ტაჰუის რეგიონი (ფრანგ. Tahoua ) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 113 371 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 328 365 ადამიანს.[ 1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 29,36 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტაჰუა .
გეოგრაფია
ტაჰუის რეგიონი მდებარეობს ნიგერის ცენტრალურ ნაწილში. მისგან დასავლეთით მდებარეობს დოსოს და ტილაბერის რეგიონები, აღმოსავლეთით — აგადესის და მარადის რეგიონები. სამხრეთით გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ნიგერიასთან , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — მალისთან .
რეგიონის ჩრდილოეთით გაბატონებულია მშრალი კლიმატი , სამხრეთით — ნოტიო, სავანა ნაყოფიერია.
ადმინისტრაციული დაყოფა
ტაჰუის რეგიონის დეპარტამენტები.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 8 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი ტაჰუა).[ 2]
აბალაკის დეპარტამენტი (Abalak):
ფართობი: ჩინტაბარადენის დეპარტამენტთან ერთად
მოსახლეობა: 112 273 ად. (2011 წელი)
ბირნი-ნკონის დეპარტამენტი (Birni N'Konni):
ფართობი: 5 317 კმ²
მოსახლეობა: 504 783 ად. (2011 წელი)
ბუზას დეპარტამენტი (Bouza):
ფართობი: 3 777 კმ²
მოსახლეობა: 386 093 ად. (2011 წელი)
ილელის დეპარტამენტი (Illéla):
ფართობი: 6 933 კმ²
მოსახლეობა: 366 704 ად. (2011 წელი)
კეიტის დეპარტამენტი (Kéita):
ფართობი: 5 297 კმ²
მოსახლეობა: 303 469 ად. (2011 წელი)
მადაუის დეპარტამენტი (Madaoua):
ფართობი: 4 856 კმ²
მოსახლეობა: 443 902 ად. (2011 წელი)
ტაჰუის დეპარტამენტი (Tahoua):
ფართობი: 9 743 კმ²
მოსახლეობა: 500 361 ად. (2011 წელი)
ჩინტაბარადენის დეპარტამენტი (Tchintabaraden):
ფართობი: 77 448 კმ² (შედის აბალაკის დეპარტამენტიც )
მოსახლეობა: 124 337 ად. (2011 წელი)
ეკონომიკა
ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა .
სქოლიო