ტილაბერის რეგიონი (ფრანგ.Tillabéri) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 97 251 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 722 482 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 27,99 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტილაბერი.
ტილაბერის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — ნიამეი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი.