დიდი განთიადი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ძირულა).
მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მ-ზე. ზესტაფონიდან დაშორებულია 18 კმ-ით, ძირულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 3 კმ-ით. სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის XVIII საუკუნის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 244 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
427 |
208 |
219
|
2014[1] |
244 |
121 |
123
|
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო