გელა სანაია (დ. 7 ივლისი, 1978) — ქართველი მწვრთნელი. ამჟამად ფოთის „კოლხეთის“ თავკაცი.
წვრთნიდა „სამტრედიას“, ხობის „კოლხეთს“ და თბილისის „ლოკომოტივს“, „ჭიათურას“[1] და რუსთავის „მეტალურგს“[2]. 2014 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“[3] და გუნდთან ერთადად 2013-14 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის (ჯგუფი B) გამარჯვებული. ამავე წლის ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მისი ადგილი ზაზა ზამთარაძემ დაიკავა.[4] 2015 წლის თებერვლიდან ქობულეთის „შუქურას“ მთავარ მწვრთნლად დაინიშნა, მან კონსტანტინ ფროლოვი ჩაანაცვლა.[5] ამავე წლის ზაფხულში კლუბი დატოვა. ოქტომბრიდან ფოთის „კოლხეთს“ ჩაუდგა სათავეში.
იგი მიეკუთვნება ქართველ მწვრთნელთა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც აქვთ სამწვრთნელო PRO ლიცენზია.[6]
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ გელა სანაია “მაღაროელის“ დამრიგებელია, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 27 თებერვალი, 2013.
- ↑ სანაია “მეტალურგში” დაინიშნა ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 15 ივნისი, 2013.
- ↑ სანაია “სამტრედიაში” მუშაობას შეუდგა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 20 იანვარი, 2014.
- ↑ “სამტრედიაში” სანაია ზამთარაძემ შეცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 27 ოქტომბერი, 2014.
- ↑ ქობულეთის "შუქურას" თავკაცის პოსტზე კონსტანტინ ფროლოვს გელა სანაია შეცვლის, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 9 თებერვალი, 2015.
- ↑ კიდევ ორი Pro ლიცენზიის მფლობელი – სანაია და პერტია ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 26 დეკემბერი, 2011.