ზედა ილემი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ილემის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 320 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 307 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
313 |
159 |
154
|
2014[1] |
307 |
152 |
155
|
ისტორია
ზედა ილემი ძველად სოფელ ილემის შემადგენელი ნაწილი იყო. ისტორიულ წყაროებში სოფელი ილემი პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში.
ლიტერატურა
სქოლიო