ბრაზილიის უმეტეს ნაწილში არის ტროპიკული ჰავა, რომელიც სამხრეთში შედარებით ზომიერია. ბრაზილიის უდიდესი მდინარეა - ამაზონი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძელეს მდინარეს წარმოადგენს. ტროპიკული ტყეები რომლებიც ფარავენ ამაზონის აუზს, დედამიწის ტროპკული ტყეების თითქმის ნახევარია.
ბრაზილიის სამთავრობო ორგანოების მიხედვით არის 12 ძირითადი ჰიდროგრაფიული რეგიონი. შვიდ მათგანს რეგიონის ძირითადი მდინარეების სახელები ქვიათ, ხოლო დანარჩენ ხუთს არ აქვს ერთი ძირითადი მდინარე.
5 დანარჩენი სანაპირო რეგიონი (ჩრდილოეთიდან სამხრეთით):
Atlântico Nordeste Ocidental (დასავლეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკა)
Atlântico Nordeste Oriental (აღმოსავლეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკა)
Atlântico Leste (აღმოსავლეთი ატლანტიკა)
Atlântico Sudeste (სამხრეთ აღმოსავლეთი ატლანტიკა)
Atlântico Sul (სამხრეთი ატლანტიკა)
ამაზონი არის მსოფლიოში ყველაზე განიერი და სიგრძით (ნილოსის შემდეგ) მეორე მდინარე. ის მსოფლიოს უდიდეს ტროპიკული ტყეების სადრენაჟო სისტემაა. მეორე დიდი მდინარე, პარანა, ქმნის პარაგვაისა და არგენტინის საზღვარს, გაივლის არგენტინას და ჩედინება ატლანტის ოკეანეში. ამაზონი სავსეა წყალმცენარეებით.