წითელ ხმალს იარაღის სახით ინახავს. იგი ნადირობს სავაჟ ოპრესზე და მისგან გაქცევაში ობი-ვან კენობის ეხმარება. ბარის ოფი მოგვიანებით იპარავს ასაჟის ხმლებს და ნიღაბს და მას განასახიერებს, რათა მოატყუოს ასოკა, რომ სწორედ ვენტრესმა დაბომბა ჯედაების ტაძარი.[87] ასაჟის პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება რომანში „ბნელი მიმდევარი“, რომელიც დაგეგმილი იყო, როგორც ტელესერიალში მოთხრობილი სიუჟეტის ნაწილი რომანში ვენტრესი ხდება ჯედაი ქუინლან ვოსის მოკავშირე, რათა ერთად მოკლან გრაფი დუკუ. მოგზაურობისას მათ ერთმანეთი უყვარდებათ. დუკუს მოკვლის გეგმა ჩაიშლება. გრაფი იჭერს ვოსს, რომელსაც ბნელ მხარეს მოაქცევს. ასაჟი საბოლოოდ ვოსს იბრუნებს, მაგრამ მისი გადარჩენისას იღუპება. მას მარხავენ დათომირზე, სხვა დაღუპულ დებთან ერთად.
მეცნიერი, რომელიც თანამშრომლობდა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან კლონების ომის პერიოდში. იგი ხელახლა აღმოაჩენს ლურჯი აჩრდილის ვირუსს და ცდილობს, აქციოს იგი იარაღად და გამოიყენოს სეპარატისტული მიზნებისთვის.
ტულონ ვოიდგეიზერი
არ არის
კიბერნეტიკულად სრულყოფილი მეცნიერი ადამიანი. მუშაობდა დოქტორ კაილოს ზედამხედველობით, როგორც დართ ვეიდერის შესაძლო ჩანაცვლება. პირველად გამოჩნდა კომიქსში „ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი“.[88]
ქუინლან ვოსი
გახმოვანება: ალ როდრიგო (კლონების ომები)
ჯედაი, ეილა სეკურას მასწავლებელი. რომანში „ბნელი მიმდევარი“ ხდება ასაჟ ვენტრესის მოკავშირე (და შემდგომში საყვარელი). ისინი ცდილობენ, მოკლან გრაფი დუკუ, მაგრამ გეგმა ჩაიშლება. გრაფი იჭერს ვოსს, რომელსაც ბნელ მხარეს მოაქცევს. ასაჟი ვოსს საბოლოოდ ნათელ მხარეზე დააბრუნებს, მაგრამ მის გადარჩენას სიცოცხლეს სწირავს. ასაჟს ვოსი მარხავს მშობლიურ დათომირზე და შემდგომში აღდგენილია ჯედაების საბჭოში.
კიუზოელი კონსტებლი ჯაკუს სადარაჯოზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილია „ძალის გამოღვიძების“ ადრეულ პრომომასალებში, მისი სცენები ამოჭრილია ფილმიდან, ხოლო ამბავი მოთხრობილია მოთხრობაში „შუადღე ჯაკუზე“.[46]
ზუკუსი
კეითი მონრო (იმპერიის საპასუხო შეტევაა)
განდელი თავებზე მონადირე, რომელიც, სხვებთან ერთად, ეძებდა „ათასწლიანი შავარდენს“ (იმპერიის საპასუხო შეტევაა).[3] Kenner-ის მიერ გამოშვებული მისი სათამაშო ფიგურა შეცდომით იყო ცნობილი, როგორც „4-LOM“.[90]
პირველი ორდენის ახალგაზრდა ოფიცერი. იგი სხვებს ამცნობს პო დემერონის და ფინის მიერ გატაცებულ გამანადგურებელ TIE-ს შესახებ ამცნობს (ძალის გამოღვიძება).
ინსპექტორი თანოთი
არ არის
გალაქტიკური იმპერიის ინსპექტორი, დართ ვეიდერის თანაშემწე, რომელიც აგრეთვე მის საქმიანობას ეცნობა Marvel-ის კომიქსში „დართ ვეიდერი“ მოთხრობილი მოვლენებისას.[91]
იმპერიული ძალების ჩისელი გრანდ-ადმირალი. ცნობილია, როგორც შესანიშნავი სტრატეგისტი.[92] ჩნდება „აჯანყებულების“ მესამე სეზონში და რომანში „თრონი“.[93]
ი
სახელი
განასახიერებს
აღწერა
იადლი
ფილ ისონი (ფარული საფრთხე)
იოდას მსგავსი სახეობის მდედრობითი არსება. ჯედაების საბჭოს წევრი (ფარული საფრთხე). მის დიზაინში გამოყენებულია იენ მაკ-კეიგის ესკიზები, რომლებიც განკუთვნილი იყო ახალგაზრდა იოდასთვის.[94]
სიდონ ითანო
კევინ კორნუოლი (ძალის გამოღვიძება)
დელფიდელი მეკობრე, წითელი ნიღბით. „ძალის გამოღვიძებაში“ ნაჩვენებია მაზ კანატას სასახლეში. მისი დახმარებით ფინი ცდილობს გარე რკალის მიღმა გაღწევას. ითანოს ბიოგრაფია უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი მოთხრობაში „ალისფერი მეკობრე და გრაფ დუკუს დაკარგული განძი“.[46]
კალუან იმატი
ენდრიუ ჯეკი (ფარული საფრთხე, უკანასკნელი ჯედაი)
წინააღმდეგობის უფროსი გენერალი, აჯანყებულთა ალიანსის ყოფილი ლეიტენანტი. ჩნდება წინააღმდეგობის ბაზა „სტარკილერზე“ იერიშის დაგეგმვამდე და მოგვიანებით – კრეიტის ბრძოლისას. როგორც ლეია ორგანას დიდი ხნის მოკავშირე, აგრეთვე ჩნდება 2015 წლის რომანებში „მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი“ და „კონტრაბანდული რეისი: ჰან სოლოს და ჩუბაკას თავგადასავალი“, ისევე, როგორც 2016 წლის რომანში „შთამომავლობა“.
ბრმა მებრძოლი, რომელსაც სწამს ძალის. ამბობენ, რომ იგი არის უილების ერთ-ერთი მცველი. ეხმარება აჯანყებულთა ალიანსს სიკვდილის ვარსკვლავის გეგმის გატაცების ოპერაციისას (განდგომილი ერთი).
იმპერატორის სამეფო გუშაგი
ელიტარული, წითელჩაფხუტიანი და წითელმოსასხამიანი მოიერიშეები, რომლებიც მსახურობენ იმპერატორ პალპატინის პირად დაცვაში.
ინკვიზიტორები (ინკვიზიტორიუსი)
სხვადასხვა
ძალის მფლობელი იმპერატორ პალპატინის და დართ ვეიდერის ქვეშევრდომები. ეძებენ გადარჩენილ ჯედაებს და ყველას, ვინც დაახლოებულია ძალასთან.
ძალის პაუ'ანი მფლობელი, ჯედაების ტაძრის ყოფილი მცველი. იქცა ყველაზე მაღალი რანგის ინკვიზიტორად. იგი ეძებს ბავშვებს, რომლებსაც მცირე კავშირი აქვთ ძალასთან და მათი ჯედაებად ჩამოყალიბებას ხელს უშლის. მოგვიანებით ეძებს კენან ჯარუსს და ეზრა ბრიჯერს, მაგრამ საბოლოოდ კენანი მას ორთაბრძოლისას ამარცხებს. ინკვიზიტორი ამ დამარცხების შემდეგ გადაწყვიტავს, თავი მოიკლას, ვინაიდან არ სურს შეუსრულებელი დავალების გამო დართ ვეიდერის რისხვის ხილვა.
„აჯანყებულებში“ წარდგენილი მეორე ინკვიზიტორი. უცნობი ადამიანური რასის წარმომადგენელი. ნადირობს „აჩრდილის“ რაზმზე გრანდ-ინკვიზიტორის თვითმკვლელობის შემდეგ. არის მეშვიდე დის მოკავშირე. მას შემდეგ, რაც ასოკა ტანო განიარაღებს, კვდება პლანეტა მალაქორზე, დართ მოლის ხელში.
ინკვიზიტორი: მეექვსე ძმა
არ არის
უცნობი ადამიანური რასის წარმომადგენელი. ჩნდება მხოლოდ რომანში „ასოკა“. აღწერილია, როგორც მაღლი, არაბუნებრივი ფერის რუხი კანით, შორსმჭვრეტელი ლურჯი ფერის თვალებით, ფართო მხრებით, აღსანიშნავი ნაიარევების/ტატუირების მსგავსი ნიშნებით. ცდილობს ასოკა ტანოს პოვნას და მოკვლას, მაგრამ დამარცხებულია და მისი საკუთარი ხმა ფეთქდება და კლავს.
ნიღბიანი ტელერელი მოხტუნავე. გაგზავნილია, რათა მოკლას დართ მოლი, რომელსაც საბოლოოდ მალაქორზე პოულობს. იღუპება მასთან ბრძოლისას, მას შემდეგ, რაც ცდილობს დაზიანებულ სინათლის მახვილთან ერთად გაქცევას.
ფრენკ ოზი(თოჯინის მართვა) გახმოვანება: ფრენკ ოზი (ეპიზოდები I–III, V–VII, აჯანყებულები), ტომ კეინი (კლონების ომები, ბედისწერის ძალები)
ჯედაი, რომელიც წვრთნიდა გრად ფუკუს და ლუკ სკაიუოკერს. რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ დასახლდა დაგობაზე (სითების შურისძიება).[95]
ჯო იოუზა
იუზუმელი, რომელიც მაქს რებოს ბენდში უკრავს და მღერის (ჯედაის დაბრუნება, მხოლოდ სპეციალური გამოცემა).
ირტეი
ფრაიდი უილსონი (ფარული საფრთხე)
პადმე ამიდალას მოახლე (ფარული საფრთხე).
ვულფ იულარენი
რობერტ კლარკი (ახალი იმედი) გახმოვანება: ტომ კეინი (კლონების ომები, აჯანყებულები)
იმპერიული ძალების ოფიცერი პირველ სიკვდილის ვარსკვლავზე (ახალი იმედი). „კლონების ომების“ მიხედვით იგი წარსულში იყო რესპუბლიკური სამხედრო ფლოტის ადმირალი, რომელიც კლონების ომების მოვლენებში მონაწილეობდა, ენეკინ სკაიუოკერის ფლოტის შემადგენლობაში. საუბრის მანერა სპეფიციკური აქვს – თავდაპირველად ამბობს წინადადების მეორე ნაწილს, შემდეგ აყოლებს პირველს. თუმცა, თუკი ეს წინადადება მოკლეა, საუბრის მანერა ჩვეულებრივია.[96]
ლურმენი მოხუცი, რომელსაც თავის ტომს მიუძღვება შორს ომებით განადგურებული სამშობლოსგან. ისინი საბოლოოდ, კლონების ომების პერიოდში, სახლდებიან მარიდუნზე. ტი უატ კაა მეტად ერთგულია თავისი რასის ტრადიციებისადმი და მშვიდობისმოყვარულია. იგი ზრუნავს ამ ტრადიციების შენარჩუნებაზე და სწამს, რომ რესპუბლიკა სეპარატისტებისგან არაფრით გამოირჩევა, ვინაიდან ომში ორივე მხარეა დამნაშავე.
წინააღმდეგობის აბედნედოელი პილოტი. პო დემერონთან ერთად მონაწილეობს დ'ქარის ევაკუაციაში. თრენალი აგრეთვე არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე გადარჩენილიდან, რომლებიც „ათასწლიანი შავარდენით“ გარბიან კრეიტის ბრძოლის შემდეგ (უკანასკნელი ჯედაი).
ჩანდრილელი კიბერ-ექსპერტი, სინჯირ რათ ველუსის შეყვარებული რომანებში „ცხოვრების ვალი“ და „შედეგები: იმპერიის აღსასრული“.
დოქტორი კაილო
არ არის
კიბერნეტიკულად სრულყოფილი ადამიანი. შეუძლია საკუთარი კლონების შექმნა. პირველად გამოჩნდა კომიქსების სერიაში „ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი“. იგი ვეიდერის ერთგვარი მეტოქეა და არწმუნებს პალპატინს, რომ შეუძლია ვეიდერის სხვა ადამიანებით ჩანაცვლება.[88]
თეინ კაირელი
არ არის
კორუსანტის სამეფო იმპერიული აკადემიის კურსდამთავრებული. მოგვიანებით, რომანში „დაკარგული ომები“, შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს.[97]
მსახურობს პირველ ორდენში. მას ამცნობენ, რომ პო დემერონმა სცადა გაქცევა (ძალის გამოღვიძება).
კარბინი
არ არის
კიბერნეტიკულად სრულყოფილი მონ კალამარი. მას აქვს იგივე თვისებები, რაც გენერალ გრივუსს. დოქტორი კაილო მას ამზადებს, როგორც დართ ვეიდერის შესაძლო ჩანაცვლებას. პირველად გამოჩნდა Marvel-ის კომიქსების სერიაში „დართ ვეიდერი“.[88]
ბრძენი და ნიჭიერი ჯედაი, რომელიც ამზადებს ენეკინს და მოგვიანებით ლუკ სკაიუოკერს. ჯედაების საბჭოს წევრი, რომელიც გადაურჩა ჯედაების წმენდას. ჯედაების გენერალი კლონების ომების პერიოდში. იგი კლავს გენერალ გრივუსს და ამარცხებს დართ მოლს. მისი მასწავლებელია კუაი-გონ ჯინი, მოკლული მოლის მიერ. თავად ობი-ვანი კვდება „ახალ იმედში“, სცენაში, სადაც ებრძვის ყოფილ შეგირდ ენეკინს, უკვე დართ ვეიდერს.[102]
გინესის და მაკგრეგორის ხმები ობი-ვანის როლში ჟღერს ფილმში „ძალის გამოღვიძება“ რეის ხილვაში.[103]
ცერეანი ჯედაი და ჯედაის საბჭოს წევრი წინარეისტორიის ტრილოგიაში.[104] ჯედაებთან ერთად ათავისუფლებს ობი-ვან კენობის, ენეკინ სკაიუოკერს და პადმე ამიდალას გეონოსისიდან. მოკლულია მაიგიტოზე ბრძანება 66-ის გაცემისას მეთაურ ბაკარას და სხვა მოიერიშეთა მიერ.
კლაატუ
ჯონ სიმპკინი (ჯედაის დაბრუნება)
მწვანე ნიკტოელი, ჰატ ჯაბას გუშაგის წევრი (ჯედაის დაბრუნება).[105] Kenner-ის სათამაშოების სერიაში გამოვიდა მისი ორი სათამაშო ფიგურა.[106]
დერეკ „ჰობი“ კლივიანი
რიჩარდ ოლდფილდი (იმპერიის საპასუხო შეტევაა) გახმოვანება: ტრევორ დევალი (აჯანყებულები)
გალაქტიკურ სენატში პლანეტა სკიპიოს წარმომადგენელი სენატორი, ისევე, როგორც პადმე ამიდალას ყოფილი საყვარელი. როდესაც იწყება კლონების ომები, იგი ხდება ინტერგალაქტიკური საბანკო კლანის დელეგატი. სკიპიოს ბრძოლისას თავს შესწირავს, რათა გადაარჩინოს პადმე.
მეთაური კოდი
ტემუერა მორისონი (სითების შურისძიება) გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)[7]
ობი-ვან კენობის მოკავშირე (სითების შურისძიება) კლონების ომების პერიოდში. ობი-ვანს უტაპაუზე ეხმარება გენერალ გრივუსთან ბრძოლისა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც იმპერატორი პალპატინი გასცემს „ბრძანება 66“-ს, ღალატობს.[8]
ზაბრაკელი ჯედაი. „კლონების შეტევაში“ იყენებს მწვანე სინათლის მახვილს, ხოლო „სითების შურისძიებაში“ – ლურჯს. მოკლულია დართ სიდიუსის მიერ. აგრეთვე ჩნდება „კლონების ომებში“.
გოგონა, რომელიც წინააღმდეგობის წევრია (ძალის გამოღვიძება)[108]. მსახიობი ლურდი არის კერი ფიშერის (პრინცესა ლეია) შვილი.[108] ფილმის ტიტრებში მითითებულია, როგორც ლეიტენანტი კონიქსი, მაგრამ StarWars.com-ზე აღნიშნულია, როგორც კაიდელ კო კონიქსი.[109]
მანდალორელი, სიკვდილის აბგურის წევრი. პრე ვიზსლას თანაშემწე, სატინ კრაიზის და. ეწინააღმდეგება ვიზლას დართ მოლთან და სავაჟ ოპრესთან ალიანსს. მოგვიანებით ვიზლასთან მიდის სიკვდილის აბგურის წევრებთან ერთად და იბრძვის მათ წინააღმდეგ, ვინც კვლავ ერთგულია დართ მოლის თუ მისი მოკავშირეების.
მანდალორის ჰერცოგინია. ცდილობს, პლანეტა დაიხსნას კლონების ომებიდან. ქმნის ნეიტრალური სისტემების საბჭოს, რაც განარისხებს პრე ვიზლას მანდალორულ სიკვდილის აბგურს. უკანასკნელი რამდენიმეჯერ ცდილობს სატინის განადგურებას და მანდალორის დაბრუნებას, მაგრამ მას ამაში ხელს ჯედაები უშლიან, განსაკუთრებით – სატინის ძველი მეგობარი ობი-ვან კენობი. ობი-ვანი სატინს მოზარდობისას იცავდა და ორივე საკმაოდ დაახლოვდა. კენობი მას ეუბნებოდა, რომ დატოვებდა ჯედაების ორდენს, თუკი სატინი ამას სთხოვდა. მოგვიანებით კრაიზი კენობის წინაშე დართ მოლმა მოკლა.
სალაციუს ბ. კრამბი
ტიმ როუზი (მართვა) (ჯედაის დაბრუნება) გახმოვანება: მარკ დოდსონი (ჯედაის დაბრუნება)
ბესალისკელი ჯედაი, 501-ე ლეგიონის დროებითი მეთაური უმბარას ბრძოლის დროს. არ უყვარს კლონები და სურს, იქცეს გრაფ დუკუს ახალ შეგირდად. მოკლულია მოიერიშე დოგმას მიერ მას შემდეგ, რაც მისი ღალატის ამბავი ცნობილი ხდება.
A-ფრთის პილოტი, რომელიც ეცემა ვარსკვლავურ დრედნოუტ „ჯალათზე“ (ჯედაის დაბრუნება).
შავი კრრსანტანი
არ არის
თავებზე მონადირე ვუკი. პირველად გამოჩნდა Marvel-ის კომიქსში „დართ ვეიდერი“, ისევე, როგორც „დოქტორ აფრას“ სერიაში..[112]
კუიგგოლდი
სკოტ რიჩარდსონი გახმოვანება: კრის კლარკი (ძალის გამოღვიძება)
გაბდორელი მეკობრე. ჩანს მაზ კანატას სასახლეში (ძალის გამოღვიძება). მასთან და სიდონ ითანოსთან ფინი განიხილავს გარე რკალის მიღმა გაქცევას. აგრეთვე ჩნდება მოთხრობაში „ალისფერი მეკობრე და გრაფ დუკუს დაკარგული განძი“.[46]
პლო კუნი
ალან რასკო (ფარული საფრთხე), მეტ სლოუნი (კლონების შეტევა, სითების შურისძიება) გახმოვანება: ჯეიმზ არნოლდ ტეილორი (კლონების ომები)
კელ დორელი ჯედაი და ჯედაების საბჭოს წევრი წინარეისტორიის ტრილოგიაში. იგი პოულობს ასოკა ტანოს და მონაწილეობს კლონების ომების მრავალ ბრძოლაში. მისი ხომალდი ჩამოგდებულია კატო ნეიმოიდიაზე საკუთარი სამხედრო ესკორტის მიერ ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ.
ლუკ სკაიუოკერის დეიდა და დედობილი (ახალი იმედი). ქმართან, ოუენთან ერთად მოკლულია მოიერიშეების მიერ საკუთარ სახლში, ტატუინზე. წინარეისტორიის ფილმებში ბერუ არის ოუენის შეყვარებული (კლონების შეტევა), შემდგომში კი – მეუღლე (სითების შურისძიება). ამ უკანასკნელი ფილმის დასასრულს ისინი ხდებიან ჩვილი ლუკის პატრონები.[114]
ფერმერი, რომელიც მუშას სახით შეიძენს და შემდეგ ათავისუფლებს და ქორწინდება შმი სკაიუოკერთან. ამრიგად, იგი ენეკინის მამინაცვალი ხდება, მაგრამ ჩნდება მხოლოდ „კლონების შეტევაში“.[115] მას ცალი ფეხი მოკვეთილი აქვს – იგი დაკარგა მაშინ, როდესაც შმის გამტაცებელ ქვიშის ხალხს მისდევდა.[115] სახელი „კლიგი“ თუ მისი ვარიაციები „ვარსკვლავური ომების“ ადრეულ ხელნაწერებში 1974 წლიდან ჩნდება.[115]
ლუკ სკაიუოკერის ბიძია და მამობილი (ახალი იმედი). მეუღლესთან, ბერუსთან ერთად მოკლულია მოიერიშეების მიერ საკუთარ სახლში, ტატუინზე. წინარეისტორიის ფილმებში ოუენი არის კლიგ ლარსის შვილი და ენეკინ სკაიუოკერის ნახევარძმა. „სითების შურისძიების“ დასასრულს ბერუსთან ერთად ხდება ჩვილი ლუკის პატრონი.[116]
კატ ლოკუეინი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)[7]
იმედგაცრუებული კლონი მოიერიშე, რომელიც მიატოვებს არმიას და გადაწყვიტავს, ფერმერის მშვიდი ცხოვრებით იცოცხლოს. ჰყავს მეუღლე სუუ და შვილები, ჯეკი და შეია, მაგრამ თავად კლონების ომების მოვლენებს ვერ გაურბის.[8][117]
კანჯიკლაბის მეთაური. „ძალის გამოღვიძებაში“ იგი ჰან სოლოს ხვდება, მაგრამ ამავე დროს ჩნდება მეორე, გუავური სიკვდილის ბანდის მეთაური, ბალა-ტიკი. აღმოჩნდება, რომ ჰანმა ორივე მოატყუა.
აბედნედოელი კანტო ბაიტიდან (უკანასკნელი ჯედაი). იგი როუზ ტიკოს და ფინს აფრთხილებს, რომ ხომალდი არასწორად დააყენეს კანტო ბაიტის სანაპიროზე, რის გამოც მათ პოლიცია იჭერს.
კლონების ომებში ჯედაების მონაწილეობის მოწინააღმდეგე რადიკალური აქტივისტი. ასეთი ნაბიჯისკენ მას უბიძგებს ჯაკარ ბოუმანის, მისი მეუღლის, ჯედაების ორდენის მიერ გამოყენება რესპუბლიკური ქვემეხიანი ნავების აღჭურვისთვის.[120]
ლუმატი
ევოკი (ჯედაის დაბრუნება). მისი სათამაშო ფიგურა შეტანილია Kenner-ის მიერ გამოშვებულ სერიაში. იგი აგრეთვე ჩნდება ამჟამად არაკანონიკურ სერიალში „ევოკები“ და დაკავშირებულ მედიაში.[121]
რანკორის პატრონი ჰატ ჯაბას სასახლეში, ტატუინზე (ჯედაის დაბრუნება). აგრეთვე ჩნდება რომანებში „ცხოვრების ვალი“ და „იმპერიის აღსასრული“. თავდაპირველად, Kenner-ის თოჯინების სერიაში (1984) ერქვა უბრალოდ „რანკორის პატრონი“.[123]
დაქირავებული მკვლელი, ჩირუტ იმვეს მეგობარი, რომელიც ეხმარება აჯანყებულთა ალიანსს სიკვდილის ვარსკვლავის სქემების მოპარვაში (განდგომილი ერთი).
ჰატი მამა
გახმოვანება: ანჟელიკ პერინი (კლონების ომები)
ზიროს, ზორბას, ებორის, პაზდას და ჯილიაკის დედა, ჰატ ჯაბას ბებია და როტა ჰატლეტის დიდი ბებია. ობი-ვან კენობი მას ებრძვის, როდესაც ჰატის ხომალდს ეუფლებიან ზირო და მისი შეყვარებული საი სნუტლზი.
ოდი მანდრელი
გახმოვანება: მეთიუ ვუდი (ფარული საფრთხე)
ერ'კიტის მრბოლელი, რომელიც მონაწილეობს ბუნტა ივის კლასიკურ რბოლაში (ფარული საფრთხე).
დედა ტალზინის ძე, დართ სიდიუსის მოწაფე (ფარული საფრთხე), რომელიც კლავს კუაი-გონ ჯინს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხებულია ობი-ვან კენობის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველას განადგურებული ჰგონია, დართ მოლი გადარჩება და მოგვიანებით ბრუნდება კლონების ომების პერიოდში სავაჟ ოპრესთან, თავის ძმასთან ერთად, რათა კენობიზე შური იძიოს. დართ სიდიუსთან წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ (და იხილავს რა, თუ როგორ იღუპება მისი ძმა), მოლი დაპატიმრებულია და მიუხედავად იმისა, რომ თავს გაქცევით უშველის, თავისი გუნდის, აჩრდილების კოლექტივის დაშლას შეესწრება, ისევე, როგორც დედის დაღუპვას. იძულებული გაიქცეს, მრავალი წელი ცხოვრობს პლანეტა მალახორზე, შემდეგ კი გაიცნობს ახალგაზრდა ჯედაი ეზრა ბრიჯერს, რომლის ძალის ბნელ მოქცევას ცდილობს. მიუხედავად წარუმატებლობისა, მოლი კვლავ გარბის[125] და მოგვიანებით ჩნდება „აჯანყებულების“ მესამე სეზონშში და ეძებს დიდი ხნის წინგაუჩინარებულ ობი-ვანს. უკანასკნელთან საბოლოო დაპირისპირესას იგი მოკლულია და ჯედაის ხელთ კვდება, ეპიზოდში „ორი მზე“.
სელტ-მარე („იაკ-სახა“)
შონ კროუფორდი (ჯედაის დაბრუნება)
იარკორა, რომელიც ჯაბა ჰატის სასახლეში ჩანს (ჯედაის დაბრუნება).[126] ცნობილი როგორც „იაკ-სახა“, იგი შედიოდა Kenner-ის სათამაშოების ორიგინალურ სერიაში და აშშ-ში არასოდეს გამოსულა.[127]
მოჰონიკი
პოდ-მრბოლელი ბუნტა ივის კლასიკურ რბოლაში (ფარული საფრთხე).
იმპერიული ოფიცერი. პირველად ჩნდება რომანში „სითების მბრძანებლები“.[132] აღსანიშნავია, რომ ეს არის არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირველი პერსონაჟი ფრენჩაიზის ისტორიაში.[132][133][134]
რესპუბლიკის სენატორი. მოგვიანებით აჯანყებულთა ალიანსის თანადამფუძნებელი და მეთაური.[136] მოგვიანებით ახალი რესპუბლიკის კანცლერი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმპერიის დამარცხების შემდეგ კორუსანტიდან გალაქტიკის დედაქალაქის ჰოსნიან პრაიმზე გადატანაში.[137]
სიკვდილის ვარსკვლავის ოფიცერი, დარწმუნებული თავის ძალაუფლებაში იმდენად, რომ დართ ვეიდერის მხრიდან ძალის დიდ რწმენას ეჭვქვეშ აყენებს. ამის გამო უკანასკნელი მას ძალის გამოყენებით თითქმის სასიკვდილოდ იმეტებს.[139]
მრუდეკბილა
ართურ როუტონი
დაბალი ტანის ჰუმანოიდური არსება, მოკლე ეშვებით. ეფუძნება სნივიელ პერსონაჟ „ზატონს“, რომელიც ჩნდება მოს აისლის ბარში (ახალი იმედი). მისი ორი ვერსია შეიქმნა Kenner სათამაშოების სერიისთვის (1978). პირველია გამხდარი ლურჯი ფერის ფიგურა, ხოლო მეორე – პატარა წითელი, ფილმის ვერსიასთან უფრო ახლოს მყოფი.[140]
ვარსკვლავურ გამადგურებელ „შურისმაძიებლის“ კაპიტანი. მოკლულია დართ ვეიდერის მიერ, „ათასწლიანი შავარდენის“ ხელში ჩაგდების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (იმპერიის საპასუხო შეტევაა).[144]
დედოფალი ნიიუტნი
გახმოვანება: ჯამილა მაკმილანი (კლონების ომები)
ნაბუს მმართველი კლონების ომების პერიოდში, დედოფალ ჯამილიას მემკვიდრე.
თავებზე მონადირე და ჯაშუში, მოვლენილი პირველი ორდენის მიერ, რომელსაც ამცნობს ჰან სოლოს მაზ კანატას სასახლეში გამოჩენის შესახებ (ძალის გამოღვიძება).[146] ეს პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება 2015 წლის მოთხრობაში „ვარსკვლავური ომები: სრულყოფილი იარაღი“ (ავტორი დილაილა დოუსონი).[147]
მდედრი ჰატი. გამოჩნდა რომანში „შედეგები: იმპერიის აღსასრული“ (2017). როგორც სხვა ჰატები, ისიც არის ბანდის მმართველი და ცხოვრობს პლანეტა ჯაკუზე, სადაც ხალხს მართავს მათი რესურსების განკარგვით.[148] „ვიზუალური ლექსიკონში“ და „გადარჩენის მეგზურში“ ნახსენებია, რომ ნიმას საყარაულო, მდებარე ჯაკუზე, მისი სახელობის არის.
ჯედაი ბიბლიოთეკარი, რომელიც დართ ვეიდერმა ბრძანება 66-ის შესრულებისას მოკლა.
პო ნუდო
პოლ ჯეიმზ ნიკოლსონი (სითების შურისძიება)
აკვალიში სენატორი, რომელიც სეპარატისტული საბჭოს წვერი გახდა. წარმოადგენდა ჰიპერ-კავშირების კარტელს. მოკლულია დართ ვეიდერის მიერ მუსტაფარზე, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად (სითების შურისძიება).
რიჩარდ ბონჰილი და მაიკ კუინი (puppeteer) (ჯედაის დაბრუნება, ძალის გამოღვიძება, უკანასკნელი ჯედაი) გახმოვანება: კიპსენგ როტიჩი (ჯედაის დაბრუნება, ძალის გამოღვიძება)
სალასტელი კონტრაბანდისტი, ლენდო კალრისიანთან ერთად უტევდა სიკვდილის მეორე ვარსკვლავს (ჯედაის დაბრუნება).[149]
„ძალის გამოღვიძებაში“ ჩნდება როგორც პო დემერონის x-ფრთიანი ესკადრილიის წევრი. ნუნბი აგრეთვე ჩნდება „უკანასკნელ ჯედაიში“, გადაურჩება რა დ'ქარის ალყას და გარბის „ათასწლიანი შავარდენით“ კრეიტის ბრძოლის შემდეგ.
ო
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ჰას ობიტი
არ არის
დრესელელი კონტრაბანდისტი, რომელსაც კავშირი აქვს გალენ და ლირა ერსოსთან, ორსონ კრენიკთან და მოფ ტარკინთან რომანში „კატალიზატორი“. ჯინ ერსო მოგვიანებით თავის თოჯინას მის პატივსაცემად უწოდებს „იღბლიან ჰაზ ობლუბიტს“.[150][151]
დედოფლის ხომალდის და N-1-ის პილოტი (ფარული საფრთხე) ნაბუდან გაქცევისას.[154] აგრეთვე ესკადრილია „ბრავოს“ მეთაური.
ომი
არ არის
დიანოგა, რომელიც „ახალ იმედში“ ჩნდება, ნაგვის გადამამუშავებელში. მოყვარულებმა მას „ნაგვის მონსტრი“ უწოდეს.[155][156] მოთხრობაში „ბაპტისტი“ (კრებული „გარკვეული თვალსაზრისით“) განმარტებულია, რომ დიანოგები არიან უძველესი თავფეხიანები, ხოლო ომი იყენებდა ძალას.[157]
„ოსაკას ბანდის“ სახელწოდებით ცნობილი მეკობრეების ვიკუეელი მეთაური. კლონების ომების პერიოდში იტაცებს და მისგან, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის, ითხოვს გამოსასყიდს ობი-ვან კენობისათვის, ენეკინ სკაიუოკერისთვის, გრაფ დუკუსთვის და მოგვიანებით ასოკა ტანოსთვის. აქვს ღირსების გრძნობა და პატივს სცემს ჯედაებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ „საქმეს სჭირდება“, იყენებს ეშმაკურ ტაქტიკას და ღალატს. კლონების ომებიდან წლების შემდეგ, მიუხედავად გალაქტიკურ იმპერიასთან დამარცხების და რაზმის დაკარგვისა, ჰონდო კვლავ ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას და „აჩრდილის“ აჯანყებულთა რაზმთან ურთიერთობა აქვს.[158]
დამნაშავეთა კლანის მეთაური და ჰატ ჯაბას მეტოქე, ცნობილი როგორც „ტატუინის ყველაზე სწრაფი მსროლელი“.
ბეილ პრესტორ ორგანა
ჯიმი სმიტსი (კლონების შეტევა, სითების შურისძიება, განდგომილი ერთი)[124] გახმოვანება: ფილ ლამარი (კლონების ომები, აჯანყებულები)
ლეია ორგანას აღმზრდელი მამა, ალდერაანის სენატორი, აჯანყებულთა ალიანსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მოკლულია ალდერაანის განადგურებისას.[159] ედრიან დანბარი მას ასრულებს სცენებში, რომლებიც ამოჭრილია ფილმიდან „ფარული საფრთხე“.[159]
ალდერაანის მმართველი, ბეილ ორგანას მეუღლე, ლეია ორგანას აღმზრდელი დედა. მოკლულია ალდერაანის განადგურებისას. აგრეთვე ჩნდება მოთხრობაში „დაბნელება“ და 2017 წლის რომანში „ლეია, ალდერაანის პრინცესა“.[160][161]
აჯანყებულთა ალიანსის, ახალი რესპუბლიკის და წინააღმდეგობის მეთაური. ენეკინ სკაიუოკერის და პადმე ამიდალას შვილი, ლუკ სკაიუოკერის ტყუპი და, ჰან სოლოს მეუღლე, კაილო რენის დედა.[162]
ლასატელი გუშაგის წევრი, რომელიც იბრძვის იმპერიის წინააღმდეგ. „აჩრდილის“ რაზმის წევრი სერიალ „აჯანყებულებში“.
ორრიმაარკო
კოლინ ჰანტი
აჯანყებულთა ალიანსის დრესელელი წევრი. ჩნდება „ჰედაის დაბრუნებაში“, კრეისერ „სახლ ერთზე“ შეხვედრისას, ენდორის ბრძოლამდე. აგრეთვე ნაჩვენებია, რომ გზად ენდორის მთვარისკენ ჯდება გატაცებულ იმპერიულ შატლშ „ტიდირიუმში“. მოგვიანებით მონაწილეობს ევოკების სოფელში, მეორე სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების შემდეგ გამარჯვების აღნიშვნაში. Kenner-ის თოჯინების სერიაში (1984) ეწოდებოდა „ჩამომხმარი სახე“.[163] იგივე პერსონაჟი მოხვდა 2010 წლის ეპიზოდში „რობოტი წიწილა: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III“, სერიალიდან „რობოტი წიწილა“.
ზაბრაკელი მებრძოლი პლანეტა დათომირზე, „ღამისძმების“ კლანიდან. ასაჟ ვენტრესი მას თავად შეარჩევს გრაფ დუკუზე სანადიროდ და მის მოსაკლავად, იმის გამო, რომ უკანასკნელმა თავად სცადა ვენტრესის მოკვლა. თავდაპირველად ეუფლებოდა ძალის ბნელ მხარის გამოყენებას გრაფ დუკუსთან, მოგვიანებით საკუთარ ძმა დართ მოლთან. მოკლულია დართ სიდიუსის მიერ, მანდალორზე.
ლუმინარა უნდულის შეგირდი ჯედაი, ასოკა ტანოს მეგობარი. მოგვიანებით ღალატობს ასოკას და ჯედაების საომარი პოლიტიკისადმი უნდობლობის გამო აწყობს ტერორისტულ დაბომბვას. საბოლოოდ ოფის აპატიმრებენ.[164]
პ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
პაბლო-ჯილი
უცნობი (კლონების შეტევა)
ონგრი ჯედაი (კლონების შეტევა), მონაწილეობდა გეონოსისის ბრძოლაში, სადაც ლურჯი სინათლის მახვილი ჰქონდა.[165]
ტიმტო პაგალიესი
ვეკნოიდი პოდ-მრბოლელი, მონაწილეობს ბუნტა ივის პოდ-რბოლაში. მის პოდს ანადგურებენ ტასკენები[166]
წინააღმდეგობაში X-ფრთიანის პილოტი (ძალის გამოღვიძება). რომანში „ჯედაის იარაღი: ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი“ ლუკი მისთვის კერპია.[167][168] პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება კომიქსების სერიაში „პო დემერონი“.[113]
ნაბუელი სენატორი და მოგვიანებით რესპუბლიკის უმაღლესი კანცლერი, აგრეთვე ცნობილი, როგორც დართ სიდიუსი, ბნელი მბრძანებელი სითი. მისი მაქინაციების შედეგად გალაქტიკური რესპუბლიკა გადაიქცა იმპერიად, თავად კი იმპერატორი გახდა. ძალის ბნელ მხარეს მიიქცია ენეკინ სკაიუოკერი და მას უწოდა დართ ვეიდერი. თუმცა, მოგვიანებით იგი თავად ვეიდერმა გაანადგურა.[169]
დედოფალ ამიდალას გუშაგის კაპიტანი (ფარული საფრთხე).[170]
კასკა პანზორო
არ არის
ბრავოს აღორძინების რაზმის უფროსი წევრი. ებრძვის პირველ ორდენს ატტერრა ბრავოზე. რივ პანზოროს ბებია. ლეია ორგანას უმეგობრდება წინააღმდეგობის მხრიდან დახმარების მისაღებად. ჩნდება 2017 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: კობალტის ესკადრილია“.[171]
რივ პანზორო
არ არის
ბრავოს აღორძინების რაზმის ახალგაზრდა წევრი. ებრძვის პირველ ორდენს ატტერრა ბრავოზე. იგი პეიჯ და როუზ ტიკოს პირველი მისიისას ახლავს, რაც აღწერილია რომანში „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: კობალტის ესკადრილია“.[171]
ბარონ პაპანოიდას ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, პანტორას წარმომადგენელი. იგი და მისი და, ჩი, გატაცებულები არიან სავაჭრო ფედერაციის მიერ პანტორას სავაჭრო ბლოკადის შემდეგ.
იმპერიული ოფიცერი, თავდაპირველად კაპიტანი. იკავებს ადმირალ ოზელის ადგილს ხომალდ „დამსჯელზე“ მას შემდეგ, რაც ოზელს ვეიდერი კლავს. აგრეთვე ჩნდება „ჯედაის დაბრუნებაში“, მაგრამ იღუპება, როდესაც ხომალდს ენდორის ბრძოლისას ეჯახება სიკვდილის ვარსკვლავი.[173]
სარკო პლანკი
მელიტოელი ნაგვის შემგროვებელი, იარაღის დილერი, თავებზე მონადირე. ჩნდება ჯაკუს სცენებში (ძალა იღვიძებს). მისი ბიოგრაფია უფრო ვრცლად არის მიმოხილული 2015 წლის რომანში „ჯედაის იარაღი: ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი“, რომელშიც პლანკი ახალგაზრდა ლუკს მიჰყვება ეედიტის ტაძარში და მოგვიანებით ღალატობს მას.[174]
უნკარ პლატი
საიმონ პეგი (ძალის გამოღვიძება, უკანასკნელი ჯედაი)
კროლუტელი ნაგვის ჩამბარებელი ჯაკუდან. ნაგვის სანაცვლოდ იხდის საკვების ულუფებით. ცდილობს რეისგან დროიდ BB-8-ის გამოსყიდვას, შემდეგ კი მის მოპარვას. მოგვიანებით რეი ჯაკუს ტოვებს, იტაცებს რა პლატის კუთვნილ „ათასწლიან შავარდენს“.[3]
დართ პლეგასი
არ არის
მბრძანებელი სითი, ნახსენები „სითების შურისძიებაში“. სურდა უკვდავობის მიღწევა. პალპატინი ლუკ სკაიუოკერს ეუბნება, რომ პლეგასი იმდენად ძლიერი გახდა, რომ შეეძლო სიცოცხლის მართვა მიდი-ქლორიანებით და შეეძლო ხალხის გაცოცხლება. პლეგასი მოკლული იქნა ძილისას თავად შეგირდის, პალპატინის მიერ.[175]
გეონოსისის ერცჰერცოგი, ტექნოკავშირის ნაწილი. ერთ-ერთი იმ სეპარატისტებიდან, რომლებიც დართ ვეიდერმა მუსტაფარზე გაანადგურა.[176] აგრეთვე მონაწილეობდა პირველი სიკვდილის ვარსკვლავის ადრეულ დაგეგმარებასა და მშენებლობაში (როგორც ცნობილი ხდება რომანიდან „კატალიზატორი“).[177]
იარაელ პუფი
მიშელ ტეილორი (ფარული საფრთხე)
გრძელკისრიანი ჯედაების უმაღლესი საბჭოს წევრი (ფარული საფრთხე).
X-ფრთიანის პილოტი კოდური ზედმეტსახელით „წითელი ექვსი“. მოკლულია პირველ სიკვდილის ვარსკვლავზე იერიშისას. მოულოდნელი სიკვდილის, ზომის და მანერების გამო მან კომიკური იმიჯი შეიძინა. მისი პაროდია მოხვდა „გრიფინების“ ეპიზოდში „Blue Harvest“.[178]
მსროლელი ლუკ სკაიუოკერის თოვლის სპიდერიდან (იმპერიის საპასუხო შეტევაა). იღუპება ჰოთის ბრძოლისას, როდესაც სპიდერს აზიანებს იმპერიული მოსიარულე. დაკი აგრეთვე ჩნდება რომანში „დაკარგული ვარსკვლავები“, აღნიშნული ბრძოლის წინ.[179]
ოპპო რანსისისი
ჯერომ ბლეიკი (ფარული საფრთხე)
თისსპიასელი ჯედაი, ჯედაების საბჭოს წევრი წინარეისტორიაში, საბრძოლო მედიტაციის ოსტატი.[180]
ადმირალი დოდ რანსიტი
არ არის
გალაქტიკური იმპერიის ადმირალი და მოღალატე. მოფ ტარკინის მტერი 2014 წლის რომანში „ტარკინი“.[181]
რაპერტუნი
შაუდა უბ გროუდელი მუსიკოსი მაქს რებოს ბენდში (ჯედაის დაბრუნება, სპეციალური გამოცემა).
გალიუს რაქსი (იგივე „ოპერატორი“)
არ არის
პირველი ორდენის იდუმალი ადმირალი, მანიპულატორი, რომანების სერიიდან „შედეგები“.[182]
მაქს რებო
საიმონ უილიამსონი (ჯედაის დაბრუნება)
ორტოლანელი კლავიშისტი, მაქს რებოს ბენდის ხელმძღვანელი (ჯედაის დაბრუნება).[183]
ენებ რეი
არ არის
აჯანყებულთა ალიანსის ჯაშუში. მას შემდეგ, რაც მიიღო მრავალი დაზიანება, განუდგა ალიანსს. მოგვიანებით დაესხა ციხე „მზის ლაქას“. პირველად ჩნდება 2015 წლის კომიქსში „ვარსკვლავური ომები“ (ყოველწლიური გამოშვება #1).[184]
16 წლის მანდალორელი გრაფიტის მხატვარი, გაგდებული იმპერიული აკადემიიდან, ყოფილი დაქირავებული მკვლელი და „აჩრდილის“ რაზმის იარაღის ექსპერტი.
სიენა რი
არ არის
იმპერიული ქალი ოფიცერი, თეინ კაირელის მოკავშირე. რომანში „დაკარგული ვარსკვლავები“ იგი მეთაურობს ვარსკვლავურ გამანადგურებელ „მტანჯველს“ და მას განგებ ჩამოაგდებს ჯაკუს ბრძოლისას.[179]
რი-იისი
მაიკ კუინი და რიჩარდ ბოუნჰილი (ჯედაის დაბრუნება)
სამთვალა უცხო რასის წარმომადგენელი, ცნობილი როგორც გრანი. ჩანს „ჯედაის დაბრუნებაში“, ჰატ ჯაბას სასახლეში.[185]
ნაგვის შემგროვებელი უდაბური პლანეტა ჯაკუდან. იგი ფინთან ერთად უბრუნებს BB-8-ს წინააღმდეგობას, მაგრამ დაჭერილია კაილო რენის მიერ. სწორედ ამის შედეგად ნათელი ხდება, რომ რეის შეუძლია ძალის გამოყენება.
იმპერიული პილოტი, რომელიც, გალენ ერსოს მიერ წაქეზებული, გადადის აჯანყებულების მხარეს და იპარავს სიკვდილის ვარსკვლავის სქემებს (განდგომილი ერთი).
პაგეტი რუკი (უიკუეი)
ჯულიუს ლეფლორი (ჯედაის დაბრუნება)
დარაჯი უიკუეი ჰატ ჯაბას სასახლეში.[188] Kenner-ის სათამაშოების სერიაში უბრალოდ უიკუეი ეწოდება, მაგრამ შემდგომში ეს სახელი ჩამოყალიბდა რასის დასახელებად.[90]
ნოგრელი, პირველად წარდგენილი „აჯანყებულების“ მეოთხე სეზონში. ემსახურება გრანდ-ადმირალ თრონს. თავდაპირველად გამოჩნდა „ლეგენდების“ სერიაში, „თრონის“ ტრილოგიაში, სადაც თრონი მოკლა.
პადმე ამიდალას ერთ-ერთი მოახლე. ფილმში მას დროდადრო მიმართავენ, როგორც „ამიდალას“.[189]
გევინ საიკსი
კრისტიან სიმფსონი (ფარული საფრთხე)
ნაბუს ეროვნული უსაფრთოების ძალების ლეიტენანტი ნაბუზე შემოჭრისას. R2-C4-თან ერთად იგი თიშავს დროიდების სამართავი ხომალდის დამცავ გენერატორს (ფარული საფრთხე), რის შემდეგაც ენეკინ სკაიუოკერი ხომალდს შიგნიდან ანადგურებს.[190]
წინააღმდეგობის ადმირალი, რომელიც მონაწილეობს სტარკილერის ბაზაზე იერიშის გეგმის შემუშავებაში. მისი წინადადებით, აუცილებელია თერმული გენერატორის განადგურება. სატურა აგრეთვე ჩნდება კომიქსში „პო დემერონი“.
esistance Admiral that helps plan the assault on Starkiller Base, correctly suggesting that they cripple its thermal oscillator. Satura also appears in the Poe Dameron comic
სამხედრო ოფიცერი, რომელიც მსახურობს გენერალ ლეია ორგანასთან (ძალის გამოღვიძება). მივლენილია პლანეტა ჰოსნიან პრაიმზე გზავნილით სენატთან და იმყოფება ამავე პლანეტაზე, როდესაც მას ანადგურებს პირველი ორდენის ბაზა „სტარკილერი“. პერსონაჟის როლი ფილმში მცირეა, მაგრამ იგი უფრო აქტიურია ფილმის რომანის სახით ადაპტირებულ ვერსიაში.[197][198] მისი ლეიასთან მსახურობის პერიოდი აგრეთვე აღწერილია რომან „შთამომავლობაში“.[99][100][101]
აჯანყებულთა ალიანსის წევრი, გაიძვერების ესკადრილიის პილოტი (იმპერიის საპასუხო შეტევაა); ცნობილი როგორც „გაიძვერა ორი“. სენესკა მართავს თოვლის სპიდერს და იღუპება ჰოთის ბრძოლისას, იმპერიულ AT-AT მოსიარულეებზე შეტევისას.[199] იგი აგრეთვე პოულობს ლუკს და ჰანს, რომელიც მანამდე დაკარგულები არიან ჰოთზე.
ტვი'ლეკელი მებრძოლი. იგი ეწინააღმდეგება სეპარატისტებს და საბოლოოდ გადადის რესპუბლიკური არმიის მხარეს, როდესაც კლონების ომები შეეხება პლანეტა რილოთს. შემდგომში ჩამი აგრეთვე ეწინააღმდეგება გალაქტიკური იმპერიის მიერ მისი პლანეტის ოკუპაციას, შორდება თავის ასულ ჰერას უკანანასკნელის დედის გარდაცვალების და იმ მიზეზითაც, რომ ჰერას არ მოსწონს რილოთის ნებისმიერი ფასით გათავისუფლების ჩანაფიქრი. ისინი ერთმანეთს კვლავ ხვდებიან, როდესაც ჩამი და მისი მებრძოლები გობი და ნუმა უერთდებიან ჰერას რაზმს, რათა მოიპარონ იმპერიული გადამზიდი და გაანადგურონ რილოთთან მოძრავი იმპერიული კრეისერი.[201]
ტვი'ლეკი, ჩამ სინდულას ასული. დატოვა საკუთარი პლანეტა, რათა იმპერიის წინააღმდეგ ებრძოლა რაზმ „აჩრდილის“ შემადგენლობაში. ამავე რაზმში მისი წევრობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ხშირად პასუხისმგებელია მის ერთიანობაზე.[202]
ჯოფ სისტრაიკერი
არ არის
ლეია ორგანას მოკავშირე, წინააღმდეგობის პილოტი სერიაში „ვარსკვლავური ომები: შთამომავლობა“[203].
ბნელ მხარეს მოქცეული ჯედაი. საგის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რჩეული. ობი-ვან კენობის შეგირდი, პადმე ამიდალას მეუღლე, ლუკის და ლეიას მამა.[204] ბნელ მხარეზე მოქცევის შემდეგ ცნობილი, როგორც დართ ვეიდერი.
ენეკინ სკაიუოკერის დედა. კუაი-გონ ჯინი ცდილობს მის ტყვეობიდან გათავისუფლებას, მაგრამ წარუმატებლად. შმის მითითებით ენეკინი ტატუინს კუაი-გონთან ერთად ტოვებს. მოგვიანებით შმი უყვარდება კლიგ ლარსს და მას ტყვეობიდან გამოისყიდის. შმი ენეკინის ხელთ კვდება მას შემდეგ, რაც მას იტაცებენ და აწამებენ ტასკენები „კლონების შეტევაში“.[206]
დედოფალი მირაჟ სკინტელი
გახმოვანება: რაჯია ბარუდი (კლონების ომები)
ზიგერიას დედოფალი, სეპარატისტული საბჭოს წევრი. იგი იჭერს ენეკინს, ობი-ვანს და ასოკას და ცდილობს მათ მონების სახით გაყიდვას. თუმცა, სამივეს გადაარჩენენ კავალერისტები. გრაფი დუკუ მირაჟს დავალების შეუსრულებლობის გამო გუდავს ძალის დახმარებით.
ადმირალი ტერინალდ სკრიდი
არ არის
იმპერიული ადმირალი, კიბერნეტიკული თვალით, 2014 წლის რომანიდან „ვარსკვლავური ომები: ტარკინი“.[181] სკრიდი უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ლეგენდების სიუჟეტებში და პირველად გამოჩნდა 1985 წლის სერიალში „დროიდები“.[207]
„ათასწლიანი შავარდენის“ კაპიტანი, აჯანყების მონაწილე, რომელსაც უყვარდება ლეია ორგანა. იგი უერთდება აჯანყებულებს. „ძალის გამოღვიძებაში“ ასახული მოვლენების დროს მას კლავს საკუთარი შვილი, კაილო რენი.
გრირ სონელი
არ არის
ლეია ორგანას თანაშემწე და პილოტი (რომანი „შთამომავლობა“).[99][100][101]
წარმოშობით ოკეანურ პლანეტა პამართიდან. აგრეთვე მოთხრობის „გამომწვარი“ (დილაილა ს. დოუსონი) გმირი (ამოქვეყნებულია Star Wars Insider-ის 165-ე გამოცემაში).[214][215]
სანა სტაროსი
არ არის
ჰან სოლოს მოკავშირე. იგი წარდგენილია, როგორც ჰანის მეუღლე, მაგრამ მოგვიანებით აღიარებს, რომ ამ როლს მხოლოდ წინა თაღლითობისას განასახიერებდა. პირველ ჩნდება 2015 წლის „ვარსკვლავური ომების“ კომიქსებში.[216][217]
ლამა სუ
გახმოვანება: ენტონი ფელანი (კლონების შეტევა).[218] „კლონების ომებიდან“ ცნობილი ხდება, რომ იგი დართ ტირანუსზე მუშაობდა, რაც იყო კლონების მიერ ჯედაების განადგურების სქემის ნაწილი.
ტ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ორნ ფრი ტაა
ჯერომ ბლეიკი (ფარული საფრთხე), მეტ როუენი (კლონების შეტევა, სითების შურისძიება) გახმოვანება: ფილ ლამარი (კლონების ომები)
მსუქანი ტვი'ლეკი, რომელიც წარმოადგენს პლანეტა რილოთს გალაქტიკურ სენატაში წინარეისტორიის ფილმებში.
იმპერიული ოფიცერი სიკვდილის ვარსკვლავზე (ახალი იმედი). საუბრობს სიკვდილის ვარსკვლავის უსაფრთხოებაზე, რომელიც კითხვის ქვეშ არის აჯანყებულთა ხელთ არსებული მისი სქემების გამო.[219] ტაგე აგრეთვე ჩნდება Marvel-ის კომიქსებში. ცნობილი ხდება, რომ იგი გადაურჩა პირველი სიკვდილის ვარსკვლავის აფეთქებას. იმპერატორი პალპატინი მას ანიჭებს იმპერიის გრანდ-გენერლის წოდებას.[220]
სტრონო ტაგზი
ეიდან კუკი (ძალის გამოღვიძება)
არტიოდაკი მზარეული მაზ კანატას სასახლიდან. მისი ამბავი უფრო ვრცლად არის მიმოხილული მოთხრობაში „სიკვდილის რეცეპტი“.[46]
რეტს ტაირელი
ალინელი პოდ-მრბოლელი, რომელიც იღუპება ბუნტა ივის რბოლისას (ფარული საფრთხე).[221]
ღამის დების, ალქაჯების რაზმის, დათომირელი მეთაური კლონების ომებამდე და მათ შემდეგ. ფლობს დიდ მაგიურ ძალას. შეუძლია როგორც გონების მართვა, მანიპულირება, ასევე ნისლად ქცევა და სხვა მრავალი რამ. მას შემდეგ, რაც დათომირს ესხმის გენერალი გრივუსი, იგი არის ერთადერთი გადარჩენილი კუდიანი თავისი რაზმიდან (გარდა ასაჟ ვენტრესისი). „წაგებულ მისიებში“ ტალზინი ცდილობს სხვა არსებებიდან ძალის მიტაცებას და სფეროში შეგროვებას. მას შემდეგ, რაც საკმარის რაოდენობას შეაგროვებს, ტალზინს სურს, ძალა შეისრუტოს და რომელიმე ჯედაიზე თუ სითზე უფრო ძლიერი გახდეს. თუმცა, მას ამარცხებენ მეის უინდუს და ჯარ ჯარ ბინკსის ძალები. კომიქსში „დართ მოლი: ძე დათომირისა“ ტალზინი იღუპება გენერალ გრივუსის ხელთ, რათა დართ მოლს, თავის შვილს, მისცეს გაქცევის საშუალება.
უოტ ტამბორი
გახმოვანება: კრის ტრასუელი (კლონების შეტევა), მეთიუ ვუდი (კლონების ომები)
ტექნოკავშირის სკაკოელი წინამძღოლი და ბაკტოიდური იარაღის საამქროს აღმასრულებელი ხელმძღვანელი კლონების ომებამდე და მათ შემდეგ. მსახურობს სეპარატისტების საბჭოში კლონების ომის პერიოდში. აფინანსებს და ეხმარება დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას.[222]
ზვიგენის მსგავსი სეპარატისტების მეთაური. ცნობილი სიმკაცრით და ბრწყინვალე აზროვნებით. მიუძღვის ძალებს მონ კალამარიზე ერთ-ერთ ბრძოლაში. მოკლულია აფეთქებული ყუმბარის მიერ.
ენეკინ სკაიუოკერის ტოგრუტელი პადავანი ჯედაი. დროთა განმავლობაში უვითარდება შესანიშნავი უნარები და ტექნიკა. იგი იქცევა კარგ მეთაურად. სერიალ „კლონების ომების“ მეხუთე სეზონის მიწურულს მისი მეგობარი და კიდევ ერთი პადავანი ბარის ოფი ისე მოაწყობს, რომ ტანოს აბრალებენ ჯედაების ტაძრის დაბომბვას. მოგვიანებით ასოკას რიცხავენ ჯედაების ორდენიდან და რესპუბლიკის წინაშე სამსჯავროზე გაჰყავთ, მაგრამ ენეკინი ყველას უამბობს ბარისის ქმედებების შესახებ. მოგვიანებით ტანოს კვლავ იწვევენ ჯედაებს შორის, მაგრამ იგი უარს ამბობს, ვინაიდან აღარ ენდობა. ცნობილია ისიც, რომ ასოკა არის იდუმალი ფალკრამი, რომელზეც ნადირობენ ვეიდერი და ინკვიზიტორები. ვეიდერთან დუელის შემდეგ მისი ბედი უცნობია.
Clone Trooper ტაპი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)[7]
ახალბედა კლონი მოიერიშე. სახეზე ატარებს ცრემლის ფორმის ტატუს. იგივე ფორმის სიმბოლოები გამოსახულია მის ჩაფხუტზე.[223]
ვუკების ბელადი, რომელიც, ჩუბაკასთან ერთად, წინამძღოლობს თავის ხალხს კაშიიკის ბრძოლისას. მოგვიანებით, ბრძანება 66-ის გაცემისას, ეხმარება იოდას კლონებისგან გაქცევისას (სითების შურისძიება).
ყოფილი მოგზაური და ძალის ტაძრის მიმდევარე, ისევე, როგორც ლუკ სკაიუოკერის ძველი მოკავშირე, მცხოვრები პლანეტა ჯაკუზე. პოს გადასცემს რუკის ფრაგმენტს, რომლითაც შესაძლებელია ლუკის ადგილსამყოფელის პოვნა. მოგვიანებით მას კლავს კაილო რენი.
გებ ტელდარი
არ არის
თავებზე მონადირე და მკვლელი. პირველად გამოჩნდა რომანში „შედეგები“.
ბერჩ ტელერი
არ არის
რესპუბლიკური დაზვერვის ოფიცერი, რომელიც შემდგომში იმპერიის წინააღმდეგ იბრძვის და ესხმის მოფ ტარკინის პირად ხომალდს (რომანი „ტარკინი“).[181]
ტოგრუტელი ჯედაი, ჯედაების საბჭოს წევრი (კლონების შეტევა, სითების შურისძიება), რომელიც გადაურჩება ჯედაების დიდ წმენდას. წაშლილ სცენაში „სითების შურისძიებიდან“ მოკლულია გენერალ გრივუსის მიერ.
ევოკების რაზმის მეთაური, რომელმაც დაიჭირა ლუკი, ჰანი, ჩუბაკა და დროიდები. მოგვიანებით მას R2-D2 უშენს ელექტრომუხტებს. უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს თავად რომანში „ჯედაის დაბრუნება“.[119]
ნაგვის შემგროვებელი ჯაკუდან. ერთ-ერთი თავისი სახეობიდან, რომელიც ცნობილია როგორც ტიდოსები.[226] ეს ტიდო ცდილობს BB-8-ს წაყვანას, მაგრამ დროიდს ათავისუფლებს რეი.
სესი ტიინი
ხან ბონფილსი (ფარული საფრთხე), ჯესი იენსენი (კლონების შეტევა), კენჯი ოუტსი (სითების შურისძიება) გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
ჯედაი და ჯედაების უმაღლესი საბჭოს წევრი წინარეისტორიის ტრილოგიაში და „კლონების ომებში“. ერთ-ერთი ოთხი ჯედაიდან, რომლებიც პალპატინის დაპატიმრებისას იღუპებიან. ფლობს მწვანე სინათლის მახვილს.
ტიკესი
სეპარატისტების საბჭოს წევრი, კალამარიზე დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მიერ მხარდაჭერილი კუარენის იზოლირების ლიგის წევრი და სენატორი. მონ კალამარიზე ერთ-ერთ სეპარატისტულ თავდასხმას მეთაურობს, მაგრამ მუსტაფარზე მოკლულია დართ ვეიდერის მიერ.
როუზ ტიკოს უფროსი და, მსროლელი და პილოტი კობალტის ესკადრილიიდან.[171] მოკლულია დ'ქარის ბრძოლისას, როდესაც თავს შესწირავს პირველი ორდენის დრედნოუტის განადგურებას.
წინააღმდეგობის მექანიკოსი, პეიჯ ტიკოს უმცროსი და, კობალტის ესკადრილიის ყოფილი წევრი.[171] ეხმარება ფინს და მასთან ერთად მიემგზავრება კანტო ბაიტზე, აფეთქებს პირველი ორდენის დრედნოუტ „სიდიადეს“. კრეიტის ბრძოლისას გონებას კარგავს.
კლოდოგრანელი, რომელიც ჩნდება კანტო ბაიტის სცენებში (უკანასკნელი ჯედაი). პირველად ჩნდება ნოველაში „არაფერი გესმოდეს, არაფერს ხედავდე, არაფერი თქვა“, კრებულიდან „კანტო ბაიტი“.[227]
კოულმენ ტრებორი
ვურკი ჯედაი, რომელიც მონაწილეობს გეონოსისის ბრძოლაში და მოკლულია ჯანგო ფეტის მიერ გრაფ დუკუს მკვლელობის მცდელობისას.
ადმირალი ტრენჩი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
სეპარატისტული ძალების ჰარჩი ადმირალი, რომელიც მეთაურობს პლანეტა კრისტოფსისის ბლოკადას. თავისი დროის ერთ-ერთი ნიჭიერი სამხედრო ტაქტიკოსი. ვარაუდობენ, რომ შეეძლო შენიღბულ ხომალდებისთვის თვალის დევნა. თითქოს იღუპება „კლონების ომების“ ერთ-ერთ ეპიზოდში, მაგრამ მეექვსე სეზონში ბრუნდება, აღდგენილი ისე, რომ თითქმის მთლიანად დაფარულია კიბერნეტიკული მოწყობილობებით. აგრეთვე ჩნდება 4 ეპიზოდიან სიუჟეტში და იღუპება ენეკინ სკაიუოკერის ხელთ მას შემდეგ, რაც მის ხომალდს ესხმიან რესპუბლიკის ძალები.
უაგ ტუ
გახმოვანება: ალეკ მედლოკი (კლონების ომები)
ლურმენი მკურნალი და სოფლის მეთაურ ტი უატ კას შვილი. მამაზე უფრო მეტ მადლიერებას გამოხატავს, როდესაც ტანო, სეკურა და სკაიუოკერი სოფელს სეპარატისტებისგან იცავენ.
მირიალელი ჯედაი (კლონების შეტევა, სითების შურისძიება). მისი პადავანი იყო ბარის ოფი. მოკლულია „ბრძანება 66“-ის ამოქმედებისას.[228] პერსონაჟი მონაწილეობს თამაშებში Lego Star Wars: The Video Game და Star Wars: The Clone Wars. „აჯანყებულებში“ ცნობილი ხდება, რომ ლუმინარა ცოცხალია – თუმცა ეს მხოლოდ სატყუარაა.
ახალგაზრდა, პირველად წარდგენილი ტრილოგიაში „შედეგები“, სადაც მოგზაურობს დედამის, მორასთან ერთად. იგი არის წინააღმდეგობის X-ფრთიანის პილოტი (ძალის გამოღვიძება).[77][230][231]
კამინოელი მმ8ართველი. იგი ობი-ვანს უჩვენებს კლონებს (კლონების შეტევა). გადაღებებისას მსახიობი ატარებდა ამ არსების თავის მაკეტს, ვინაიდან აუცილებელი იყო, რომ სხვა მსახიობებს პერსონაჟისთვის შეეხედათ ამა თუ იმ სიმაღლიდან.[232]
ჯედაი, რომელიც წინარეისტორიის ტრილოგიაში ჩნდება. ითვლება ჯედაების ისტორიაში ხმლის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად. ჯედაების ორდენში მსახურობს კლონების ომამდე დიდი ხნით ადრე. მოკლულია პალპატინის დაპატიმრების მცდელობისას.[233]
ახალგაზრდა ტვი'ლეკი მოცეკვავე, ჰატ ჯაბას მონა, მიჯაჭვული მის სავარძელზე. მოკლულია ჯაბას რანკორის მიერ.[234]
უოლივანი
უორუიკ დეივისი (ძალის გამოღვიძება)
სტუმარი მაზ კანატას სასახლის ბარში (ძალის გამოღვიძება).
მეთაური უოლფი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები, აჯანყებულები)
კლონების მეთაური, რომელიც მიუძღვება გენერალ ჯედაი პლო კუნის 104-ე ბატალიონის „მგლების ხროვას“. საბოლოოდ, კლონების ომების შემდეგ, სხვა კლონებთან, რექსთან და გრეგორთან ერთად, აღმოჩნდება სილოსის სისტემაში
„უცნაური“, იგივე „CC-2237“ — კლონი მოიერიშე და პილოტი კლონების ომების პერიოდშიო. მონაწილეობდა ტეთის, უმბარას, კორუსანტის და უტაპაუს ბრძოლებში. CC-2237, ნიჭიერი პილოტი, მართავს სხვადასხვა ტრანსპორტს, როგორიც არის V-19 და ARC-170. კლონების ომების პერიოდში დროდადრო მსახურობს გენერალ ჯედაი ობი-ვან კენობის მეთაურობით.
ფ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ონაკონდა ფარი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
როდიელი სენატორი, თავდაპირველად დამოუკიდებელი სისტემების ფედერაციის, მოგვიანებით კვლავ რესპუბლიკის მოკავშირე.
თავებზე მონადირე, ჰან სოლოს მტერი. ჯანგო ფეტის კლონი, რომელსაც ჯანგო კამინოს ზრდიდა როგორც შვილს.[236] იღუპება, როდესაც ეცემა ჰატ ჯაბას სარლაკის ხახაში (ჯედაის დაბრუნება).
ფერალი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
სავაჟ ოპრესის და დართ მოლის ძმა, რომელთანაც სავაჟი ცხოვრობდა დათომირზე. შედის ღამის ძმების რაზმში. ასაჟ ვენტრესმა იგი აირჩია როგორც გრაფ დუკუს პოტენციური მკვლელი. მოგვიანებით ფერალს სავაჟი ასაჟის ბრძანებით კლავს.
ჯონ ბოიეგა (ძალის გამოღვიძება, უკანასკნელი ჯედაი) გახმოვანება: ჯონ ბოიეგა (ბედისწერის ძალები)
პირველი ორდენიდან გაქცეული მოიერიშე, თავდაპირველად ცნობილი კოდური სახელით FN-2187. მოგვიანებით უერთდება წინააღმდეგობას და პო დემერონისგან ენიჭება სახელი ფინი.
კიტ ფისტო
ზაქარაია იენსენი და დენიელ ზიზმორი (კლონების შეტევა), ბენ კუკი (სითების შურისძიება) გახმოვანება: ფილ ლამარი (კლონების ომები)
ამ პერსონაჟის დიზაინი თავდაპირველად შეიქმნა სითისთვის, მხატვარ დერმოტ პაუერის მიერ. როდესაც ასეთი კონცეფცია გაუქმდა, პაუერმა საცეცებიანი თავის მქონე პერსონაჟი გადაამუშავა როგორც ჯედაი.
მამაკაცი ტვი'ლეკი რაილოთიდან. ჰატ ჯაბას მსახური (ჯედაის დაბრუნება, ფარული საფრთხე). იგი ესაუბრება C3-PO-ს და R2-D2-ს, როდესაც ისინი შედიან ჯაბას სასახლეში. მოგვიანებით ექცევა ლუკ სკაიუოკერის გონებრივი მართვის ქვეშ.[238]
მეთაური ფოქსი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
კლონი მეთაური, კორუსანტის გუშაგის ხელმძღვანელი (კლონების ომები).
ქ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ბენ ქუადინაროსი
ერთ-ერთი მბრბოლელი. მისი და ენეკინის სარბოლო პოდები მოშლილი იყო. ბენის პოდი აფეთქდა მას შემდეგ, რაც ენერგიის ქუროები გაფუჭდა.[239]
მონ კალამარელი ხომალდების ინჟინერი. მან შექმნა B-ფრთის პროტოტიპი B6. ცხოვრობდა მარტო, შანტიპოლზე. მოგვიანებით, ჰერა სინდულას დახმარებით, შეუერთდა აჯანყებულებს და მათთვის სხვა B-ფრთები შეიმუშავა.[240]
შ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
ეჩუუ შენ-ჯონი
მეის უინდუს ყოფილი პადავანი, რომელიც კლონების ომების პერიოდში ჯედაების გენერალია. ბრძანება 66-ის გაცემისას იმალება და ბრუნდება სამოქალაქო ომის დროს, უერთდება რა აჯანყებულთა ალიანსს.
პირველი ორდენის მოიერიშე, რომელიც რეის ზედამხედველად რჩება, როდესაც უკანასკნელი მას მოატყუებს ძალის მეშვეობით. იგი იძულებულია, გაათავისუფლოს გოგონა და დააგდოს იარაღი.[244][245]
FN-2003 (იგივე „შეყოვნება“)
პიპ ანდერსენი (ძალა იღვიძებს)
პირველი ორდენის მოიერიშე, რომელიც მსახურობდა FN-2187-თან (ფინთან). დაიღუპა ტუანულზე თავდასხმისას და ფინის ჩაფხუტზე დატოვა ხელის სისხლიანი ანაბეჭდი. აგრეთვე ჩნდება 2015 წლის რომანში „გამოღვიძებამდე“. ხშირად ჩამორჩება რაზმს, რის გამოც უწოდებენ „შეყოვნებას“.[246]
ხელახლა აწყობილი B1 მოდელის საბრძოლო დროიდი (პირველად გამოჩნდა „შედეგებში“). ტემინ „სნეპ“ უექსლის პირადი მცველი.[248][249] კომიქსში „პო დემერონი“ (#13) სნეპი თან ატარებს ძვლების „პიროვნულ შაბლონს“ და დროებით უნერგავს მას სხვა დროიდს, რათა დაიცვას პო დემერონი.[250]
ხ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
კლონი მოიერიშე ხუთიანები
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
ყოფილი მოიერიშე და. „დომინოს“ რაზმის ერთადერთი გადარჩენილი წევრი. იბრძვის კაპიტან რექსთან ერთად. ერთადერთი კლონი, რომელმაც შეიტყო ბრძანება 66-ის შესახებ, მაგრამ მოკლულია მეთაურ ფოქსის მიერ, რომელიც გამოაგზავნა დართ სიდიუსმა.[8][251]
მაიკ ედმონდსი, დეივ ბარკლი, ტობი ფილპოტი, ჯონ კოპინგერი (თოჯინის მართვა) (ჯედაის დაბრუნება), გახმოვანება: ლარი უორდი (ჯედაის დაბრუნება), სკოტ შუმანი (ფარული საფრთხე), კევინ მაიკლ რიჩარდსონი (კლონების ომები)
დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური. მისი ბრძანებით გალაქტიკაში მოგზაურობენ თავებზე მონადირეები. პრინცესა ლეიამ ჯაბა მოკლა საკუთარ კარჭაპზე (ჯედაის დაბრუნება).[252] პერსონაჟის სრული სახელია ჯაბა დესილიიკ ტიურე.[253]
„აჩრდილის“ გუნდის დე ფაქტო მეთაური, ჯედაი და ეზრა ბრიჯერის მასწავლებელი, აგრეთვე დეპა ბილაბას შეგირდი. ატარებს ბლასტერ DL-18-ს და ლურჯ სინათლის მახვილის. ეზრას წვრთნის თაობაზე თავადაც არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, თვლის, რომ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ნამდვილი სახელი – კალებ დუმი.
ჯირა
მარგარეტ ტაუნერი (ფარული საფრთხე)
ენეკინ სკაიუოკერის მეგობარი ტატუინზე. გადაღებულია დამატებითი სცენა, რომელშიც იგი ენეკინს ემშვიდობება, მაგრამ იგი ამოჭრილია „ფარული საფრთხიდან“.[255]
გრიატა ჯენდოვანიანი
სელია ფუშილი (ჯედაის დაბრუნება)
როდელი ბეკ-ვოკალისტი და მაქს რებოს ბენდის მოცეკვავე (ჯედაის დაბრუნება, სპეციალური გამოცემა).
მეორე სიკვდილის ვარსკვლავის და იმპერიის ერთ-ერთი გამოჩენილი მეთაური (ჯედაის დაბრუნება). დართ ვეიდერის დავალებით უნდა დააჩქაროს ბაზის მშენებლობა. ვეიდერი მას ეუბნება, რომ იმპერატორი უფრო ულმობელია (მასთან შედარებით).[256]
ჯეტი
დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)
კი-ადი-მუნდის კლონი მეთაური (კლონების ომები).
დექსტერ ჯეტსტერი
გახმოვანება: რონალდ ფალკი (კლონების შეტევა)
მრავალი იარაღით აღჭურვილი ბესალისკი, „დექსის სასადილოს“ მფლობელი, ობი-ვან კენობის ძველი ნაცნობი. იცის ბევრი რამ პლანეტა კამინოს შესახებ და კენობის უამბობს იქაურ მოწამლულ ისარზე (კლონების შეტევა).[257] მოყვარულებს შორის იგი პოპულარული არ არის, ვინაიდან წინარეისტორიის ტრილოგიაში ფლობს თავად სამყაროსთან შეუსაბამ 50-იანების სტილის კაფეში.[258]
ჯედაი, რომლის მასწავლებელი იყო გრაფი დუკუ. თავად არის ოვი-ვან კენობის მასწავლებელი. იგი პოულობს ენეკინს ტატუინზე და გადაწყვიტავს, მოამზადოს. მაგრამ მას კლავს დართ მოლი და ენეკინის მასწავლებელი ხდება კენობი.[259]
ჯუბნუკი
საიმონ უილიამსონი (ჯედაის დაბრუნება)
ჰატ ჯაბას ერთ-ერთი მსახური, წარმოშობით გამორეელი. ცოცხლად შეჭმულია რანკორის მიერ (ჯედაის დაბრუნება).
ჰ
სახელი
განასახიერებს
აღწერა
რუნ (ან რუნე) ჰააკო
ჯერომ ბლეიკი (ფარული საფრთხე), ალან რასკო (კლონების შეტევა), სენდი თომპსონი (სითების შურისძიება) გახმოვანება: ჯეიმზ ტეილორი (ფარული საფრთხე), კრის ტრასუელი (კლონების შეტევა)
ნუტ განრეის შემდეგ თანამდებობით მეორე, მისი მრჩეველი სავაჭრო ფედერაციაში.[260]
თავებზე მონადირე, რომელსაც დაევალა ობი-ვან კენობის მოკვლა, კლონების ომის პერიოდში. კენობი მას საბოლოოდ იჭერს და შემდეგ მის გარეგნობას იღებს და აღმოაჩენს, თუ როგორ სურდათ კანცლერ პალპატინის გატაცება.
თანაშემწე რაზმ „ინფერნოში“. აგრეთვე ჩნდება რომანში „ვარსკვლავური ომების საბრძოლო ფრონტი II: ინფერნოს რაზმი“.
ტეი ჰაუ
გახმოვანება: ამანდა ლუკასი და მარკ სილკი (ფარული საფრთხე)
ნეიმოდელი ქალი, რომელიც არის როგორც პილოტი, ასევე კავშირის ხელმძღვანელი სავაჭრო ფედერაციის ხომალდზე (ფარული საფრთხე). გახდა პოპულარული როგორც მიმი.[261]
დონალ გლისონი (ძალის გამოღვიძება, უკანასკნელი ჯედაი)
პირველი ორდენის გენერალი. უმაღლეს მეთაურ სნოუკის ხელმძღვანელობით მართავს ბაზა „სტარკილერს“ (ძალის გამოღვიძება). „უკანასკნელ ჯედაიში“ იგი წინააღმდეგობის ძიების და განადგურების ოპერაციას ხელმძღვანელობს.
გალაქტიკური იმპერიის კომენდანტი, მოგვიანებით პირველი ორდენის კომენდანტი, რომელიც ხელმძღვანელობს მოიერიშეთა დაბადებიდან მომზადებას. გენერალ არმიტიჯ ჰაქსის მამა. ჩნდება 2017 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ფაზმა“.
ჰევი
გახმოვანება: დი ბრედლი ბეიკერი (კლონების ომები)[7]
გულადი კლონი, რომელიც საკუთარ თავს გასწირავს კლონების ომების პერიოდში. არის რაზმ „დომინოს“ მოკავშირე. მისი ზედმეტსახელი (Hevy, ინგლისური heavy-დან - მძიმე) გამომდინარეა იმ ფაქტიდან, რომ უყვარდა მძიმე იარაღის ტარები.[8]
სენ ჰილი
გახმოვანება: კრის ტრასუელი (კლონების შეტევა)
ინტერგალაქტიკური საბანკო კლანის თავმჯდომარე, მოკლულია დართ ვეიდერის მიერ (სითების შურისძიება).[262]
ჯედაების მოკავშირე არქიტექტორი დროიდი. იგი მუშაობდა ჯედაების საწვრთნელ კრეისერზე, სადაც ჯედაებს ეხმარებოდა სინათლის მახვილების აწყობაში. ამ როლისთვის მისმა გამხმოვანებელმა, დეივიდ ტენანტმა, მიიღო ემის ჯილდო.
კლეგ ჰოლდფასტი
ნოსაურელი პოდ-მრბოლელი და ჟურნალისტი, რომელიც მონაწილეობს ბუნტა ივის რბოლაში (ფარული საფრთხე).[263]
ლეია ორგანას მოკავშირე, წინააღმდეგობის ვიცეადმირალი. წინააღმდეგობას სათავეში უდგება მას შემდეგ, რაც ლეია გონებას კარგავს. ჰოლდო გასცემს პლანეტა კრეიტზე ევაკუციის განკარგულებას. იგი საკუთარ თავს შესწირავს სხვების გადარჩენას, როდესაც სინათლის სიჩქარით ხომალდით ეჯახება პირველი ორდენის დრედნოუტს და ანადგურებს მას.
↑Jabba the Hutt. StarWars.com. ციტირების თარიღი: მარტი 6, 2017.
↑Bray, Adam; Horton, Cole; Kogge, Michael; Dougherty, Kerrie (2015) Star Wars: Absolutely Everything You Need to Know. DK Children. ISBN978-1465437853.
↑Jamillia, Queen. StarWars.com. ციტირების თარიღი: მარტი 25, 2009.