ზემო ნაგვაზავო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზავოს თემი (სოფლები: ზემო ნაგვაზავო, ქვემო ნაგვაზავო, ლეკვანტალიე). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 140 მეტრზე. მარტვილიდან 6 კმ.
ძველი სახელია ნაგვაზუ.
სოფელში მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესია, ერთი სოფლის სასაფლაოზე, ხოლო მეორე სოფელში მცხოვრები კუდავების უბანში. არცერთი ეკლესიის კვალი დღეს არ არის, თუმცა გადმოცემით ცნობილია, რომ ერთ-ერთი სალოცავი კომუნისტებს დაუნგრევიათ XX საუკუნის 30-იან წლებში.
ზემო ნაგვაზავოში მდებარეობს სკოლა, რომელიც დაახლოებით 50 წლისაა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 767 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
837 |
376 |
461
|
2014[1] |
767 |
374 |
393
|
სქოლიო