ქვემო ნაგვაზავო, ქვედა ნაგვაზაო (მეგრ. თუდოლენ ნაგვაზუ) — სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზავოს თემი (სოფლები: ზემო ნაგვაზავო, ქვემო ნაგვაზავო, ლეკვანტალიე). სოფელში არის საჯარო სკოლა. აქ დაიბადა პოეტი ნოშრევან ჯიშკარიანი.
გეოგრაფია
მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 140 მეტრზე, კლიმატი — ნოტიო სუბტროპიკული. მარტვილიდან 5 კილომეტრი, მანძილი თბილისამდე 279 კმ, მანძილი ზუგდიდამდე 80 კმ, უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი — 70 კმ, უახლოესი რკინიგზის სადგური — ქ. აბაშა (29 კილომეტრი), უახლოესი აეროპორტი — ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 40 კმ.
ტოპონიმები
- ლეჯღარკე — უბანი სოფლის ცენტრში.
- ლეცერცვე — უბანი სოფლის ჩრდილოეთით.
- ლეგვაზე — უბანი სოფლის აღმოსავლეთით.
- კაჟონა — უბანი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
- ჭალე — ახო (საყანური გაკაფული) სოფლის დასავლეთით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 734 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1024 |
488 |
536
|
2014[1] |
734 |
357 |
377
|
მოსახლე გვარები
სოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ჯღარკავები, გვაზავები, ცერცვაძეები, სილაგავები, თოშხუები, ფუტკარაძეები, მანტუები, ძიძიგურები და სხვ.[3]
ეკონომიკა
საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა და მეჩაიეობა. ამჟამად სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მემარცვლეობა და მეცხოველეობა, მემცენარეობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან — თხილსა და სუბტროპიკულ ხურმას.
გალერეა
-
ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლა
გიორგი ათათიას ფოტო
-
ქვემო ნაგვაზავოში მდებარე
ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსიგიორგი ათათიას ფოტო
-
ქვემო ნაგვაზავოს საჯარო სკოლა
გიორგი ათათიას ფოტო
-
დასასვენებელი ობიექტი
გიორგი ათათიას ფოტო
-
ქვემო ნაგვაზავოზე გამავალი საქალაქთაშორისო გზა
გიორგი ათათიას ფოტო
ლიტერატურა
სქოლიო