წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგი (პორტ.Arquipélago de São Pedro e São Paulo) – არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, შედგება 15 პატარა კუნძულისა და კლდისგან.[1] იგი მდებარეობს ეკვატორულ ზოლზე, ძლიერი შტორმების რეგიონში. ეკუთვნის ბრაზილიას, რომლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტორუსიდან დაშორებულია დაახლოებით 940 კილომეტრით, ფერნანდუ-დი-ნორონიას არქიპელაგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით — 625 კილომეტრით და ქალაქ ნატალიდან 990 კილომეტრით.
1511 წლის 20 აპრილს, ინდოეთში მიმავალმა პორტუგალიის საზღვაო ძალებმა (რომელიც 6 კარაველისგან შედგებოდა) კაპიტან გარსია ნორონას ხელმძღვანელობით, შემთხვევით აღმოაჩინეს კუნძულები. იმ დღეს, ღია ზღვაში, გვიან ღამით მანევრირების დროს, კარაველა "წმინდა პეტრე" კაპიტან მანუელ დე კასტრო ალკოფორადოს ხელმძღვანელობით კუნძულებს შეეჯახა.[4]
1832 წლის 16 თებერვლის დილას, კლდეები მოინახულა ჩარლზ დარვინმა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის პირველ ეტაპზე. დარვინს შექმნილი აქვს კუნძულების ფაუნის სრული სია: არც ერთი მცენარე და არც ერთი სირსველი არ მოიძებნება კუნძულებზე. დარვინმა იპოვნა: ორი ჩიტი ბოობი (booby) და თევზიყლაპია, კიბორჩხალა რომელიც ცდილობდა მოეპარა პატარა ბარტყი, ჩრჩილი რომელიც ცხოვრობდა ბუმბულებზე, ხოჭო, ნამსჭია რომელიც ფრინველების ნარჩენებზე ცხოვრობდა და ობობები რომლებიც ჩათვალა რომ ფრინველების ნარჩენებზე ცხოვრობდნენ.[5]