რაიან კრეიგ ჯონსონი (დ. 17 დეკემბერი, 1973) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე და მსახიობი. სანდენსის კინოფესტივალზე 2005 წელს მიიღო ჟიურის სპეციალური ჯილდო ორიგინალური ხედვისთვის, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „აგური“.[1][2][3] იგი არის ფილმების „ძმები ბლუმები“ და „დროის მარყუჟი“, აგრეთვე ტელესერიალის „Breaking Bad“ სამი ეპიზოდის რეჟისორი.
ჯონსონი აგრეთვე ცნობილია როგორც „უკანასკნელი ჯედაის“, „ვარსკვლავური ომების“ მერვე, გაგრძელების ტრილოგიაში კი მეორე ფილმის რეჟისორი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო