დოსოს რეგიონი (ფრანგ. Dosso ) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 33 844 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 037 713 ადამიანს.[ 1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 60,21 ად./კმ². რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი დოსო .
გეოგრაფია
დოსოს რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს ტილაბერის რეგიონი , აღმოსავლეთში — ტაჰუის რეგიონი . დოსოს რეგიონის სამხრეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ნიგერიასთან და ბენინთან .
დოსოს რეგიონში მიედინება მდინარე ნიგერი . კლიმატი ცხელია, ხშირი წვიმებით. ნიადაგი ნაყოფიერია.
ადმინისტრაციული დაყოფა
დოსოს რეგიონის დეპარტამენტები.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 5 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი დოსო ).
ბობოიეს დეპარტამენტი (Boboye):
ფართობი: 4794 კმ²
მოსახლეობა: 372 904 ად. (2011 წელი)
დოგონდუჩის დეპარტამენტი (Dogondoutchi):
ფართობი: 11 936 კმ²
მოსახლეობა: 682 289 ად. (2011 წელი)
დოსოს დეპარტამენტი (Dosso):
ფართობი: 8587 კმ²
მოსახლეობა: 488 509 ად. (2011 წელი)
გაიას დეპარტამენტი (Gaya):
ფართობი: 4446 კმ²
მოსახლეობა: 349 794 ად. (2011 წელი)
ლოგის დეპარტამენტი (Loga):
ფართობი: 4081 კმ²
მოსახლეობა: 184 843 ად. (2011 წელი)
სქოლიო