„გენერალი და ზიზილები“ — 1963 წლის საბჭოთა ფილმი, რომლის რეჟისორია მიხეილ ჭიაურელი. ფილმი გადაღებულია ნ. შპანოვის რომანის - „ქარიშხალი“ მიხედვით. მისი პრემიერა შედგა 1964 წლის 23 ნოემბერს.
სიუჟეტი
ევროპის მილიტარისტული წრეები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რადისტი ლენოვსკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამხილოს პროვოკაცია.
ფილმი გადაღებები დაემთხვა კარიბის კრიზისს. სცენარისტ ა. ფილიმონოვის გადმოცემით, ის „მაღალ ინსტანციებში“ სასაუბროდ დაიბარეს და დავალება მისცეს, დაეწერა სცენარი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე. ფილმის ეკრანზე გამოსვლის მომენტში კრიზისი უკვე მთავრდებოდა და დასავლეთთან ურთიერთობაში „დათბობის“ პერიოდი დაიწყო. სურათი, რომელიც წარმატებით გადიოდა, ეკრანებიდან მოიხსნა და მივიწყებულ იქნა.
როლებს ასრულებენ
რესურსები ინტერნეტში