რუსეთ-ოსმალეთის1768-1774 წლების ომის დროს ეკატერინე II-მ იმერეთის მეფის დასახმარებლად გასაგზავნი რაზმის მეთაურად დანიშნა. 1769 წელს ტოტლებენი ერეკლე II-ს დაუკავშირდა და დახმარება აღუთქვა. სექტემბერში იმერეთში გადავიდა და თურქებთან ბრძოლაში ჩაება, მაგრამ ოქტომბერში ქართლში დაბრუნდა. 1770 წლის აპრილში ტოტლებენმა ქართლ-კახეთის ჯართან ერთად ახალციხისაკენ გაილაშქრა. 19 აპრილს აწყურთან მიატოვა ერეკლე II, თბილისისაკენ გაემართა და ქართლ-კახეთის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის გადაცემა მოინდომა. ასპინძის ბრძოლაშიქართველთა გამარჯვებამ ეს გეგმა ჩაშალა. შემდეგ ტოტლებენი იმერეთში გადავიდა და თურქთაგან შორაპნის, ცუცხვათის, ბაღდათისა და ქუთაისის ციხეების განთავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ მოუმზადებლად შეუტია ფოთს და დამარცხდა.
საქართველოში ყოფნისას ტოტლებენი თავისი თვითნებური ქმედებებით უპირისპირდებოდა ქართველ მმართველებს, რის გამოც რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა 1771 წლის იანვარში იგი გენერალ სუხოტინით შეეცვალა. პეტერბურგში დაბრუნებულ ტოტლებენს ჩამორთმეული ორდენი დაუბრუნეს, დივიზია ჩააბარეს და ვარშავაში გაგზავნეს, სადაც მალე გარდაიცვალა.