„უკანასკნელი ჯედაის“ გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში Disney გახდა Lucasfilm-ის მფლობელი. მისი პროდიუსერები არიან Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი, ხოლო თანაპროდიუსერია „ძალის გამოღვიძების“ რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი. მუსიკის ავტორია ჯონ უილიამსი, სერიის წინა, ძირითადი ფილმების კომპოზიტორი. სკელიგ-მაიკლზე სცენები გადაიღეს 2015 წლის სექტემბერში, ხოლო ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ინგლისში, Pinewood Studios-ში, 2016 წლის თებერვლიდან და დასრულდა 2016 წლის ივლისში. 2017 წლის სექტემბერში დასრულდა წარმოების შემდგომი ეტაპი.
„უკანასკნელი ჯედაის“ პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2017 წლის 9 დეკემბერს. კინოგაქირავებაში ფილმი გამოვიდა 15 დეკემბერს. მსოფლიო მასშტაბით იგი წლის მეოთხე ყველა შემოსავლიანი ფილმი იყო, 1.334 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით[5], ხოლო მისი შეფასებები – ძირითადად დადებითი. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი სიუჟეტური განვითარება, მსახიობთა შემადგენლობა, მოქმედებითი სცენები, ეფექტები, საუნდტრეკი და ემოციური დატვირთვა. ზოგიერთის აზრით, იგი „იმპერიის საპასუხო შეტევის“ შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ სერიიდან საუკეთესო ფილმი იყო.[6][7][8][9][10] მისი გაგრძელება, სკაიუოკერის აღზევება, გაგრძელების ტრილოგიის დასასრული, გამოვიდა 2019 წელს.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
წინააღმდეგობის ძალები გენერალ ლეია ორგანას მეთაურობით ტოვებენ ბაზას, მაგრამ ამ დროს მათ ესხმის პირველი ორდენის ფლოტი. პო დემერონის მეთაურობით ეფექტური, მაგრამ სახიფათო კონტრდარტყმის შედეგად წინააღმდეგობის მებრძოლები ანადგურებენ მტრის დრედნოუტს. ამავე დროს, წინააღმდეგობის ხომალდები გარბიან ჰიპერსივრცეში, მაგრამ პირველი ორდენი მათ სპეციალური სათვალთვალო საშუალებით თვალს ადევნებს. კაილო რენი, ლეიას შვილი, ანადგურებს წინააღმდეგობის დამატებით მებრძოლებს, მაგრამ ვერ ესვრის მთავარ ხომალდს, გრძნობს რა მასში დედის ყოფნას. მიუხედავად ამისა, პირველი ორდენის გამადგურებელი აფეთქებს ხომალდის ხიდს, რის გამოც იღუპება წინააღმდეგობის რამდენიმე წამყვანი მონაწილე. ლეია ამ დროს აღმოჩნდება ღია კოსმოსში, მაგრამ გადარჩება მხოლოდ ძალის მეშვეობით. წინააღმდეგობის დარჩენილ ძალებს იმ დროიდან მართავს ვიცეადმირალი ჰოლდო. თუმცა, მისი უმოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილო პო, ფინთან, BB-8-სთან და მექანიკოს როუზ ტიკოსთან ერთად, იწყებს საიდუმლო მისიას, რათ გამორთოს პირველი ორდენის ხომალდზე არსებული სათვალთვალო მოწყობილობა.
ამასობაში რეი, რომელიც წინა ფილმში ჩავიდა პლანეტაზე ეჩ-ტოზე ჩუბაკასთან და R2-D2-სთან ერთად, ცდილობს, დაითანხმოს ლუკ სკაიუოკერი წინაამდეგობის მხარდასაჭერად. ჯედაი უარს ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ რეისგან შეიტყობს ჰან სოლოს დაღუპვის შესახებ. მისგან ფარულად რეი და კაილო დროდადრო ერთმანეთს ტელეპათიურად უკავშირდებიან. მას შემდეგ, რაც R2-D2-ს ხვდება, ლუკი გადაწყვიტავს, ასწავლოს რეის ძალის გამოყენება. იგი და კაილო რეის სხვადასხვა სახით უამბობენ იმ უსიამოვნების შესახებ, რომლის გამოც კაილო მოექცა ძალის ბნელ მხარეს. ლუკი აღიარებს, რომ იყო წამი, როდესაც სურდა კაილოს მოკვლა, ვინაიდან იგი გრძნობდა, რომ რენი უმაღლესმა მეთაურმა სნოუკმა მოატყუა. კაილომ კი სინამდვილეში გაანადგურა დარჩენილი ჯედაები. მაგრამ რეი დარწმუნებულია, რომ კაილოს ძალის ნათელ მხარეს მობრუნება კვლავ არის შესაძლებელი. იგი ტოვებს ეჩ-ტოს, რათა რენს ლუკის ჩარევის გარეშე დაუპირისპირდეს. ლუკი ემზადება ეჩ-ტოზე დარჩენილი ჯედაების ტაძრის და ბიბლიოთეკის გასანადგურებლად, მაგრამ მას ამ გადაწყვეტილების აღსრულებისას დაასწრებს იოდას არჩდილი, რომელიც ეუბნება, რომ ლუკმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.
ცნობილი ხდება, რომ ჰოლდოს სურს წინააღმდეგობის დარჩენილი წევრების ევაკუაცია მცირე ტრანსპორტით. თვლის რა, რომ მისი ქმედებები არის სულმდაბალი და საშიში, პო ამბოხებას იწყებს. ფინი, როუზი და BB-8 მოხვდებიან პლანეტა კანტო ბაიტის სამორინეში, სადაც ხვდებიან ჰაკერ დიჯეის. იგი მათ დახმარებას სთავაზობს. სნოუკის ხომალდის აფეთქების შემდეგ მათ იჭერს კაპიტანი ფაზმა, თუმცა BB-8 გარბის. ამ დროს რეი ეშვება ხომალდზე და კაილოს იგი მიჰყავს სნოუკთან. უკანასკნელი გოგონას უამბობს, რომ მასსა და კაილს შორის ფსიქოლოგიურ კავშირს მართავდა, რათა გამოეწვია ლუკი. მიიღებს რა რეის მოკვლის ბრძანებას, კაილო სანაცვლოდ კლავს სნოუკს და გოგონასთან ერთად – ამალას. შემდეგ იგი რეის სთავაზობს გალაქტიკის ერთად მართვას, მაგრამ გოგონა უარს ეუბნება და ორივე ცდილობს, საკუთარ მხარეს მიიზიდოს სინათლის მახვილი, რომელიც საბოლოოდ ორად იხლიჩება.
ლეია გონს მოდის და თიშავს პოს, შემდეგ კი გასცემს ევაკუაციის ბრძანებას. ჰოლდო რჩება ხომალდზე, რათა სნოუკის ფლოტის ყურადღება მიიქციოს, ამასობაში კი დანარჩენები მიემგზავრებიან აჯანყებულთა ალიანსის ძველ ბაზაზე, პლანეტა კრეიტისკენ. აღმოჩნდება, რომ დიჯეიმ პირველ ორდენს გასამრჯელოს სანაცვლოდ გაუცვალა ინფორმაცია წინააღმდეგობის გეგმების შესახებ. შედეგად, საევაკუაციო ტრანსპორტს არტყამენ, რაც მძიმე დანაკარგებით სრულდება. ჰოლდო საკუთარ თავს გასწირავს და სინათლის სიჩქარით ხომალდით ეჯახება სნოუკის ფლოტს, რათა შეაჩეროს დაბომბვა. პირველი ორდენის ძალები ამით სუსტდება. რეი გარბის, ხოლო კაილო უმაღლეს ლიდერად საკუთარ თავს აცხადებს. BB-8 ათავისუფლებს დაჭერილ ფინს და როუზს. მას შემდეგ, რაც ფინი ებრძვის კაპიტან ფაზმას, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს, ყველა გარბის და უერთდება კრეიტზე ევაკუირებულ ძალებს. პირველი ორდენის გამოჩენისას პო, ფინი და როუზი ბაზას ტოვებენ ძველი სპიდერებით. რეი იტყუებს ორდენის ძალებს „შავარდენით“, ხოლო როუზი ფინს გადაარჩენს თვითმკვლელობისგან, როდესაც უკანასკნელი ცდილობს, შეეჯახოს ერთ-ერთ ქვემეხს.
უეცრად ჩნდება ლუკი, რომელიც დგება ბაზის წინ. კაილოს ბრძანებით, მას ესვრიან ყველა ქვემეხიდან, მაგრამ სკაიუოკერი უვნებელი რჩება. კაილო თავად გადის მის მოსაკლავად, მაგრამ მცირე ორთაბრძოლის შემდეგ ხვდება, რომ ეს მხოლოდ ლუკის პროეცირებაა. სკაიუოკერი ეუბნება, რომ იგი უკანასკნელი ჯედაი არ არის, ხოლო რეი ძალის დახმარებით ხსნის მთის უკანა გასასვლელს, რათა გამოუშვას დარჩენილი მებრძოლები. ეჩ-ტოზე დაუძლურებული ლუკი ძალაში უჩინარდება. ლეია ყველას არწმუნებს, რომ აჯანყება ყველაფერს ფლობს, რათა ძალა მოიკრიბოს. კანტო ბაიტზე ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ფინს და როუზს ეხმარებოდა გაქცევისას, ძალის გამოყენებით იზიდავს ცოცხს და კოსმოსში იხედება.
ჰემილი აგრეთვე განასახიერებს დობუ სკეის, რომელსაც ასე ეწოდა ფილმის მონტაჟის ავტორ ბობ დაკსის პატივსაცემად. კანტო ბაიტზე ბრძოლის სცენის დროს ამ პერსონაჟს ეჩვენება, რომ BB-8 სათამაშო აპარატია.[13][14][15]
ადამ დრაივერი – კაილო რენი, უმაღლეს ლიდერ სნოუკის მოწაფე, რომელიც ეუფლება ძალის ბნელ მხარეს და არის რენის რაინდების მეთაური. მანამდე იყო ცნობილი როგორც ბენ სოლო, ჰან სოლოს და ლეია ორგანას შვილი, ლუკ სკაიუოკერის დიშვილი და ენეკინ სკაიუოკერის და პადმე ამიდალას შვილიშვილი.[12]
დეიზი რიდლი – რეი, ნაგვის ყოფილი შემგროვებელი პლანეტა ჯაკუდან, რომელიც ეუფლება ძალას. იგი შეუერთდა წინააღმდეგობას და ლუკის საძებნელად გაეშურა.[12]
ფრენკ ოზი – იოდა, უმაღლესი ჯედაი, ერთ დროს ლუკის მასწავლებელი. ჩნდება აჩრდილის სახით.[22]
ბენისიო დელ ტორო – დიჯეი, გაიძვერა ჰაკერი.[21] ამ პერსონაჟს თავად დელ ტორო ადარებს დანას: „დაიჭირეთ იგი ბასრი მხარით და დაგჭრით. დაიჭერეთ სახელურით და შეიძლება ძალიან გამოგადგეთ.“[23]
იონას სუოტამოპიტერ მეიჰიუს სანაცვლოდ ასრულებს ჩუბაკას როლს. მანამდე იგი უკვე მონაწილეობდა ამ როლში ფილმში „ძალის გამოღვიძება“[24] მეიჰიუ, უკვე 73 წლის, ქრონიკული სახსრების და ზურგის ტკივილით,[25] მითითებულია როგორც „ჩუბაკას კონსულტანტი“. ბილი ლურდი, მაიკ კუინი და ტითოთი დ. როუზი შესაბამისად კვლავ ჩნდებიან ლეიტენანტ კონიქსის, ნიენ ნუნბის და ადმირალ აკბარის როლებში.[26][27][28] ამანდა ლოურენსი განასახიერებს მეთაურ დი'ეისის, ხოლო მარკ ლუის ჯოუნსი და ეიდ ედმონდსონი – შესაბამისად კაპიტან კენედის და პივის. BB-8-ს მართავენ დეივ ჩეპმენი და ბრაიან ჰერინგი,[29] ხოლო მისი ხმების შემქმნელები არიან ბენ შვარცი და ბილ ჰეიდერი (სინთეზატორის დახმარებით).[30]ჯიმი ვი ასრულებს R2-D2-ს როლს.[31][32] ვერონიკა ნგო როუზის დის, პეიჯ ტიკოს როლშია[21] – მისი პერსონაჟი საკუთარ სიცოცხლეს შესწირავს პირველი ორდენის დრედნოუტის განადგურებას.
ჯასტინ თერუ განასახიერებს მთავარ კოდგამტეხს, ხოლო ლილი კოული – მის მეგობარს.[33] სპეციალურად მიწვეული ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ახმოვანებს სლოუენ ლოს.[34]უორუიკ დეივისი განასახიერებს ვოდიბინს.[35]გარეთ ედვარდსი, ანთოლოგიური ფილმის „განდგომილი ერთი“ რეჟისორი,[36] ასევე ჩნდება სპეციალურად მიწვეული მსახიობის სახით და განასახიერებს წინააღმდეგობის ჯარისკაცს, ისევე, როგორც გერი ბარლოუ, ინგლისელი მომღერალი.[37] რეჟისორები ედგარ რაიტი და ჯო კორნიში აგრეთვე ჩნდებიან ფილმში. ჰერმიონ კორფილდი განასახიერებს ტალი ლინტრას, წინააღმდეგობის A-ფრთიანის პილოტს და ესკადრილიის მეთაურს. ნოა სიგანი და ჯეიმი კრისტოფერი ჩნდებიან წინააღმდეგობის პილოტების სტარკის და ტაბზის როლებში.[38] მარკ ჰემილის შვილები, გრიფინი, ნეითანი და ჩელსი, ასევე ჩნდებიან წინააღმდეგობის ჯარისკაცების როლებში. უფლისწულები უილიამი და ჰარი გადაიღეს მოიერიშეთა როლებში.[39]ტომ ჰარდი ასევე მონაწილეობდა გადაღებებში მოიერიშეს სახით, მაგრამ საბოლოო მონტაჟიდან იგი ამოჭრეს.[40]
2012 წლის ოქტომბერში „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელმა ჯორჯ ლუკასმა მწარმოებელი კომპანია Lucasfilm და მასთან ერთად მთლიანი „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზი The Walt Disney Company-ს მიჰყიდა. უკანასკნელმა განაცხადა გაგრძელების ტრილოგიის მომზადების შესახებ.[41] 2013 წლის იანვარში ჯეი ჯეი აბრამსი დასახელდა ახალი ტრილოგიის პირველი ფილმის, „ძალის გამოღვიძების“ რეჟისორად.[42][43] 2014 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რაიან ჯონსონთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მისი VIII ეპიზოდის რეჟისორად და სცენარისტად დანიშვნის თაობაზე, ისევე, როგორც მის მიერ IX ეპიზოდის მონახაზის შექმნაზე. ორივე ფილმის რეჟისორი უნდა ყოფილი რემ ბერგმანი.[44][45] 2014 წლის აგვისტოში დადასტურდა, რომ ჯონსონი იქნებოდა VIII ეპიზოდის რეჟისორი.[46] სექტემბერში ტერი გილიამი ესაუბრა მას და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისთვის მუშაობის გაგრძელება იმაზე, რაც დაიწყო სხვა ცნობილმა რეჟისორმა. პასუხად ჯონსონმა განაცხადა:
„სულ ახლახან დავიწყე, მაგრამ ამ დროისთვის, გულახდილად ვიტყვი, ეს არის ყველაზე სასიამოვნო სცენარი. უბრალოდ ყველაზე სასიამოვნოა. მაგრამ ასევე პირადად ჩემთვის ასეა, მე არა მხოლოდ ამ ფილმებით გავიზარდე, არამედ ვთამაშობდი ამ სათამაშოებით, ამიტომ, ბავშვობაშიც, პირველი ფილმები, რომლებსაც საკუთარ გონებაში ვქმნიდი, ამ სამყაროში ვითარდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირდაპირი კავშირი, თითქმის საოცარი ავტომატური დაბრუნებაა ბავშვობაში. მაგრამ არ ვიცი, რამდენიმე წელიწადში მკითხეთ და ამის შესახებ კვლავ ვისაუბროთ.[47]“
ფილმის თხრობა მიმდინარეობს „ძალის გამოღვიძების“ უკანასკნელი სცენის შემდეგ.[36] ჯონსონის გუნდი ამბის შემუშავებისას, შთაგონებისთვის ეცნობოდა ფილმებს „ვერტიკალური აფრენა“, „ხიდი მდინარე კვაიზე“, „განგა დინი“, „სამი დამნაშავე სამურაი“, „საჰარა“ და „გაუგზავნელი წერილი“.[36][48] რაიანის თქმით, ფილმზე უშუალო მუშაობა სირთულეს წარმოადგენდა, ვინაიდან „ძალის გამოღვიძებაზე“ მუშაობა დასრულებული ჯერ არ იყო.[36]
2015 წლის დეკემბერში Lucasfilm-ის პრეზიდენტმა კეთლინ კენედიმ განაცხადა, რომ გაგრძელების ტრილოგიის ყველა დეტალი ჯერ არ განხილულა. მისი თქმით, აბრამსი მუშაობდა ჯონსონთან, რომელიც დაბრუნდებოდა და (იმ პერიოდში) IX ეპიზოდის რეჟისორ კოლინ ტრევოროუსთან იმუშავებდა, რათა ფილმები ერთმანეთთან კარგად დაკავშირებულიყო.[49] აბრამსი არის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეისონ მაკგეტლინთან და ტომ კარნოვსკისთან ერთად.[50] Lucasfilm-მა 2017 წლის 23 იანვარს გამოაცხადა ოფიციალური სახელწოდება „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[51]
კასტინგი
2015 წლის სექტემბერში Disney-მ ქალ მსახიობთა გუნდში დაასახელა ჯინა როდრიგესი, ტატიანა მასლანი და ოლივია კუკი.[52] იმავე თვის ბოლოს ბენისიო დელ ტორომ დაადასტურა, რომ ფილმში უარყოფით პერსონაჟს შეასრულებდა[53]. აგრეთვე დადასტურდა მარკ ჰემილის მონაწილეობაც.[11] 2015 წლის ოქტომბერში გავრცელდა ხმები, თითქოს ფილმში მონაწილეობას გუგუ მბათა-როუც მიიღებდა.[54] ნოემბერში ჯიმი ვი აირჩიეს R2-D2-ის როლზე.[31] ნოემბერში, „ძალის გამოღვიძების“ ლონდონური პრემიერისას კენედიმ განაცხადა, რომ მსახიობთა მთლიანი გუნდი დაბრუნდებოდა VIII ეპიზოდში, ისევე, როგორც მთელი რიგი ახალი წევრების.[12] 2016 წლის თებერვალში, გადაღებების დაწყების პერიოდში, დადასტურდა, რომ ჯერ უცნობ როლებში გამოჩნდებოდნენ ლორა დერნი და კელი მარი ტრანი.[2] 2017 წლის აპრილში, ორლანდოში, Star Wars Celebration-ის ფარგლებში, Lucasfilm-მა განაცხადა, რომ ტრანი განასახიერებდა წინააღმდეგობის მექანიკოს როუზ ტიკოს, ჯონსონის თქმით, ფილმის უმთავრეს ახალ პერსონაჟს.[19][20] მოხდა ფრენკ ოზის იოდას სახით გამოჩენის გასაიდუმლოებაც.[22]
მეორე გადამღებმა გუნდმა წინარეწარმოება დაიწყო სკელიგ-მაიკლზე, ირლანდიაში, მხოლოდ 2015 წლის 14 სექტემბერს, ვინაიდან სხვა სეზონების დროს ეს შეუძლებელი იქნებოდა. დაგეგმილი იყო, რომ გადაღების ეს ეტაპი გაგრძელდებოდა ოთხ დღეს[55][56][57], მაგრამ ამინდის ცუდი პირობების გამო ყველაფერი პირველივე დღეს შეწყდა.[58] 2014 წლის ნოემბერში იუენ დანლივიმ, Pinewood Studios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დაადასტურა, რომ ფილმის გადაღებები აგრეთვე გაიმართებოდა აღნიშნულ სტუდიებში,[59] ხოლო დამატებით სცენებს გადაიღებდნენ მექსიკაში[16]. 2015 წლის სექტემბერში დელ ტორომ განაცხადა, რომ ძირითადი გადაღებები დაიწყებოდა 2016 წლის მარტში[53], კენედიმ კი თარიღად 2016 წლის იანვარი დაასახელა.[12] წარმოება დაიწყო Pinewood Studios-ში, 2015 წლის 15 ნოემბერს.[60]რიკ ჰაინრიხსი მთავარი დიზაინერის სახით მუშაობდა.[61]
ძირითადი გადაღებები დასრულდა 2016 წლის 22 ივლისს[70], თუმცა, 2016 წლის სექტემბრამდე ლუპიტა ნიონგ’ოს სცენები არ გადაუღიათ.[71] 2017 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ფილმის სცენები IMAX-ის ფორმატში გადაიღეს.[72] მთავარ დიზაინერ რიკ ჰაინრიხსის თქმით, ორიგინალურ სცენარში შედიოდა 160 სხვადასხვა გადასაღები მოედანი, მოსალოდნელზე ორჯერ მეტი, მაგრამ ჯონსონმა მათი რაოდენობა შეკვეცა. საბოლოოდ, Pinewood Studios-ის 14 სხვადასხვა სტუდიაში განთავსდა 125 დეკორაცია.[73]
არსებების დიზაინერ ნიკ სკენლენის თქმით, „უკანასკნელ ჯედაიში“ გამოიყენება უფრო მეტი პრაქტიკული ეფექტი, ვიდრე „ვარსკვლავური ომების“ სერიის რომელიმე სხვა ფილმში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადდა 180-200 არსება, რომელთა ნაწილი საბოლოო მონტაჟისას ამოიჭრა.[74] იოდას აჩრდილისთვის გამოიყენეს ნამდვილი თოჯინა, ისევე, როგორც ორიგინალურ ტრილოგიაში (და არა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი, როგორც წინარეისტორიის ტრილოგიაში).[75]
ფილმში, კანტო ბაიტის სცენისას გამოყენებულია ტერი გილიამის 1985 წლის „ბრაზილიის“ ციტირება – კერძოდ, ფინის და როუზის დაჭერისას, როდესაც მათ 27B/6 დარღვევის გამო სამორინედან აგდებენ.[76]
2013 წლის ივლისში კეთლინ კენედიმ ორლანდოში, Star Wars Celebration-ზე, განაცხადა, რომ ჯონ უილიამსი კვლავ იქნებოდა ფილმის მუსიკის ავტორი.[1][77] უკანასკნელმა დაადასტურა პროექტში მონაწილეობა 2016 წლის აგვისტოში, ტენგლვუდში გამართული კონცერტის ფარგლებში[78]. მისივე თქმით, მუსიკის დროდადრო ჩაწერაზე იმუშავებდა 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე ან აპრილამდე.[79] 2017 წლის 21
თებერვალს დადასტურდა, რომ ჩაწერა უკვე მიმდინარეობდა. როგორც უილიამსი, ასევე უილიამ როსი სესიებისას ორკესტრს დირიჟირებას უწევდნენ.[80][81]
ჯონსონთან ტრადიციული შეხვედრისას უილიამსს გადასცეს წინა ფილმების საუნდტრეკების ნაწყვეტები, როგორც მითითებები „უკანასკნელი ჯედაისთვის“ აუცილებელი მუსიკის თაობაზე.[82] ფილმში აგრეთვე ჟღერს არი ბაროსოს„Aquarela do Brasil“-ის ნაწყვეტი, რაც არის გილიამის „ბრაზილიის“ კიდევ ერთი ციტირება. ფინის და როუზის გაქცევისას ჟღერს უილიამსის თემის ნაწყვეტი „ხანგრძლივი დამშვიდობებიდან“ (რომლის თანაავტორია ჯონი მერსერი). თუმცა, ოფიციალურ საუნდტრეკში ეს მელოდია შეტანილი არ არის.[83]
ოფიციალური საუნდტრეკი Walt Disney Records-მა გამოსცა 2017 წლის 15 დეკემბერს, digipak CD-ის, ციფრული და ნაკადოვანი აუდიოს ფორმატებში.[84]
გამოშვება
2015 წლის იანვარში დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა დაადასტურა, რომ VIII ეპიზოდი გამოვიდოდა 2017 წელს[85]. მარტში Lucasfilm-მა გამოშვების თარიღად დაასახელა 2017 წლის 26 მაისი.[86][87] 2016 წლის იანვარში თარიღი გადაიტანეს 15 დეკემბერს. დაიგეგმა ფილმის 3D და IMAX 3D ფორმატებში გამოშვება.[50][88] 23 იანვარს ცნობილი გახდა მისი სახელწოდებაც – „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[51]
ისევე, როგორც „იმპერიის საპასუხო შეტევის“, „ჯედაის დაბრუნების“ და „ძალის გამოღვიძების“ შემთხვევაში, სახელწოდება „ეპიზოდი VIII“ გამოიყენებოდა ფილმის შესავალში, თუმცა არა ოფიციალურ სახელწოდებაში.[89]
„უკანასკნელი ჯედაის“ პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2017 წლის 9 დეკემბერს.[90] ევროპული პრემიერა გაიმართა ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში 2017 წლის 12 დეკემბერს, თავდაპირველად წითელი ხალიჩის ფორმატში მოწყობილი ღონისძიებით.[91]
მარკეტინგი
ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოუშვა კრებული ექვსი საფოსტო მარკით, რომლებზეც გამოყენებულია მალკოლმ ტუინის ნახატები.[92] 19 სექტემბერს ავსტრალიის ფოსტამ გამოუშვა მთელი რიგი მარკების კომპლექტებისა.[93] დამატებითი პრომოკამპანიები ჩატარდა Nissan Motors-ის და Bell Media-ს, ისევე, როგორც სხვა კომპანიების ხელშეწყობით. გამოვიდა ფილმის ორი ძირითადი ტრეილერი, ისევე, როგორც მრავალი სატელევიზიო ნაწყვეტი. ოქტომბერში გამოვიდა ფილმის მრავალი პერსონაჟის სათამაშო ფიგურაც, ხოლო კინოჩვენებებზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა ოქტომბერში დაიწყო.
ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის გამოშვების დღეს აგრეთვე გამოვიდა მრავალი დამატებითი წიგნი, მათ შორის „უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი“, ფილმის რომანის სახით ადაპტირებული ვერსია და რამდენიმე საბავშვო საკითხავი და სათამაშო წიგნი. დამატებით რომანებს შორის არის წინარეისტორია „კობალტური ესკადრილია“ და „კანტო ბაიტი“, კრებულები კანტო ბაიტის სამორინეში მომხდარი მოვლენების ამსახველი ნოველებით.
რეაქცია
სალაროები
2017 წლის 31 დეკემბრისთვის ფილმის აშშ-სა და კანადაში შემოსავალმა 517.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სხვა ქვეყნებში – 523.3 მილიონი, რაც საერთო ჯამში მილიარდს აღემატება.[5] მსოფლიო პრემიერის დღეს შემოსავალმა შეადგინა 450.8 მილიონი (იმ დროისთვის იგი იყო სადებიუტო დღის შემოსავლების ისტორიაში კომერციული წარმატების მხერივ რიგით მეხუთე), აქედან 40.6 მილიონი შემოვიდა IMAX-ში ჩვენებებიდან, რაც ამ სისტემის კინოთეატრებში ჩვენების რეკორდებს შორის მეორე იყო.[94][95] ფილმის გადაღების ხარჯების ანაზღაურებისთვის აუცილებელი იყო მისი შემოსავლის 800 მილიონ დოლარამდე გაზრდა.[96]
ბილეთების წინასწარი გაყიდვა აშშ-ში დაიწყო 2017 წლის 9 ოქტომბერს. ისევე, როგორც „ძალის გამოღვიძების“ და „განდგომილი ერთის“ შემთხვევაში, ბილეთების დილერი საიტების (როგორიც არის Fandango) სერვერები გაითიშა დიდი დატვირთვის და მოთხოვნის გამო.[97] აშშ-სა და კანადაში პირველივე შაბათ-კვირას ინდუსტრიული დაკვირვებით „უკანასკნელმა ჯედაიმ“ 4232 კინოთეატრიდან შეაგროვა 200 მილიონი დოლარი.[98] 45 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა ხუთშაბათის ღამის წინასწარი ჩვენებებიდან, რაც იყო ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი („ძალის გამოღვიძების“ შემდეგ, მისი 57 მილიონით).[99] ხუთშაბათის ღამით ჩვენებიდან საბოლოო ჯამში შემოსავალმა 104.8 მილიონი შეადგინა (წინასწარ ჩვენებებთან ერთად), ხოლო შაბათ-კვირის ჩვენებებიდან – 220 მილიონი. ორივე იკავებდა ყველა დროის რეკორდებში მეორე ადგილს.[100]
ფილმის საპრემიერო შაბათ-კვირას IMAX-იდან შემოსავალმა შეადგინა 25 მილიონი, რაც კინოთეატრების ამ სისტემის ისტორიის რეკორდებში იყო რიგით მეორე, „ძალის გამოღვიძების“ შემდეგ.[101] მეორე პარასკევს 76%-ით კლების შემდეგ (რაც პარასკევიდან პარასკევიდან ფილმების ამ სერიის ისტორიაში შემოსავლის კლების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო), მეორე შაბათ-კვირისას შემოსავალი ზოგადად 67.5 პროცენტით დაეცა და 71.6 მილიონი შეადგინა. ფრენჩაიზის ისტორიაში ეს აგრეთვე იყო მეორე კვირაში შემოსავლის კლების უდიდესი მაჩვენებელი, თუმცა კინოსალაროების სიაში ბილეთები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი იყო.[102] დამატებითი, 27.5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით ფილმი კვლავ „ძალის გამოღვიძების“ (49.3 მილიონი) შემდეგ იყო რიგით მეორე ყველაზე მაღალი შემოსავლის მაჩვენებელი – ამჯერად შობის დღეების სტატისტიკით (99 მილიონი).[103] მესამე შაბათ-კვირისას შემოსავალმა შეადგინა 52.4 მილიონი და მასზე დასასწრები ბილეთები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი იყო. აშშ-ში „ჯედაის დაბრუნების“ საერთო შემოსავალმა 517.1 მილიონი შეადგინა, რითაც სურათმა საბოლოოდ წინ გაუსწრო იმავე წლის „ურჩხულს და მზეთუნახავს“.[104]
მსოფლიოში ფილმს უწინასწარმეტყველებდნენ სადებიუტო კვირაში 424-440 მილიონიან შემოსავალს, აქედან 224-240-იანს – აშშ-ის ფარგლებს გარეთ.[105] პირველი ორი სადებიუტო დღის განმავლობაში 48 ქვეყნიდან ფილმის შემოსავალმა 60.8 მილიონი შეადგინა. ყველაზე დიდი შემოსავალი შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან (10.2 მილიონი), გერმანიიდან (6.1 მილიონი), საფრანგეთიდან (6 მილიონი), ავსტრალიიდან (5.6 მილიონი) და ბრაზილიიდან (2.5 მილიონი).[106] კვირის მიწურულს ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ შემოსავალმა შეადგინა 230.8 მილიონი აშშ დოლარი, რითაც ფილმი ყველა დროის რეკორდებში რიგით მეცხრე იყო. მათ შორის იყო 36.7 მილიონი ბრიტანეთში (მაჩვენებლებში მესამე), 23.6 მილიონი გერმანიაში (მეორე), 18.1 მილიონი საფრანგეთში, 15.9 მილიონი ავსტრალიაში (მეორე), 14.4 მილიონი იაპონიაში, 8.5 მილიონი რუსეთში, 8.3 მილიონი ესპანეთში, 7.2 მილიონი ბრაზილიაში, 7 მილიონი იტალიაში და მექსიკაში, 6.0 მილიონი შვედეთში და 5.1. მილიონი სამხრეთ კორეაში.[107] მეორე კვირის ბოლოსთვის შემოსავალმა სხვა ქვეყნებში შეადგინა 76.1 მილიონი და „ჯედაის დაბრუნება“ იქცა ევროპაში წლის რიგით მეოთხე ყველაზე შემოსავლიან ფილმად.[108] 27 დეკემბრისთვის აშშ-ის და კანადის გარდა ყველაზე დიდ ბაზრებს წარმოადგენდნენ გაერთიანებული სამეფო (80.6 მილიონი), გერმანია (54.3 მილიონი), საფრანგეთი (40.2 მილიონი), იაპონია (33.7 მილიონი) და ავსტრალია (31.7 მილიონი).[109]
კრიტიკოსების გამოხმაურება
მიმოხილვების აგრეგატორ საიტ Rotten Tomatoes-ზე „უკანასკნელი ჯედაის“ რეიტინგი შეადგენს 91%-ს 348 მიმოხილვის მიხედვით, ხოლო საშუალო რეიტინგია 8.1/10. საიტის კრიტიკულ შეჯამებაში აღნიშნულია, რომ „ფილმი პატივისცემით ეპყრობა საგის მდიდრულ მემკვიდრეობას, ამატებს რა რამდენიმე მოულოდნელ განვითარებას და ემოციურად დატვირთულ მოქმედებას, რომელსაც მოყვარულები ელოდნენ.“ [110]Metacritic-ზე ფილმის საერთო შეფასება შეადგენს 100-დან 86 ქულას 54 მიმოხილვის საფუძველზე, რაც „უნივერსალურ აღიარებას“ ნიშნავს.[111]CinemaScore-ის გამოკითხვაში ფილმს ენიჭება A-შეფასება (A+-იდან F-მდე არსებული არჩევანის მიხედვით),[100] ხოლო ComScore-ის თანახმად, მაყურებელთა მიმოხილვებით „უკანასკნელმა ჯედაიმ“ საერთო ჯამში მიიღო 89%-იანი დადებითი შეფასება და 79%-იანი უეჭველი რეკომენდაცია.[99] აშშ-ში SurveyMonkey-ს მოზრდილთა გამოკითხვაში, ფილმის გამოშვებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, ყველამ აღნიშნა, რომ იხილა „უკანასკნელი ჯედაი“, აქედან 89%-მა ახსენა, რომ ფილმი ან „მოეწონათ“, ან „შეუყვარდათ“.[112]
მეტ ზოლერ ზაიცი (RogerEbert.com) ფილმს ანიჭებს ოთხიდან ოთხ ვარსკვლავს, აღნიშნავს რა მოულოდნელობებს და რისკებს: „ფილმი თანაბრად კარგია როგორც წრფელი თავგადასავალი, სავსე ვნებიანი გმირებით და მტრებით და როგორც გაგრძელებების და ფრენჩაიზის თვისებების გააზრება...ფილმი სავსეა მემკვიდრეობის, კანონიერების და თანმიმდევრობის საკითხებით, მასში რამდენიმეჯერ წამოჭრილია კითხვა, აუცილებელია თუ არა წარსულის თქმულებების და სიმბოლოების განმეორება ან უარყოფა“.[113] პიტერ ტრევერსი „Rolling Stone“-ში ფილმს 4-დან 3.5 ქულას ანიჭებს, აღნიშნავს რა სამსახიობო გუნდს და რეჟისურას: „ჯონსონის ზეოსტატურ ხელში ხართ, იგი კინოთეატრს ეიფორიაში დაგატოვებინებთ. ამჟამინდელი ტრილოგიის შუა ნაწილი უტოლდება „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო ეპიკურ ფილმებს (მიუხედავად იმისა, რომ მათი მწვერვალია „იმპერიის საპასუხო შეტევა“), გვითითებს რა სკაიუოკერების მომავალ თაობაზე და, რაც ამაღელვებელია, ახალ იმედზე“.[114]
რიჩარდ რეპერი (Chicago Sun-Times) ფილმს ანიწებს 4-დან 3.5 ვარსკვლავს: „...არ არის ისეთივე ემოციური, როგორც „ძალის გამოღვიძება“ და მეორე ნახევარში ოდნავ შენელებულია, მაგრამ, მაინც, ფრენჩაიზში ღირსეული თავია, რომელიც შეიცავს შესანიშნავ მოქმედებით სცენებს, გაჯერებულს კარგი იუმორით და მრავალი მინიშნებით წინა პერსონაჟებსა და აღსანიშნავ მომენტებზე.“[115]The Hollywood Reporter-ში ტოდ მაკ-კართი წერდა: „სავსე მოქმედებით და ერთგული მაყურებლისთვის დამაკმაყოფილებელი, სცენარისტ-რეჟისორ რაიან ჯონსონის ჩაყვინთვა ჯორჯ ლუკასის სამყაროში ძირითადად სასიამოვნოა, თუმცა დროდადრო მისი პერსონაჟები დიდი სირთულით აღწევენ რამე სასარგებლოს ან საინტერესოს“.[116]
უილ გომპერცი, BBC News-ის ხელოვნების განყოფილების რედაქტორი, ფილმს ანიჭებს 5-დან 4 ვარსკვლავს: „რაიან ჯონსონს...თქვენი ინდაურიანი შობა არ გაუფუჭებია. მისი საჩუქარია ბლოკბასტერი, სავსე გამოგონებებით, სიბრძნით და მოქმედებებით“.[117]
მარკ კერმოუდი, The Guardian-ის კინოკრიტიკოსი, „ჯედაის დაბრუნებას“ აღნიშნავს 5-დან 4 ვარსკვლავით, ამბობს რა, რომ „ჯონსონი ამტკიცებს, რომ ბალანსირების ხელოვნების ოსტატია და ამ ინტერგალაქტიკური ფრენჩაიზის ომის მდგომარეობაში მყოფ ძალებს თითქმის სრულყოფილ ჰარმონიაში ამყოფებს.“[118]
საპირისპიროდ, რიჩარდ ბროუდი (The New Yorker) წერდა: „მიუხედავად რამდენიმე შთამბეჭდავი დეკორატიული რედაქტირებისა (რომელთა უმეტესობა წითელი ფერით განხორციელდა) და რამდენიმე რეის მონაწილეობით მოკლე ცენტრალური სცენის, ფილმი წარმოდგება, როგორც დამუშავებული, გაბრტყელებული, საზარლად სუფთა. ყველაფერთან ერთად, მასში წარმოდგენილია შემაძრწუნებლად დაანგარიშებული თხრობა, ხელოვნური უნივერსალურობა, რომელიც ნაწილობრივ მიიღწევა მოკლე რელიგიური ციტირებებით.“[119]
კეიტ ტეილორი (The Globe and Mail) ფილმს ანიჭებს 4-დან 2 ვარსკვლავს. მისი აზრით, ფილმმა იზარალა ზედმეტად დიდი რაოდენობის ახალი ელემენტებით და სცენარით: „მიმზიდველი ახალი ცხოველები, წამოზრდილი უარყოფითი გმირი, სუსტი გმირი გოგო, ჩლუნგი იუმორი – სურს რა დიდი კულტურული გავლენის მოხდენა, ეს განვითარებაში მყოფი ტრილოგია ვერ ქმნის ბალანსს, რომელიც ხოლმე საერთოდ მიუწვდომელია.“[120] კრისტიან ტოტოს (The Washington Times) თქმით, უამრავმა ამერიკელმა კონსერვატორმა ფილმი დაგმო, თვლიდა რა, რომ მასში ლიბერალური ფასეულობები უფრო წარმოჩენილია, ვიდრე წინა ეპიზოდებში[121].
გაგრძელება
სკაიუოკერის აღზევება, გაგრძელების ამ ტრილოგიის უკანასკნელი ნაწილი, გამოვიდა 2019 წლის 20 დეკემბერს. მისი გადაღება დაიწყო 2018 წლის ივნისში.[122] მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდის რეჟისორი თავდაპირველად იყო კოლინ ტრევოროუ, 2017 წლის 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მან პროექტი დატოვა.[123] ერთი კვირის შემდეგ Lucasfilm-მა გააკეთა განცხადება, რომ ჯეი ჯეი აბრამსი დაბრუნდებოდა რეჟისორის სახით და ეპიზოდის სცენარს შეცვლიდა კრის ტერიოსთან ერთად. აბრამსმა და ტერიომ დაადასტურეს, რომ ახალ ფილმში ლოგიკურად დასრულდებოდა სამივე ტრილოგია და მასში შეტანილი იქნებოდა სამივეს ელემენტები.[124][125]
Human rights in Australia LGBT rights in New South WalesNew South Wales (Australia)StatusAlways legal for women; legal for men since 1984; equal age of consent since 2003Gender identitySexual reassignment surgery required for a new birth certificate since 1996Discrimination protectionsYes, in NSW since 1983; federally since 2013Family rightsRecognition of relationshipsSame-sex marriage since 2017; domestic partnerships since 2010; recognition of same-sex marriages performed in other jurisdict...
В Википедии есть статьи о других людях с фамилией Талейран-Перигор. Эли де Талейран-Перигорфр. Hélie de Talleyrand-Périgord Декан Священной Коллегии кардиналов сентябрь 1361 — 17 января 1364 Предшественник Пьер де Прес Преемник Ги Булонский Кардинал-епископАльбано 4 ноября 1348 ...
Cet article est une ébauche concernant un film américain. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les conventions filmographiques. Ne doit pas être confondu avec Black Legion. La Légion noire Affiche promotionnelle du film Données clés Titre original Black Legion Réalisation Archie MayoMichael Curtiz (non crédité) Scénario Abem FinkelWilliam Wister Haines Musique W. Franke HarlingHoward Jackson et Bernhard Kaun (non crédités) Acteurs princ...
Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Novara Calcio. Foot-Ball Associazione NovaraStagione 1925-1926Sport calcio Squadra Novara Allenatore Presidente Prima Divisione9º posto nel girone A della Lega Nord. Retrocessa. Maggiori presenzeCampionato: Crotti, Fehér, Reynaudi, Roggia (21) Miglior marcatore...
أحمد صقر (مخرج) معلومات شخصية الميلاد 28 يوليو 1959 (65 سنة) مصر مواطنة مصر الحياة العملية المهنة مخرج، ومخرج أفلام سنوات النشاط 1987 -2017 المواقع السينما.كوم صفحته على السينما.كوم تعديل مصدري - تعديل أحمد صقر (مواليد 28 يوليو 1959[1]) هو مخرج مصري، قام بإخراج ...
Bay in Qingdao, China Kiautschou redirects here. For the ocean liner, see SS Kiautschou. For the German concession territory of Kiautschou Bay, see Kiautschou Bay Leased Territory. Jiaozhou BayChinese nameSimplified Chinese胶州湾Traditional Chinese膠州灣PostalKiaochow BayKiautschou Bay (1898–1922)TranscriptionsStandard MandarinHanyu PinyinJiāozhōu WānWade–GilesCh'iao1-chou1 Wan1WuRomanizationKoh平 tseu平 uae平Yue: CantoneseYale RomanizationChiao1 chou1 wan1Jyutpinggaau1 z...
Grand Prix India 2012 Lomba ke-17 dari 20 dalam Formula Satu musim 2012← Lomba sebelumnyaLomba berikutnya → Sirkuit Internasional BuddhDetail perlombaan[1]Tanggal 28 Oktober 2012 (2012-10-28)Nama resmi 2012 Formula 1 Airtel Indian Grand PrixLokasi Sirkuit Internasional BuddhGreater Noida, Uttar Pradesh, IndiaSirkuit Fasilitas balapan permanenPanjang sirkuit 5.125 km (3.185 mi)Jarak tempuh 60 putaran, 307.249 km (190.916 mi)Cuaca Baik, Kering, sedikit kabur...
باباكولي ديوب معلومات شخصية الاسم الكامل باباكولي ديوب الميلاد 19 مارس 1986 (العمر 38 سنة)كاولاك الطول 1.80 م (5 قدم 11 بوصة) مركز اللعب وسط الجنسية السنغال معلومات النادي النادي الحالي إيبيزا الرقم 18 مسيرة الشباب سنوات فريق 2004–2006 ستاد رين المسيرة الاحترافية1 سنوات فري...
West Hempsteadstazione ferroviariaLa stazione vista dal parcheggio nel 2009 LocalizzazioneStato Stati Uniti LocalitàWest Hempstead, Nassau Coordinate40°42′07″N 73°38′30″W40°42′07″N, 73°38′30″W LineeWest Hempstead Branch StoriaStato attualeIn uso Attivazione1893 CaratteristicheTipoStazione di superficie Binari2 InterscambiAutobus West Hempstead Modifica dati su Wikidata · Manuale La stazione di West Hempstead (in inglese West Hempstead Station, IPA: [wɛst...
Disambiguazione – Community rimanda qui. Se stai cercando la serie televisiva, vedi Community (serie televisiva). Voce principale: Comunità. Una comunità virtuale o comunità online è, nell'accezione comune del termine, un insieme di persone interessate ad un determinato argomento, o con un approccio comune alla vita di relazione, che corrispondono tra loro attraverso una rete telematica, come Internet, e le reti di telefonia, costituendo una rete sociale con caratteristiche pec...
American politician Allen Fuller redirects here. For the 50th Governor of Massachusetts, see Alvan T. Fuller. Allen C. FullerBorn(1822-09-24)September 24, 1822Farmington, ConnecticutDiedDecember 6, 1901(1901-12-06) (aged 79)Belvidere, IllinoisRankAdjutant GeneralBattles/warsAmerican Civil WarOther workSpeaker of the Illinois House of RepresentativesSignature Adjutant General Allen Curtis Fuller (September 24, 1822 – December 6, 1901) was the adjutant general of Illinois from Novem...
Kejuaraan Dunia Tenis Meja Tunggal Putra Putri Ganda Putra Putri Campuran Tim Putra Putri Sebelumnya 1983 Selanjutnya 1987 Kejuaraan Tenis meja Dunia 1985 yang diadakan di Göteborg. Acara ini diadakan mulai 28 Maret hingga 7 April, 1985.[1][2] Hasil Tim Event Emas Perak Perunggu Swaythling CupMen's Team TiongkokChen LongcanChen XinhuaJiang Jial...
Административная карта Сент-Люсии В административном отношении Сент-Люсия подразделяется на 11 приходов (англ. quarters). В каждом из них имеются органы местного самоуправления — городские и деревенские советы и управления. Общие сведения № Приход Адм. центр Площадь,км...