დიდი ინჩხური — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდი ინჩხური, ლებაჩე, პატარა ინჩხური).
მდებარეობს ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, აბაშა-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 250 მ-ზე, მარტვილიდან 3 კმ დაშორებით. მის ტერიტორიაზეა აბაშის ჰიდროელექტროსადგური (აბჰესი), ინჩხურის მღვიმე.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 607 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
699 |
344 |
355
|
2014[1] |
607 |
303 |
304
|
სქოლიო