რევანი

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რევანი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რევანი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
რევანი

რევანი 2011 წლის თამაშიდან „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“
პირველი გამოჩენა ვიდეოთამაში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“
შემქმნელი დროუ კარპიშინი
ახმოვანებს
ინფორმაცია
სახეობა/რასა
სქესი მამრობითი
საქმიანობა
წევრობა
მეუღლე(ები) ბასტილა შანი
შვილები ვეინერ შანი
ნათესავები
  • 2 შვილიშვილი
  • სატილ შანი (შთამომავალი)
  • თერონ შანი (შთამომავალი)
ოსტატები
  • რამდენიმე ჯედაი ოსტატი, მათ შორის, კრეია
შეგირდები
  • დართ მალაკი
  • მიტრა სურიკი / განდევნილი

რევანი (ინგლ. Revan) — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან. შეიქმნა BioWare-ის 2003 წლის ვიდეოთამაშისთვის „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“ (Star Wars: Knights of the Old Republic). მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ რევანის სქესი, გარეგნობა და გზა, რომელსაც ის თამაშის განმავლობაში გადის, თუმცა, კანონიკურად, პერსონაჟი მამაკაცია და ძალის ნათელ მხარეს მიჰყვება.[1] თამაშის სიუჟეტის მიხედვით, რევანი არის ყოფილი ჯედაი, რომელიც ძველი რესპუბლიკის ეპოქაში („ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის მოვლენებამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე) ცხოვრობდა. ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ გახდა სითების ლორდი და დაირქვა სახელი დართ რევანი, შექმნა სითების იმპერია და გალაქტიკის დაპყრობის მიზნით ებრძოდა რესპუბლიკის ჯარებს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას უღალატა და სასიკვდილოდ განწირული მიატოვა მეგობარმა და შეგირდმა, დართ მალაკმა, რომელსაც მისი ადგილის უზურპირება სურდა. რევანი ჯედაებმა შეიპყრეს, მისი მეხსიერება წაშალეს და მისცეს ახალი, ყალბი იდენტობა, რისი მიზანიც, მათი გეგმის მიხედვით, იყო რევანის დაბრუნება ჯედაების რიგებში და მისი გამოყენება დართ მალაკის და მისი იმპერიის დასამარცხებლად. რევანის ნამდვილი ვინაობა მოთამაშისთვის თამაშის ბოლო ნაწილში ხდება ცნობილი, ამ მომენტამდე კი მთავარი პერსონაჟის ვინაობა გურკვეველია, ხოლო „დართ რევანი“ დიდი ხნის წინ დაღუპულად ითვლება.

რევანის ისტორია განვრცობილი და გაგრძელებულია კომიქსებსა და წიგნებში, ასევე, ვიდეოთამაშის გაგრძელებებში. დრიუ კარპიშინის 2011 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“ დეტალურადაა აღწერილი რევანის ცხოვრების დეტალები „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ შემდგომ, მისი მცდელობები, აღიდგინოს დაკარგული მეხსიერება და გაიხსენოს მანდალორის ომების, მალაკთან ერთად მოგზაურობის და სითების დამალული იმპერატორის ძებნის მოვლენები. საბოლოოდ, ცნობილი ხდება, რომ პირველი თამაშის მოვლენებამდე რევანი და მალაკი სითების იმპერატორმა შეიპყრო და თავის მსახურებად აქცია. მისი კონტროლიდან თავის დაღწევის შემდეგაც ორივე მათგანი ძალის ბნელი მხარის ერთგული დარჩა და მათ საკუთარი სითების იმპერიაც შექმნეს.[2] MMO თამაშის „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“ გაფართოებაში „რევანის აჩრდილი“ პერსონაჟის ბოროტი ვარიანტი მთავარი ანტაგონისტია.

„ძველი რესპუბლიკის რაინდებში“ პერსონაჟს რინო რომანო ახმოვანებდა, ხოლო „ძველ რესპუბლიკაში“ ჯეფ ბენეტი. რევანი სწრაფად გახდა ფანების რჩეული პერსონაჟი და „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მათგან, ვინც ფილმებში არ გამოჩენილა. მისი პერსონაჟის განვითარებამ და ისტორიამ კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 2014 წელს ყველა ნაწარმი, რომელშიც რევანის პერსონაჟია გამოყენებული, არაკანონიკურად გამოცხადდა და „ვარსკვლავური ომების ლეგენდების“ კატეგორიაში გაერთიანდა, თუმცა, ბოლო წლებში რევანი რამდენჯერმე იქნა ნახსენები კანონიკურ პროდუქციაშიც.

გამოჩენა

ლეგენდები

2014 წლის აპრილში, The Walt Disney Company-ს მიერ „ვარსკვლავური ომების“ Lucasfilm-ის შეძენის შემდეგ კომპანიის მიერ გაკეთებული „ვარსკვლავური ომების“ რომანების, კომიქსებისა და ვიდეო თამაშების უმეტესი ნაწილი, რომლებიც წარმოებულია 1977 წლის ფილმ ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV, ახალი იმედის შემდეგ, გამოცხადდა არაკანონიკურად და ეწოდა „ვარსკვლავური ომების ლეგენდები“.[3][4][5]

ძველი რესპუბლიკის რაინდები სერია

რევანი „ძველი რესპუბლიკის რანდების“ სერიაში ყოფილი ჯედაის სახითაა წარმოდგენილი, რომელმაც თავის საუკეთესო მეგობარ ალეკთან (მოგვიანებით დართ მალაკი) ერთად დატოვა ორდენი, რათა ებრძოლათ მანდალორის ომებში ჯედაების უმოქმედობის გამო. მანდალორის ომების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, დართ რევანი და მალაკი დაბრუნდნენ რესპუბლიკის სივრცეში მასიური ფლოტით რესპუბლიკის დასაპყრობად. ისინი თავიანთ თავს სითებს უწოდებდნენ. ვინაიდან მათი განზრახვა იყო გალაქტიკის გაერთიანება ერთი მმართველის ქვეშ, რათა მათ შესძლებოდათ თავდასხმა ძველ სითების იმპერიაზე, ისინი თავს არიდებდნენ საკვანძო ადგილებზე თავდასხმას, როგორიცაა კორუსანტი, ონდერონი და დანტუინი. სითებმა მოიგეს ბრძოლა, მაგრამ როდესაც რევანი ემზადებოდა დუელისთვის ჯედაებთან, რომლებიც მის ფლაგმანზე გადმოსხდნენ, მალაკმა, რევანისა და ჯედაების განადგურების იმედით, უღალატა თავის ბატონს და უბრძანა მის ხომალდებს გაესროლათ რევანის ფლაგმანის ხიდის მიმართულებით. მალაკს სჯეროდა, რომ მან მოკლა რევანი, თუმცა ის გადარჩა. რევანი, რომელიც მძიმედ დაშავდა ტურბოლაზერის აფეთქების შედეგად, ბასტილა შანმა და მისმა ჯედაების გუნდმა წაიყვანა ჯედაების ანკლავში, დანტუინზე, სადაც ჯედაების საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს წაეშალათ რევანის მეხსიერება და მიეცათ მისთვის ყალბი ვინაობა, რომელსაც მოთამაშე ქმნის. თამაშის დასაწყისი, შესაძლებელია პერსონაჟის სქესის და გარეგნობის არჩევა (კანონიკურად, რევანი მამაკაცია).

ძველი რესპუბლიკის რაინდები იწყება რევანის გაღვიძებით ვარსკვლავურ ხომალდზე თავდასხმისას. მთელი თამაშის განმავლობაში, რევანი გაიგებს მის დავიწყებულ ისტორიას და აგროვებს მიმდევრების ჯგუფს, როდესაც ის ეძებს „ვარსკვლავურ რუკებს“, რათა იპოვოს ხომალდი „ვარსკვლავური სამჭედლო“ (Star Forge), რომელიც რევანმა გამოიყენა თავისი არმიის შესაქმნელად. რევანი საბოლოოდ ხვდება მალაკს, რომელიც უმხელს თავის ადრინდელ ვინაობას, როგორც სითების ლორდისა. მალაკი მოგვიანებით ტყვედ იგდებს ბასტილას და აქცევს მას ბნელ მხარეზე. მისი საბოლოო ბედი დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე, დაიცვას ნათელი ან ბნელი მხარე მთელი თამაშის განმავლობაში. კანონიკურად, რევანი რჩება ნათელი მხარის ერთგული, ამარცხებს მალაკს და ანადგურებს „ვარსკვლავურ სამჭედლოს“. თამაშის კანონიკური დასასრულის ბოლო სცენა აჩვენებს მთავარ გმირებს, მათ შორის რევანს, რომლებსაც რესპუბლიკა პატივს მიაგებს რაკატა პრაიმზე მდებარე ტაძრის ადგილზე.

გაგრძელება „ძველი რესპუბლიკის რაინდები II: სითების ლორდები“ ცხადყოფს, რომ მალაკის დამარცხებიდან ერთი წლის შემდეგ, რევანმა გაიხსენა საფრთხე, რომელსაც სითების იმპერატორი წარმოადგენდა და დატოვა ცნობილი სივრცე მის დასამარცხებლად. საფრთხის ბუნების შესახებ მინიშნებები ჩნდება თამაშში არსებული დიალოგიდან NPC პერსონაჟებთან (მათ შორის კანდეროსთან და კრეიასთან); ეს იცვლება მოთამაშის პერსონაჟის ერთგულებებისა და სქესის მიხედვით.

რევანი დაემშვიდობა ცხრა ამხანაგს, რომლებიც თან ახლდნენ მის ძიებაში, რადგან იცოდა, რომ ვერცერთი მათგანი უსაფრთხოდ ვერ გაჰყვებოდა მას იმ ადგილებში, სადაც უნდა წასულიყო; ერთადერთი NPC, რომელმაც იცის, სად და რატომ წავიდა რევანი (მისი ნავიგაციის დროიდი, T3-M4) არ ამჟღავნებს ინფორმაციას. ასევე, კორიბანში, ლუდო კრეშის უძველეს საფლავზე, განდევნილი (მოთამაშე) ებრძვის დართ რევანის ხილვას, რომელშიც ის, როგორც ჩანს, ატარებს ორ სინათლის მახვილს: ერთი წითელი და ერთი იისფერი. თამაშში ჩამოთვლილია სინათლის მახვილის ფერის კრისტალები, რომელსაც მოთამაშე იღებს. ეს არის რევანის ერთადერთი ფიზიკური გამოჩენა მთელი თამაშის განმავლობაში. გარდა ამისა, განდევნილს შეუძლია ისაუბროს თამაშის რამდენიმე კომპანიონთან და NPC პერსონაჟთან, რათა გაიგოს მეტი რევანის ისტორიისა და მისი მოგზაურობის შესახებ უცნობ რეგიონებში.

ძველი რესპუბლიკა: რევანი

რევანი წარმოადგენს ძირითად ფოკუსს წიგნისა „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“. წიგნი არის ჩანართი კომპიუტერული თამაშისა „ვარკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“, რომელიც გამოშვებულია Bioware-ისა და EA-ს მიერ 2011 წლის 20 დეკემბერს.

ძველი რესპუბლიკა

რევანი ხელახლა ჩნდება თამაშში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“ მას შემდეგ, რაც გმირების გუნდი ახერხებს მის დახსნას იმპერატორის მორევის ციხიდან, გაძევებული ჯედაის აჩრდილის დახმარებით. ირკვევა, რომ რევანის სიცოცხლე საუკუნეების მანძილზე იყო შენარჩუნებული ტყვეობაში იმპერატორის მიერ, რათა გამოეყენებინა მისი ძალის სიძლიერე, თუმცა, რევანის ბმა იმპერატორთან ორმხრივი იყო და მან მოახერხა იმპერატორის ბნელი ზრახვების შეკავება. აღნიშნულით რევანმა დააბრკოლა იმპერატორის სრული სიძლიერის გალაქტიკაზე მიქცევა მანამ, სანამ რესპუბლიკა და ჯედაების ორდერი სითების იმპერიისადმი წინააღმდეგობის გაწევის შანსის მისაღებად საკმარისად მოძლიერდებოდა. მართალია, რევანი მადლიერი იყო რესპუბლიკისადმი დახსნის გამო, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება შებრძოლებოდა იმპერატორს საკუთარი პირობებით – მან ხელში ჩაიგდო რაკატანული ინსტალაცია სახელწოდებით „სამსხმელო“ (the Foundry). იქ მან შექმნა დროიდების არმია (HK-47-ის ხელმძღვანელობით), რომელიც დაპროგრამირებული იყო სითური დნმ-ის ამოცნობასა და განადგურებაზე, რაც მოიცავდა არა მხოლოდ სითთა ბნელ ლორდებს, არამედ იმპერიის მოქალაქეთა დიდ ნაწილსაც. რევანის გეგმა ჩაიშალა, როდესაც იმპერიელთა ჯგუფმა მოახერხა „სამსახმელოში“ შეჭრა და დროიდთა არმიის (HK-47-თან ერთად) განადგურება რევანთან დაპირისპირებამდე. სასტიკი ბრძოლის შემდეგ რევანი დამარცხდა, თუმცა მოახერხა გაუჩინარება მანამ, სანამ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდნენ.

რევანი ასევე გვევლინება „რაკატა პრაიმის მემკვიდრეობის“ კვანძის გახსნისას, როგორც მთავარი სულისჩამდგმელი „ცრუ ალიანსების“ სიუჟეტურ ხაზში არსებული შეთქმულებისა. იგი არის მთავარი ანტაგონისტი მეოთხე ციფრული გაფართოებისა თამაშისთვის „ძველი რესპუბლიკა“. გაფართოების სახელწოდებაა „რევანის აჩრდილი“, რომელშიც იგი ბრუნდება რესპუბლიკისა და იმპერიის გასანადგურებლად. იგი ხელმძღვანელობს მის მიმდევართა ჯგუფს, რომელიც ცნობილია „რევანის ორდენის“ ან „რევანიტების“ სახელწოდებით, რომელთა მიზანია, ჩაინერგონ ორივე გალაქტიკურ ხელისუფლებაში და წააქეზონ ისინი ერთმანეთის გასანადგურებლად. ზოგიერთი იმპერიული და რესპუბლიკური ძალა ასევე უცხადებს რევანს ერთგულებას. შემდგომ, რევანი ითრევს იმპერიასა და რესპუბლიკას მის რევანიტ ხომალდებთან ბრძოლაში პლანეტა რიშის თავზე, რათა ვერც რესპუბლიკამ და ვერც იმპერიამ მოახერხოს, ჩაერიოს მის იმპერატორთან დაპირისპირებაში. თუმცა, მისი გეგმა ჩაიშლება მაშინ, როდესაც მოთამაშე პერსონაჟი აგზავნის კომუნიკაციას რესპუბუბლიკისა და იმპერიის კუთვნილ ხომალდებზე რევანის ჩანაფიქრის თაობაზე და მოუწიდებს შეწყვიტონ ცეცხლი.

მოგვიანებით, იავინ 4-ზე იმპერატორის გაცოცხლების მცდელობისას, რევანს ხელში ჩაიგდებს მოთამაშე პერსონაჟის და მისი დამხმარე იმპერიული და რესპუბლიკური ძალების ალიანსი. მას შემდეგ, რაც იმპერატორი გამოაშკარავებს საკუთარ არსებობას და დატოვებს იავინ 4-ს, ჩნდება რევანის ხილვა, რომელიც განმარტავს, რომ „სამსხმელოში“ დამარცხებისას მხოლოდ მისი ნათელი მხარე შეერწყა ძალას. რაც შეეხება ბნელ მხარეს, რომელიც იმპერატორისადმი სიძულვილით იკვებებოდა, იგი გადარჩა და დასაბამი მისცა „ცრუ ალიანსების“ სიუჟეტურ ხაზს. რევანის ორი მხარე, ერთი – ჯედაი, ხოლო მეორე – სითი, შემდეგ ერწყმის ერთმანეთს და მისი ამჯერად გამთელებული სული მოუწიდებს მოთამაშესა და მის მოკავშირეებს გამოასწორონ ის, რაც თვითონ ჩაიდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპერატორი სისრულეში მოიყვანს მის ბოროტ გეგმებს და ყველაფერს ბოლო მოეღება.

რევანის სული ბრუნდება ასევე „დავიწყების ექოს“ ნარატივში. იგი ეხმარება მოთამაშე პერსონაჟს დაამარცხოს სითი იმპერატორის სულის დუბლიკატი მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი შეძლებს სატელე შანის სხეულში ჩასახლებას.

სხვა გამოჩენები

რომანში „დართ ბეინი: განადგურების გზა“, რევანი ჩნდება, როგორც დართ ბეინის მიერ აღმოჩენილი ჰოლოკრონის ჰოლოგრაფიული ავატარი.

2018 წლის 18 ოქტომბერს, „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Electronic Arts-მა დაამატა რევანის ჯედაის რაინდის ვარიანტი „ვარსკვლავური ომები: გმირთა გალაქტიკაში“, როგორც სათამაშო პერსონაჟი.[6] თვეების შემდეგ, მისი სით ვერსია, დართ რევანი, თამაშში შევიდა, როგორც პირველი განბლოკილი ბნელი მხარის მითიური პერსონაჟი, მას მოჰყვა დართ მალაკი.

კანონი

რევანი თავდაპირველად უნდა გამოჩენილიყო ანიმაციურ სერიალში „კლონების ომები“. მესამე სეზონის ეპიზოდში „მორტისის აჩრდილები“, რევანი გამოჩნდებოდა სით ლორდის სახით დართ ბეინთან ერთად, როგორც შვილის მრჩეველი, ბნელი მხარის განსახიერება. რევანი ამოღებული იქნა ეპიზოდიდან გვიან წარმოებაში, რადგან მათი ყოფნა ეწინააღმდეგებოდა ლუკასის შეხედულებას ძალის შესახებ იმ დროს.[7][8][9]

ვიზუალური ლექსიკონის სახელმძღვანელო 2019 წლის ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“ შეიცავს მითითებას მარადუილი სითების ერთ-ერთ ლეგიონზე, რომელსაც დართ რევანის სახელი ეწოდა.

რევანის სახელს სითების კულტისტები მღერიან რომანში „სითების აჩრდილი“.[10]

მერჩენდაიზი

2007 წელს, Hasbro-მ გამოუშვა დართ რევანის Action ფიგურა. რევანმა დაიკავა მეორე ადგილი ხმების რაოდენობით 2006 წელს ჩატარებულ ToyFare-ის ფანების არჩევანის გამოკითხვაში, რომელიც განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი Star Wars ფიგურა. ყველაზე დიდი რაოდენობის ხმა მიიღო ქუინლენ ვოსმა, ჯედაიმ, რომელიც გვევლინება კომიქსებში და რომელიც Hasbro-მ უკვე დაანონსა გამოსაშვებად 2007-ში, გამოკითხვის ჩატარებამდე. [11]

2009 წელს, Hasbro-მ გამოუშვა დართ რევანის Mighty Mugg.[12]

2014 წელს, Lego-მ გამოუშვა დარტ რევანის მინიფიგურა როგორც წამახალისებელი უფასო დანამატი ყოველ შესყიდვაზე 3-5 მაისის დღეებში.[13]

რევანმა გაიმარჯვა 2015 წლის „ვარსკვლავური ომების შავი სერიის“ გამოკითხვაში სან-დიეგოს კომიკ-კონის ფესტივალზე; მისი ფიგურა გამოშვებულ იქნა გვიან 2016 წელს.[14]

„გმირთა გალაქტიკიდან“ ჯედაი რაინდი რევანის GameStop-ის ექსკლუზიური შავი სერიის ფიგურა გამოშვებულ იქნა 2020 წლის თებერვალში.[15]

დართ რევანის GameStop-ის ექსკლუზიური Funko Pop! ფიგურა „ძველი რესპუბლიკიდან“ გამოშვებულ იქნა 2020 წლის ივლისში. [16]

გამოხმაურება

2010 წელს IGN-მა რევანი „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო პერსონაჟებს შორის მე-12 ადგილზე დაასახელა,[17] მანამდე, 2008 წელს, IGN-ის ჯეს შედინმა იგი დართ მალაკთან ერთად მე-5 ადგილზე დაასახელა „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო ანტაგონისტებს შორის.[18] 2008 წლის აგვისტოში კი IGN-ის მკითხველებმა „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო პერსონაჟებს შორის რევანი მე-7 ადგილზე დაასახელეს.[19] UGO Networks-მა პერსონაჟი მე-9 ადგილზე დასახელა „ვარსკვლავური ომების“ გაფართოებული სამყაროს პერსონაჟებს შორის.[20] ჯეს შედინის თქმით, იგი ისურვებდა რევანის ხილვას ვიდეოთამაშში Soulcalibur, რადგანაც ის არის „ერთ-ერთი გაფართოებული სამყაროს იმ იშვიათი პერსონაჟებიდან, რომლებიც დანამდვილებით დგანან ფილმების საუკეთესო პერსონაჟების გვერდით“.[21] GameDaily-ს რობერტ უერკმანმა რევანი თავის ფავორიტ პერსონაჟებს შორის დაასახელა „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებული ვიდეოთამაშებიდან.[22]

ჟურნალი Game Informer აპირებდა, შეეყვანა რევანი სიაში „30 პერსონაჟი, რომლებმაც განსაზღვრეს ათწლეული“, თუმცა, საბოლოოდ, პერსონაჟი ამ სიის მიღმა დარჩა. მეთ მილერის თქმით, „ძველ რესპუბლიკაში“ რევანის აჩრდილი ყველაფერს ეტყობა, ხოლო მასთან დაკავშირებული საიდუმლოს გამჟღავნებამ თამაშის ბოლოს „მოთამაშეთა სამყარო შოკში ჩააგდო“.[23]

ჟურნალ Edge-ის თანახმად, გამჟღავნება იმისა, რომ მოთამაშე პერსონაჟი, სინამდვილეში, დართ რევანია, ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი მომენტია ვიდეოთამაშებში.[24] GameDaily-ს კრის ბუფამ ვიდეოთამაშების ყველაზე მნიშვნელოვან სპოილერებს შორის აღნიშნული მომენტი მე-4 ადგილზე დაასახელა,[25] ასევე, რობერტ უერკმანმაც შეიყვანა იგი რვა მომენტს შორის BioWare-ის თამაშებიდან.[26] კონორ შერიდანის თქმით, „ძველი რესპუბლიკის“ რიმეიქის ტრეილერში რევანი „ისევე საშიშად გამოიყურება, როგორც ყოველთვის“.[27]

დამატებითი ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Wallace, Daniel (25 October 2005). The New Essential Chronology to Star Wars. Del Rey. ISBN 978-0-345-44901-6. 
  2. Karyshyn, Drew. (2011) ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი. Del Ray, USA. ISBN 0-345-51134-4
  3. McMilian, Graeme (April 25, 2014). „Lucasfilm Unveils New Plans for Star Wars Expanded Universe“. The Hollywood Reporter. Los Angeles, California: Eldridge Industries. ციტირების თარიღი: May 26, 2016.
  4. The Legendary Star Wars Expanded Universe Turns a New Page. Starwars.com (April 25, 2014). ციტირების თარიღი: May 26, 2016
  5. Disney and Random House announce relaunch of Star Wars Adult Fiction line. StarWars.com (April 25, 2014). ციტირების თარიღი: May 26, 2016
  6. StarWars.com Team. (10 October 2018) Jedi Knight Revan Joins Galaxy of Heroes. Star Wars. ციტირების თარიღი: 25 October 2018
  7. Star Wars: The Clone Wars: The Complete Season Three
  8. Britt, Ryan. Here's the New Deleted Darth Revan Scene From 'Star Wars: The Clone Wars' en. ციტირების თარიღი: 2021-09-24
  9. Did 'Clone Wars' Just Confirm Darth Revan In Star Wars Canon? en-US (2020-05-04). ციტირების თარიღი: 2021-09-24
  10. 'Star Wars: Shadow of the Sith' Makes Luke Skywalker the Galaxy's 'Most Powerful Person'.
  11. yo go re. (24 May 2008) Darth Revan SW: KOTOR. OAFE. ციტირების თარიღი: 25 October 2018
  12. Toy Overlord. Darth Revan - Star Wars Mighty Muggs Wave 7. Mighty Mugg. ციტირების თარიღი: 25 October 2018
  13. Allen Tran. (28 March 2014) LEGO Star Wars Darth Revan is May the Fourth Promotion Minifigure. The Brick Fan. ციტირების თარიღი: 25 October 2018
  14. StarWars.com Team. (6 July 2016) Vote For The Next 6-Inch Star Wars Black Series Figure!. Star Wars. ციტირების თარიღი: 25 October 2018
  15. Star Wars The Black Series - Jedi Revan and Heavy Battle Droid at GameStop en-US (2019-11-10). ციტირების თარიღი: 2020-02-13
  16. Star Wars: Knights of the Old Republic's Darth Revan and Malak Get New Funko Pop! Figures (26 May 2020).
  17. Top 100 Star Wars Characters. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 2 December 2010
  18. Jesse Schedeen. (17 April 2008) Top 15 Star Wars Villains: Episode III. IGN. ციტირების თარიღი: 2 December 2010
  19. Phil Pirrello. (18 August 2008) Who Is Your Favorite Star Wars Character?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 12 April 2011
  20. Adam Rosenberg. (1 July 2008) Top 50 Star Wars Expanded Universe Characters. UGO Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 17 November 2010
  21. Jesse Schedeen. (5 August 2008) Players Wanted: Soulcalibur's Star Wars Fighters. IGN. ციტირების თარიღი: 10 May 2011
  22. Robert Workman. (11 September 2008) Our Favorite Characters From Star Wars Video Games. GameDaily. ციტირების თარიღი: 10 May 2011
  23. Bertz, Matt (19 November 2010). „The Snubbed List“. Game Informer. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
  24. Edge Staff (2 September 2008). „Oh. My. God!!!“. Edge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2011. ციტირების თარიღი: 10 May 2011.
  25. Chris Buffa. (13 March 2009) Top 25 Video Game Spoilers. GameDaily. ციტირების თარიღი: 10 May 2011
  26. Robert Workman. (3 November 2009) Eight Bioware Moments That Shocked Us. GameDaily. ციტირების თარიღი: 10 May 2011
  27. Star Wars: Knights of the Old Republic Remake coming to PS5 (9 September 2021).

Read other articles:

Channel in the United States Virgin Islands Leeward PassageGreat and Little Hans Lollik Islands with St. Thomas visible in the background beyond Leeward Passage.Leeward PassageShow map of the U.S. Virgin IslandsLeeward PassageShow map of Lesser AntillesLeeward PassageShow map of CaribbeanCoordinates18°22′23″N 64°53′59″W / 18.37306°N 64.89972°W / 18.37306; -64.89972Basin countriesUnited States Virgin Islands The Leeward Passage is a channel between Hans...

 

Questa voce o sezione sull'argomento centri abitati della Virginia non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Langleyarea non incorporataLangley – VedutaIngresso principale della Langley High School. Sulla sinistra è visibile il monumento dedicato alle famiglie colpite dall'attacco dell'11 settemb...

 

Hippopsicon lacteolum Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda Kelas: Insecta Ordo: Coleoptera Famili: Cerambycidae Genus: Hippopsicon Spesies: Hippopsicon lacteolum Hippopsicon lacteolum adalah spesies kumbang tanduk panjang yang berasal dari famili Cerambycidae. Spesies ini juga merupakan bagian dari genus Hippopsicon, ordo Coleoptera, kelas Insecta, filum Arthropoda, dan kingdom Animalia. Larva kumbang ini biasanya mengebor ke dalam kayu dan dapat menyebabkan kerusakan pada...

Fantastic GirlsDari kiri ke kanan: Jiyoung, Nicole, Gyuri, Seungyeon and Hara.Album studio karya KaraDirilis28 Agustus 2013 (2013-08-28)Direkam2013GenrePop, dance-popDurasi41:55BahasaJepangLabelUniversal SigmaKronologi Kara Kara Solo Collection(2012)Kara Solo Collection2012 Fantastic Girls(2013) Full Bloom(2013)Full Bloom2013 Singel dalam album Fantastic Girls Bye Bye Happy Days!Dirilis: 27 Maret 2013 Thank You Summer LoveDirilis: 24 Juli 2013 Fantastic Girls adalah album studio berb...

 

Field of critical theory Part of a series onLGBT topics       LesbianGayBisexualTransgender Sexual orientation and gender Aromanticism Asexuality Gray asexuality Biology Bisexuality Pansexuality Demographics Environment Gender fluidity Gender identity Gender role Gender variance Homosexuality Intersex Non-heterosexual Non-binary gender Queer Queer heterosexuality Questioning Sexual identity Sex–gender distinction Trans man Trans woman Transgender Transsexual Tw...

 

American novelist For the politician, see Frank E. Riley. Riley's The Executioner was the cover story on the April 1956 issue of If Frank Riley (1915–1996) was the pseudonym of Frank Ryhlick, an American science fiction author best known for co-writing (with Mark Clifton) the novel They'd Rather Be Right, which won a Hugo Award for Best Novel during 1955. He was a syndicated travel columnist and editor for the Los Angeles Times, and editor of the Los Angeles Magazine. He also wrote advertis...

Masuda 益田市Kota BenderaLambangLokasi Masuda di Prefektur ShimaneNegara JepangWilayahChūgokuPrefektur ShimanePemerintahan • Wali kotaHiroaki YamamotoLuas • Total733 km2 (283 sq mi)Populasi (Oktober 1, 2015) • Total47.718 • Kepadatan65,10/km2 (16,900/sq mi)Zona waktuUTC+9 (JST)Kode pos698-8650Simbol • PohonZelkova serrata• BungaNarcissusNomor telepon0856-31-0100Alamat1-1 Tokiwachō, Masuda-shi...

 

Sapporo 札幌市Kota terpilihCity of Sapporo[1]Dari kiri atas: Pemandangan malam Sapporo dilihat dari Gunung Moiwa, Sapporo Clock Tower, Sapporo Beer Museum, Stasiun Sapporo, Universitas Hokkaido, Sapporo Dome, dan Menara TV Sapporo dilihat dari Taman Odori BenderaEmblemLokasi Sapporo di Hokkaido (Subprefektur Ishikari)SapporoLokasi di JepangTampilkan peta JepangSapporoSapporo (Asia)Tampilkan peta AsiaSapporoSapporo (Bumi)Tampilkan peta BumiKoordinat: 43°4′N 141°21′E / ...

 

Representation of a data design This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Physical schema – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2008) (Learn how and when to remove this template message) Physical Data Model Options.[1] A physical data model (or database design) is a representatio...

American chemist (1930–2007) Frank Albert CottonCotton in August 2005Born(1930-04-09)April 9, 1930Philadelphia, Pennsylvania, U.S.DiedFebruary 20, 2007(2007-02-20) (aged 76)College Station, Texas, U.S.CitizenshipUSAAlma materHarvard UniversityAwardsWilliam H. Nichols Medal (1975)National Medal of Science (1982)NAS Award in Chemical Sciences (1990)Priestley Medal (1998)Wolf Prize (2000)FRSScientific careerFieldsInorganic ChemistryInstitutionsMassachusetts Institute of Technology Te...

 

Centre for the study of classical music for school-going pupils Hugo Lambrechts Music CentreTypePublicEstablished1986DirectorDr Arisa VogesStudents480LocationCape Town, South AfricaWebsitewww.hugolambrechts.co.za Hugo Lambrechts Music Centre is a dedicated centre for the study of classical music for school-going pupils. Established in 1986, it is housed in one of the oldest school buildings in the northern suburbs of Cape Town. Facilities The old school building consists of 25 music rooms, us...

 

1999 Major League Baseball All-Star Game 1 2 3 4 5 6 7 8 9 R H E National League 0 0 1 0 0 0 0 0 0 1 7 1 American League 2 0 0 2 0 0 0 0 X 4 6 2 DateJuly 13, 1999VenueFenway ParkCityBoston, MassachusettsManagersBruce Bochy (SD)Joe Torre (NYY)MVPPedro Martínez (BOS)Attendance34,187Ceremonial first pitchTed WilliamsTelevisionFox (United States)MLB International (International)TV announcersJoe Buck, Tim McCarver and Bob Brenly (Fox)Gary Thorne and Ken Singleton (MLB International)RadioESPNRadi...

Indian association football club based in Goa Football clubSalgaocarFull nameSalgaocar Football ClubShort nameSFCFounded1956; 68 years ago (1956) (as Vimson Club)1961; 63 years ago (1961) (as Salgaocar Sports Club)GroundDuler StadiumCapacity10,000OwnerShivanand Salgaocar (V. M. Salgaocar Group of Companies)WebsiteClub website Home colours Away colours Salgaocar Football Club (formerly Salgaocar Sporting Club) is an Indian professional football club based in...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Soccer Nova Scotia – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2023) (Learn how and when to remove this message) This article may contain an excessive amount of intricate detail that may interest only a particular audience. Please help by spinning off...

 

كوكايين Cocaine كوكايين الاسم النظامي methyl (1R,2R,3S,5S)-3- (benzoyloxy)-8-methyl-8-azabicyclo[3.2.1] octane-2-carboxylate تداخل دوائي أميودارون،  وأناغريليد،  وأكسيد الزرنيخ الثلاثي،  وأستيميزول،  وأزيثرومايسين،  وبيبريديل،  وكلوروكين،  وكلوربرومازين،  وسيسابريد،  وسيتالوبرام،  وك�...

Royal Air Force training station in Nottinghamshire, England RAF Syerston Syerston, Nottinghamshire in EnglandThe air traffic control tower in 2006Praesta in officiis(Latin for 'Excel in duties')RAF SyerstonShown within NottinghamshireCoordinates53°01′24″N 000°54′42″W / 53.02333°N 0.91167°W / 53.02333; -0.91167TypeRoyal Air Force flying training stationCodeYNSite informationOwnerMinistry of DefenceOperatorRoyal Air ForceControlled byNo. 22...

 

Rescaldinacomune Rescaldina – VedutaLa Piazza della Chiesa nel dicembre 2023 LocalizzazioneStato Italia Regione Lombardia Città metropolitana Milano AmministrazioneSindacoGilles Andrè Ielo (centro-sinistra) dal 27-5-2019 TerritorioCoordinate45°37′N 8°57′E45°37′N, 8°57′E (Rescaldina) Altitudine225 m s.l.m. Superficie8,03 km² Abitanti14 149[1] (31-12-2021) Densità1 762,02 ab./km² FrazioniRavello, Rescalda Comuni conf...

 

Single-reed woodwind instrument Not to be confused with Clavinet. ClarinetB♭ clarinets (Boehm and Oehler fingering system)Woodwind instrumentClassification Single-reedHornbostel–Sachs classification422.211.2–71(Single-reeded aerophone with keys)Playing range All clarinets have approximately the same written range. The sounding pitch depends on what key the instrument is in. Low clarinets generally have extra keys to extend the range downward.Related instruments ChalumeauTárogató...

SUPER JUNIOR-K.R.Y. ASIA TOUR ~phonograph~Tur asia oleh Super Junior-KRYSUPER JUNIOR-K.R.Y. ASIA TOUR ~phonograph~Join HandsMulai22 Agustus 2015 (2015-08-22)Berakhir03 Januari 2016 (2016-01-03)Putaran6Penampilan2 di  Korea Selatan1 di  Thailand2 di  Taiwan1 di Tiongkok1 di  Hong Kong1 di  Indonesiatotal 9Situs websuperjunior.smtown.comKronologi konser Super Junior-KRY SUPER JUNIOR-K.R.Y. JAPAN TOUR 2015 ~phonograph~(2015) SUPER JUNIOR-K.R.Y. ASIA TOUR ~phono...

 

Pseudoscientific alternative medicine practice AromatherapyA stylized diffuser and a bottle of essential oilAlternative therapyMeSHD019341 This article is part of a series onAlternative medicine General information Alternative medicine History Terminology Alternative veterinary medicine Quackery (health fraud) Rise of modern medicine Pseudoscience Antiscience Skepticism Scientific Therapeutic nihilism Fringe medicine and science Acupressure Acupuncture Alkaline diet Anthroposophic medicine Ap...